მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - სამოსის ისტორია მოკლედ
ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - სამოსის ისტორია მოკლედ

ჩოხა-ახა­ლუ­ხის ტა­რე­ბის ტრა­დი­ცი­ას და სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში ლუ­დის ხარ­შვის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ზე უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით ღი­რე­ბულ ობი­ექ­ტებს სტა­ტუ­სი სა­ქარ­თვე­ლოს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით მი­ე­ნი­ჭა.

„მი­ე­ნი­ჭოს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სი არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ელე­მენ­ტებს - „ქარ­თვე­ლე­ბის იდენ­ტო­ბის სიმ­ბო­ლოს - ჩოხა-ახა­ლუ­ხის ტა­რე­ბის ტრა­დი­ცია“ და „სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ა­ნეთ­ში ლუ­დის ხარ­შვის უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი“.

და­ე­ვა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მე­ბის სამ­სა­ხურს ამ ბრძა­ნე­ბის და­ნარ­თში მი­თი­თე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ძეგლ­თა სა­ხელ­მწი­ფო რე­ესტრში ასახ­ვა.

და­ე­ვა­ლოს სა­ა­გენ­ტოს იუ­რი­დი­ულ სამ­სა­ხურს ამ ბრძა­ნე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში ბრძა­ნე­ბის და­ნარ­თში მი­თი­თე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე ასახ­ვის მიზ­ნით შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

ბრძა­ნე­ბა ამოქ­მედ­დეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის­თა­ნა­ვე.

ბრძა­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდეს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის მიერ, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­დან ერთი თვის ვა­და­ში, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბრძა­ნე­ბა­ში რო­მელ­საც ხელს ნი­კო­ლოზ ან­თი­ძე აწერს.

ცნო­ბის­თვის, ჩოხა ქარ­თველ­თა ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სია, რო­მელ­საც ის­ტო­რი­ულ-ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მხა­რე­ე­ბის მი­ხედ­ვით გარ­კვე­უ­ლი სა­ხეს­ხვა­ო­ბე­ბიც აქვს.

ცნო­ბი­ლია, რომ მა­მა­კა­ცის ქარ­თულ სა­მოსს - ჩოხა-ახა­ლუხს, ქარ­თველ­თა გარ­და, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხე­ბიც მო­იხ­მარ­დნენ. ასე რომ, ჩოხა სა­ერ­თო კავ­კა­სი­უ­რი სა­მო­სი­ცაა. ის სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში "ჩერ­ქე­ზკის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, რაც იმის ასო­ცი­ა­ცი­ას იწ­ვევს, რომ თით­ქოს ადი­ღე­ე­ლებ­მა შექ­მნეს და მათი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ეს ელე­მენ­ტი კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში, და, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლებ­შიც ადი­ღე­ე­ლე­ბის­გან გავ­რცელ­და.

"ქარ­თუ­ლი ეთ­ნო­სი კავ­კა­სი­ის გე­ოგ­რა­ფი­ულ რე­გი­ონ­ში წარ­მო­იქ­მნა. აქ შექ­მნა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ორი­გი­ნა­ლუ­რი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რა. მახ­ლო­ბე­ლი აღ­მო­სავ­ლე­თის კულ­ტუ­რულ-ცი­ვი­ლი­ზა­ცი­უ­რი სივ­რცის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლიც იყო, სა­ი­და­ნაც იღებ­და და შე­მოქ­მე­დე­ბი­თად გარ­დაქ­მნი­და კულ­ტუ­რულ მიღ­წე­ვებს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის მთე­ლი რიგი ელე­მენ­ტე­ბი კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­ში ვრცელ­დე­ბო­და. მათ შო­რი­საა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ისე­თი სახე რო­გო­რი­ცაა მა­მა­კა­ცის სა­მო­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩოხა-ახა­ლუ­ხის და მის ფარ­გლებს გა­რეთ ჩერ­ქე­ზკის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი," - აღ­ნიშ­ნავს რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ე­რი ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

რო­მე­ლი ეთ­ნო­სის მი­ე­რაა შექ­მნი­ლი ჩოხა, სა­ი­დან გავ­რცელ­და მა­მა­კა­ცის სა­მო­სი - ჩოხა-ახა­ლუ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ი­დან შე­ით­ვი­სეს კავ­კა­სი­ის სხვა ხალ­ხებ­მა ის, ამ სა­კი­თხებ­ზე ვრცლად წა­ი­კი­თხეთ ჩვე­ნი სტა­ტია.

rasa
0

კაია,

მაგრამ 2 პრობლემაა

1) ძნელია ნორმალურ ფასად ნორმალური ჩოხის ყიდვა. ან ძონძი უნდა შეაკერინო, ან 'სამოსელ პირველში' გადაიხადო მთელი წლის ხელფასი

2) ერთი ანეგდოტი გამახსენდა: რუსი სალდათი მოდის რუსთაველზე. მოშივდება და შევა რესტორანში. ქართველი ოფიციანტი, ჩოხაში გამოწყობილი მიეგებება და კითხავს 'რას ინებებთ' ბატონოო. რუსი ჯარისკაცი ეტყვის: 'ლუდი მომიტანე, ხინკალი და მერე ჩექმა გამიწმინდეო'. ქართველი ოფიციანტი მოუტანს ლუდს, ხინკალს და უწმინდავს ჩექმას. რუსი ჯარისკაცი კითხავს: ეს ხანჯალი რისთვის გჭირდებაო? და ოფიციანტი უპასუხებს: 'ეს ვინც საქართველოს და პირადად მე ვინც შეურაცხყოფას მოგვაყენებს, იმის განსაგმირად მაქვსო'

 ასეა ჩვენი საქმე ბატონებო. ფასადური პატრიოტიზმი, მაგრამ რეალურად ჩვენი ღირსება და ეროვნული თვითშეგნება პლინტუსსქვეითაა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - სამოსის ისტორია მოკლედ

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა - სამოსის ისტორია მოკლედ

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებს სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს - „ქართველების იდენტობის სიმბოლოს - ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“.

დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.

დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ბრძანების დანართში მითითებული ობიექტების მონაცემების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ, გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში“, - აღნიშნულია ბრძანებაში რომელსაც ხელს ნიკოლოზ ანთიძე აწერს.

ცნობისთვის, ჩოხა ქართველთა ეროვნული სამოსია, რომელსაც ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების მიხედვით გარკვეული სახესხვაობებიც აქვს.

ცნობილია, რომ მამაკაცის ქართულ სამოსს - ჩოხა-ახალუხს, ქართველთა გარდა, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ხალხებიც მოიხმარდნენ. ასე რომ, ჩოხა საერთო კავკასიური სამოსიცაა. ის სამეცნიერო ლიტერატურაში "ჩერქეზკის" სახელითაა ცნობილი, რაც იმის ასოციაციას იწვევს, რომ თითქოს ადიღეელებმა შექმნეს და მათი მატერიალური კულტურის ეს ელემენტი კავკასიის სხვა ხალხებში, და, მათ შორის, ქართველებშიც ადიღეელებისგან გავრცელდა.

"ქართული ეთნოსი კავკასიის გეოგრაფიულ რეგიონში წარმოიქმნა. აქ შექმნა მრავალფეროვანი და ორიგინალური ეთნიკური კულტურა. მახლობელი აღმოსავლეთის კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის განუყოფელი ნაწილიც იყო, საიდანაც იღებდა და შემოქმედებითად გარდაქმნიდა კულტურულ მიღწევებს, ქართული კულტურის მთელი რიგი ელემენტები კავკასიის სხვა ხალხებში ვრცელდებოდა. მათ შორისაა მატერიალური კულტურის ისეთი სახე როგორიცაა მამაკაცის სამოსი, რომელიც საქართველოში ჩოხა-ახალუხის და მის ფარგლებს გარეთ ჩერქეზკის სახელითაა ცნობილი," - აღნიშნავს როლანდ თოფჩიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის სასწავლო-სამეცნიერი ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

რომელი ეთნოსის მიერაა შექმნილი ჩოხა, საიდან გავრცელდა მამაკაცის სამოსი - ჩოხა-ახალუხი საქართველოში და საიდან შეითვისეს კავკასიის სხვა ხალხებმა ის, ამ საკითხებზე ვრცლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია.

"გვეგონა, რომ თაკარა მზე ვირუსს მოკლავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა"  - ამირან გამყრელიძე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 500 კვტ-მდე გაიზარდა

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთოს მძღოლია - მარინა ეზუგბაია