Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?!
სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?!

აჭა­რა­ში შიდა ტუ­რის­ტებს ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტუ­რის­ტულ მარ­შრუ­ტებ­ზე შე­უძ­ლი­ათ იმოგ­ზა­უ­რონ. ამ ეტაპ­ზე, რე­გი­ონ­ში 15-მდე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია მარ­კი­რე­ბუ­ლი. მათ შო­რის რე­გი­ო­ნის სტუმ­რებს აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს.

ულა­მა­ზეს ბუ­ნე­ბა­ში მდე­ბა­რე ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შუ­ტე­ბი სრუ­ლა­დაა მარ­კი­რე­ბუ­ლი, მომ­ზა­დე­ბუ­ლია მათი ტუ­რის­ტუ­ლი რუ­კე­ბი, რაც მთი­ა­ნი­ა­ჭა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ამარ­ტი­ვებს. ერ­თმა­ნე­თის­გან ხან­ძლი­ვო­ბის, ში­ნა­არ­სი­სა და სირ­თუ­ლის მი­ხედ­ვით გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი ტუ­რის­ტე­ბის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი.

ღვი­ნის ტური

ად­გი­ლობ­რი­ვი ღვი­ნის სა­ხე­ო­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­უ­ლი აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ეს­ტუმრნონ ქე­დას, რო­მე­ლიც გარ­და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბი­სა ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბი­თა და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტია აჭა­რა­ში. ღვი­ნის ტუ­რი­სას გარ­და სა­ო­ჯა­ხო მარ­ნებ­ში სტუმ­რო­ბი­სა შე­საძ­ლე­ბე­ლია რე­გი­ონ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მა­ხუნ­ცე­თის ჩანჩქე­რის, თა­ღო­ვა­ნი ხი­დე­ბის და სხვა ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა.

ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მარ­შრუ­ტი სხალ­თა-ხი­ხა­ნის ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი მარ­შრუ­ტი ბუ­ნებ­რი­ვი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში. ზღვის დო­ნი­დან 1180 მეტრ სი­მაღ­ლე­ზე გა­ფან­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი აჭა­რუ­ლი სახ­ლე­ბი, სა­დაც რე­გი­ო­ნის კულ­ტუ­რა და უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი მოგ­ზა­უ­რის თვალ­წინ ცო­ცხლდე­ბა აჭა­რუ­ლი ყო­ფის თვალ­სა­ჩი­ნო მა­გა­ლი­თია. ხე­ო­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად XII-XIII სა­უ­კუ­ნის ხი­ხა­ნის ციხე, სხალ­თის მო­ნას­ტე­რი, ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლო და ფოლკ­ლო­რი ით­ვლე­ბა.

სა­თავ­გა­და­სავ­ლო მარ­შრუ­ტი

ჩი­რუ­ხი-ხი­ხა­ნი-გო­დერ­ძის სა­თავ­გა­და­სავ­ლო მარ­შრუ­ტი ალ­პურ ზო­ნა­ში ბდე­ბა­რე­ობს. მას­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ტუ­რის­ტი გა­ივ­ლის ულა­მა­ზეს ტბებს, ჩანჩქე­რებს, ცი­ხე­ებ­სა და ია­ი­ლებს. ჟინ­ვა­ლის ჩანჩქე­რი, შრა­ტი­ა­ნის ტბა, სა­რი­ჩა­ი­რის ია­ი­ლე­ბი, ყა­რა­გო­ლის ტბა, თეთ­რო­ბის ია­ი­ლე­ბი, ხი­ხა­ნის ციხე, ალ­პუ­რი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი - მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლე­ბი­სა, რო­მელ­თა ნახ­ვაც ტუ­რისტს მარ­შრუტ­ზე შე­უძ­ლია.

მოგ­ზა­უ­რო­ბა აჭა­რულ სოფ­ლებ­ში

ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბი­თა და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე მას­პინ­ძლე­ბით გა­მორ­ჩე­ულ აჭა­რულ სოფ­ლებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა ცალ­კე ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ის­ტო­რი­ის გაც­ნო­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ტუ­რის­ტებს. თუკი სო­ფე­ლი მე­რი­სის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი უნი­კა­ლუ­რი მე­რი­სუ­ლი ფოლკ­ლო­რია, მა­ჭა­ხე­ლას მკვიდ­რე­ბი ხე­ო­ბის ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი წარ­სუ­ლით იწო­ნე­ბენ თავს. წარ­სულ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰგავს სო­ფე­ლი თა­გოც, სა­დაც სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას ტრა­დი­ცი­ულ აჭა­რულ სახ­ლებს, პა­ტა­რა ეზო­ებს, ნა­ლი­ებ­ზე გა­მო­ფე­ნილ ჭირ­ნა­ხულ­სა და მომ­ღი­მა­რე მას­პინ­ძლებს შეხ­ვდე­ბით.

ვე­ლო­მარ­შრუ­ტი

ვე­ლო­მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტია მირ­ვე­თის ვე­ლო­მარ­შრუ­ტი, რო­მე­ლიც ბა­თუ­მი­დან იწყე­ბა და ქა­ლა­ქი­დან 23 კი­ლო­მეტრში მდე­ბა­რე ულა­მა­ზეს, აჭა­რულ სო­ფელ მირ­ვეთ­ში სრულ­დე­ბა. სო­ფელ­ში, სა­პიკ­ნი­კე ტე­რი­ტო­რი­ას­თან სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ მო­ი­ნა­ხუ­ლონ მირ­ვე­თის ჩანჩქე­რი, XII სა­უ­კუ­ნე­ში აგე­ბუ­ლი თა­ღო­ვა­ნი ხიდი და ულა­მა­ზე­სი ბზე­ბის ხე­ი­ვა­ნი. იქვე შე­საძ­ლე­ბე­ლია კარ­ვე­ბის გაშ­ლა, მდი­ნა­რე­ში ბა­ნა­ო­ბა და პიკ­ნი­კის მო­წყო­ბა.

ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი

ეკო­ტუ­რიზ­მის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის აჭა­რა­ში მდე­ბა­რე 4 უნი­კა­ლუ­რი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია სწო­რედ რომ აღ­მო­ჩე­ნაა. მტი­რა­ლას, კინ­ტრი­შის, მა­ჭა­ხე­ლას ეროვ­ნუ­ლი პარ­კე­ბი და ის­პა­ნის ჭა­ო­ბი თა­ვი­სი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­თა და ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე­ე­ბით სა­ო­ცარ გა­რე­მოს ქმნის თა­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის. და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის, ფოლკ­ლო­რის მოს­მე­ნი­სა და ის­ტო­რი­ულ-კულ­ტუ­რუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი და­მა­ტე­ბი­თი სი­ა­მოვ­ნე­ბაა იმათ­თვის, ვინც წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­სა და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის ძი­ე­ბა­შია.

მთი­ა­ნა­ჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მსურ­ვე­ლებს ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ტუ­რის­ტუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ცხელ ხაზ­ზე 577 909093, ასე­ვე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცი­ა­ლურ პორ­ტალ­ზე https://visitajara.com/ka/routes შე­უძ­ლი­ათ. მარ­შრუ­ტე­ბი აჭა­რა­ში • Visitajaraყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო მარ­შრუ­ტე­ბი აჭა­რა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?!

სად შეგიძლიათ იმოგზაუროთ აჭარაში დასვენებისას?!

აჭარაში შიდა ტურისტებს ზღვაზე დასვენების პარალელურად მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტებზე შეუძლიათ იმოგზაურონ. ამ ეტაპზე, რეგიონში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული. მათ შორის რეგიონის სტუმრებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რამდენიმე საინტერესო ტურისტულ მიმართულებას სთავაზობს.

ულამაზეს ბუნებაში მდებარე ტურისტული მარშუტები სრულადაა მარკირებული, მომზადებულია მათი ტურისტული რუკები, რაც მთიანიაჭაში მოგზაურობას ამარტივებს. ერთმანეთისგან ხანძლივობის, შინაარსისა და სირთულის მიხედვით განსხვავებული მარშრუტები ტურისტების სხვადასხვა კატეგორიაზეა მორგებული.

ღვინის ტური

ადგილობრივი ღვინის სახეობებისა და ტრადიციული აჭარული კერძების დაგემოვნების მსურველებმა აუცილებლად უნდა ესტუმრნონ ქედას, რომელიც გარდა მევენახეობისა ულამაზესი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტია აჭარაში. ღვინის ტურისას გარდა საოჯახო მარნებში სტუმრობისა შესაძლებელია რეგიონში პოპულარული მახუნცეთის ჩანჩქერის, თაღოვანი ხიდების და სხვა ისტორიული ძეგლების მონახულება.

ისტორიულ-კულტურული მარშრუტი სხალთა-ხიხანის ისტორიულ-კულტურული მარშრუტი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით გამოირჩეული მიმართულებაა მთიანაჭარაში. ზღვის დონიდან 1180 მეტრ სიმაღლეზე გაფანტული ტრადიციული აჭარული სახლები, სადაც რეგიონის კულტურა და უახლოესი წარსული მოგზაურის თვალწინ ცოცხლდება აჭარული ყოფის თვალსაჩინო მაგალითია. ხეობის სავიზიტო ბარათად XII-XIII საუკუნის ხიხანის ციხე, სხალთის მონასტერი, ადგილობრივი სამზარეულო და ფოლკლორი ითვლება.

სათავგადასავლო მარშრუტი

ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის სათავგადასავლო მარშრუტი ალპურ ზონაში ბდებარეობს. მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი - მცირე ჩამონათვალია იმ ტურისტული ადგილებისა, რომელთა ნახვაც ტურისტს მარშრუტზე შეუძლია.

მოგზაურობა აჭარულ სოფლებში

ულამაზესი ბუნებითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით გამორჩეულ აჭარულ სოფლებში მოგზაურობა ცალკე ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებისა და ისტორიის გაცნობაში ეხმარება ტურისტებს. თუკი სოფელი მერისის სავიზიტო ბარათი უნიკალური მერისული ფოლკლორია, მაჭახელას მკვიდრები ხეობის ისტორიულ-კულტურული წარსულით იწონებენ თავს. წარსულში მოგზაურობას ჰგავს სოფელი თაგოც, სადაც სოფლის ორღობეებში სეირნობისას ტრადიციულ აჭარულ სახლებს, პატარა ეზოებს, ნალიებზე გამოფენილ ჭირნახულსა და მომღიმარე მასპინძლებს შეხვდებით.

ველომარშრუტი

ველომოყვარულებისთვის საინტერესო ტურისტული მარშრუტია მირვეთის ველომარშრუტი, რომელიც ბათუმიდან იწყება და ქალაქიდან 23 კილომეტრში მდებარე ულამაზეს, აჭარულ სოფელ მირვეთში სრულდება. სოფელში, საპიკნიკე ტერიტორიასთან სტუმრებს საშუალება აქვთ მოინახულონ მირვეთის ჩანჩქერი, XII საუკუნეში აგებული თაღოვანი ხიდი და ულამაზესი ბზების ხეივანი. იქვე შესაძლებელია კარვების გაშლა, მდინარეში ბანაობა და პიკნიკის მოწყობა.

ეკოტურისტული მარშრუტები

ეკოტურიზმის მოყვარულთათვის აჭარაში მდებარე 4 უნიკალური დაცული ტერიტორია სწორედ რომ აღმოჩენაა. მტირალას, კინტრიშის, მაჭახელას ეროვნული პარკები და ისპანის ჭაობი თავისი ბიომრავალფეროვნებითა და ხელუხლებელი ბუნებრივი სიმდიდრეებით საოცარ გარემოს ქმნის თაგადასავლების მოყვარულთათვის. დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას ადგილობრივი კერძების დაგემოვნების, ფოლკლორის მოსმენისა და ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების მონახულების საშუალება კი დამატებითი სიამოვნებაა იმათთვის, ვინც წარუშლელი შთაბეჭდილებებისა და დადებითი ემოციების ძიებაშია.

მთიანაჭარაში მოგზაურობის მსურველებს ტურისტული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ცხელ ხაზზე 577 909093, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე https://visitajara.com/ka/routes შეუძლიათ. მარშრუტები აჭარაში • Visitajaraყველაზე პოპულარული და საინტერესო მარშრუტები აჭარაში.

R

3 ახალი ინფიცირებულიდან 2 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც სატვირთოს მძღოლები არიან - ერთი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის ერთი ექთანია - რა წერია ინფიცირებულ მედპერსონალებზე NCDC-ს ანგარიშში

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?