საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე
"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის შეკ­ვე­თით, მისი ლიკ­ვი­და­ცია იგეგ­მე­ბო­და.

"მე თვი­თონ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ვფლობ­დი ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ჩემ­მა დაც­ვამ შე­ამ­ჩნია, რომ თვალ­თვა­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩემ­ზე. დაც­ვამ ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა და ამის გამო მოხ­და კი­დეც დაც­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბა.

ორ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც დაც­ვა მყავ­და, მაგ­რამ ამის შემ­დეგ კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც კა­დი­როვს არც და­უ­მა­ლავს და ჩემი გა­მოს­ვლის შემ­დეგ (გუ­ლის­ხმობს პუ­ტი­ნი­სად­მი მის მი­მარ­თვას) თქვა, რომ ვინ­მე სად­მე შემ­ხვდე­ბო­და და რამე და­მე­მარ­თე­ბო­და, ისე­დაც ნა­თე­ლი იყო ამის გა­რე­შეც, რომ საფ­თხე ძა­ლი­ან დიდი იყო.

მა­ნამ­დეც რა­ღაც ხმე­ბი მო­დი­ო­და ჩვე­ნამ­დე, რომ ფრთხი­ლად იყა­ვი... მა­გა­ლი­თად, მო­ვი­და ჩე­მამ­დე ხმე­ბი, რომ ფრთხი­ლად იყა­ვი, რო­დე­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მი­დი­ხარ და ა.შ." - ამ­ბობს გი­ორ­გი გა­ბუ­ნია.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ტე­ლე­წამ­ყვან გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცია ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის შეკ­ვე­თით იგეგ­მე­ბო­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეთ­ნი­კუ­რად ინ­გუ­ში 40 წლამ­დე მა­მა­კა­ცი ვა­სამ­ბეგ ბო­კო­ვი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე 12 ივ­ნისს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დროს და­ა­კა­ვეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ვა­ლე­ბით იყო ჩა­მო­სუ­ლი და გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას ლიკ­ვი­და­ცი­ას გეგ­მავ­და.

მკითხველის კომენტარები / 92 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბუგა
143

გაბუნიას ლანძღავთ და პუტინს ადიდებთ ? მგონი უკვე მრცხვენია ქართველი რო ვარ

სერგო
559

რად უნდა კადიროვს ვიღაცა ჟურნალისტის მოკვლა, კარგით რა.

 

ავტორი:

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

"ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა... მოდიოდა ჩემამდე ხმები - ფრთხილად იყავი" - გიორგი გაბუნიას პირველი კომენტარი მის შესაძლო ლიკვიდაციაზე

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია პირველ კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით, მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.

"მე თვითონ ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, მაგრამ ჩემმა დაცვამ შეამჩნია, რომ თვალთვალი მიმდინარეობდა ჩემზე. დაცვამ ყურადღება გაამახვილა და ამის გამო მოხდა კიდეც დაცვის გაძლიერება.

ორ წელიწადზე მეტია, რაც დაცვა მყავდა, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კადიროვს არც დაუმალავს და ჩემი გამოსვლის შემდეგ (გულისხმობს პუტინისადმი მის მიმართვას) თქვა, რომ ვინმე სადმე შემხვდებოდა და რამე დამემართებოდა, ისედაც ნათელი იყო ამის გარეშეც, რომ საფთხე ძალიან დიდი იყო.

მანამდეც რაღაც ხმები მოდიოდა ჩვენამდე, რომ ფრთხილად იყავი... მაგალითად, მოვიდა ჩემამდე ხმები, რომ ფრთხილად იყავი, როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ და ა.შ." - ამბობს გიორგი გაბუნია.

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით იგეგმებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეთნიკურად ინგუში 40 წლამდე მამაკაცი ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, საქართველოში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

31 ივლისს HR ბიზნეს სამიტი ჩატარდება

აჭარაში, ზღვაზე დასვენება გაიაფდა – რომელ კურორტს ირჩევთ?