ავტორი:

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

როგორ გადაიღო ცნობილმა რუსმა ფოტოგრაფმა დავით ყიფიანის გენიალური კადრი - "5 წლის შემდეგ, იმ დღეს პირველად დადგა მოედანზე ფეხი..."

იური როსტი ცნობილი რუსი ფოტოგრაფი და ჟურნალისტია. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიისა და საბჭოეთის წინააღმდეგ ამბოხებული ქართველების უნიკალური კადრები ისტორიას მანაც შემოუნახა. ის უფრო ხშირად პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა, არადა ფიზკულტურის ინსტიტუტი დაასრულა, იყო წყალბურთელი და სპორტის სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვა, ოთხჯერ იმუშავა ოლიმპიურ თამაშებზე...

გამოცემა sports.ru-სთან ინტერვიუში როსტმა თბილისის "დინამოს" ლეგენდა დავით ყიფიანი გაიხსენა. დღეს 18 ივნისია - დიდი ფეხბურთელის დაბადების დღე. ის ავადსახსენებელი 2001 წლის 17 სექტემბერი რომ არა, ყიფიანი დღეს 69 წლის იქნებოდა და კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას მოასწრებდა...

როსტი კიევშია დაბადებული, თუმცა თბილისის "დინამოს" გულშემატკივრობდა. ჟურნალისტმა სწორედ ამაზე ჰკითხა: როგორ მოხდა, რომ კიევის "დინამოს" არ ქომაგობდა? დავით ყიფიანზე ამ კითხვის შემდეგ ილაპარაკა.

"მე ყოველთვის ის გუნდი მიყვარდა, რომელიც ლამაზად თამაშობდა. კიევის "დინამო" ძალიან კარგი იყო მასლოვის დროს. თბილისელებს კი ჰყავდა ყიფიანი, საშა ჩივაძე... რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა. ყიფიანი, ზოგადად, იოჰან კრუიფის საბჭოური ვერსია იყო. შეიძლებოდა, მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ მისთვის გეცქირათ", - ყვება როსტი.

ის ბევრი სპორტსმენის ცნობილი ფოტოს ავტორია, მათ შორის, გამორჩეულ ადგილს უდავოდ იკავებს - "ყიფიანი მიდის". როსტს კითხვა ამ ფოტოზეც დაუსვეს:

"ყიფიანმა კარიერა რომ დაასრულა, რა თქმა უნდა, სტადიონზე დადიოდა, მაგრამ მოედანზე არ შედიოდა. ჩემმა მეგობარმა, მშვენიერმა მსახიობმა გოგი ხარაბაძემ მითხრა - მოდი, ყიფიანთან მივიდეთო. მას სტადიონზე წასვლა შევთავაზეთ. ყიფიანმა გვიპასუხა: "მოედანზე გასვლა არ მინდა". მაინც წავედით. სტადიონი ცარიელი იყო. დირექტორი მაშინ თბილისის "დინამოს" ცნობილი თავდამსხმელი ბორის პაიჭაძე გახლდათ.

ყველა ერთად ვართ, ყიფიანი - თავისი ორი ​​ვაჟით. დავიძარით კარისკენ. მივხვდი, რომ ის კადრი ვერ გამოვიდოდა, რაც მსურდა - კადრს მაინც დაბლიდან ვიღებდი. პაიჭაძეს მოედნის საკრეჭი მანქანის მოყვანა ვთხოვე... მასზე ავძვერი და ყიფიანს ვთხოვე - "გთხოვ, მოედანზე შედი"... და ხუთი წლის განმავლობაში პირველად, მან მოედანზე ფეხი დადგა... წაიკითხეთ ვრცლად lelo.ge-ზე

როგორები იქნებოდნენ პოპულარული ადამიანები საპირისპირო სქესი რომ ჰქონდეთ - სახალისო ფოტოები სოციალური ქსელებიდან

სად წავიდეთ შაბათ-კვირას, როცა გვცხელა - ულამაზესი ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

როგორ გამოიყურება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი - სასწავლებლის პირველი ფოტოები გავრცელდა