მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - "მრავლობითი მოტეხილობები აქვს"
ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - "მრავლობითი მოტეხილობები აქვს"

თბი­ლის­ში, ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ლიფ­ტის ჩა­წყვე­ტის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ამის შე­სა­ხებ "ევექ­სის" კლი­ნი­კა­ში გა­ნა­ცხა­დეს.

ექი­მის თქმით, მა­მა­კაცს ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რდა ქალს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

"ორი პა­ცი­ენ­ტია შე­მოყ­ვა­ნი­ლი, შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი და ახალ­გაზ­რდა ქალ­ბა­ტო­ნი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის მიერ. მა­მა­კა­ცის მდგო­მა­რე­ო­ბა არის საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო. მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს.

კერ­ძოდ: არის მარ­ჯვე­ნა წვი­ვის ძვლე­ბის ღია მო­ტე­ხი­ლო­ბა, მარ­ჯვე­ნა მხრის ძვლის დამ­სხვრე­უ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა, წე­ლის ძვა­ლის მო­ტე­ხი­ლო­ბა. შეყ­ვა­ნი­ლი არის სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში და უტარ­დე­ბა ოპე­რა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ქა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რი. არის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა მი­და­მოს ქსო­ვი­ლე­ბის და­ჟე­ჟი­ლო­ბა. უტარ­დე­ბა კვლე­ვე­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მის გა­წე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის გა­და­უ­დე­ბე­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ოთარ დი­ხა­მინ­ჯი­ამ.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლის­ში ბაგ­რა­ტი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ლიფ­ტის ჩა­წყდო­მის შე­დე­გად 4 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ შო­რის ერთი არას­რულ­წლო­ვა­ნია. ასე­ვე და­შა­ვე­ბულ ერთ მა­მა­კაცს ქვე­და კი­დუ­რე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, კი­დევ ერთ და­შა­ვე­ბულ მა­მა­კაცს და ერთ ქალს კი ქვე­და კი­დუ­რე­ბის ღია მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
morduxai
0

და საერტოდ ტუ ამიწმებს ვინმე ლიფტებს,,,

leqtori
0

სადაა ავტომატიკა? დედაქალაქში ვინაა პასუხისმგებელი ? არ თქვათ, ვინც ხურდის ყუთს ხსნის,ან ვინც 3 ლარს აგროვებს მეზობლებში . . . 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - "მრავლობითი მოტეხილობები აქვს"

ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა - "მრავლობითი მოტეხილობები აქვს"

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "ევექსის" კლინიკაში განაცხადეს.

ექიმის თქმით, მამაკაცს ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ორი პაციენტია შემოყვანილი, შუახნის მამაკაცი და ახალგაზრდა ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. მამაკაცის მდგომარეობა არის საკმაოდ საყურადღებო. მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

კერძოდ: არის მარჯვენა წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, მარჯვენა მხრის ძვლის დამსხვრეული მოტეხილობა, წელის ძვალის მოტეხილობა. შეყვანილი არის საოპერაციო ბლოკში და უტარდება ოპერაცია.

რაც შეეხება ქალის მდგომარეობას, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს ქსოვილების დაჟეჟილობა. უტარდება კვლევები და მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მის გაწერასთან დაკავშირებით“,- განაცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ.

ცნობისთვის, თბილისში ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყდომის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ასევე დაშავებულ ერთ მამაკაცს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნება, კიდევ ერთ დაშავებულ მამაკაცს და ერთ ქალს კი ქვედა კიდურების ღია მოტეხილობები აქვთ.

როგორ შევარჩიოთ მატრასი – რეაბილიტოლოგ ეკა ღვინჯილიას რჩევები ტკბილი ძილისთვის

1 ლარით „ოქროს ბურთში“ 40 000 ლარამდე თანხა სტარტაპერმა მოიგო!!!

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გენერალური სპონსორია