ავტორი:

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია

გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას რამზან კადიროვის დავალებით გეგმავდნენ - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით იგეგმებოდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეთნიკურად ინგუში 40 წლამდე მამაკაცი ვასამბეგ ბოკოვი, რომელიც თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე 12 ივნისს სპეცოპერაციის დროს დააკავეს, საქართველოში სპეციალური დავალებით იყო ჩამოსული და გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

"კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით", - განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება თავდაპირველად უკრაინის სამართალდამცავებმა დაიწყეს პანდემიის გამო, კი საქმე ქართულ მხარეს გადმოეგზავნა.

გვარამია ამბობს, რომ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ "მთავარი არხისთვის" რამდენიმე კვირაა ცნობილია. ლიკვიდაციის გეგმა კი გიორგი გაბუნიას საქმიანობას და მის სკანდალურ ეთერს უკავშირდება:

"ჩვენ ზუსტად ვიცით ჩვენი წყაროებიდან კონტრტერორისტულ სამსახურში, რომ ეს დაკავშირებულია პირდაპირ იმ გამოთქმებთან და იმ გამოსვლასთან, რომელიც გიორგი გაბუნიას ჰქონდა ჯერ კიდევ "რუსთავში 2"-ში, "პოსტკრიპტუმში" პუტინთან დაკავშირებით. შემკვეთი არის კადიროვი" - ამბობს გვარამია.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ქართველ და უკრაინელ სამართალდამცველებს მოუწოდებს შესაძლებლობების ფარგლებში გასაჯაროვდეს მქასიმალურად მეტი ინფორმაცია გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

"ნებისმიერი ზიანი, რომელიც მიადგება ამ არხის ნებისმიერ თანამშრომელს არის ამ ქვეყნის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. მოვუწოდებ ქართველ და უკრაინელ სამართალდამცავებს, მაქსიმალურად საჯარო გახადონ ის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, რომ გასაჯაროვდეს ამ დროისთვის", - განაცხადა გვარამიამ.

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ

"გამაფრთხილეს, რომ ამის შესახებ არავისთან მელაპარაკა" - გიორგი გაბუნია საქალაქო სასამართლოში მივიდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეეფარდა