სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა
აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის - „ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი­სა“ (პლაქ­ვე­ნი­ლი) და „ქლო­რო­ქი­ნის“ სა­გან­გე­ბო შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გა­ა­უქ­მა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

კვლე­ვე­ბის გან­ხილ­ვის შემ­დეგ, FDA-მ და­ად­გი­ნა, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს "ნორ­მა­ტი­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს" გა­და­უ­დე­ბე­ლი მოხ­მა­რე­ბის ნე­ბარ­თვის მი­სა­ღე­ბად, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოა, რომ „ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქი­ნი“ და „ქლო­რო­ქი­ნი“ Covid-19- ს მკურ­ნა­ლო­ბა­ში უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ე­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ეფექ­ტუ­რი არ არის.

”FDA-მ ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და თან­დარ­თუ­ლი მე­მო­რან­დუმ­ში გან­ხი­ლუ­ლი სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ას­კვნა, რომ HCQ-სა და CQ-ს არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის სამ­კურ­ნა­ლოდ. არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იმის მტკი­ცე­ბა, რომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის ცნო­ბი­ლი და პო­ტენ­ცი­უ­რი სარ­გე­ბე­ლი აჭარ­ბებს მათ გა­მო­ყე­ნე­ბას­თან ასო­ცი­რე­ბულ რის­კებს“, - აცხა­დებს აშშ-ის სურ­სა­თი­სა და წამ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მეც­ნი­ე­რი დე­ნიზ ჰინ­ტო­ნი.

პან­დე­მი­ის სა­წყის ეტაპ­ზე, კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის საქ­მე­ში მე­დი­კო­სე­ბი მთა­ვარ იმედს მა­ლა­რი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო წა­მალ "ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინ­ზე" (სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო ცნო­ბი­ლი რო­გორც "პლაქ­ვე­ნი­ლი") ამ­ყა­რებ­დნენ, რო­მე­ლიც ქლო­რო­ქი­ნის ერთ-ერთი ვერ­სი­აა. ეს წა­მა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 1940 წლი­დან არ­სე­ბობს.

მა­ი­სის თვე­ში სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვინც პრე­პა­რატ „ჰიდ­რო­ქ­სიქ­ლო­რო­ქინს“, იმა­ვე „პლაქ­ვე­ნილს“ იღებს, გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. შე­დე­გად, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „სო­ლი­და­რო­ბის კვლე­ვი­დან“ მე­დი­კა­მენ­ტი დრო­ე­ბით ამო­ი­ღო. ამას მოჰ­ყვა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის რე­ა­გი­რე­ბა, რო­მელ­მაც „პლაქ­ვე­ლი­ნის“ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მოხ­მა­რე­ბა შე­ა­ჩე­რა.

ანა­ლო­გი­უ­რად მო­იქ­ცა სა­ქარ­თვე­ლოც, რო­მე­ლიც პრე­პა­რატს ზო­გი­ერ­თი კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნებ­და.

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში “პლაქ­ვე­ნი­ლით” მკურ­ნა­ლო­ბას გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი არ მოჰ­ყო­ლია. ამა­ზე ისა­უბ­რა თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე­მაც, რომ­ლის თქმი­თაც, მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში „პლაქ­ვე­ნი­ლის“ გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­და, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბე­ბი არ ყო­ფი­ლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
#
19

ერთ-ორ ლექციას კიდევ წაგვიკითხავს ცერცვაძე!

ზაზა
92

აღმოჩნდა, ცერცვაძე მსოფლიოში ყველაზე მეტად ერკვევა არსებულ პრობლემებში. მან რამდენჯერმე თქვა, რომ "პლაქვენილი" დადებით შედეგებს იძლევა, თუმცა მისი გამოყენება გულის დაავადების მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებულიო. მოკლედ, დაუჯერეთ ჩვენს სპეციალისტებს და გარე-გარე ნუ ეძებთ "გადამრჩენელებს"!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

აშშ-მა COVID-19-ის მკურნალობისთვის "ჰიდროქსიქლოროქინის", იგივე "პლაქვენილის" გამოყენების ნებართვა გააუქმა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) COVID-19-ის მკურნალობისთვის მედიკამენტების - „ჰიდროქსიქლოროქინისა“ (პლაქვენილი) და „ქლოროქინის“ საგანგებო შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კვლევების განხილვის შემდეგ, FDA-მ დაადგინა, რომ მედიკამენტები არ აკმაყოფილებს "ნორმატიულ კრიტერიუმებს" გადაუდებელი მოხმარების ნებართვის მისაღებად, რადგან სავარაუდოა, რომ „ჰიდროქსიქლოროქინი“ და „ქლოროქინი“ Covid-19- ს მკურნალობაში უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე ეფექტური არ არის.

”FDA-მ ახალი ინფორმაციის და თანდართული მემორანდუმში განხილული სხვა ინფორმაციის საფუძველზე, დაასკვნა, რომ HCQ-სა და CQ-ს არ არის მიზანშეწონილი კორონავირუსის სამკურნალოდ. არ არის მიზანშეწონილი იმის მტკიცება, რომ ამ მედიკამენტის ცნობილი და პოტენციური სარგებელი აჭარბებს მათ გამოყენებასთან ასოცირებულ რისკებს“, - აცხადებს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მეცნიერი დენიზ ჰინტონი.

პანდემიის საწყის ეტაპზე, კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში მედიკოსები მთავარ იმედს მალარიის საწინააღმდეგო წამალ "ჰიდროქსიქლოროქინზე" (საქართველოში უფრო ცნობილი როგორც "პლაქვენილი") ამყარებდნენ, რომელიც ქლოროქინის ერთ-ერთი ვერსიაა. ეს წამალი დაახლოებით 1940 წლიდან არსებობს.

მაისის თვეში სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც, იმ ადამიანებში, ვინც პრეპარატ „ჰიდროქსიქლოროქინს“, იმავე „პლაქვენილს“ იღებს, გულის პრობლემებით გარდაცვალების რისკი იზრდება. შედეგად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი დროებით ამოიღო. ამას მოჰყვა საფრანგეთის მთავრობის რეაგირება, რომელმაც „პლაქველინის“ საავადმყოფოებში მოხმარება შეაჩერა.

ანალოგიურად მოიქცა საქართველოც, რომელიც პრეპარატს ზოგიერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის მკურნალობაში აქტიურად გამოიყენებდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში “პლაქვენილით” მკურნალობას გვერდითი მოვლენები არ მოჰყოლია. ამაზე ისაუბრა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემაც, რომლის თქმითაც, მძიმე პაციენტებში „პლაქვენილის“ გამოყენება მოხდა, თუმცა გართულებები არ ყოფილა.

შეკვეთილი მკვლელობები, რომელთა კვალიც რამზან კადიროვთან მიდის

"სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" - როგორ აფასებს ჯანმო "დექსამეტაზონთან" დაკავშირებულ აღმოჩენას

პუტინთან შეხვედრის მსურველმა "დეზინფექციის გვირაბი" უნდა გაიაროს - ნახეთ, როგორ იცავენ რუსეთის პრეზიდენტს კორონავირუსისგან