27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ
დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა, რის შე­დე­გა­დაც სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო 8 პი­რის მი­მართ.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი 6 სას­ტუმ­როს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­თი და მმარ­თვე­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, სხვა­დას­ხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის კუთ­ვნი­ლი ფუ­ლა­დი თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით, და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გა­რი­გე­ბა­ში შე­ვიდ­ნენ ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან გ.კ. და კ.ა.-სთან და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ სხვა წევ­რებ­თან.და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის მიერ წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, ე.კ-მ, ლ.გ-მ, გ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ, და ლ.დ-მ, მა­თი­ვე მფლო­ბე­ლო­ბა­ში და გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ხელ­ზე, რომ­ლე­ბიც სას­ტუმ­რო მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ოდ­ნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გახ­სნეს სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და პოს ტერ­მი­ნა­ლი­სა და „ჯეო ფეის“ სა­გა­დახ­დო სის­ტე­მის მომ­ხმა­რებ­ლე­ბად და­რე­გის­ტრირ­დნენ.

აღ­ნიშ­ნუ­ლით, მათ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა პოს ტერ­მი­ნალ­ში და „ჯეო ფეის“ გა­დახ­დის სის­ტე­მა­ში, სხვა­დას­ხვა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბის სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნის გზით, ბა­რა­თე­ბი­დან ჩა­მო­ეჭ­რათ თან­ხა და გა­და­ე­ტა­ნათ მათ­თვის სა­სურ­ველ სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე.ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მათ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბის ნომ­რებს არარ­სე­ბუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის სა­ხე­ლით ჯავ­შნიდ­ნენ სას­ტუმ­როს ნომ­რე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად და­ჯავ­შნის სერ­ვი­სის მომ­წო­დე­ბე­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ვებგ­ვერ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

და­ჯავ­შნი­ლი ნომ­რე­ბის მათ მი­ერ­ვე ხე­ლოვ­ნუ­რად გაზ­რდი­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­დი­სას, ბრალ­დე­ბუ­ლებს, პოს ტერ­მი­ნალ­ში და "ჯეო ფეის“ სა­გა­დახ­დო სის­ტე­მა­ში შეჰ­ყავ­დათ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი და ამ გზით ბა­რა­თე­ბი­დან აჭ­რიდ­ნენ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხებს.

სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი­დან გა­ნაღ­დე­ბის შემ­დგომ კი, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბი, წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ნა­წილ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ, სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში მყოფ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებს შო­რის.ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს 687 321 ლა­რის და 60 400 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ზი­ა­ნი მი­ად­გათ.

2020 წლის 16-17 ივ­ნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სათ­ვის, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის, ასე­ვე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აქოური ჩინოვნიკი
31

ვააიმე! თანხის მითვისება დანაშაულია??

ვენავე,კარგიც უქნიათ
56

ს.რ ვითომ ტურისტებს მეტიც ეკუთვნით,სად მოდიან?მალდივია აქ თუ იბიცა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ

დაკავებულია 6 სასტუმროს მმართველი და კიდევ ორი პირი, რომლებიც ტურისტების თანხებს თაღლითურად ითვისებდნენ

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მოქმედი 6 სასტუმროს ხელმძღვანელობითი და მმართველობითი უფლებამოსილების მქონე პირები, სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდნენ ბრალდებულებთან გ.კ. და კ.ა.-სთან და დანაშაულებრივი ჯგუფის საზღვარგარეთ მყოფ სხვა წევრებთან.დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ე.კ-მ, ლ.გ-მ, გ.გ-მ, ვ.ნ-მ, შ.ი-მ, და ლ.დ-მ, მათივე მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული კომპანიების სახელზე, რომლებიც სასტუმრო მომსახურებას ეწეოდნენ, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში გახსნეს საბანკო ანგარიშები და პოს ტერმინალისა და „ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემის მომხმარებლებად დარეგისტრირდნენ.

აღნიშნულით, მათ მიეცათ შესაძლებლობა პოს ტერმინალში და „ჯეო ფეის“ გადახდის სისტემაში, სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ბარათების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე.ბრალდებულები მათ მფლობელობაში არსებული სასტუმროების ნომრებს არარსებული მომხმარებლების სახელით ჯავშნიდნენ სასტუმროს ნომრების დისტანციურად დაჯავშნის სერვისის მომწოდებელი პოპულარული ვებგვერდების მეშვეობით.

დაჯავშნილი ნომრების მათ მიერვე ხელოვნურად გაზრდილი ღირებულების გადახდისას, ბრალდებულებს, პოს ტერმინალში და ,,ჯეო ფეის“ საგადახდო სისტემაში შეჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონოდ მოპოვებული საბანკო ბარათების მონაცემები და ამ გზით ბარათებიდან აჭრიდნენ დიდი ოდენობით თანხებს.

საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ კი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ნაწილდებოდა საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სხვა სახელმწიფოში მყოფ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს შორის.ზემოაღნიშნული ქმედებით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

2020 წლის 16-17 ივნისს ე.კ-ს, ლ.გ-ს, გ.გ-ს, ვ.ნ-ს, შ.ი-ს, ლ.დ-ს, გ.კ-ს, და კ.ა-ს, წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"