სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და..." - რა კითხვებს უჩენს შესაძლო დაკვეთილი მკვლელობა ქართველ ექსპერტებს
"გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და..." - რა კითხვებს უჩენს შესაძლო დაკვეთილი მკვლელობა ქართველ ექსპერტებს

"მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბით, 12 ივ­ნისს თბი­ლის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გე­გავ­და და ეს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის, რამ­ზან კა­დი­რო­ვის პი­რა­დი დაკ­ვე­თით უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

უსაფრ­თხო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ეს კა­დი­რო­ვის­თვის ჩვე­უ­ლი ხელ­წე­რაა და მის სა­ხელს არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბა უკავ­შირ­დე­ბა რო­გორც რუ­სეთ­ში, ისე ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში.

"გა­ბუ­ნი­ას მკვლე­ლო­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ექ­ნე­ბო­და მხო­ლოდ იმ ადა­მი­ანს, ვინც პი­რად შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო პუ­ტი­ნის გი­ნე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კა­დი­როვ­მა სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბაც გა­ა­კე­თა.

ცნო­ბი­ლია, რომ მას ყავს "სიკ­ვდი­ლის ბრი­გა­დე­ბი", შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბით კა­დი­რო­ვი არის ცნო­ბი­ლი არამ­ხო­ლოდ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, არა­მედ ევ­რო­პის დიდ ქა­ლა­ქებ­შიც

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი იყო გერ­მა­ნი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში. ეს არის პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის ხელ­წე­რა" - ამ­ბობს ექ­სპერ­ტი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, GSAC-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია.

GIPA-ს პრო­ფე­სო­რი, ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე ფიქ­რობს, რომ შე­საძ­ლოა გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცია მისი მხრი­დან პუ­ტი­ნის გი­ნე­ბის წლის­თავ­ზე იგეგ­მე­ბო­და:

“მშვე­ნივ­რად იმუ­შა­ვა ჩვენ­მა სპეც­სამ­სა­ხურ­მა, და­ა­კა­ვა მკვლე­ლი. მსგავს შე­უ­რა­ცხყო­ფას ასე მარ­ტი­ვად ბუ­ნებ­რი­ვია, არ ატა­რე­ბენ. მე არ ვიცი, მსგავს რა­მე­ზე პუ­ტი­ნი იძ­ლე­ვა თუ არა პი­რა­დად სან­ქცი­ას, მაგ­რამ მა­გა­ლი­თად და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ნემ­ცო­ვი მოკ­ლეს ჩეჩ­ნებ­მა, რომ პუ­ტი­ნის­თვის ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნათ და გა­ბუ­ნი­ას პირ­და­პირ და­ე­მუქრნენ. წლის­თა­ვი ახ­ლოვ­დე­ბა გა­ბუ­ნი­ას მხრი­დან პუ­ტი­ნის გი­ნე­ბის და შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ წლის­თავ­ზე იგეგ­მე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი”, - გა­ნა­ცხა­და შა­რა­შე­ნი­ძემ.

ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით კი, ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ის და­გეგ­მვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უამ­რავ კი­თხვას აჩენს.

რო­გორც არე­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ფაქ­ტია, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში „კარ­გად გრძნო­ბენ თავს“.

"ასე­თი პრაქ­ტი­კა კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და მის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს აქვთ, რომ მო­ახ­დი­ნონ სა­ზღვარ­გა­რეთ მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი პი­რის ლიკ­ვი­და­ცია. ეს ხდე­ბა ევ­რო­პა­შიც, აზი­ა­შიც და სა­დაც ხელი მი­უწ­ვდე­ბათ, ყველ­გან. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი კა­დი­რო­ვის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მხრი­დან. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებს, ასე­თე­ბიც უამ­რა­ვია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ისე­თი ფაქ­ტე­ბიც არ­სე­ბობს, რომ კა­დი­რო­ვი პი­რად ინი­ცი­ა­ტი­ვას იჩენს ხოლ­მე ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არც იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი მოს­კოვ­თან. მა­გა­ლი­თად, იგი­ვე ნემ­ცო­ვის მკვლე­ლო­ბა, რო­მელ­მაც ოფი­ცი­ა­ლურ მოს­კოვს უარ­ყო­ფი­თის გარ­და არა­ფე­რი არ მო­უ­ტა­ნა

მაგ­რამ მე მაქვს კი­თხვე­ბი, რა­ტომ უკ­რა­ი­ნა? ეს მა­წუ­ხებს. პრაქ­ტი­კუ­ლად, რა გა­მო­ვი­და? იმ­დე­ნი ხანი გრძელ­დე­ბო­და ამ ლიკ­ვი­და­ცი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის დიდი ხა­ნია ეს ცნო­ბი­ლია თურ­მე და ამას­თა­ნა­ვე, "ხმა­უ­რი­ა­ნად“ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მომ­ზა­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვინ იდგა უკ­რა­ი­ნა­ში ამ პი­როვ­ნე­ბის უკან.

გუ­შინ, ჩემი კავ­ში­რე­ბით, უკ­რა­ი­ნულ-ინ­გუ­შუ­რი დი­ას­პო­რის მეშ­ვე­ო­ბით, შე­ვე­ცა­დე გა­მერ­კვია რა ხდე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სი­მარ­თლე გი­თხრათ, ნუ­ლო­ვა­ნი შე­დე­გი მაქვს. გარ­და ამი­სა, ისიც მინ­და გი­თხრათ, რომ აქ სა­ეჭ­ვოდ ხდე­ბო­და ამ პი­როვ­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა და გა­და­ად­გი­ლე­ბა. ბევ­რი კი­თხვა მაქვს.

იმა­ზე ლა­პა­რა­კი აღარ მაქვს რა შე­ფა­სე­ბას ვაძ­ლევ გვა­რა­მი­ას გუ­შინ­დელ ტექსტს. ის გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კობ­და იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პარტნი­ო­რი და იმ ლო­გი­კას კი არ მის­დევ­და, რომ პირ­ველ რიგ­ში, თუ მარ­თლა მოხ­დე­ბო­და ასე­თი ამ­ბა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბო­და მთა­ვა­რი დარ­ტყმა მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ბევ­რი რა­მეა, რაც დახ­ვე­წას და გა­მარ­თულ ლო­გი­კას მო­ი­თხოვს. ფაქ­ტია, რომ რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გა­ხა­ნია კარ­გად გრძნო­ბენ თავს. შე­იძ­ლე­ბა თუ არა გან­მე­ორ­დეს ასე­თი რამ, ვერ გე­ტყვით. ისე­თი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია უკვე, რომ თუ მოხ­დე­ბა თავ­დას­ხმა, გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, რომ ეს არის ვი­ღაც უცხოს შეკ­ვე­თი­ლი" - გა­ნა­ცხა­და არე­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არც ნაცი, არც ქოცი
392

ეტყობა გაბუნიას მკვლელობა ვიღაცეებს დესტაბილაზაციისათვის აწყობდა. სუს-მა ამ ვარიანტზეც უნდა იმუშაოს და არა მარტო კადიროვზე.

გაბუნია
415

მოკვლა არა, მაგრამ პროფესიული საქმიანიობიდან კი იყო პანღურამოსაკრავი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და..." - რა კითხვებს უჩენს შესაძლო დაკვეთილი მკვლელობა ქართველ ექსპერტებს

"გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების წლისთავი ახლოვდება და..." - რა კითხვებს უჩენს შესაძლო დაკვეთილი მკვლელობა ქართველ ექსპერტებს

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგავდა და ეს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის პირადი დაკვეთით უნდა შესრულებულიყო.

უსაფრთხოების ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს კადიროვისთვის ჩვეული ხელწერაა და მის სახელს არაერთი გახმაურებული მკვლელობა უკავშირდება როგორც რუსეთში, ისე ევროპის ქვეყნებში.

"გაბუნიას მკვლელობის მიმართ ინტერესი ექნებოდა მხოლოდ იმ ადამიანს, ვინც პირად შეურაცხყოფად მიიღო პუტინის გინება. ამასთან დაკავშირებით კადიროვმა საჯარო განცხადებაც გააკეთა.

ცნობილია, რომ მას ყავს "სიკვდილის ბრიგადები", შეკვეთილი მკვლელობებით კადიროვი არის ცნობილი არამხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპის დიდ ქალაქებშიც

მსგავსი შემთხვევები იყო გერმანიაში, საფრანგეთში. ეს არის პუტინის რეჟიმის ხელწერა" - ამბობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, GSAC-ის თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია.

GIPA-ს პროფესორი, ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა გაბუნიას ლიკვიდაცია მისი მხრიდან პუტინის გინების წლისთავზე იგეგმებოდა:

“მშვენივრად იმუშავა ჩვენმა სპეცსამსახურმა, დააკავა მკვლელი. მსგავს შეურაცხყოფას ასე მარტივად ბუნებრივია, არ ატარებენ. მე არ ვიცი, მსგავს რამეზე პუტინი იძლევა თუ არა პირადად სანქციას, მაგრამ მაგალითად დაუფარავად საუბრობენ იმაზე, რომ ნემცოვი მოკლეს ჩეჩნებმა, რომ პუტინისთვის ესიამოვნებინათ და გაბუნიას პირდაპირ დაემუქრნენ. წლისთავი ახლოვდება გაბუნიას მხრიდან პუტინის გინების და შეიძლება, სწორედ წლისთავზე იგეგმებოდა ეს ყველაფერი”, - განაცხადა შარაშენიძემ.

ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით კი, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უამრავ კითხვას აჩენს.

როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში „კარგად გრძნობენ თავს“.

"ასეთი პრაქტიკა კადიროვის ხელისუფლებას და მის სპეცსამსახურებს აქვთ, რომ მოახდინონ საზღვარგარეთ მათთვის მიუღებელი პირის ლიკვიდაცია. ეს ხდება ევროპაშიც, აზიაშიც და სადაც ხელი მიუწვდებათ, ყველგან. უამრავი ადამიანია ლიკვიდირებული კადიროვის სპეცსამსახურების მხრიდან. რაც შეეხება რუსულ სპეცსამსახურებს, ასეთებიც უამრავია წლების განმავლობაში.

ისეთი ფაქტებიც არსებობს, რომ კადიროვი პირად ინიციატივას იჩენს ხოლმე ზოგ შემთხვევაში, რომელიც შეიძლება არც იყოს შეთანხმებული მოსკოვთან. მაგალითად, იგივე ნემცოვის მკვლელობა, რომელმაც ოფიციალურ მოსკოვს უარყოფითის გარდა არაფერი არ მოუტანა

მაგრამ მე მაქვს კითხვები, რატომ უკრაინა? ეს მაწუხებს. პრაქტიკულად, რა გამოვიდა? იმდენი ხანი გრძელდებოდა ამ ლიკვიდაციისთვის მომზადება, რომ უკრაინული სპეცსამსახურებისთვის დიდი ხანია ეს ცნობილია თურმე და ამასთანავე, "ხმაურიანად“ მიმდინარეობდა მომზადება. გარდა ამისა, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იდგა უკრაინაში ამ პიროვნების უკან.

გუშინ, ჩემი კავშირებით, უკრაინულ-ინგუშური დიასპორის მეშვეობით, შევეცადე გამერკვია რა ხდება ამასთან დაკავშირებით და სიმართლე გითხრათ, ნულოვანი შედეგი მაქვს. გარდა ამისა, ისიც მინდა გითხრათ, რომ აქ საეჭვოდ ხდებოდა ამ პიროვნების მოძრაობა და გადაადგილება. ბევრი კითხვა მაქვს.

იმაზე ლაპარაკი აღარ მაქვს რა შეფასებას ვაძლევ გვარამიას გუშინდელ ტექსტს. ის გაუთავებლად ლაპარაკობდა იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რუსეთის ხელისუფლების პარტნიორი და იმ ლოგიკას კი არ მისდევდა, რომ პირველ რიგში, თუ მართლა მოხდებოდა ასეთი ამბავი, საქართველოს ხელისუფლებაზე იქნებოდა მთავარი დარტყმა მიყენებული.

ბევრი რამეა, რაც დახვეწას და გამართულ ლოგიკას მოითხოვს. ფაქტია, რომ რუსული სპეცსამსახურები საქართველოში კარგახანია კარგად გრძნობენ თავს. შეიძლება თუ არა განმეორდეს ასეთი რამ, ვერ გეტყვით. ისეთი რეზონანსი გამოიწვია უკვე, რომ თუ მოხდება თავდასხმა, გასაგები იქნება, რომ ეს არის ვიღაც უცხოს შეკვეთილი" - განაცხადა არეშიძემ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სააკაშვილმა ოპოზიციას მეტამორფოზული გუბაზის ენით შემოუთვალა, უჩემოდ არ ვარგიხართო" - გია ვოლსკი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"