მსოფლიო
პოლიტიკა
კონფლიქტები

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუ მოიშინაურებთ მტრედებს აივანზე" - რა დაავადება გადააქვთ ფრინველებს და რომელი მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო
"ნუ მოიშინაურებთ მტრედებს აივანზე" - რა დაავადება გადააქვთ ფრინველებს და რომელი მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად იმა­ტებს ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი. ზა­ფხუ­ლო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რია ბა­ლახ­სა და ხის მტვერ­ზე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი. ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უჩი­ვი­ან მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნის­გან გა­მოწ­ვე­ულ გარ­თუ­ლე­ბებ­საც.

რო­მე­ლი ალერ­გი­ე­ბია ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე და რო­გორ და­ვიც­ვათ თავი მათ­გან - AMBEBI.GE მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, ალერ­გო­ლოგ ირი­ნა მი­მი­ნოშ­ვილს ესა­უბ­რა.

- რო­მე­ლი ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ზა­ფხულ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად და რა იწ­ვევს მათ?

- გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­სუნ­თქი გზე­ბის ალერ­გი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ძი­რი­თა­დად იწ­ვევს ფოთ­ლო­ვა­ნი და წიწ­ვო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი. წიწ­ვო­ვან მცე­ნა­რე­ებ­ზე ალერ­გი­ე­ბი ცოტა უფრო ადრე, ზამ­თრის პე­რი­ო­დი­დან იწყე­ბა და აპ­რილ­ში აღ­წევს პიკს. ზა­ფხულ­ში კი ძი­რი­თა­დად სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხე­ბი­სა და მწე­რე­ბის ნაკ­ბე­ნე­ბის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­ე­ბია აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხე­ბი, რო­მე­ლე­ბიც შე­მო­დის ივ­ლი­სი-აგ­ვის­ტო­ში, შე­ი­ცავს მო­ლე­კუ­ლებს, რომ­ლებ­მაც შე­იძ­ლე­ბა რეს­პი­რა­ტო­რულ ჩი­ვი­ლებ­თან ერ­თად კა­ნის სი­წით­ლეც გა­მო­იწ­ვი­ოს. რო­დე­საც ჩვენ­თან მო­დი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი, მათი 90% დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ალერ­გია აქვთ ამა თუ იმ მცე­ნა­რის ფოთ­ლე­ბის მტვერ­ზე, ბუ­სუ­სებ­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც გა­მოკ­ვლე­ვას ვა­ტა­რებთ, აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე, რომ წამ­ყვა­ნია ის ბა­ლა­ხი, რო­მე­ლიც ხე­ე­ბის ქვეშ არის და არა ხის ფოთ­ლე­ბის მტვე­რი.

ზა­ფხუ­ლო­ბით, ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ებს შო­რის ჭარ­ბობს ცხვირ­ში გა­ჭედ­ვა, თვა­ლე­ბის და­წით­ლე­ბა, ქა­ვი­ლი, ცე­მი­ნე­ბა, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში სე­ზო­ნუ­რი ას­თმაც კი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს

აუ­ცი­ლებ­ლია, პე­რი­ო­დუ­ლად ვა­კონ­ტრო­ლოთ ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კუ­თხით, რად­გან ალერ­გი­ას ახა­სი­ა­თებს ე.წ. ალერ­გი­უ­ლი მარ­ში, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა წლი­დან წლამ­დე მწვავ­დე­ბა და ემა­ტე­ბა ახალ-ახა­ლი ჩი­ვი­ლე­ბი და თუ დრო­უ­ლად არ ჩა­ვე­რი­ეთ, შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მწვა­ვე ას­თმაც, რაც ძა­ლი­ან რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა.

- ბოლო დროს ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მომ­რავ­ლდა ე.წ. მტრე­დის რწყი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ ფრინ­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე და შე­საძ­ლოა სე­რი­ო­ზუ­ლი ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- კონ­კრე­ტუ­ლად მტრე­დის რწყი­ლე­ბი, ასე­თი რამ არ არ­სე­ბობს. აქ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი იყოს ტკი­პებ­ზე, ქინ­ქლებ­ზე, რომ­ლე­ბიც გა­რე­მო­შია და მტრე­დებ­თან ერ­თად მოხ­ვდნენ კონ­კრე­ტულ ად­გი­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა მტრედ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ალერ­გი­ებს, არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი ელერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ჰი­პერ­სენ­სი­ტი­უ­რი პნევ­მო­ნი­ტი, ფილ­ტვის ქსო­ვი­ლის და­ა­ვა­დე­ბა, რო­მელ­საც იწ­ვევს მტრე­დებ­თან მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. მაგ­რამ ეს და­ა­ვა­დე­ბა ემარ­თე­ბათ მათ, ვინც მტრე­დებ­თან მუ­შა­ობს.

და­ა­ვა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა მტრე­დის კა­ნის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლე­ბის შე­სუნ­თქვით, ჩა­მოც­ლი­ლი ეპი­თე­ლი­უ­მის ნა­წი­ლა­კე­ბის სა­სუნ­თქ გზებ­ში მოხ­ვედ­რით, რაც ამ ფრინ­ვე­ლებ­თან ძა­ლი­ან მჭიდ­რო და ხში­რი შე­ხე­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და არა ისე, რომ უბ­რა­ლოდ ჩაგ­ვიფ­რი­ნა. სხვა­თა შო­რის, მე ხში­რად მი­წევ­და გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბა და მათ აივ­ნებ­ზე წვე­ტი­ა­ნი რკი­ნე­ბი რომ შევ­ნიშ­ნე, ვი­კი­თხე, რა­ტომ ჰქონ­და უმ­რავ­ლე­სო­ბას ასე. მი­თხრეს, ამას იმი­ტომ ვა­კე­თებთ, მტრე­დე­ბი არ დას­ხდნენ და და­ი­ბუ­დო­ნო.

ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცე­მენ მტრე­დებს, კვე­ბა­ვენ, მაგ­რამ აი­ვან­ზე ცხოვ­რე­ბას და მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბას ერი­დე­ბი­ან, რად­გან იცი­ან, რომ შე­საძ­ლოა, და­ინ­ფი­ცირ­დნენ

ამი­ტომ ძა­ლი­ან ნუ მო­ვი­ში­ნა­უ­რებთ მტრე­დებს ჩვენს აივ­ნებ­ზე, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ მი­მართ აგ­რე­სია გა­მოვ­ხა­ტოთ. ნე­ბის­მი­ე­რი ცხო­ვე­ლი თუ ფრინ­ვე­ლი, გა­რე­მოს­თვის სა­სარ­გებ­ლო ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს.

- რო­მე­ლი მწე­რე­ბის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი ალერ­გი­ე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და რა შემ­თხვე­ვა­ში გვკბე­ნენ ისი­ნი?

- ესე­ნია: ქინ­ქლე­ბი, კო­ღო­ე­ბი, ფუტ­კა­რი, კრა­ზა­ნა. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ჯი­შის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში კრა­ზა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აჭა­რა­სა და რა­ჭა­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მათ ნაკ­ბენს იმ­დე­ნად ტოქ­სი­კუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, რომ შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ბევ­რი და­ა­ვა­დე­ბა არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ტკი­პებს გა­და­აქვთ. მწე­რის მიერ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­ტა­ნის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ფიქსრი­და. მა­გა­ლი­თად, ყი­რიმ-კონ­გოს ცხე­ლე­ბა და ტვი­ნის ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი, რაც ტკი­პის ნაკ­ბენ­მა გა­მო­იწ­ვია.

მწე­რის ნაკ­ბე­ნი უფრო ხში­რად რთულ­დე­ბა იმუ­ნო­დე­ფი­ცი­ტის მქო­ნე პი­რებ­ში, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რა­ტომ გვკბე­ნენ ისი­ნი, ამა­ზე არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი კვლე­ვე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რე­ბი. სა­ერ­თოდ, მწე­რებს იზი­დავს ჭრე­ლი ტან­საც­მე­ლი, ტკბი­ლი სუ­ნა­მო­ე­ბი და კან­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი - ისი­ნი ოფ­ლი­ან სხე­ულს უფრო ეტა­ნე­ბი­ან. ასე­ვე, მწე­რებს იზი­დავს კან­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი შარ­დმჟა­ვა და კე­ო­ტი­ნი, რომ­ლე­ბიც აღ­მოჩ­ნდა, რომ დიდი ოდე­ნო­ბით არის ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის კან­ზე, რომ­ლე­ბიც შიმ­ში­ლო­ბენ, ნაკ­ლებს ჭა­მენ, მა­გა­ლი­თად დი­ე­ტის გამო. ასე რომ, მკაც­რი დი­ე­ტა ისე­დაც არ არის მარ­თე­ბუ­ლი და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უნდა გავფრ­თხილ­დეთ.

- რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ტკი­პამ გვი­კ­ბი­ნა? რო­გორ მო­ვი­შო­როთ მწე­რი სხე­უ­ლი­დან უსაფრ­თხოდ?

- თუ ადა­მი­ან­მა და­ი­ნა­ხა სა­კუ­თარ კან­ზე ტკი­პა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა მო­იქ­ცეს, ეს საკ­მა­ოდ სა­ყუ­რა­დღე­ბო სა­კი­თხია. ტკი­პა კა­ნი­დან თუ სწო­რად არ მო­ვი­შო­რეთ, შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ვირ­თუ­ლოთ მდგო­მა­რე­ო­ბა. მწე­რის მო­შო­რე­ბა უნდა მოხ­დეს ფრთხი­ლად და შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბის დაც­ვით. თუ მას ამოვ­გლეჯთ, შე­იძ­ლე­ბა მისი ხორ­თუ­მი და ტოქ­სი­ნი დარ­ჩეს კან­ში. ამი­ტომ, ტკი­პი­ან კან­ზე ჯერ უნდა გა­ვი­კე­თოთ მა­რი­ლი­ა­ნი წყლის სა­ფე­ნე­ბი, და­ვი­ცა­დოთ ცოტა ხანს, შემ­დეგ წა­ვის­ვათ ზეთი კა­ნის ირ­გვლივ და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ამო­ვი­ღოთ ტკი­პა სხე­უ­ლი­დან.

- რა შე­გიძ­ლი­ათ გვი­თხრათ კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა და ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა­ზე?

- ამ სე­ზონ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ი­მა­ტა ჭინჭრის ცი­ე­ბებ­მა, რაც შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს კო­რო­ნა­ვირუს­თან. ევ­რო­პის ალერ­გო­ლოგ­თა და კლი­ნი­კურ იმუ­ნო­ლოგ­თა წლე­ვან­დე­ლი კონ­გრე­სი შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ტარ­და და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბა გა­ა­კე­თა ინ­გლი­სელ­მა ალერ­გო­ლოგ­მა, რო­მელ­მაც ისა­უბ­რა კო­რო­ნა­ვირუ­სი­სა და ჭინჭრის ცი­ე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თე­ბა­ზე.

ინ­გლი­სის მა­გა­ლით­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, კორ­ნა­ვირუ­სი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის 4%-ს ვირუ­სის სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე აღე­ნიშ­ნე­ბო­და ჭინჭრის ცი­ე­ბა, 61 %-ს ეს და­ა­ვა­დე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ხოლო 35%-ს ჭინჭრის ცი­ე­ბა გა­ნუ­ვი­თარ­და კო­რო­ნა­ვირუ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ. ეს საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

- რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით ალერ­გი­ი­სად­მი მიდ­რე­კილ ადა­მი­ა­ნებს?

- პირ­ველ რიგ­ში პრე­ვენ­ცია! უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღბა რო­დის არის დიდი ოდე­ნო­ბით მცე­ნა­რე­უ­ლი მტვე­რი ჰა­ერ­ში. ის ნაკ­ლე­ბია წვი­ა­მი­ან ამინ­დში და ხში­რია ქა­რი­ან ამინ­დში. ძა­ლი­ან ბა­ნა­ლუ­რია, მაგ­რამ გა­მო­სა­ვა­ლი ისევ ხე­ლე­ბის ხშირ და­ბა­ნა­შია, რად­გან ხე­ლებ­ზე მცე­ნა­რე­უ­ლი მტვე­რიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, ასე­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ვა­ტა­რებთ მზის სათ­ვა­ლეს, რათა მტვე­რი და სხვა ნა­წი­ლა­კე­ბი არ მოხ­ვდეს თვა­ლე­ბის ლორ­წო­ვან­ში და არ გავ­რცელ­დეს მთელ ორ­გა­ნიზ­მში.

თუ ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია გამ­წვავ­დე­ბა, უყუ­რა­დღე­ბოთ ნუ და­ტო­ვებთ, მი­მარ­თეთ სპე­ცი­ა­ლისტს, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
r7
15

am varaudebit nu ....... ra

ქეში
10

ბაზარი არაა, ნიანგების მოშინაურება სჯობია, მარა ყოველთვის არ დაფრინავენ...

ავტორი:

"ნუ მოიშინაურებთ მტრედებს აივანზე" - რა დაავადება გადააქვთ ფრინველებს და რომელი მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო

"ნუ მოიშინაურებთ მტრედებს აივანზე" - რა დაავადება გადააქვთ ფრინველებს და რომელი მწერის ნაკბენი შეიძლება აღმოჩნდეს სასიკვდილო

ზაფხულის დადგომასთან ერთად იმატებს ალერგიული დაავადებების გავრცელების რისკი. ზაფხულობით განსაკუთრებით ხშირია ბალახსა და ხის მტვერზე ალერგიული რეაქციები. ტემპერატურის მატებასთან ერთად უჩივიან მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ გართულებებსაც.

რომელი ალერგიებია ყველაზე აქტუალური ზაფხულის სეზონზე და როგორ დავიცვათ თავი მათგან - AMBEBI.GE მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ალერგოლოგ ირინა მიმინოშვილს ესაუბრა.

- რომელი ალერგიული დაავადებებია გავრცელებული ზაფხულში ყველაზე მეტად და რა იწვევს მათ?

- გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტუალურია სასუნთქი გზების ალერგიები, რომლებსაც ძირითადად იწვევს ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეები. წიწვოვან მცენარეებზე ალერგიები ცოტა უფრო ადრე, ზამთრის პერიოდიდან იწყება და აპრილში აღწევს პიკს. ზაფხულში კი ძირითადად სარეველა ბალახებისა და მწერების ნაკბენებისგან გამოწვეული ალერგიებია აქტუალური.

სარეველა ბალახები, რომელებიც შემოდის ივლისი-აგვისტოში, შეიცავს მოლეკულებს, რომლებმაც შეიძლება რესპირატორულ ჩივილებთან ერთად კანის სიწითლეც გამოიწვიოს. როდესაც ჩვენთან მოდიან პაციენტები, მათი 90% დარწმუნებულია, რომ ალერგია აქვთ ამა თუ იმ მცენარის ფოთლების მტვერზე, ბუსუსებზე, მაგრამ როდესაც გამოკვლევას ვატარებთ, აღმოჩნდება ხოლმე, რომ წამყვანია ის ბალახი, რომელიც ხეების ქვეშ არის და არა ხის ფოთლების მტვერი.

ზაფხულობით, ალერგიულ რეაქციებს შორის ჭარბობს ცხვირში გაჭედვა, თვალების დაწითლება, ქავილი, ცემინება, ზოგიერთ შემთხვევაში სეზონური ასთმაც კი შეიძლება განვითარდეს

აუცილებლია, პერიოდულად ვაკონტროლოთ ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა ალერგიული დაავადებების კუთხით, რადგან ალერგიას ახასიათებს ე.წ. ალერგიული მარში, რაც გამოიხატება იმაში, რომ მდგომარეობა წლიდან წლამდე მწვავდება და ემატება ახალ-ახალი ჩივილები და თუ დროულად არ ჩავერიეთ, შეიძლება ჩამოყალიბდეს მწვავე ასთმაც, რაც ძალიან რთული დაავადებაა.

- ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომრავლდა ე.წ. მტრედის რწყილები, რომლებსაც სხვადასხვა დაავადების გადატანა შეუძლიათ ფრინველიდან ადამიანზე და შესაძლოა სერიოზული ალერგიული რეაქციების განვითარების მიზეზი გახდეს. რას გვეტყვით ამაზე?

- კონკრეტულად მტრედის რწყილები, ასეთი რამ არ არსებობს. აქ შეიძლება საუბარი იყოს ტკიპებზე, ქინქლებზე, რომლებიც გარემოშია და მტრედებთან ერთად მოხვდნენ კონკრეტულ ადგილას. რაც შეეხება მტრედთან დაკავშირებულ ალერგიებს, არსებობს საკმაოდ სერიოზული ელერგიული დაავადება, ჰიპერსენსიტიური პნევმონიტი, ფილტვის ქსოვილის დაავადება, რომელსაც იწვევს მტრედებთან მჭიდრო კონტაქტი. მაგრამ ეს დაავადება ემართებათ მათ, ვინც მტრედებთან მუშაობს.

დაავადება ვრცელდება მტრედის კანის ორგანული ნაწილების შესუნთქვით, ჩამოცლილი ეპითელიუმის ნაწილაკების სასუნთქ გზებში მოხვედრით, რაც ამ ფრინველებთან ძალიან მჭიდრო და ხშირი შეხების დროს შეიძლება მოხდეს და არა ისე, რომ უბრალოდ ჩაგვიფრინა. სხვათა შორის, მე ხშირად მიწევდა გერმანიაში ცხოვრება და მათ აივნებზე წვეტიანი რკინები რომ შევნიშნე, ვიკითხე, რატომ ჰქონდა უმრავლესობას ასე. მითხრეს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, მტრედები არ დასხდნენ და დაიბუდონო.

ევროპაში ძალიან დიდ პატივს სცემენ მტრედებს, კვებავენ, მაგრამ აივანზე ცხოვრებას და მჭიდრო ურთიერთობას ერიდებიან, რადგან იციან, რომ შესაძლოა, დაინფიცირდნენ

ამიტომ ძალიან ნუ მოვიშინაურებთ მტრედებს ჩვენს აივნებზე, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ აგრესია გამოვხატოთ. ნებისმიერი ცხოველი თუ ფრინველი, გარემოსთვის სასარგებლო ფუნქციას ასრულებს.

- რომელი მწერების მიერ გამოწვეული ალერგიებია საქართველოში გავრცელებული და რა შემთხვევაში გვკბენენ ისინი?

- ესენია: ქინქლები, კოღოები, ფუტკარი, კრაზანა. საქართველოში არსებობს გარკვეული ჯიშის განსაკუთრებით საშიში კრაზანები, რომლებიც აჭარასა და რაჭაშია გავრცელებული, მათ ნაკბენს იმდენად ტოქსიკური მიმდინარეობა ახასიათებს, რომ შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ბევრი დაავადება არსებობს, რომელიც ტკიპებს გადააქვთ. მწერის მიერ მძიმე დაავადებების გადატანის ერთეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსრიდა. მაგალითად, ყირიმ-კონგოს ცხელება და ტვინის ანთებითი პროცესი, რაც ტკიპის ნაკბენმა გამოიწვია.

მწერის ნაკბენი უფრო ხშირად რთულდება იმუნოდეფიციტის მქონე პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გვკბენენ ისინი, ამაზე არსებობს გარკვეული კვლევები, ლიტერატურები. საერთოდ, მწერებს იზიდავს ჭრელი ტანსაცმელი, ტკბილი სუნამოები და კანზე გამოყოფილი ნივთიერებების ინდივიდუალური თავისებურებები - ისინი ოფლიან სხეულს უფრო ეტანებიან. ასევე, მწერებს იზიდავს კანზე გამოყოფილი შარდმჟავა და კეოტინი, რომლებიც აღმოჩნდა, რომ დიდი ოდენობით არის ისეთი ადამიანების კანზე, რომლებიც შიმშილობენ, ნაკლებს ჭამენ, მაგალითად დიეტის გამო. ასე რომ, მკაცრი დიეტა ისედაც არ არის მართებული და ამ მიმართულებითაც უნდა გავფრთხილდეთ.

- როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში თუ ტკიპამ გვიკბინა? როგორ მოვიშოროთ მწერი სხეულიდან უსაფრთხოდ?

- თუ ადამიანმა დაინახა საკუთარ კანზე ტკიპა, ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცეს, ეს საკმაოდ საყურადღებო საკითხია. ტკიპა კანიდან თუ სწორად არ მოვიშორეთ, შეიძლება სერიოზულად გავირთულოთ მდგომარეობა. მწერის მოშორება უნდა მოხდეს ფრთხილად და შესაბამისი წესების დაცვით. თუ მას ამოვგლეჯთ, შეიძლება მისი ხორთუმი და ტოქსინი დარჩეს კანში. ამიტომ, ტკიპიან კანზე ჯერ უნდა გავიკეთოთ მარილიანი წყლის საფენები, დავიცადოთ ცოტა ხანს, შემდეგ წავისვათ ზეთი კანის ირგვლივ და ძალიან ფრთხილად ამოვიღოთ ტკიპა სხეულიდან.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ კორონავირუსისა და ალერგიული დაავადებების ურთიერთმიმართებაზე?

- ამ სეზონზე განსაკუთრებით მოიმატა ჭინჭრის ციებებმა, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კორონავირუსთან. ევროპის ალერგოლოგთა და კლინიკურ იმუნოლოგთა წლევანდელი კონგრესი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და კონფერენციაზე ძალიან საინტერესო მოხსენება გააკეთა ინგლისელმა ალერგოლოგმა, რომელმაც ისაუბრა კორონავირუსისა და ჭინჭრის ციების ურთიერთმიმართებაზე.

ინგლისის მაგალითზე გაკეთებული კვლევის მიხედვით, კორნავირუსიანი პაციენტების 4%-ს ვირუსის სიმპტომების გამოვლენამდე აღენიშნებოდა ჭინჭრის ციება, 61 %-ს ეს დაავადება აღენიშნება კორონავირუსის მიმდინარეობისას, ხოლო 35%-ს ჭინჭრის ციება განუვითარდა კორონავირუსის დასრულების შემდეგ. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია.

- რა რეკომენდაციებს მისცემდით ალერგიისადმი მიდრეკილ ადამიანებს?

- პირველ რიგში პრევენცია! უნდა მივაქციოთ ყურადღბა როდის არის დიდი ოდენობით მცენარეული მტვერი ჰაერში. ის ნაკლებია წვიამიან ამინდში და ხშირია ქარიან ამინდში. ძალიან ბანალურია, მაგრამ გამოსავალი ისევ ხელების ხშირ დაბანაშია, რადგან ხელებზე მცენარეული მტვერიც შეიძლება აღმოჩნდეს, ასევე, კარგი იქნება თუ ვატარებთ მზის სათვალეს, რათა მტვერი და სხვა ნაწილაკები არ მოხვდეს თვალების ლორწოვანში და არ გავრცელდეს მთელ ორგანიზმში.

თუ ალერგიული რეაქცია გამწვავდება, უყურადღებოთ ნუ დატოვებთ, მიმართეთ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილოთ უფრო სერიოზული გართულებები.

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

26 წლის ანა ოსეფაშვილს, რომელიც ავთვისებიან სარკომას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"