პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლითაც გარემოს ისე ვაზიანებთ, ვერც კი ვხვდებით - დაიმახსოვრეთ "10 მწვანე რჩევა"
08:50 / 16-06-2020
ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლითაც გარემოს ისე ვაზიანებთ, ვერც კი ვხვდებით - დაიმახსოვრეთ "10 მწვანე რჩევა"
08:50 / 16-06-2020

გა­რე­მოს დაც­ვა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხია. სამ­წუ­ხა­როდ, ცოტა ადა­მი­ა­ნი თუ ფიქ­რობს იმა­ზე, რა შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ერთი შე­ხედ­ვით წვრილ­მან და უწყი­ნარ ქმე­დე­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა - მოშ­ვე­ბუ­ლი ონ­კა­ნი კბი­ლე­ბის ხეხ­ვის დროს, ელე­მენ­ტე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გა­მო­ყე­ნე­ბა, ეკ­რან­თან ბევ­რი დრო­ის გა­ტა­რე­ბა და ა.შ. ათე­უ­ლი წლის შემ­დეგ...

გა­რე­მოს დაც­ვი­თი ეკო­ნო­მის­ტი, კავ­კა­სი­ის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ქსე­ლის (CENN) პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვახ­ტანგ ქო­ჩო­რა­ძე AMBEBI.GE-სთან სწო­რედ გა­რე­მოს მი­მართ არა­მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და ჩვე­ვე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც დიდი სიხ­ში­რით მი­ნა­ხავს, ისაა რომ იგი­ვე, სოფ­ლებ­ში, წყა­ლი სულ მოშ­ვე­ბუ­ლია, მო­დის და მო­დის. ჩვენ გვსმე­ნია ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხე­ბაც, რომ ადა­მი­ა­ნი ვერ იძი­ნებს, თუ წყა­ლი მოშ­ვე­ბუ­ლი არაა. წყალს არ ვუფრ­თხილ­დე­ბით, გვგო­ნია, ეს რე­სურ­სი, ულე­ვი წყა­რო არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ასე არ არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში წყლის პრობ­ლე­მა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად დგას. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით, ინ­ტენ­სი­უ­რი ხის ჭრით, ჩვე­ნი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქცე­ვით და ა.შ. მა­გა­ლი­თად:

  • კბი­ლე­ბის ხეხ­ვის დროს წყა­ლი უნდა დავ­კე­ტოთ, აბა­ზა­ნა­ში ყოფ­ნი­სას ონ­კა­ნი მხო­ლოდ მა­შინ უნდა მო­ვუშ­ვათ, როცა უშუ­ა­ლოდ წყა­ლი გვჭირ­დე­ბა;
  • ჩა­ვაქ­როთ არა­სა­ჭი­რო ად­გი­ლას ან­თე­ბუ­ლი შუქი
  • არ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ პლასტმა­სის მა­სა­ლა
  • გა­რე­მოს­თვის სა­ზი­ა­ნოა ელექტრო­ბა­ტა­რე­ე­ბის და სი­გა­რე­ტის ნამ­წვის გა­დაგ­დე­ბა
  • ცუ­დია ჰე­ლი­უ­მის ბუშ­ტე­ბის ჰა­ერ­ში გაშ­ვე­ბაც, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ძა­ლი­ან სა­ში­შია ჩი­ტე­ბის­თვის და ზო­გა­დად, ფა­უ­ნის­თვის
  • სა­რე­ცხი ჟე­ლეს ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბის, თუ ტან­საც­მლის ხში­რად რე­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში, წყალ­ში ძა­ლი­ან ცუდი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ჩა­ე­დი­ნე­ბა, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მავ­ნე­ბე­ლია ფლო­რა-ფა­უ­ნის­თვის
  • ტა­ფა­ზე საჭ­მლის შეწ­ვის შემ­დეგ, დარ­ჩე­ნი­ლი ზეთი რე­ცხვი­სას წყალ­თან ერ­თად არ უნდა ჩა­უშ­ვათ - ზე­თის გა­და­მუ­შა­ვე­ბა ცალ­კე უნდა მოხ­დეს, ბოთ­ლში უნდა და­ი­ცა­ლოს და რო­გორც მა­გა­ლი­თად, ბა­ტა­რე­ე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა, ასე უნდა მოხ­დეს ზე­თის გა­ფილ­ტვრა-და­მუ­შა­ვე­ბაც

ბა­ტა­რე­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, თუნ­დაც, დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის ელე­მენ­ტე­ბი, შე­ი­ცავს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მავ­ნე მე­ტალს - მერ­კუ­რის. ამ მე­ტა­ლის გა­რე­მო­ში დაშ­ლას და­ახ­ლო­ე­ბით, 500-1000 წელი სჭირ­დე­ბა. დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის 1 ცალ ელე­მენტს - 3A-ს 3 000 ლიტ­რამ­დე წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა შე­უძ­ლია. ძა­ლი­ან დიდ ენერ­გი­ას მო­იხ­მარს მა­ღა­ლი ძაბ­ვის ნა­თუ­რე­ბის მოხ­მა­რე­ბაც.

ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია, ჯერ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ მუ­შა­ო­ბა, რომ ხალ­ხმა ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ქუ­ჩა­ში არ და­ყა­როს ნა­გა­ვი. რომ ვამ­ბობთ, რომ ზეთი ცალ­კე უნდა გა­და­მუ­შავ­დეს, ბა­ტა­რე­ებს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ და პირ­და­პირ არ უნდა მო­ვის­რო­ლოთ ჰა­ერ­ში, ეს ალ­ბათ, ჯერ­ჯე­რო­ბით ნა­ად­რე­ვია.

- რა შე­დე­გე­ბამ­დე შე­იძ­ლე­ბა, მიგ­ვიყ­ვა­ნოს ამ­გვარ­მა ჩვე­ვებ­მა?

- ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა კვდე­ბა და კლი­მა­ტი იც­ვლე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ და­ა­ვა­დე­ბე­ბი გახ­შირ­დე­ბა, ნაკ­ლე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, უფრო ძვი­რი საკ­ვე­ბი იქ­ნე­ბა და პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­ნე­ბა სი­ცო­ცხლის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­სურ­სებ­თან წვდო­მის კუ­თხით. მა­გა­ლი­თად, ისევ და ისევ, წყალ­ზე. წყლის პრობ­ლე­მა უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად დგას, სა­დაც თუ აქამ­დე ნავ­თო­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ, სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, იგი­ვე მო­მა­ვალ­ში წყლის სა­ცა­ვე­ბის­თვის მოხ­დეს.

- ჩა­მოთ­ვლი­ლებს შო­რის რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­გან­გა­შო ჩვე­ვა და რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის მიზ­ნით?

- გა­რე­მო ძა­ლი­ან კომ­პლექ­სუ­რი ცნე­ბაა, ერთი რა­ღაც მე­ო­რეს აზი­ა­ნებს, მე­ო­რე მე­სა­მეს და ა.შ. ის შეგ­ვიძ­ლია, მთელ კლას­ტე­რად მო­ვიხ­სე­ნი­ოთ. ვი­ტყო­დი, თუ რა არის ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი, რისი შეც­ვლაც შეგ­ვიძ­ლია: გა­ვუფრ­თხილ­დეთ წყალს და პლასტმა­სით არ და­ვა­ბინ­ძუ­როთ გა­რე­მო. სა­ერ­თოდ, უნდა ვე­ცა­დოთ, ნაკ­ლე­ბი პლასტმა­სი მო­ვიხ­მა­როთ.

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს ამ პა­ტარ-პა­ტა­რა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად. ძა­ლი­ან კარ­გად ჩანს, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბით უნდა და­ვი­წყოთ, რად­გან მათი ქცე­ვის შეც­ვლა მარ­ტი­ვია. ზრდას­რულ ადა­მი­ან­თან, ვინც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა რა­ღაც ჩვე­ვას იმე­ო­რებს, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა ძა­ლი­ან ჭირს.

ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვხე­დავ, რომ ადა­მი­ა­ნი ქცე­ვას მა­შინ ცვლის, რო­დე­საც ამ ქმე­დე­ბას ძა­ლი­ან სწრა­ფი უკუ­გე­ბა აქვს. ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ხალ­ხთან მი­ტა­ნა ძა­ლი­ან სწო­რი ფორ­მით უნდა მოხ­დეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, შენ უკუ­გე­ბა მო­მენ­ტა­ლუ­რად არ გაქვს, მაგ­რამ შენს შვილ­სა თუ შვი­ლიშ­ვილს მო­უ­წი­ოს ამა­ზე პა­სუ­ხის­გე­ბა, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ასე მი­ტა­ნა ამას­თა­ნა­ვე, ყვე­ლა­ზე ძნე­ლია. ამა­ზე უნდა მუ­შა­ობ­დეს არა მარ­ტო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ან კერ­ძო სექ­ტო­რი, არა­მედ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად უნდა იყოს ჩარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოც, თა­ვი­სი ყვე­ლა­ნა­ი­რი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით.

კო­რო­ნა­ვირუს­ზე რომ გა­ვა­კე­თოთ პა­რა­ლე­ლი: ჩვენ­თან რო­გორც გა­მოჩ­ნდა, ზო­გა­დად, ჰი­გი­ე­ნის პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს, ამ დროს უცებ სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის შოვ­ნა გახ­და პრობ­ლე­მუ­რი, რად­გან ხალ­ხმა და­ი­ნა­ხა, რომ მათ ქცე­ვას, არა­ჰი­გი­ე­ნურ ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან მძი­მე და სწრა­ფი უკუ­გე­ბა აქვს მათ ცხოვ­რე­ბა­ზე. ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ უნდა იყოს გა­მო­ხა­ტუ­ლი, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ადა­მი­ა­ნის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ქცე­ვას გა­რე­მოს­თან გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE-ს CENN-ის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვახ­ტანგ ქო­ჩო­რა­ძე.

რო­გორ მუ­შა­ობს სა­ხელ­მწი­ფო იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა გა­რე­მოს­თან უფრო მე­გობ­რუ­ლი გახ­დეს - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი თა­მარ ალა­დაშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა AMBEBI.GE-ს:

- უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ვი­ცო­დეთ, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი რას ვა­კე­თებთ და სი­ნამ­დვი­ლე­ში რო­გორ უნდა ვა­კე­თებ­დეთ, რა არის ის მარ­ტი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, რა­ზეც არც კი დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ მათი მეშ­ვე­ო­ბით შე­ვუ­წყოთ ხელი გა­რე­მო­სა და ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვას და ვიზ­რუ­ნოთ ეკო­სის­ტე­მა­ზე.

მა­გა­ლი­თად, წყალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თია: ჩაის თუ ყა­ვის და­ლე­ვის დროს უმ­ჯო­ბე­სია, ზუს­ტად გან­ვსა­ზღვროთ, რა რა­ო­დე­ნო­ბის წყა­ლი უნდა ავა­დუ­ღოთ, რათა ამით ზედ­მე­ტი რე­სურ­სის მოხ­მა­რე­ბის შე­ზღუდ­ვას შე­ვუ­წყოთ ხელი

იგი­ვეა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­სა­ხე­ბაც. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც კომ­პი­უ­ტერს ვრთავთ, ბო­ლომ­დე უნდა გავ­თი­შოთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წყა­რო­და­ნაც, რად­გან ენერ­გია მა­ინც იხარ­ჯე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პი­უ­ტე­რი ჩარ­თუ­ლი არაა. გა­რე­მოს დაც­ვას­თან ერ­თად, ეს ყვე­ლა­ფე­რი ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ზეც აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე.

5 ივ­ნისს, გა­რე­მოს დაც­ვის მსოფ­ლიო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ევ­რო­კავ­შირ­თან ერ­თად მწვა­ნე კვი­რე­უ­ლი გა­ვა­კე­თეთ. ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თობ­ლი­ვი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში 52 ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რჩე­ვა შე­ვი­მუ­შა­ვეთ, თუ რო­გორ ვი­ცხოვ­როთ უფრო მწვა­ნედ, სუფ­თად, ჯან­სა­ღად. რჩე­ვე­ბი და­ყო­ფი­ლია სივ­რცე­ე­ბის მი­ხედ­ვით, მა­გა­ლი­თად, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ სახ­ლში, ან - ოფის­ში; ამას­თა­ნა­ვე, და­ყო­ფი­ლია თე­მა­ტუ­რა­დაც, არის ნარ­ჩე­ნებ­ზე, წყალ­ზე, რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, მრა­ვალ­ჯე­რა­დი ჩან­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

2015 წელს შე­ვი­და ძა­ლა­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი და დღემ­დე სხვა­დას­ხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ამოქ­მედ­და. ეს ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ჯა­რი­მა, ან სხვა­დას­ხვა და­მა­ტე­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბას და გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვას. მაგ­რამ, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, რომ არას­დროს, არც ერთი პო­ლი­ტი­კა და პროგ­რა­მა არ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ ადა­მი­ა­ნებ­მა არ შე­ვუ­წყეთ ხელი მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რად­გან ეს ჩვენს ჩვე­ვა­ზე, ცოდ­ნა­სა და ინ­ფორ­მი­რე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ისე­თი ჩვე­ვე­ბის შეც­ვლა, რო­მე­ლიც თა­ო­ბე­ბი­სა თუ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­შია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლია. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სჭირ­დე­ბა იმას, რომ ყვე­ლამ კარ­გად გა­ი­თა­ვი­სოს, ეს კი მრა­ვალ­ჯე­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

ვმუ­შა­ობთ რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი, ისე - ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად. მა­გა­ლი­თად, დე­კემ­ბერ­ში რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტი და­ვას­რუ­ლეთ სკო­ლამ­დე­ლი გა­რე­მოს­დაც­ვი­თი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლებთ - სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ბავ­შვო ბა­ღის სულ მცი­რე, თითო აღ­მზრდე­ლი და მე­თო­დის­ტი გა­დამ­ზად­და გა­რე­მოს დაც­ვის პრინ­ცი­პებ­ში. მათ და­ე­ნიშ­ნათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოც, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბავ­შვებს სხვა­დას­ხვა გა­რე­მოს­დაც­ვით აქ­ტი­ვო­ბებს ას­წავ­ლი­ან. იმე­დი გვაქვს, ეს ყვე­ლა­ფე­რი იმოქ­მე­დებს და უფრო მწვა­ნე და გა­რე­მო­ზე მზრუნ­ვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა და მო­მა­ვა­ლი გვექ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იკა
3

ბატარეებს რა ვუყოთ?????

ამირანი
0

რაჭაში არ გვაქ შუქი და გამოუშვით ხალხი არ ხართ?!რით ვეღარ გააკეთეთ.ქვეყნები ხუთას კილომეტრიან ავტობანებს აგებენ სამ თვეში და ერთი პატარა ამბროლაურის რაიონის ელექტროობა რით ვერ გაკეთდა ოც წელიწადში.

ავტორი:

ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლითაც გარემოს ისე ვაზიანებთ, ვერც კი ვხვდებით - დაიმახსოვრეთ "10 მწვანე რჩევა"

ყოველდღიური მავნე ჩვევები, რომლითაც გარემოს ისე ვაზიანებთ, ვერც კი ვხვდებით - დაიმახსოვრეთ "10 მწვანე რჩევა"

გარემოს დაცვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. სამწუხაროდ, ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს იმაზე, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთი შეხედვით წვრილმან და უწყინარ ქმედებებს, როგორებიცაა - მოშვებული ონკანი კბილების ხეხვის დროს, ელემენტების არასათანადო გამოყენება, ეკრანთან ბევრი დროის გატარება და ა.შ. ათეული წლის შემდეგ...

გარემოს დაცვითი ეკონომისტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროექტების მენეჯერი ვახტანგ ქოჩორაძე AMBEBI.GE-სთან სწორედ გარემოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულებისა და ჩვევების შესახებ გვესაუბრება.

- საქართველოში რაც დიდი სიხშირით მინახავს, ისაა რომ იგივე, სოფლებში, წყალი სულ მოშვებულია, მოდის და მოდის. ჩვენ გვსმენია ისეთი შემთხვევების შესახებაც, რომ ადამიანი ვერ იძინებს, თუ წყალი მოშვებული არაა. წყალს არ ვუფრთხილდებით, გვგონია, ეს რესურსი, ულევი წყარო არსებობს. თუმცა, ასე არ არის, საქართველოში წყლის პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას. ეს გამოწვეულია კლიმატის ცვლილებით, ინტენსიური ხის ჭრით, ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით და ა.შ. მაგალითად:

  • კბილების ხეხვის დროს წყალი უნდა დავკეტოთ, აბაზანაში ყოფნისას ონკანი მხოლოდ მაშინ უნდა მოვუშვათ, როცა უშუალოდ წყალი გვჭირდება;
  • ჩავაქროთ არასაჭირო ადგილას ანთებული შუქი
  • არ უნდა გამოვიყენოთ პლასტმასის მასალა
  • გარემოსთვის საზიანოა ელექტრობატარეების და სიგარეტის ნამწვის გადაგდება
  • ცუდია ჰელიუმის ბუშტების ჰაერში გაშვებაც, ვინაიდან ისინი ძალიან საშიშია ჩიტებისთვის და ზოგადად, ფაუნისთვის
  • სარეცხი ჟელეს ხშირად გამოყენების, თუ ტანსაცმლის ხშირად რეცხვის შემთხვევაში, წყალში ძალიან ცუდი ნივთიერებები ჩაედინება, რაც განსაკუთრებით მავნებელია ფლორა-ფაუნისთვის
  • ტაფაზე საჭმლის შეწვის შემდეგ, დარჩენილი ზეთი რეცხვისას წყალთან ერთად არ უნდა ჩაუშვათ - ზეთის გადამუშავება ცალკე უნდა მოხდეს, ბოთლში უნდა დაიცალოს და როგორც მაგალითად, ბატარეების გადამუშავება ხდება, ასე უნდა მოხდეს ზეთის გაფილტვრა-დამუშავებაც

ბატარეებს რაც შეეხება, თუნდაც, დისტანციური მართვის ელემენტები, შეიცავს მსოფლიოში ყველაზე მავნე მეტალს - მერკურის. ამ მეტალის გარემოში დაშლას დაახლოებით, 500-1000 წელი სჭირდება. დისტანციური მართვის 1 ცალ ელემენტს - 3A-ს 3 000 ლიტრამდე წყლის დაბინძურება შეუძლია. ძალიან დიდ ენერგიას მოიხმარს მაღალი ძაბვის ნათურების მოხმარებაც.

ამ ყველაფერზე მუშაობა ძალიან რთულია, ჯერ იმ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ხალხმა ელემენტარულად, ქუჩაში არ დაყაროს ნაგავი. რომ ვამბობთ, რომ ზეთი ცალკე უნდა გადამუშავდეს, ბატარეებს უნდა გავუფრთხილდეთ და პირდაპირ არ უნდა მოვისროლოთ ჰაერში, ეს ალბათ, ჯერჯერობით ნაადრევია.

- რა შედეგებამდე შეიძლება, მიგვიყვანოს ამგვარმა ჩვევებმა?

- ბიომრავალფეროვნება კვდება და კლიმატი იცვლება. ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ დაავადებები გახშირდება, ნაკლები და შესაბამისად, უფრო ძვირი საკვები იქნება და პრობლემა შეგვექნება სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან რესურსებთან წვდომის კუთხით. მაგალითად, ისევ და ისევ, წყალზე. წყლის პრობლემა უამრავ ქვეყანაში ძალიან აქტიურად დგას, სადაც თუ აქამდე ნავთობისთვის იბრძოდნენ, სავსებით შესაძლებელია, იგივე მომავალში წყლის საცავებისთვის მოხდეს.

- ჩამოთვლილებს შორის რომელია ყველაზე საგანგაშო ჩვევა და რა შეიძლება გაკეთდეს ამგვარი ქმედებების შეწყვეტის მიზნით?

- გარემო ძალიან კომპლექსური ცნებაა, ერთი რაღაც მეორეს აზიანებს, მეორე მესამეს და ა.შ. ის შეგვიძლია, მთელ კლასტერად მოვიხსენიოთ. ვიტყოდი, თუ რა არის ყველაზე მარტივი, რისი შეცვლაც შეგვიძლია: გავუფრთხილდეთ წყალს და პლასტმასით არ დავაბინძუროთ გარემო. საერთოდ, უნდა ვეცადოთ, ნაკლები პლასტმასი მოვიხმაროთ.

ჩვენი ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს ამ პატარ-პატარა მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად. ძალიან კარგად ჩანს, რომ აუცილებლად ბავშვებთან მუშაობით უნდა დავიწყოთ, რადგან მათი ქცევის შეცვლა მარტივია. ზრდასრულ ადამიანთან, ვინც მთელი ცხოვრება რაღაც ჩვევას იმეორებს, მავნე ჩვევების განადგურება ძალიან ჭირს.

ჩემი გამოცდილებიდან ვხედავ, რომ ადამიანი ქცევას მაშინ ცვლის, როდესაც ამ ქმედებას ძალიან სწრაფი უკუგება აქვს. ინფორმაციის გავრცელება და ხალხთან მიტანა ძალიან სწორი ფორმით უნდა მოხდეს, რომ შეიძლება, შენ უკუგება მომენტალურად არ გაქვს, მაგრამ შენს შვილსა თუ შვილიშვილს მოუწიოს ამაზე პასუხისგება, მაგრამ ინფორმაციის ასე მიტანა ამასთანავე, ყველაზე ძნელია. ამაზე უნდა მუშაობდეს არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები ან კერძო სექტორი, არამედ, ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული სახელმწიფოც, თავისი ყველანაირი შემზღუდავი ღონისძიებებით.

კორონავირუსზე რომ გავაკეთოთ პარალელი: ჩვენთან როგორც გამოჩნდა, ზოგადად, ჰიგიენის პრობლემა არსებობს, ამ დროს უცებ სადეზინფექციო ხსნარების შოვნა გახდა პრობლემური, რადგან ხალხმა დაინახა, რომ მათ ქცევას, არაჰიგიენურ ცხოვრებას ძალიან მძიმე და სწრაფი უკუგება აქვს მათ ცხოვრებაზე. ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გამოხატული, რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის უპასუხისმგებლო ქცევას გარემოსთან გრძელვადიან პერსპექტივაში" - ეუბნება AMBEBI.GE-ს CENN-ის პროექტების მენეჯერი ვახტანგ ქოჩორაძე.

როგორ მუშაობს სახელმწიფო იმისთვის, რომ ქვეყანა გარემოსთან უფრო მეგობრული გახდეს - ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრება AMBEBI.GE-ს:

- უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, თითოეული ჩვენგანი რას ვაკეთებთ და სინამდვილეში როგორ უნდა ვაკეთებდეთ, რა არის ის მარტივი ქმედებები, რაზეც არც კი დავფიქრებულვართ, მაგრამ შეიძლება, სწორედ მათი მეშვეობით შევუწყოთ ხელი გარემოსა და ბიომრავალფეროვნების დაცვას და ვიზრუნოთ ეკოსისტემაზე.

მაგალითად, წყალთან მიმართებაში ძალიან მარტივი მაგალითია: ჩაის თუ ყავის დალევის დროს უმჯობესია, ზუსტად განვსაზღვროთ, რა რაოდენობის წყალი უნდა ავადუღოთ, რათა ამით ზედმეტი რესურსის მოხმარების შეზღუდვას შევუწყოთ ხელი

იგივეა გასათვალისწინებელი ელექტროენერგიის შესახებაც. მაგალითად, როდესაც კომპიუტერს ვრთავთ, ბოლომდე უნდა გავთიშოთ ელექტროენერგიის წყაროდანაც, რადგან ენერგია მაინც იხარჯება, მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერი ჩართული არაა. გარემოს დაცვასთან ერთად, ეს ყველაფერი ეკონომიკურ საკითხებზეც აისახება ხოლმე.

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირთან ერთად მწვანე კვირეული გავაკეთეთ. ჩვენი სამინისტროსა და ევროკავშირის ერთობლივი კამპანიის ფარგლებში 52 ძალიან მარტივი რჩევა შევიმუშავეთ, თუ როგორ ვიცხოვროთ უფრო მწვანედ, სუფთად, ჯანსაღად. რჩევები დაყოფილია სივრცეების მიხედვით, მაგალითად, რა უნდა გავაკეთოთ სახლში, ან - ოფისში; ამასთანავე, დაყოფილია თემატურადაც, არის ნარჩენებზე, წყალზე, რესურსების გამოყენებაზე, მრავალჯერადი ჩანთების გამოყენებაზე.

2015 წელს შევიდა ძალაში ნარჩენების მართვის კოდექსი და დღემდე სხვადასხვა ვალდებულება ამოქმედდა. ეს ეტაპობრივად ხდება, შეიძლება, ზოგ შემთხვევაში გამოყენებული იყოს ვალდებულება, ჯარიმა, ან სხვადასხვა დამატებითი მექანიზმი, რათა ხელი შევუწყოთ ნარჩენების შემცირებას და გარემოზე ზრუნვას. მაგრამ, ყველაზე მთავარია, რომ არასდროს, არც ერთი პოლიტიკა და პროგრამა არ იქნება წარმატებული, თუ ადამიანებმა არ შევუწყეთ ხელი მის განხორციელებას, რადგან ეს ჩვენს ჩვევაზე, ცოდნასა და ინფორმირებაზეა დამოკიდებული.

ისეთი ჩვევების შეცვლა, რომელიც თაობებისა თუ წლების განმავლობაშია ჩამოყალიბებული, ძალიან რთულია. გარკვეული პერიოდი სჭირდება იმას, რომ ყველამ კარგად გაითავისოს, ეს კი მრავალჯერადი ინფორმაციით შეიძლება მოხდეს.

ვმუშაობთ როგორც არაფორმალური, ისე - ფორმალური განათლების მიმართულებით, განათლების სამინისტროსთან ერთად. მაგალითად, დეკემბერში რამდენიმეწლიანი პროექტი დავასრულეთ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებთ - საქართველოში არსებული ყველა საბავშვო ბაღის სულ მცირე, თითო აღმზრდელი და მეთოდისტი გადამზადდა გარემოს დაცვის პრინციპებში. მათ დაენიშნათ სპეციალური სახელმძღვანელოც, რომლის მეშვეობითაც ბავშვებს სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს ასწავლიან. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი იმოქმედებს და უფრო მწვანე და გარემოზე მზრუნველი მოსახლეობა და მომავალი გვექნება.

შეზლონგი ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა იწმინდებოდეს, თუ კოვიდიანმა პირმა დააცემინა, წვეთი დიდხანს რჩება პლასტმასის ზედაპირზე - გამყრელიძე

ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში

თითოეული კაშხალი წყალსაცავზე ათასჯერ დიდ ტერიტორიას იცავს წყალდიდობისგან