კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ
ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ

ვარ­კე­თილ­ში, შუ­ამ­თის ქუ­ჩა­ზე, მდე­ბა­რე შე­რე­უ­ლი ტი­პის ბაზ­რო­ბა­ზე ხან­ძა­რი გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 11 სა­ა­თის­თვის გაჩ­ნდა. ად­გილ­ზე სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 130-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი და 25 ერ­თე­უ­ლი სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ტექ­ნი­კა მუ­შა­ობ­და, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, პე­რი­მეტ­რი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გა­და­კე­ტეს.

ცე­ცხლი სა­სა­წყო­ბე ჯი­ხუ­რებ­ზე იყო გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­იწ­ვა ტან­საც­მე­ლი და სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი.

ხან­ძრის დროს და­შავ­და ორი პირი, მათ შო­რის ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი.

"ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე ფე­ხის ტრავ­მით გა­დაყ­ვა­ნი­ლია „ოპ­ტი­მა მედ­ში“. პო­ლი­ცი­ელს რაც შე­ე­ხე­ბა, მან უარი გა­ნა­ცხა­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ა­ზე. მას დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის­გან ჰქონ­და მსუ­ბუ­ქი სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა“, - გა­ნა­ცხა­დეს სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში.

ცე­ცხლის სრუ­ლი ლიკ­ვი­და­ცია მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით სამ სა­ათ­ში შეძ­ლეს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ოთარ კე­რე­სე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მაშ­ვე­ლებ­მა ძა­ლი­ან რთულ პი­რო­ბებ­ში იმუ­შა­ვეს:

"ბაზ­რო­ბა­ზე გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძა­რი ფაქ­ტობ­რი­ვად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია, არა­ნა­ი­რი გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ არის. არის დარ­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა კე­რე­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლია ად­ვი­ლად აა­ლე­ბა­დი ტან­საც­მე­ლი და პლასტმა­სის ნივ­თე­ბი. მე­ხან­ძრე მაშ­ვე­ლე­ბი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მუ­შა­ო­ებს.

მათ მო­უხ­დათ ძა­ლი­ან რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, ხან­ძრის გავ­რცე­ლე­ბის საფრ­თხე არ არის. იყო საფრ­თხე, რომ ხან­ძა­რი გა­და­სუ­ლი­ყო ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე და გვერ­დით მდე­ბა­რე კორ­პუს­ზე და ბაზ­რო­ბის კი­დევ სხვა ნა­წილ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კე­რე­სე­ლი­ძემ.

პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით დამ­წვა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 4000 კვ.მ ბაზ­რო­ბის ტე­რი­ტო­რია. შსს-მ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 187-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ცე­ცხლის წა­კი­დე­ბით ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას ან გა­ნად­გუ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა - სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მდაა
1

ტრადიცია გრძელდება

cira
1

ბოლო წლების ახალი (ტრენდი) ხანძრები ბაზრობებზე,მერამდენეა,რა ხდება,ვინ არის შემდეგი?????????

ავტორი:

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლს 3 საათის განმავლობაში ებრძოდნენ

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, მდებარე შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, დაახლოებით ღამის 11 საათისთვის გაჩნდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა, უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრი სამართალდამცველებმა გადაკეტეს.

ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. პირველადი ინფორმაციით, დაიწვა ტანსაცმელი და სხვადასხვა სახის სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები.

ხანძრის დროს დაშავდა ორი პირი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

"ერთი დაშავებული მოქალაქე ფეხის ტრავმით გადაყვანილია „ოპტიმა მედში“. პოლიციელს რაც შეეხება, მან უარი განაცხადა ჰოსპიტალიზაციაზე. მას დაკვამლიანებისგან ჰქონდა მსუბუქი სუნთქვის უკმარისობა“, - განაცხადეს სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

ცეცხლის სრული ლიკვიდაცია მეხანძრე-მაშველებმა დაახლოებით სამ საათში შეძლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ოთარ კერესელიძის განცხადებით, მაშველებმა ძალიან რთულ პირობებში იმუშავეს:

"ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია, არანაირი გავრცელების საფრთხე არ არის. არის დარჩენილი პატარა კერები, სადაც განთავსებულია ადვილად აალებადი ტანსაცმელი და პლასტმასის ნივთები. მეხანძრე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში განახორციელებენ სამუშაოებს.

მათ მოუხდათ ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობა, თუმცა, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. იყო საფრთხე, რომ ხანძარი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე და გვერდით მდებარე კორპუსზე და ბაზრობის კიდევ სხვა ნაწილზე“, - განაცხადა კერესელიძემ.

პირველადი დათვალიერებით დამწვარია დაახლოებით 4000 კვ.მ ბაზრობის ტერიტორია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო და ვიდეომასალა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტომობილი მცირეწლოვანს დაეჯახა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - stopcov.ge-უახლესი მონაცემები

მტკვარში ბავშვი დაიხრჩო - "ჩქარი დინების გამო, წყალში გაუჩინარდა და ვერ ხერხდებოდა ადგილსამყოფელის დადგენა"