რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)
ზოგიერთი მიიჩნევს, რომ გრძელი თმა ქალს განსაკუთრებით უხდება. როგორც ჩანს, ვიქტორიანული ეპოქის ქალები ეთანხმებოდნენ ამ მოსაზრებას, რადგანაც უმეტეს მათგანს კოჭებამდე თმა ჰქონდა.
წარსულში თმა ქალურობის სიმბოლო იყო და მკაცრი წესები არსებობდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ეტარებინათ ის ქალებს. გრძელი თმა სოციალურ სტატუსსაც უსვამდა ხაზს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველ დროში რეალური "რაპუნცელები" ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ გრძელი თმა სილამაზის განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო.