მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"
ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

კა­ნა­და­ში ცხოვ­რე­ბის დროს, კა­ნა­დე­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ჯი­ბი­დან, პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მარ­კლის დაც­ვა 50 000 დო­ლარ­ზე მე­ტით და­ფი­ნანსდა, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას dailyhive.com ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მა კა­ნა­დის გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა ფე­დე­რა­ცი­ის ცნო­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტიც არ­სე­ბობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყვი­ლის კა­ნა­და­ში გა­დას­ვლის­თა­ნა­ვე დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა იმას, თუ ვინ იზ­რუ­ნებ­და მათ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და ვინ გა­და­იხ­დი­და დაც­ვის ხარ­ჯებს. კა­ნა­დე­ლებ­მა პე­ტი­ცი­აც კი შექ­მნეს, რო­მელ­საც ხელს 100 000-მდე გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლი აწერ­და. პე­ტი­ცი­ის ხელ­მომ­წე­რე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ მათი ჯი­ბი­დან არ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი­ყო ბრი­ტა­ნე­ლი სა­მე­ფო წყვი­ლის დაც­ვა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჯას­ტინ ტრუ­დო­მაც. "კა­ნა­და არ გა­და­იხ­დის ჰა­რი­სა და მე­გა­ნის დაც­ვის თან­ხას“, - აცხა­დებ­და ტრუ­დო ჯერ კი­დევ 2020 წლის იან­ვარ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი ახლა, თვე­ე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ წყვი­ლის დაც­ვა ქვე­ყა­ნას საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა და­უჯ­და.

ამ­ბავ­მა კა­ნა­დე­ლე­ბის აღაშ­ფო­თა და გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდელ­თა ფედ­რა­ცი­ა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ეს ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"რა­ტომ უნდა და­ფი­ნანსდნენ მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩვე­ნი ფუ­ლით. კარ­გია, რომ კა­ნა­და­ში აღარ ცხოვ­რო­ბენ, თო­რემ ეს თან­ხა მალე მი­ლი­ო­ნი გახ­დე­ბო­და“, - ამ­ბო­ბენ ფე­დე­რა­ცი­ა­ში..

ჰა­რიმ და მე­გან მარ­კლმა 2020 წლის ინა­ვარ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას აც­ნო­ბეს, რომ ისი­ნი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარს ამ­ბობ­დნენ და სურ­დათ, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად ეცხოვ­რათ. მათი გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ფი­ნან­სუ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა უნ­დო­დათ..

წყვი­ლი იან­ვარ­ში ბრი­ტა­ნე­თი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ნა­და­ში გა­და­ვი­და, სა­დაც ორ თვე­ზე ცოტა მეტ­ხანს დარ­ჩნენ, რის შემ­დე­გაც აშშ-ში, ნიუ-იორკში გა­და­ვიდ­ნენ და დღემ­დე იქ რჩე­ბი­ან. ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია, თუ ვინ ზრუ­ნავს მათ დაც­ვა­ზე და ვინ უზ­რუნ­ველ­ყოფს ფი­ნან­სუ­რად.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამო
3

გადაცხოვრდნენ :)

ტასო
4

ნეტა ვინ დასდევთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

ჰარისა და მეგანის დაცვის ხარჯებმა კანადელები აღაშფოთა - "რატომ ფინანსდებიან უმდიდრესი ოჯახის წევრები ჩვენი ფულით?!"

კანადაში ცხოვრების დროს, კანადელი გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის დაცვა 50 000 დოლარზე მეტით დაფინანსდა, ამის შესახებ ინფორმაციას dailyhive.com ავრცელებს.

გამოცემა კანადის გადასახადების გადამხდელთა ფედერაციის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტიც არსებობს.

აღსანიშნავია, რომ წყვილის კანადაში გადასვლისთანავე დიდი განხილვა მოჰყვა იმას, თუ ვინ იზრუნებდა მათ უსაფრთხოებაზე და ვინ გადაიხდიდა დაცვის ხარჯებს. კანადელებმა პეტიციაც კი შექმნეს, რომელსაც ხელს 100 000-მდე გადასახადების გადამხდელი აწერდა. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვდნენ, რომ მათი ჯიბიდან არ დაფინანსებულიყო ბრიტანელი სამეფო წყვილის დაცვა.

აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომაც. "კანადა არ გადაიხდის ჰარისა და მეგანის დაცვის თანხას“, - აცხადებდა ტრუდო ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში.

ოფიციალურად კი ახლა, თვეების შემდეგ გაირკვა, რომ წყვილის დაცვა ქვეყანას საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა.

ამბავმა კანადელების აღაშფოთა და გადასახადების გადამხდელთა ფედრაციაში ამბობენ, რომ ეს ყოვლად მიუღებელია.

"რატომ უნდა დაფინანსდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენლები ჩვენი ფულით. კარგია, რომ კანადაში აღარ ცხოვრობენ, თორემ ეს თანხა მალე მილიონი გახდებოდა“, - ამბობენ ფედერაციაში..

ჰარიმ და მეგან მარკლმა 2020 წლის ინავარში საზოგადოებას აცნობეს, რომ ისინი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარს ამბობდნენ და სურდათ, რომ დამოუკიდებლად ეცხოვრათ. მათი განცხადების თანახმად, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება უნდოდათ..

წყვილი იანვარში ბრიტანეთიდან საცხოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც ორ თვეზე ცოტა მეტხანს დარჩნენ, რის შემდეგაც აშშ-ში, ნიუ-იორკში გადავიდნენ და დღემდე იქ რჩებიან. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ ზრუნავს მათ დაცვაზე და ვინ უზრუნველყოფს ფინანსურად.

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

სოფო შევარდნაძე 42 წლის ასაკში დედა პირველად გახდა - რა დაარქვა შვილს და რას წერს საიდუმლო რომანზე რუსული მედია