პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალ ზელანდიაში, ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
ახალ ზელანდიაში, ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ახალ ზე­ლან­დი­ა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად ადას­ტუ­რე­ბენ, რომ ბოლო 24 დღე­ში პირ­ვე­ლად, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ვირუ­სი ორ ქალს და­უ­დას­ტურ­და, რომ­ლე­ბიც ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან და ახალ ზე­ლან­დი­ა­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან ჩა­ვიდ­ნენ. მათ ჰქონ­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა, რომ მო­მაკ­ვდა­ვი მშო­ბე­ლი ენა­ხათ.

ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი 30 და 40 წლის არი­ან, ისი­ნი ახალ ზე­ლან­დი­ა­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან 7 ივ­ნისს ჩა­ვიდ­ნენ და კა­რან­ტინ­ში იყ­ვნენ, თუმ­ცა 12 ივ­ნისს მო­მაკ­ვდა­ვი მშობ­ლის ნახ­ვის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც იმა­ვე ღა­მით გარ­და­იც­ვა­ლა.

ქა­ლებ­მა 13 ივ­ნი­სის­თვის ვე­ლინგტონ­ში წას­ვლის ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს, სა­დაც პი­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლით წა­ვიდ­ნენ და არ უსარ­გებ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით. ვე­ლინგტონ­ში ოჯა­ხის წევრთან დარ­ჩნენ, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის იზო­ლა­ცი­ა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი ზე­ლან­დია კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით, მსოფ­ლი­ო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა. გა­სულ კვი­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­დეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღარ ჰყავ­დათ და ქვე­ყა­ნა "სუფ­თა იყო ვირუ­სის­გან". მო­იხ­სნა თით­ქმის ყვე­ლა შე­ზღუდ­ვა, მათ შო­რის აკ­რძალ­ვა ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე. შე­ზღუდ­ვე­ბი დარ­ჩა სა­ზღვრებ­ზე და მხო­ლოდ ახა­ლი ზე­ლან­დი­ის მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და აუ­ცი­ლე­ბელ მუ­შა­კებს უშ­ვე­ბენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჯა­სინ­და არ­დერ­ნი კი ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლა მო­ი­გეს, თუმ­ცა ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მო­მა­ვალ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, შე­საძ­ლოა კი­დევ გა­ი­ზარ­დოს.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ახალ ზე­ლან­დი­ა­ში სულ კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 506 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 22 გარ­და­იც­ვა­ლა, 1 482 კი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

კატო
0

ტურიზმის ამოქმედება კიდევ უფრო გაზრდის ინფიცირებულებს. სხვა გზა არაა, უნდა გაჩერდეს ეს სექტორი, წელს საერთაშორისო ტურიზმი ვერაფერს შეძლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ახალ ზელანდიაში, ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ახალ ზელანდიაში, ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა

ახალ ზელანდიაში ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ბოლო 24 დღეში პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი ორ ქალს დაუდასტურდა, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან და ახალ ზელანდიაში დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდნენ. მათ ჰქონდათ სპეციალური ნებართვა, რომ მომაკვდავი მშობელი ენახათ.

ინფიცირებული ქალები 30 და 40 წლის არიან, ისინი ახალ ზელანდიაში დიდი ბრიტანეთიდან 7 ივნისს ჩავიდნენ და კარანტინში იყვნენ, თუმცა 12 ივნისს მომაკვდავი მშობლის ნახვისთვის სპეციალური ნებართვა მიიღეს, რომელიც იმავე ღამით გარდაიცვალა.

ქალებმა 13 ივნისისთვის ველინგტონში წასვლის ნებართვა მიიღეს, სადაც პირადი ავტომობილით წავიდნენ და არ უსარგებლიათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ველინგტონში ოჯახის წევრთან დარჩნენ, რომელიც ამ დროისთვის იზოლაციაშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ახალი ზელანდია კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, მსოფლიოში განსაკუთრებით წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა. გასულ კვირას ოფიციალურად განაცხადეს, რომ ინფიცირებული აღარ ჰყავდათ და ქვეყანა "სუფთა იყო ვირუსისგან". მოიხსნა თითქმის ყველა შეზღუდვა, მათ შორის აკრძალვა ხალხმრავალ შეკრებებზე. შეზღუდვები დარჩა საზღვრებზე და მხოლოდ ახალი ზელანდიის მოქალაქეებსა და აუცილებელ მუშაკებს უშვებენ.

პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი კი ამბობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლა მოიგეს, თუმცა ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რაოდენობა, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში სულ კორონავირუსის 1 506 შემთხვევაა აღწერილი, პაციენტთა შორის 22 გარდაიცვალა, 1 482 კი გამოჯანმრთელდა.

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

პუტინთან შეხვედრის მსურველმა "დეზინფექციის გვირაბი" უნდა გაიაროს - ნახეთ, როგორ იცავენ რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან