პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა
სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

მრა­ვა­ლი წე­ლია, თბი­ლის­თან ერ­თად, ბა­თუ­მი სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვან ტუ­რის­ტულ ზო­ნად იქცა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ი­ზარ­და რეს­ტორ­ნე­ბის, კა­ფე­ე­ბის, ბა­რე­ბის და რაც მთა­ვა­რია, სას­ტუმ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ტუ­რის­ტე­ბის ნა­წილს სტან­დარ­ტუ­ლად დას­ვე­ნე­ბა აღარ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და სას­ტუმ­რო­საც კი ისეთს ეძებს, სა­ი­და­ნაც სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბებს წა­ი­ღებს. სწო­რედ ამი­ტომ გახ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სას­ტუმ­როს­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათი ნომ­რე­ბი არა სტან­დარ­ტუ­ლი, არა­მედ ექ­სკლუ­ზი­უ­რია და არ­სად არ მე­ორ­დე­ბა, აქ უფრო მე­ტა­დაა და­ცუ­ლი სტუმ­რის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სტი­ლია და­ნერ­გი­ლი.

ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როTapis Rouge Vip Boutique-ში გვი­ამ­ბო­ბენ, რომ მათი სას­ტუმ­როს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, ექ­სტე­რი­ე­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბა, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და სა­უ­კე­თე­სო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გახ­და ის ფაქ­ტო­რე­ბი, რის გა­მოც ტუ­რის­ტე­ბი მათ­ზე აჩე­რე­ბენ არ­ჩე­ვანს.

„ხში­რად, ჩვე­ნი სას­ტუმ­როს სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტე­რი­ე­რის, კომ­ფორ­ტი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის გამო სარ­გებ­ლო­ბენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, ბლო­გე­რე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ა.შ. თუმ­ცა ჩვენს დამ­სვე­ნე­ბელ­თა შო­რის არის, ასე­ვე ოჯა­ხე­ბი, მე­გობ­რე­ბი, რო­მან­ტი­უ­ლი წყვი­ლე­ბი და უბ­რა­ლოდ ის ტუ­რის­ტე­ბი, ვი­საც სურს რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბა, მყუდ­რო, ლა­მაზ და დი­ზა­ი­ნე­რულ გა­რე­მო­ში“, - გან­მარ­ტავს სას­ტუმ­როს დი­რექ­ტო­რი ნა­თია დო­ლი­ძე.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ინ­ტე­რი­ერ­ზე უნდა გე­სა­უბ­როთ, რად­გან ის გულ­გრილს არ­ცერთ სტუ­მარს არ ტო­ვებს. ტაპი რუჟ-ში ყვე­ლა ნო­მე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნი­საა. თუ ერთ სტუ­მარს ნა­თე­ლი ფე­რე­ბი ურ­ჩევ­ნია, მე­ო­რეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს უფრო რუხი ფე­რე­ბის მქო­ნე ნო­მერ­ში და­ის­ვე­ნოს. ამას­თან, თით­ქოს ვინ­ტა­ჟურ სტილს ერ­წყმის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლე­ბი - კლი­მატ კონ­ტრო­ლის­თვის „და­ი­კი­ნის სის­ტე­მა“და Smart TV. თი­თო­ე­უ­ლი სტუმ­რის კმა­ყო­ფი­ლე­ბას იმ­დე­ნად მა­ღა­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა, რომ სას­ტუმ­რო მხო­ლოდ Villeroy & Boch-ის აქ­სე­სუ­ა­რებს იყე­ნებს აბა­ზა­ნის­თვი­საც კი. ორ­გა­ნულ ზეთ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კოს­მე­ტი­კა აქვთ შერ­ჩე­უ­ლი, რო­გორც დი­დე­ბის­თვის, ასე­ვე პა­ტა­რა სტუმ­რე­ბი­სათ­ვის.

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ში ეს­თე­ტი­კას ეძე­ბენ ხში­რად დას­ვე­ნე­ბას არა სტან­დარ­ტულ, არა­მედ ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ში ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ-ხოლ­მე.

რა არის ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს კონ­ცეფ­ცია, რაც ასე ძა­ლი­ან იზი­დავს დამ­სვე­ნე­ბელს?

ხა­სი­ა­თი. ამ ერთ სი­ტყვა­ში ეტე­ვა ამ ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბის მთე­ლი კონ­ცეფ­ცია. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რავ ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს ნა­ხავთ, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ თე­მა­ტი­კა­ზეა აგე­ბუ­ლი - მა­გა­ლი­თად, The Picasso Boutique Hotel ფი­ლი­პი­ნებ­ში, Hôtel Molière პა­რი­ზის გულ­ში და სხვა. კონ­კრე­ტუ­ლი თე­მა­ტი­კის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­უ­ლი დი­ზა­ი­ნი ყო­ველ­თვის იწ­ვევს ინ­ტე­რესს და გი­ჩენს სურ­ვილს, რო­გორც მუ­ზე­უ­მი, ისე შე­ის­წავ­ლო და და­ათ­ვა­ლი­ე­რო სას­ტუმ­როს ინ­ტე­რი­ე­რი. რო­გორც ნა­თია დო­ლი­ძე გან­მარ­ტავს, მათ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბაა სას­ტუმ­როს თი­თო­ე­ულ დე­ტალ­ზე ზრუნ­ვა, იქ­ნე­ბა ეს ნა­ხა­ტის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლი თუ ფარ­დის ფერი და მო­ხა­რუ­ლე­ბი არი­ან იმ შე­დე­გით, რაც მი­ი­ღეს.

მარ­თლაც, Tapis Rouge-ის კონ­ცეფ­ცია - ვინ­ტაჟს შერ­წყმუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და ოთა­ხის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაა ის, რაც ბა­თუმ­ში ჩა­სულ დამ­სვე­ნებ­ლებს ამ სას­ტუმ­როს­კენ იხ­მობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

სასტუმრო ბათუმში, რომელიც ორიგინალური ინტერიერის გამო ტურისტების ყურადღების ცენტრში ექცევა

მრავალი წელია, თბილისთან ერთად, ბათუმი საქართველოს წამყვან ტურისტულ ზონად იქცა, შესაბამისად, გაიზარდა რესტორნების, კაფეების, ბარების და რაც მთავარია, სასტუმროების რაოდენობა.

საინტერესო ფაქტია, რომ ტურისტების ნაწილს სტანდარტულად დასვენება აღარ აკმაყოფილებს და სასტუმროსაც კი ისეთს ეძებს, საიდანაც საინტერესო მოგონებებს წაიღებს. სწორედ ამიტომ გახდა ბოლო პერიოდში ბუტიკის ტიპის სასტუმროები პოპულარული. ჩვეულებრივი სასტუმროსგან განსხვავებით, მათი ნომრები არა სტანდარტული, არამედ ექსკლუზიურია და არსად არ მეორდება, აქ უფრო მეტადაა დაცული სტუმრის კონფიდენციალურობა და მომსახურების ინდივიდუალური სტილია დანერგილი.

ბათუმში მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმროTapis Rouge Vip Boutique-ში გვიამბობენ, რომ მათი სასტუმროს განსხვავებული ინტერიერი, ექსტერიერი, ინდივიდუალური მომსახურება, კონფიდენციალურობა და საუკეთესო ადგილმდებარეობა გახდა ის ფაქტორები, რის გამოც ტურისტები მათზე აჩერებენ არჩევანს.

„ხშირად, ჩვენი სასტუმროს საინტერესო ინტერიერის, კომფორტისა და მომსახურების მაღალი სტანდარტების გამო სარგებლობენ ცნობილი სახეები, ბლოგერები, დიპლომატები, ბიზნესმენები და ა.შ. თუმცა ჩვენს დამსვენებელთა შორის არის, ასევე ოჯახები, მეგობრები, რომანტიული წყვილები და უბრალოდ ის ტურისტები, ვისაც სურს რესპექტაბელური დასვენება, მყუდრო, ლამაზ და დიზაინერულ გარემოში“, - განმარტავს სასტუმროს დირექტორი ნათია დოლიძე.

თავდაპირველად, ინტერიერზე უნდა გესაუბროთ, რადგან ის გულგრილს არცერთ სტუმარს არ ტოვებს. ტაპი რუჟ-ში ყველა ნომერი განსხვავებული დიზაინისაა. თუ ერთ სტუმარს ნათელი ფერები ურჩევნია, მეორეს შესაძლებლობა აქვს უფრო რუხი ფერების მქონე ნომერში დაისვენოს. ამასთან, თითქოს ვინტაჟურ სტილს ერწყმის თანამედროვეობის განუყოფელი ნაწილები - კლიმატ კონტროლისთვის „დაიკინის სისტემა“და Smart TV. თითოეული სტუმრის კმაყოფილებას იმდენად მაღალი ყურადღება ექცევა, რომ სასტუმრო მხოლოდ Villeroy & Boch-ის აქსესუარებს იყენებს აბაზანისთვისაც კი. ორგანულ ზეთზე დამზადებული მაღალი ხარისხის კოსმეტიკა აქვთ შერჩეული, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარა სტუმრებისათვის.

ადამიანები, რომლებიც თითოეულ დეტალში ესთეტიკას ეძებენ ხშირად დასვენებას არა სტანდარტულ, არამედ ბუტიკის ტიპის სასტუმროში ამჯობინებენ-ხოლმე.

რა არის ბუტიკის ტიპის სასტუმროს კონცეფცია, რაც ასე ძალიან იზიდავს დამსვენებელს?

ხასიათი. ამ ერთ სიტყვაში ეტევა ამ ტიპის სასტუმროების მთელი კონცეფცია. მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ბუტიკის ტიპის სასტუმროს ნახავთ, რომელიც კონკრეტულ თემატიკაზეა აგებული - მაგალითად, The Picasso Boutique Hotel ფილიპინებში, Hôtel Molière პარიზის გულში და სხვა. კონკრეტული თემატიკის მიხედვით შერჩეული დიზაინი ყოველთვის იწვევს ინტერესს და გიჩენს სურვილს, როგორც მუზეუმი, ისე შეისწავლო და დაათვალიერო სასტუმროს ინტერიერი. როგორც ნათია დოლიძე განმარტავს, მათთვის ხელოვნებაა სასტუმროს თითოეულ დეტალზე ზრუნვა, იქნება ეს ნახატის განთავსების ადგილი თუ ფარდის ფერი და მოხარულები არიან იმ შედეგით, რაც მიიღეს.

მართლაც, Tapis Rouge-ის კონცეფცია - ვინტაჟს შერწყმული თანამედროვეობა და ოთახის ინდივიდუალურად შერჩევის საშუალებაა ის, რაც ბათუმში ჩასულ დამსვენებლებს ამ სასტუმროსკენ იხმობს.

უფრთხილდით არასწორად დამზადებულ კარ-ფანჯრებს! - რა საფრთხეს შეიცავს არასწორად დამზადებული კონსტრუქცია

უსაფრთხო, მხიარული და ონლაინ!

ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა edX საქართველოშია – 40–ზე მეტი კურსი სექტემბრიდან ამოქმედდება