პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევები გახშირდება - მიებმება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა პირველს და რამდენად საჭიროა ახალი შეზღუდვები
სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევები გახშირდება - მიებმება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა პირველს და რამდენად საჭიროა ახალი შეზღუდვები

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბუ­ლი მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მა­ტუ­ლობს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­აქ­ტი­ურ­და მსჯე­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღის მო­ახ­ლო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ იმა­ზეც ისა­უბ­რა, რომ შე­საძ­ლოა სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტალ­ღე­ბი ერ­თმა­ნეთს გა­და­ე­ბას.

რა პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მე­ო­რე ტალ­ღა? - ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით AMBEBI.GE სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბით და­ინ­ტე­რეს­და.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ბოქ­სი­რე­ბუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან აცხა­დებს, რომ მარ­თა­ლია შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ზო­მი­ე­რი და ლო­გი­კუ­რია.

- სა­ნამ შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბო­და, ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, გვქონ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი ტალ­ღა მი­ლე­ვად რე­ჟიმ­ში, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ, შემ­თხვე­ვებ­მა მო­ი­მა­ტა, თუმ­ცა ეს არ არის ტრა­გი­კუ­ლი მა­ტე­ბა.

შე­მოდ­გო­მა­ზე რა სუ­რა­თი გვექ­ნე­ბა, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ახლა ძნე­ლია. თუმ­ცა, მო­ლო­დი­ნი არის, რომ სექ­ტემ­ბრი­დან უფრო გახ­შირ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი

თუ კი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ისევ გაჩ­ნდა ვირუ­სის ახა­ლი შემ­თვე­ვე­ბი, ამის­გან არც ჩვენ ვართ და­ზღვე­უ­ლი. უფრო სა­ვა­რა­უ­დოა, რომ იქ­ნე­ბა მე­ო­რე ტალ­ღა, მაგ­რამ რო­დის მოხ­დე­ბა ეს, და­ზუს­ტე­ბით ამის თქმა ძნე­ლია. მთა­ვა­რია დად­გინ­დეს ვირუ­სის კერა, ზედ­მი­წევ­ნით იქ­ნას შეს­წავ­ლი­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი" - აცხა­დებს ენ­დე­ლა­ძე.

იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის ვა­რა­უ­დით, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტალ­ღა შე­საძ­ლოა ერ­თმა­ნეთს ისე მი­ე­ბას, რომ მათ შო­რის პა­უ­ზა არ იყოს. რაც შე­ე­ხე­ბა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ხე­ლა­ხა­ლი და­წე­სე­ბი­სა და ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტვის სა­ჭი­რო­ე­ბას, კუ­ლუმ­ბე­გო­ვო­ვის თქმით, ასე­თი სცე­ნა­რი ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

- მა­ტე­ბა ძა­ლი­ან ზო­მი­ე­რი და ლო­გი­კუ­რია. როცა მოხ­სნი შე­ზღუდ­ვებს, შემ­თხვე­ვე­ბის ოდე­ნო­ბა ცხა­დია მო­ი­მა­ტებს, რად­გან ხალ­ხის მო­ბი­ლო­ბა გა­ი­ზარ­და, ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა აღ­დგა, რეს­ტორ­ნებ­ში თავ­ყრი­ლო­ბე­ბი გა­ნახ­ლდა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მა­ტე­ბა არის თა­ნა­ზო­მი­ე­რი და არა­ნა­ი­რად საფრ­თხის­შემ­ცვე­ლი.

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამას ძა­ლი­ან კარ­გად მო­უვ­ლის და ამა­ში არ უნდა და­ვი­ნა­ხოთ ტრა­გე­დია. გუ­შინ იყო 136 000 ახა­ლი შემ­თხვე­ვა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ის­ტო­რი­უ­ლი მაქ­სი­მუ­მი. მარ­თა­ლია ძი­რი­თა­დად ეს შემ­თხვე­ვე­ბი ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი პი­კის გა­მოა გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ არა­ვის აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ შემ­თხვე­ვე­ბი გა­ნულ­დე­ბა.

სა­ერ­თოდ, მე­ო­რე ტალ­ღა­ზე სა­უ­ბა­რი მა­შინ უნდა და­ი­წყოს, რო­დე­საც შემ­თხვე­ვე­ბი გა­ნულ­დე­ბა და გარ­კვე­უ­ლი პა­უ­ზის შემ­დეგ, თა­ვი­დან და­ი­წყე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, მაგ­რამ ასე­თი სუ­რა­თი ჩვენ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, არ გვექ­ნე­ბა

შე­საძ­ლოა, პა­უ­ზა სა­ერ­თოდ არ იყოს პირ­ველ და მე­ო­რე ტალ­ღებს შო­რის, ალ­ბათ დუნე პირ­ვე­ლი ტალ­ღა იქ­ნე­ბა და შემ­დეგ რო­გორც სი­ნუსო­ი­და, რკა­ლი­სე­ბუ­რად მო­ი­მა­ტებს შემ­თხვე­ვე­ბი. შე­მოდ­გო­მა­ზე, რო­დე­საც სახ­ლებ­ში შე­ვალთ, ნაკ­ლე­ბი გა­ნი­ა­ვე­ბა იქ­ნე­ბა, რო­გორც რეს­პი­რა­ტო­რულ ვირუ­სებს ახა­სი­ა­თებთ, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც გა­იზ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის შე­მო­ღე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ტი­პის ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბა­ზის­თვის, მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის ხე­ლახ­ლა შე­მო­ღე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია მო­სა­ლოდ­ნე­ლი, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 100 შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ირ ქა­ლა­ქე­ბის ჩა­კეტ­ვა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი. ეს მინ­და ვთქვა ხაზ­გას­მით, ამ სა­კითხს მე სა­ერ­თოდ არ გან­ვი­ხი­ლავ, რად­გან ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი" - ამ­ბობს AMBEBI.GE -სთან ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი.

ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში სერ­გო ჩიხ­ლა­ძე, მი­იჩ­ნევს რომ, მკაც­რი შეზ­რუდ­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რი ხე­ლოვ­ნუ­რად წა­მოჭ­რი­ლია და გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- ახლა რაც არის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძა­ლი­ან და­ბა­ლი ციფ­რე­ბია. მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის დროს, ბევ­რად მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. პი­რი­ქით გა­სამ­ხნე­ვებ­ლად გვაქვს საქ­მე, რომ არა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არ ხდე­ბა. არის მო­ლო­დი­ნი, თით­ქოს მე­ო­რე ტალ­ღა გარ­და­უვ­ლად უნდა დად­გეს, რაც არას­წო­რია.

შე­საძ­ლე­ბე­ლია სუ­ლაც არ და­ი­წყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დგო­მი ტალ­ღა და სა­ერ­თოდ ეს ტალ­ღე­ბის და­ყო­ფა, ძა­ლი­ან პი­რო­ბი­თი ცნე­ბაა

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლა­ქე­ბის ხელ­მე­ო­რედ ჩა­კეტ­ვას და ისევ მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბას, ამა­ზე აპე­ლი­რე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი მგო­ნია, აშ­კა­რად გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ სარ­ჩულს ატა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბით იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ არ­ჩევ­ნე­ბი შე­საძ­ლოა გა­და­ი­დოს. ახ­ლან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ თა­ვი­დან და­წეს­დეს მკაც­რი შე­ზღუდ­ვე­ბი, არის პოლ­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა.

ჯერ ერთი ვინ იცის ოქ­ტომ­ბერ­ში რა ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა, მე­ო­რეც არ­ჩევ­ნე­ბის მო­დე­ლი ძა­ლი­ან უსაფრ­თხოა, თითო კაცი შე­დის კა­ბი­ნა­ში და თუ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბი, საფრ­თხე არ იარ­სე­ბე­ბებს. ამ ის­ტე­რი­ის ატეხ­ვა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და გა­მიზ­ნუ­ლი ქმე­დე­ბაა" - მი­იჩ­ნევს სერ­გო ჩიხ­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dato
3

ვის ეგონა რომ საქართველოში სრულად აღმიფხვრებოდა ვირუსი? ეს არა რელურია ეს შემთხვევები იქნება რადგან ტრაილერის მძღოლები ყოვეთვის მაღალი რისკია და საავადმყოფოს მედ პერსონალი . კარანტინის რეჟიმში მყოფი ხალხი კი არ არი საშიში სანამ ვაქცინა არ იქნება ეს ათეული ოცეული შემთხვევები იქნება . პ.ს სრულად თუ გაქრა ინფექცია მაშინ ვაქცინაც არაა საჭირო.

გია
5

ნეტავ სხვა ავადმყოფებს მიხედავდეთ რაა, სრული ბარდაგია საავადმყოფოებში, მქ მიხედეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევები გახშირდება - მიებმება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა პირველს და რამდენად საჭიროა ახალი შეზღუდვები

სექტემბრიდან ინფიცირების შემთხვევები გახშირდება - მიებმება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა პირველს და რამდენად საჭიროა ახალი შეზღუდვები

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, საქართველოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, გააქტიურდა მსჯელობა კორონავირუსის მეორე ტალღის მოახლოების თაობაზე.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ იმაზეც ისაუბრა, რომ შესაძლოა საქართველოში კორონავირუსის პირველი და მეორე ტალღები ერთმანეთს გადაებას.

რა პროგნოზის გაკეთება შეიძლება საქართველოში ვირუსის გავრცელების სტატისტიკის მიხედვით და როგორ განვითარდება მეორე ტალღა? - ამ საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE სპეციალისტების მოსაზრებებით დაინტერესდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ მართალია შეზღუდვების მოხსნამ შემთხვევების მატება გამოიწვია, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი ზომიერი და ლოგიკურია.

- სანამ შეზღუდვები მოიხსნებოდა, ჩვენ ფაქტობრივად, გვქონდა კორონავირუსის პირველი ტალღა მილევად რეჟიმში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შემთხვევებმა მოიმატა, თუმცა ეს არ არის ტრაგიკული მატება.

შემოდგომაზე რა სურათი გვექნება, ამაზე საუბარი ახლა ძნელია. თუმცა, მოლოდინი არის, რომ სექტემბრიდან უფრო გახშირდება ინფიცირების შემთხვევები

თუ კი ახალ ზელანდიაში თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ ისევ გაჩნდა ვირუსის ახალი შემთვევები, ამისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეული. უფრო სავარაუდოა, რომ იქნება მეორე ტალღა, მაგრამ როდის მოხდება ეს, დაზუსტებით ამის თქმა ძნელია. მთავარია დადგინდეს ვირუსის კერა, ზედმიწევნით იქნას შესწავლილი კონტაქტები" - აცხადებს ენდელაძე.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ვარაუდით, პირველი და მეორე ტალღა შესაძლოა ერთმანეთს ისე მიებას, რომ მათ შორის პაუზა არ იყოს. რაც შეეხება მკაცრი შეზღუდვების ხელახალი დაწესებისა და ქალაქების ჩაკეტვის საჭიროებას, კულუმბეგოვოვის თქმით, ასეთი სცენარი ამ ეტაპზე არ განიხილება.

- მატება ძალიან ზომიერი და ლოგიკურია. როცა მოხსნი შეზღუდვებს, შემთხვევების ოდენობა ცხადია მოიმატებს, რადგან ხალხის მობილობა გაიზარდა, ტრანსპორტით გადაადგილება აღდგა, რესტორნებში თავყრილობები განახლდა. შესაბამისად, ეს მატება არის თანაზომიერი და არანაირად საფრთხისშემცველი.

ჩვენი ქვეყანა ამას ძალიან კარგად მოუვლის და ამაში არ უნდა დავინახოთ ტრაგედია. გუშინ იყო 136 000 ახალი შემთხვევა მთელ მსოფლიოში, ისტორიული მაქსიმუმი. მართალია ძირითადად ეს შემთხვევები ლათინურ ამერიკაში არსებული პიკის გამოა გამოწვეული, მაგრამ არავის აქვს მოლოდინი, რომ შემთხვევები განულდება.

საერთოდ, მეორე ტალღაზე საუბარი მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც შემთხვევები განულდება და გარკვეული პაუზის შემდეგ, თავიდან დაიწყება ვირუსის გავრცელება, მაგრამ ასეთი სურათი ჩვენ, დიდი ალბათობით, არ გვექნება

შესაძლოა, პაუზა საერთოდ არ იყოს პირველ და მეორე ტალღებს შორის, ალბათ დუნე პირველი ტალღა იქნება და შემდეგ როგორც სინუსოიდა, რკალისებურად მოიმატებს შემთხვევები. შემოდგომაზე, როდესაც სახლებში შევალთ, ნაკლები განიავება იქნება, როგორც რესპირატორულ ვირუსებს ახასიათებთ, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელიც გაიზრდება.

რაც შეეხება მკაცრი შეზღუდვების შემოღებას, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის, ჩვენი მატერიალური ბაზისთვის, მკაცრი შეზღუდვების ხელახლა შემოღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ საქართველოში ყოველდღიურად 100 შემთხვევა იქნება. სხვა შემთხვევაში არანაირ ქალაქების ჩაკეტვაზე არ არის საუბარი. ეს მინდა ვთქვა ხაზგასმით, ამ საკითხს მე საერთოდ არ განვიხილავ, რადგან ყველაზე ნაკლებად არის მოსალოდნელი" - ამბობს AMBEBI.GE -სთან ბიძინა კულუმბეგოვი.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძე, მიიჩნევს რომ, მკაცრი შეზრუდვების დაბრუნების შესახებ საუბარი ხელოვნურად წამოჭრილია და გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

- ახლა რაც არის ეს მაჩვენებელი, შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით, ძალიან დაბალი ციფრებია. მკაცრი შეზღუდვების დროს, ბევრად მაღალი მაჩვენებელი იყო. პირიქით გასამხნევებლად გვაქვს საქმე, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. არის მოლოდინი, თითქოს მეორე ტალღა გარდაუვლად უნდა დადგეს, რაც არასწორია.

შესაძლებელია სულაც არ დაიწყოს საქართველოში კორონავირუსის შემდგომი ტალღა და საერთოდ ეს ტალღების დაყოფა, ძალიან პირობითი ცნებაა

რაც შეეხება ქალაქების ხელმეორედ ჩაკეტვას და ისევ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას, ამაზე აპელირება ხელოვნური მგონია, აშკარად გარკვეულ პოლიტიკურ სარჩულს ატარებს განსაკუთრებით იმაზე საუბარი, რომ არჩევნები შესაძლოა გადაიდოს. ახლანდელი მოცემულობით, იმაზე საუბარი, რომ თავიდან დაწესდეს მკაცრი შეზღუდვები, არის პოლტიკურად მოტივირებული განცხადება.

ჯერ ერთი ვინ იცის ოქტომბერში რა ვითარება იქნება, მეორეც არჩევნების მოდელი ძალიან უსაფრთხოა, თითო კაცი შედის კაბინაში და თუ იქნება დაცული შესაბამისი წესები, საფრთხე არ იარსებებებს. ამ ისტერიის ატეხვა არაპროფესიონალიზმი და გამიზნული ქმედებაა" - მიიჩნევს სერგო ჩიხლაძე.

"არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ, ჩვენ ნამცეცებზე ვიქნებით" - გიორგი ფხაკაძე

"მუშახელს ვერ ვშოულობთ. შრომა არ უნდათ..." - ახალგაზრდა ფერმერი დედოფლისწყაროდან, რომელიც საუკუნოვან ოჯახურ მეურნეობას უძღვება

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს