ავტორი:

ნინო კუზანოვა გახარიასა და ტიკარაძესთან ერთად - რა კომენტარი დატოვა ია ფარულავამ კარდიოლოგის ფოტოზე

ნინო კუზანოვა გახარიასა და ტიკარაძესთან ერთად - რა კომენტარი დატოვა ია ფარულავამ კარდიოლოგის ფოტოზე

ტელეწამყვანი და კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტო "შერატონ მეტეხი პალასში" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიშის მოსმენაზეა გადაღებული.

ფოტოს რამდენიმე ადამიანმა ირონიული კომენტარი გაუკეთა, მათ შორის მსახიობმა ია ფარულავამ. "შესანიშნავი სამეული", - დაწერა მსახიობმა და ტელეწამყვანმა.

იას ამ ჟესტმა და, სავარაუდოდ, სხვა კომენტარებმაც, როგორც ჩანს, კუზანოვა გააღიზიანა, რის გამოც პოსტი წაშალა და სხვა რაკურსით გადაღებული იგივე ფოტო თავიდან გამოაქვეყნა.

ცნობილია, რომ მსახიობსა და კარდიოლოგს უკვე წლებია ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ. სამი წლის წინ ფარულავამ კუზანოვასთან დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში სახალხოდ დაწერა: "ქოცი მეგობარი ბევრი მყავს, არავისთან არ მქონია კონფლიქტი საერთოდ. მხოლოდ ერთმა ჩაისვარა მაგრად და ისიც ძალად ქოცი თუ ქოცებთან შეტენვით იყო ვერ გავიგე", - დაწერა იამ და თვალებდაქაჩული ბარბის ფოტო გამოაქვეყნა. რატომ დაუპირისპირდნენ უახლოესი მეგობრები ერთმანეთს, უცნობია.

ასევე ნახეთ: რას პასუხობს "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი ნინო კუზანოვას ბრალდებას და რას წერენ კარდიოლოგზე გვარამია და ფარულავა

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე