პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის
შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

12 ივ­ნისს, ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­მა ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე სპე­ცო­პე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა. და­ა­კა­ვეს ერთი პირი, რო­გორც თავ­და­პირ­ვე­ლად ით­ქვა, ეროვ­ნე­ბით, ჩე­ჩე­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ვა­სამ­ბეგ ბად­რის ძე ბო­კო­ვი იყო - ინ­გუ­ში, და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­გუ­შე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რის ხასო ხან­გოშ­ვი­ლის სახ­ლი გა­ჩხრი­კეს. რო­გორც გა­ირ­კვა, და­კა­ვე­ბუ­ლი ხან­გოშ­ვი­ლებ­თან სახ­ლში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და.

15 ივ­ნისს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და, რამ­ზან კა­დი­რო­ვის დაკ­ვე­თით.

რამ გა­ა­ნა­წყე­ნა კა­დი­რო­ვი?

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის წინ, ჯერ კი­დევ "რუს­თა­ვი2"-ის ეთერ­ში გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას მო­ნო­ლო­გი, რო­მელ­შიც მან უხამ­სად მი­მარ­თა ვლა­დი­მირ პუ­ტინს, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ამას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა რუ­სე­თი­დან, გახ­სოვთ ალ­ბათ, ზო­გი­ერ­თი თავ­გა­ცხე­ლე­ბუ­ლი გა­ბუ­ნი­ას რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მა­საც კი ითხოვ­და...

ამ ფაქ­ტმა აღაშ­ფო­თა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვიც, რო­მე­ლიც გა­ბუ­ნი­ას ღიად და­ე­მუქ­რა.

"კავ­კა­სი­ა­ში კაცი მსგავს სი­ტყვებს არ ამ­ბობს, მით უმე­ტეს თა­ვი­სი მო­სის­ხლის მი­მარ­თაც. გა­ბუ­ნია მში­შა­რაა. ის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და სა­ქარ­თვე­ლოს სირ­ცხვი­ლია". კა­დი­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კარ­გი იქ­ნე­ბა თუ გა­ბუ­ნი­ას სად­მე შორს გა­და­მა­ლა­ვენ, რად­გან მსოფ­ლი­ო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით ისე­თი ახალ­გაზ­რდა მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მე­ლიც "მას იმას მი­უ­ზღვავს, რა­საც იმ­სა­ხუ­რებს".

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი და რამ­ზან კა­დი­რო­ვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ყვე­ლას უს­წორ­დე­ბი­ან, ვინც მათ წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს. კა­დი­რო­ვის დაჯ­გუ­ფე­ბა­სა და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს უკავ­შირ­დე­ბა უმარ ის­რა­ი­ლო­ვის, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის, ამი­ნა ოკუ­ე­ვას და იმ­რან ალი­ე­ვის მკვლე­ლო­ბე­ბი. გა­ვიხ­სე­ნოთ ვინ რო­დის გა­მო­ა­სალ­მეს სი­ცო­ცხლეს...

  • უმარ ის­რა­ი­ლო­ვი

პირ­ვე­ლად ევ­რო­კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­ზან კა­დი­რო­ვის ოპო­ნენ­ტი 2009 წლის იან­ვარს ჩა­ცხრი­ლეს. ვე­ნა­ში, კა­დი­რო­ვის ბრძა­ნე­ბით, ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი უმარ ის­რა­ი­ლო­ვი მოკ­ლეს.

ის­რა­ი­ლო­ვი სა­კუ­თარ თავს "კა­დი­რო­ვის რე­ჟი­მის მსხვერ­პლს" უწო­დებ­და. ის ჩეჩ­ნე­თის მმარ­თველს 2003-2005 წლებ­ში ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლე­ბებ­ში ამ­ხელ­და.

ის­რა­ი­ლო­ვი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მას შემ­დეგ, რაც მან ჩეჩ­ნე­თის ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და ევ­რო­პა­ში წა­ვი­და, კა­დი­რო­ვი მა­მა­მისს 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში ამ­ყო­ფებ­და. ოჯა­ხის წევ­რზე ძა­ლა­დო­ბით კა­დი­რო­ვი თა­ვი­სი დაც­ვის ყო­ფილ წევ­რს აი­ძუ­ლებ­და ისევ ჩეჩ­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო.

2011 წლის 1-ლ ივ­ნისს, ავ­სტრი­ის სა­სა­მარ­თლომ ის­რა­ი­ლო­ვის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სამი ჩე­ჩე­ნი გა­ა­სა­მარ­თლა, ესე­ნი იყ­ვნენ ოტო კალ­ტენბ­რუ­ნე­რი, მუს­ლიმ და­და­ე­ვი და ტურ­პალ-ალი ეშურ­კა­ე­ვი. კალ­ტერბრუ­ნე­რი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, და­და­ევს -19 წლით, ხოლო ეშურ­კა­ევს 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. ჩე­ჩენ­მა ლი­ო­შა ბა­გა­ტი­რევ­მა კი, რო­მე­ლიც ამ მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად მი­იჩ­ნე­ო­და, მა­ლე­ვე და­ტო­ვა ევ­რო­პა, ჩეჩ­ნეთ­ში დაბ­რუნ­და. ის ვერ და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ვე­ნის სა­სა­მარ­თლოს ჩეჩ­ნე­თის მე­თა­უ­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის და­კი­თხვაც სურ­და, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და.

მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე ის­რა­ი­ლოვ­მა "ნიუ-იორკ თა­იმსს" უამ­ბო, რომ ის თა­ვად იყო მოწ­მე, თუ რო­გორ აწა­მებ­დნენ კა­დი­რო­ვი და მისი ხელ­ქვე­ი­თე­ბი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ამ­ბოხ­ში მო­ნა­წი­ლე ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლებს.

  • ამი­ნა ოკუ­ე­ვა

2017 წლის 30 ოქ­ტომ­ბერს, კი­ე­ვის ოლ­ქში უც­ნობ­მა პი­რებ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნეს ავ­ტო­მო­ბილს, რო­მელ­შიც აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლი ცოლ-ქმა­რი, ამი­ნა ოკუ­ე­ვა და ადამ ოს­მა­ე­ვი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შემ­თხვე­ვა კი­ე­ვი­დან 35 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მოხ­და. რო­გორც კი ოს­მა­ე­ვი­სა და ოკუ­ე­ვას ავ­ტო­მო­ბი­ლი რკი­ნიგ­ზის გა­და­სას­ვლელ­ზე გა­ჩერ­და, ბუჩ­ქე­ბი­დან უც­ნობ­მა პი­რებ­მა მათ ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. ერთ-ერთი ტყვია ამი­ნა ოკუ­ე­ვას თავ­ში მოხ­ვდა, ის ად­გილ­ზე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. ადამ ოს­მა­ე­ვი, რო­მე­ლიც ფეხ­ში და­იჭ­რა, აცხა­დებ­და, რომ მათ­ზე თავ­დას­ხმის დამ­კვე­თი კრემლში უნდა ეძებ­ნათ.

ეს ცოლ-ქმარ­ზე მე­ო­რე თავ­დას­ხმა იყო, მა­ნამ­დე 2017 წლის 1-ლ ივ­ნისს ცოლ-ქმარს ვე­ნა­ში ყოფ­ნი­სას და­ესხნენ თავს. თავ­დამ­სხმე­ლი მათ ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა Le Monde-ს ჟურ­ნა­ლის­ტად გა­ეც­ნო, მან­ქა­ნა­ში კი ადა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გახ­სნა. მა­შინ ამი­ნა და ადა­მი გა­დარ­ჩნენ. მათი მტკი­ცე­ბით, ქი­ლე­რის კვა­ლი რამ­ზან კა­დი­როვ­თან მი­დი­ო­და.

  • ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი

წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი ბერ­ლინ­ში 2019 წლის 23 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. ქუ­ჩა­ში მას ვე­ლო­სი­პე­დით მოძ­რა­ვი მა­მა­კა­ცი მი­უ­ახ­ლოვ­და, ჯერ ზურ­გში ეს­რო­ლა, შემ­დეგ თავ­ში სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლით ად­გილ­ზე მოკ­ლა და გზა გა­ნაგ­რძო წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
natia
17

არ გრცხვენიათ ქართველებო კადიროვს და პუტინს რომ აღმერთებთ და ადიდებთ და გაბუნიას რომ ლანძღავთ მარა ბოტების ნარატივი მგონია უფრო ფეისბუქზე რომ გადავავლე თვალი 99% კადიროვს ლანძღავს რატომღაც ამ საიტზე უფრო კადიროვს ადიდებენ და მადლობას უხდიან ბოტებო ფულის გამო რას არ აკეთებთ 

Giorgi sixarulidze
966

კრიმინალით ჰალსტუხჭამია არაფრით არ ჩამორჩება კადიროვს ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

12 ივნისს, ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩაატარა. დააკავეს ერთი პირი, როგორც თავდაპირველად ითქვა, ეროვნებით, ჩეჩენი. მოგვიანებით, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი იყო - ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა პანკისის ხეობაში, უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს. როგორც გაირკვა, დაკავებული ხანგოშვილებთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა.

15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა, რამზან კადიროვის დაკვეთით.

რამ გაანაწყენა კადიროვი?

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჯერ კიდევ "რუსთავი2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას მონოლოგი, რომელშიც მან უხამსად მიმართა ვლადიმირ პუტინს, ჩვენი საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ ამას განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა რუსეთიდან, გახსოვთ ალბათ, ზოგიერთი თავგაცხელებული გაბუნიას რუსეთისთვის გადაცემასაც კი ითხოვდა...

ამ ფაქტმა აღაშფოთა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც, რომელიც გაბუნიას ღიად დაემუქრა.

"კავკასიაში კაცი მსგავს სიტყვებს არ ამბობს, მით უმეტეს თავისი მოსისხლის მიმართაც. გაბუნია მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია". კადიროვმა განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ გაბუნიას სადმე შორს გადამალავენ, რადგან მსოფლიოში მილიონობით ისეთი ახალგაზრდა მოიძებნება, რომელიც "მას იმას მიუზღვავს, რასაც იმსახურებს".

საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსული სპეცსამსახურები და რამზან კადიროვის მხარდამჭერები ყველას უსწორდებიან, ვინც მათ წინააღმდეგ გაილაშქრებს. კადიროვის დაჯგუფებასა და რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება უმარ ისრაილოვის, ზელიმხან ხანგოშვილის, ამინა ოკუევას და იმრან ალიევის მკვლელობები. გავიხსენოთ ვინ როდის გამოასალმეს სიცოცხლეს...

  • უმარ ისრაილოვი

პირველად ევროკავშირის ტერიტორიაზე რამზან კადიროვის ოპონენტი 2009 წლის იანვარს ჩაცხრილეს. ვენაში, კადიროვის ბრძანებით, ჩეჩნეთის მეთაურის დაცვის ყოფილი წევრი უმარ ისრაილოვი მოკლეს.

ისრაილოვი საკუთარ თავს "კადიროვის რეჟიმის მსხვერპლს" უწოდებდა. ის ჩეჩნეთის მმართველს 2003-2005 წლებში ჩადენილ დანაშაულებებში ამხელდა.

ისრაილოვი ამტკიცებდა, რომ მას შემდეგ, რაც მან ჩეჩნეთის ტერიტორია დატოვა და ევროპაში წავიდა, კადიროვი მამამისს 10 თვის განმავლობაში პატიმრობაში ამყოფებდა. ოჯახის წევრზე ძალადობით კადიროვი თავისი დაცვის ყოფილ წევრს აიძულებდა ისევ ჩეჩნეთში დაბრუნებულიყო.

2011 წლის 1-ლ ივნისს, ავსტრიის სასამართლომ ისრაილოვის მკვლელობის ბრალდებით სამი ჩეჩენი გაასამართლა, ესენი იყვნენ ოტო კალტენბრუნერი, მუსლიმ დადაევი და ტურპალ-ალი ეშურკაევი. კალტერბრუნერი მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, დადაევს -19 წლით, ხოლო ეშურკაევს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩეჩენმა ლიოშა ბაგატირევმა კი, რომელიც ამ მკვლელობის შემსრულებლად მიიჩნეოდა, მალევე დატოვა ევროპა, ჩეჩნეთში დაბრუნდა. ის ვერ დააკავეს.

როგორც ცნობილია, ვენის სასამართლოს ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკითხვაც სურდა, თუმცა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ისრაილოვმა "ნიუ-იორკ თაიმსს" უამბო, რომ ის თავად იყო მოწმე, თუ როგორ აწამებდნენ კადიროვი და მისი ხელქვეითები შეიარაღებულ ამბოხში მონაწილე ეჭვმიტანილებს.

  • ამინა ოკუევა

2017 წლის 30 ოქტომბერს, კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ. შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, ის ადგილზევე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი, რომელიც ფეხში დაიჭრა, აცხადებდა, რომ მათზე თავდასხმის დამკვეთი კრემლში უნდა ეძებნათ.

ეს ცოლ-ქმარზე მეორე თავდასხმა იყო, მანამდე 2017 წლის 1-ლ ივნისს ცოლ-ქმარს ვენაში ყოფნისას დაესხნენ თავს. თავდამსხმელი მათ ფრანგული გამოცემა Le Monde-ს ჟურნალისტად გაეცნო, მანქანაში კი ადამის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მაშინ ამინა და ადამი გადარჩნენ. მათი მტკიცებით, ქილერის კვალი რამზან კადიროვთან მიდიოდა.

  • ზელიმხან ხანგოშვილი

წარმოშობით ქართველი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ქუჩაში მას ველოსიპედით მოძრავი მამაკაცი მიუახლოვდა, ჯერ ზურგში ესროლა, შემდეგ თავში საკონტროლო გასროლით ადგილზე მოკლა და გზა განაგრძო წაიკითხეთ სრულად

"მგზავრების უმეტესობას ეძინა, მათ არ ეკეთათ ღვედები" - პოლონეთში ავტობუსი არხში გადავარდა, დაღუპულია 6 ადამიანი

"სახელისუფლებო ელიტაში განხეთქილებაა, რომელიც ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო" - სომხეთი "დანის პირზე" და მწვავე პროტესტი, რომელიც არ ცხრება

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში - ბარები, რესტორნები და ულამაზესი ხედები: სასტუმროს ფოტოები, სადაც შესაძლოა, მალე დასასვენებლად წახვიდეთ