მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში
ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში

15 ივ­ნი­სი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა ტუ­რიზ­მი გა­იხ­სნა და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თვი­ა­ნი "დარ­ჩი სახ­ლში"-ს შემ­დეგ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ვერ შევ­ძლებთ სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბას და ვერც მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რისტს მი­ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ, სწო­რედ ახ­ლაა იმის დრო, რომ და­ვათ­ვა­ლი­ე­როთ სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, ის რისი ნახ­ვაც აქამ­დე ვერ შევ­ძე­ლით.

ბევ­რმა თქვენ­გან­მა შე­საძ­ლოა არ იცის, რომ ევ­რო­პის ერთ-ერთი უდი­დე­სი ეროვ­ნუ­ლი პარ­კი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში მდე­ბა­რე­ობს. ეს ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კია, რო­მე­ლიც 1995 წელს და­არ­სდა და 8 992 ჰექ­ტარ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავს. პარ­კი მდე­ბა­რე­ობს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის, იმე­რე­თი­სა და შიდა ქარ­თლის მხა­რე­ე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის მთა­ვა­რი სიმ­დიდ­რე ტყეა და ის ტე­რი­ტო­რი­ის 75%-ს მო­ი­ცავს. აქ გვხვდე­ბა უნი­კა­ლუ­რი, რე­ლიქ­ტუ­რი კოლ­ხუ­რი ტყე­ე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი, პარ­კის მე­ო­თხე­დი სუ­ბალ­პურ და ალ­პურ მდე­ლო­ებს უჭი­რავს. აქ არის თავ­მოყ­რი­ლი წმინ­და ნაძვნა­რე­ბის და ფიჭვნა­რე­ბის მა­სი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ზღვის დო­ნი­დან 1400-1800 მ-ის ფარ­გლებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ტყის მა­სივ­ში შეხ­ვდე­ბით აღ­მო­სავ­ლურ ნაძვს, კავ­კა­სი­ურ სოჭ­სა და ფიჭვს, ქარ­თულ მუ­ხას.

მცი­რე კავ­კა­სი­ო­ნი, ფოტო - ჰენკ კუ­ი­პერ­სი (Henk Kuipers)

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხში­რია სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი წაბ­ლი, უხ­რა­ვი, აღ­მო­სავ­ლუ­რი მუხა და სხვა.

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­რი­ცხუ­ლია 64 სა­ხე­ო­ბის ძუ­ძუმ­წო­ვა­რი, სა­ი­და­ნაც 8 სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელს ნუს­ხა­შია შე­სუ­ლი. აქ 217 სა­ხე­ო­ბის გა­დამფრე­ნი და მო­ბუ­და­რი ფრინ­ვე­ლი გვხვდე­ბა, მათ­გან 13 სა­ხე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­შია შე­ტა­ნი­ლი. აქ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბია კავ­კა­სი­უ­რი როჭო, რო­ბერ­ტის მე­მინ­დვ­რია...

და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია იშ­ვი­ა­თი თუ გა­და­შე­ნე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე მყო­ფი, სა­ქარ­თვე­ლოს წი­თელ ნუს­ხა­ში შე­ტა­ნი­ლი მსხვი­ლი ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის და ფრინ­ვე­ლე­ბის ისე­თი სა­ხე­ო­ბე­ბი და ქვე­სა­ხე­ო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: კავ­კა­სი­უ­რი კე­თილ­შო­ბი­ლი ირე­მი, მურა დათ­ვი, ფო­ცხვე­რი, კავ­კა­სი­უ­რი არჩვი, გი­გან­ტუ­რი მე­ღა­მუ­რა, კავ­კა­სი­უ­რი ციყ­ვი, თეთრკუ­და არ­წი­ვი, სვა­ვი, კავ­კა­სი­უ­რი როჭო და სხვ.

ფო­ტო­ხა­ფან­გით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ფო­ცხვე­რი
ფო­ტო­ხა­ფან­გით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კავ­კა­სი­უ­რი ციყ­ვი
ფო­ტო­ხა­ფან­გით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კე­თილ­შო­ბი­ლი ირე­მი
ფო­ტო­ხა­ფან­გით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მურა დათ­ვი

ევ­რო­პის ერთ-ერთ უდი­დეს ხე­ლუხ­ლე­ბელ ბუ­ნე­ბას, ყო­ველ­დღი­უ­რად, 70-ზე მეტი რე­ინ­ჯე­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის ფა­სად იცავს.

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნულ პარკში 12 სა­ლაშ­ქრო ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია, ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია 1-5 დღემ­დე ლაშ­ქრო­ბის მო­წყო­ბა. სა­ლაშ­ქრო მარ­შრუ­ტე­ბის გავ­ლი­სას ღა­მის­თე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­წყო­ბილ ტუ­რის­ტულ თავ­შე­საფ­რებ­ში ან სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სა­კარ­ვე ად­გი­ლებ­ზე კა­რავ­ში. ეროვ­ნუ­ლი პარ­კის სა­ლაშ­ქრო მარ­შრუ­ტებ­ზე წა­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრებ­ში: ბორ­ჯომ­ში ან ხა­რა­გა­ულ­ში.

იმოგ­ზა­უ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში - "პა­ლიტ­რა მე­დია" შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­და­სა­ჭე­რად!

ფო­ტო­ე­ბი: ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დი

მთა­ვარ ფო­ტო­ზე - პა­ნო­რა­მე­ბის ბი­ლი­კი, ავ­ტო­რი: მი­ქა­ელ ქავ­თა­რა­ძე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rasa
30

ყველა კონვენციით, ბორჯომ-ხარაგაულის პარკი აზიაშია (მარტო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და თუშეთია გეოგრაფიულად ევროპაში საქართველოდან) და ევროპაში უდიდესი როგორაა? 

სოს
1

იმას კი არ უნდა ვარკვედეთ სად მდებარეობს....ინფრასტრუქტურა და ბუნებას უნდა მიხედვა ერთად დგომა და გადარჩენა.

თუ ასეთი მნიშვნელოვანია რატო არ არის ინფრასტრუქტურად და რატო არ ხდება გასუფთავება Შეწამვლა და სხა Ღონისძიებე ი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში

15 ივნისიდან, საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა და შესაბამისად, სამთვიანი "დარჩი სახლში"-ს შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მონატრებული ადგილების დათვალიერების საშუალება მიეცათ.

პანდემიის პირობებში, ალბათ კიდევ დიდხანს ვერ შევძლებთ საზღვარგარეთ მოგზაურობას და ვერც მილიონობით ტურისტს მივიღებთ საქართველოში, ამიტომ, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ დავათვალიეროთ საკუთარი ქვეყანა, ის რისი ნახვაც აქამდე ვერ შევძელით.

ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა არ იცის, რომ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი სწორედ საქართველოში მდებარეობს. ეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია, რომელიც 1995 წელს დაარსდა და 8 992 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პარკი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და შიდა ქართლის მხარეების ტერიტორიაზე.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრე ტყეა და ის ტერიტორიის 75%-ს მოიცავს. აქ გვხვდება უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები, პარკის მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს უჭირავს. აქ არის თავმოყრილი წმინდა ნაძვნარების და ფიჭვნარების მასივები, რომლებიც ზღვის დონიდან 1400-1800 მ-ის ფარგლებშია გავრცელებული. ტყის მასივში შეხვდებით აღმოსავლურ ნაძვს, კავკასიურ სოჭსა და ფიჭვს, ქართულ მუხას.

მცირე კავკასიონი, ფოტო - ჰენკ კუიპერსი (Henk Kuipers)

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხშირია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი წაბლი, უხრავი, აღმოსავლური მუხა და სხვა.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე აღრიცხულია 64 სახეობის ძუძუმწოვარი, საიდანაც 8 სახეობა საქართველოს წითელს ნუსხაშია შესული. აქ 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი. აქ გავრცელებული მნიშვნელოვანი სახეობებია კავკასიური როჭო, რობერტის მემინდვრია...

დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია იშვიათი თუ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მსხვილი ძუძუმწოვრების და ფრინველების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი, გიგანტური მეღამურა, კავკასიური ციყვი, თეთრკუდა არწივი, სვავი, კავკასიური როჭო და სხვ.

ფოტოხაფანგით დაფიქსირებული ფოცხვერი
ფოტოხაფანგით დაფიქსირებული კავკასიური ციყვი
ფოტოხაფანგით დაფიქსირებული კეთილშობილი ირემი
ფოტოხაფანგით დაფიქსირებული მურა დათვი

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ხელუხლებელ ბუნებას, ყოველდღიურად, 70-ზე მეტი რეინჯერი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად იცავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 12 სალაშქრო ტურისტული მარშრუტია, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შესაძლებელია 1-5 დღემდე ლაშქრობის მოწყობა. სალაშქრო მარშრუტების გავლისას ღამისთევა შესაძლებელია სპეციალურად მოწყობილ ტურისტულ თავშესაფრებში ან სპეციალურად გამოყოფილ საკარვე ადგილებზე კარავში. ეროვნული პარკის სალაშქრო მარშრუტებზე წასასვლელად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ვიზიტორთა ცენტრებში: ბორჯომში ან ხარაგაულში.

იმოგზაურე საქართველოში - "პალიტრა მედია" შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად!

ფოტოები: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის "ფეისბუქის" გვერდი

მთავარ ფოტოზე - პანორამების ბილიკი, ავტორი: მიქაელ ქავთარაძე

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს - "ჩემი დრო ამოიწურა...ჩემი პასუხისმგებლობაა, ბოდიში"

LIVE - ეთერშია გადაცემა "მკურნალი"

"პალიტრანიუსის" წამყვანების ემოციური მხარდაჭერა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს