მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ დაწესებულებებშია სავალდებულო პირბადის ტარება და ვის არ ეხება რეგულაცია?
რომელ დაწესებულებებშია სავალდებულო პირბადის ტარება და ვის არ ეხება რეგულაცია?

მთავ­რო­ბამ გან­სა­ზღვრა და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა.

მთავ­რო­ბის ადი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გან­მარ­ტა, კონ­კრე­ტუ­ლად რა ად­გი­ლებ­ში იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა 15 ივ­ნი­სი­დან 15 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით:

“მი­ვი­ღეთ დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა ის და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, ისე­ვე, რო­გორც ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ასე­ვე ზო­გი­ერ­თი კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან და ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­წეს­და გარ­კვე­უ­ლი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი, კერ­ძოდ ამ ადა­მი­ა­ნებს პირ­ბა­დის არ­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ და­ე­კის­რე­ბათ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ სად არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო პირ­ბა­დის ტა­რე­ბა, არ­ჩე­უ­ლი იქნა ის ად­გი­ლე­ბი, ის და­ხუ­რუ­ლი სივ­რცე­ე­ბი, სა­დაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი რის­კე­ბია, კერ­ძოდ:

  • პირ­ბა­დის ტა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­სა­ღებ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტად არ­სე­ბობს შე­ხე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა იყ­რის თავს ადა­მი­ა­ნე­ბის
  • სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო და კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ზე თავ­შეყ­რი­სას. იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სა­დაც შე­უძ­ლე­ბე­ლია 2 მეტ­რის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, მათ შო­რის ხალ­ხის­თვის გა­სა­გე­ბი რომ იყოს, უწყე­ბა­თა­შო­რის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა
  • შეხ­ვედ­რებ­ზე თავ­შეყ­რი­სას გა­მომ­სვლელს, მომხსე­ნე­ბელს შე­უძ­ლია არ გა­მო­ი­ყე­ნოს პირ­ბა­დე გა­მოს­ვლი­სას, მოხ­სე­ნე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, პრე­ზენ­ტა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას, მა­გა­ლი­თად ვგუ­ლის­ხმობ ისეთ შემ­თხვე­ვას, რო­გორ­შიც ახლა მე ვიმ­ყო­ფე­ბი, თუ ამ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია 2-მეტ­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა.
  • სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა სა­ერ­თო სარ­გებ­ლო­ბის ლიფ­ტებ­ში, სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტებ­ში
  • სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრებ­ში
  • ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, პრო­ფე­სი­ულ და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, აქ იგუ­ლის­ხმე­ბა მეტ­რო და ტაქ­სე­ბი

აგ­რეთ­ვე, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­სე­ბობს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა, რო­მე­ლიც ად­გენს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ამ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, აქ ძი­რი­თა­დად იგუ­ლის­ხმე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, აქაც პირ­ბა­დის ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო”, - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წესი არ შე­ე­ხე­ბათ 6 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებს, აგ­რეთ­ვე, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც აქვთ სა­სუნ­თქი სის­ტე­მის პრობ­ლე­მა, მათ შო­რის, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმა, ასე­ვე არ შე­ე­ხე­ბათ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რებს და კი­დევ გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რებს, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­უძ­ლი­ათ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
0

ტრანსპორტს მიხედეთ,მანდ ვინ უნდა დაჯარიმდეს ნახევარსაათში ერთხელ რომ მოდის ტრანსპორტი,საღამოს ვაკეში რუსთაველის მიმართულებით ავტობუსს ვერ დაინახავთ.

აკი
5

რა აზრი აქვს პირბადის ასეთ ტარებას, ცხვირი გადმოყოფილი აქვს გარეთ დინგივით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რომელ დაწესებულებებშია სავალდებულო პირბადის ტარება და ვის არ ეხება რეგულაცია?

რომელ დაწესებულებებშია სავალდებულო პირბადის ტარება და ვის არ ეხება რეგულაცია?

მთავრობამ განსაზღვრა დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.

მთავრობის ადინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, კონკრეტულად რა ადგილებში იქნება სავალდებულო პირბადის ტარება 15 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით:

“მივიღეთ დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ამ დაწესებულებების თანამშრომლებისთვის იქნება სავალდებულო. ასევე ზოგიერთი კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე დაწესდა გარკვეული გამონაკლისები, კერძოდ ამ ადამიანებს პირბადის არტარების შემთხვევაში, არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება საკითხს, თუ სად არის სავალდებულო პირბადის ტარება, არჩეული იქნა ის ადგილები, ის დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია, კერძოდ:

  • პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტად არსებობს შეხება მოქალაქეებთან და ყველაზე მეტი რაოდენობა იყრის თავს ადამიანების
  • სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას. იმ დაწესებულებებში, სადაც შეუძლებელია 2 მეტრის დისტანციის დაცვა, მათ შორის ხალხისთვის გასაგები რომ იყოს, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე შეუძლებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება
  • შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას, მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციის გაკეთებისას, მაგალითად ვგულისხმობ ისეთ შემთხვევას, როგორშიც ახლა მე ვიმყოფები, თუ ამ ადამიანს შეუძლია 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა.
  • სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში, სავაჭრო ობიექტებში
  • სილამაზის სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში
  • ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, აქ იგულისხმება მეტრო და ტაქსები

აგრეთვე, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებში, აქ ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, აქაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, პირბადის ტარების წესი არ შეეხებათ 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, აგრეთვე, იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ სასუნთქი სისტემის პრობლემა, მათ შორის, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ბრონქული ასთმა, ასევე არ შეეხებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და კიდევ გარკვეული კატეგორიის პირებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ პირბადის ტარება.

ალეკო, ლევანი და უკვე ობამაც გისმენთ !

"ბაღებში მეტი რისკია - რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ" - ნათია მეზვრიშვილი

"მოკვლით ემუქრებოდა ცოლს და არასრულწლოვან შვილს" - ოჯახური ძალადობის ბრალდებით ახალციხის სკოლის დირექტორი დააკავეს

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"