კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე
"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

იაფ და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ პრე­პა­რატ "დექ­სა­მე­ტა­ზონს" შე­უძ­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნოს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ წა­მა­ლი ეფექ­ტუ­რად იბ­რძვის ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ. მეც­ნი­ე­რებ­მა შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რეს, "დექ­სა­მე­ტა­ზონ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცდე­ბი კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მკვლე­ვა­რე­ბი უკვე სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ წა­მა­ლი ეფექ­ტუ­რია.

ბრი­ტა­ნელ ექ­სპერტთა თქმით, კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ "დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი" 1/3-ით ამ­ცი­რებს გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რო­მელ­თაც ფილ­ტვის ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია სჭირ­დე­ბათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ჟანგბა­დი ესა­ჭი­რო­ე­ბათ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, დიდ ბრი­ტა­ნეთს ეს პრე­პა­რა­ტი პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სიდნ­ვე რომ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა.

BBC წერს, რომ ეს აღ­მო­ჩე­ნა შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იყოს ღა­რი­ბი ქვეყ­ნე­ბის­თვის, სა­დაც ვირუ­სით ინ­ფიც­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან დი­დია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არც ვაქ­ცი­ნა და არც მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით მუ­შა­ო­ბენ. შექ­მნი­ლია ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ე­ბი. ზი­გი­ერთ მათ­განს ცხო­ვე­ლებ­ზე, ზოგ­საც უკვე ადა­მი­ა­ნებ­ზე ცდი­ან.

  • რა ეტაპ­ზეა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა?

ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკვე შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ კვლე­ვებ­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 80 სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფია ჩარ­თუ­ლი.

იმე­დის მომ­ცე­მი ვაქ­ცი­ნე­ბი:

  • ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის პირ­ვე­ლი ფა­ზაც დას­რულ­და. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ იმ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ.
  • ოქსფორდში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც 800 მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გე­ბი ჯერ უც­ნო­ბია. ამას­თან, ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც,თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, 100 მი­ლი­ო­ნი დოზა უნდა დამ­ზად­დეს.
  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტე­ბი, Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
  • ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ი­წყეს ორი პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნით ინექ­ცია. ამ ეტაპ­ზე ისი­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კურ ვერ­სი­ას ცხო­ვე­ლებ­ზე ცდი­ან.

კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შტა­მი, COVID-19 ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან გავ­რცელ­და. ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 11 მარტს პან­დე­მია გა­მო­ა­ცხა­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, 8 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, გარ­და­იც­ვა­ლა 439 204 პა­ცი­ენ­ტი, ხოლო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რი­ცხვი 4.2 მი­ლი­ო­ნია. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია: აშშ, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ინ­დო­ე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, იტა­ლია, პერუ, ირა­ნი და გერ­მა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანი
5

სანამ ბრიტანელებმა არ თქვეს ქართველების არ დაიჯერეთ ხო?

!!!
3

ეს არის ანა-ბანა, რომელიც ყველა ექიმმა, ყველა ქვეყანაში იცის და ყველაფერზე ფეხის თითებზე ბზღრიალი არაა საჭირო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

"დექსამეტაზონს" კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების გადარჩენა შეუძლია - ბრიტანელი მეცნიერების იმედისმომცემი სიახლე

იაფ და ფართოდ გავრცელებულ პრეპარატ "დექსამეტაზონს" შეუძლია კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სიცოცხლე გადაარჩინოს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, რომ წამალი ეფექტურად იბრძვის ვირუსის წინააღმდეგ. მეცნიერებმა შესაბამისი კვლევა ჩაატარეს, "დექსამეტაზონთან" დაკავშირებული ცდები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა მკვლევარები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ წამალი ეფექტურია.

ბრიტანელ ექსპერტთა თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ "დექსამეტაზონი" 1/3-ით ამცირებს გარდაცვალების რისკს ისეთ პაციენტებში, რომელთაც ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ, ხოლო 1/5-ით ისეთ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებათ.

სპეციალისტების თქმით, დიდ ბრიტანეთს ეს პრეპარატი პანდემიის დასაწყისიდნვე რომ გამოეყენებინა, შესაძლებელი იქნებოდა დაახლოებით 5 000 პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა.

BBC წერს, რომ ეს აღმოჩენა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც ვირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა ძალიან დიდია.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც მედიკამენტი არ არსებობს, თუმცა სხვადასხვა ფარმაკოლოგიური კომპანიები აღნიშნულ საკითხზე დაჩქარებული ტემპით მუშაობენ. შექმნილია ვაქცინის პირველადი ვერსიები. ზიგიერთ მათგანს ცხოველებზე, ზოგსაც უკვე ადამიანებზე ცდიან.

  • რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილი ვაქცინების კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევებში მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 80 სამედიცინო ჯგუფია ჩართული.

იმედის მომცემი ვაქცინები:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია. ამასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც,თუ აღნიშნული ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, 100 მილიონი დოზა უნდა დამზადდეს.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. ამ ეტაპზე ისინი ვაქცინების კლინიკურ ვერსიას ცხოველებზე ცდიან.

კორონავირუსის ახალი შტამი, COVID-19 ოფიციალური ვერსიით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს პანდემია გამოაცხადა. ბოლო ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ, მსოფლიო მასშტაბით, 8 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 439 204 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 4.2 მილიონია. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია, პერუ, ირანი და გერმანია.

"რად გინდა კიდევ ერთი სასახლე, რეჯეფ?" - თურქეთის პრეზიდენტის გრანდიოზული სასახლეები, რომელზეც მილიონები იხარჯება

იშვიათი შემთხვევა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეელი ოფიციალური პირის მკვლელობისთვის ბოდიში მოიხადა

ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს