მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"
ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"

თავ­ბე­რი­ძე­ე­ბი სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ და ისე­თი კოხ­ტა, ლა­მა­ზი ეზო აქვთ, მისი ხილ­ვით შო­რი­და­ნაც კი მო­ვი­ხიბ­ლეთ. "აქ ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი დე­კო­რა­ცია და კომ­პო­ზი­ცია ოჯა­ხის უფ­რო­სის, ავ­თან­დილ თავ­ბე­რი­ძის შექ­მნი­ლია," - გვე­უბ­ნე­ბა ოჯა­ხის რძა­ლი სა­ლო­მე თევ­ზა­ძე და ჩვენ­თან სა­უ­ბარს გა­ნაგ­რძობს:

- ეს პა­ტა­რა ფი­გუ­რე­ბი, ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ქან­და­კე­ბე­ბიც კი, ჩემი მა­მამ­თი­ლის ხე­ლით არის შექ­მნი­ლი... ეზო ყო­ველ­თვის ლა­მა­ზი გვქონ­და, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ გა­დავ­წყვი­ტეთ, უკეთ მოგ­ვე­წყო, რომ აქა­უ­რო­ბას და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლის სახე მი­ე­ღო. ახლა ყვე­ლას მოს­წონს.

- ადრე რა იყო აქ?

- ეს ფარ­თო­ბი უმე­ტე­სად ბოს­ტან­სა და ვე­ნახს ეჭი­რა. ბებო გვყავს ოჯახ­ში, ჩემი მა­მამ­თი­ლის დედა და ის უვ­ლი­და. ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლის უკან იყო, სა­დაც აუ­ზიც გვაქვს, ახლა ბოს­ტან­მა გა­და­ი­ნაც­ვლა, წინა ეზო კი ბაღს და­ვუთ­მეთ. მა­მამ­თი­ლი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რია. ჩვენს ეზო­ში გა­ა­ცო­ცხლა ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბი. ისი­ნი ჩვენ­თვის სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი­ვით არი­ან. მათ შე­საქ­მნე­ლად ფული არ დას­ჭირ­ვე­ბია, სახ­ლის უკან, ეზო­ში, პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო აქვს, სა­დაც ია­რა­ღე­ბიც აქვს და ამ ქან­და­კე­ბე­ბის­თვის მა­სა­ლაც აღ­მო­აჩ­ნდა.

- პირ­ვე­ლად რა გა­ა­კე­თა?

- ბუ­ნე­ბა უყ­ვარს. ტე­ლე­ვი­ზორ­ში სულ ასეთ გა­და­ცე­მებს უყუ­რებს, ინ­ტერ­ნეტ­ში - ვი­დე­ო­ებს და ერთხე­ლაც მო­უნ­და, ირე­მი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძეთ, ირ­მის "ჩონ­ჩხი" დაგ­ვხვდა. მერე "ხორ­ციც" შე­ას­ხა. ოჯახს მემ­კვიდ­რე­ო­ბით სამ­კურ­ნა­ლო წურ­ბე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი აქვს და ამ საქ­მე­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. როცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვს, ეზო­ში მა­შინ ფუს­ფუ­სებს. რო­დის რას აკე­თებს, ვერც ვამ­ჩნევთ, გა­ვი­ხე­დავთ და რა­ღაც უკვე მზად აქვს.

- მცე­ნა­რე­ებს თვი­თონ ამ­რავ­ლებს?

- ყვა­ვი­ლე­ბის ნერ­გებს ვყი­დუ­ლობთ და ვამ­რავ­ლებთ, თუმ­ცა მა­მამ­თილს ამა­შიც სა­ო­ცა­რი ხელი აქვს. მი­წა­ში გამ­ხმა­რი ყვა­ვი­ლიც რომ ჩარ­გოს, ისიც აყ­ვავ­დე­ბა...

- ჩემი ყუ­რა­დღე­ბა თქვენს ეზო­ში წა­მო­გო­რე­ბულ­მა ბა­ყაყ­მა მი­იქ­ცია...

- ეგ ჩვენც ძა­ლი­ან მოგ­ვწონს. ერთ დღეს შინ რომ მო­ვი­და, გვი­თხრა, გზა­ზე გე­დე­ბი ვნა­ხე, უნდა გა­ვა­კე­თოო და და­ი­წყო... უმ­შვე­ნი­ე­რე­სი გა­მო­ვი­და. "გვყავს" კურ­დღლე­ბი, სპი­ლო, გვაქვს სო­კო­ე­ბი. სპი­ლოს იდეა მე მი­ვა­წო­დე. ეს ცხო­ვე­ლი ოჯა­ხის ძლი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოა და ხომ არ გაგ­ვი­კე­თებ-მეთ­ქი? - ვკი­თხე და დი­ლით რომ გა­ვიღ­ვი­ძე, სპი­ლოს კე­თე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და...

- რა მა­სა­ლის­გან აკე­თებს ამ ყვე­ლა­ფერს?

- რკი­ნის­გან კრავს "ჩონ­ჩხს", ფორ­მას აძ­ლევს და მერე წე­ბო­ცე­მენტს იყე­ნებს. ბო­ლოს კი ყინ­ვა­გამ­ძლე სა­ღე­ბა­ვით ღე­ბავს. ცოტა ხან­ში, ამ ყვე­ლა­ფერს რომ მო­უხ­დე­ბა, ისე­თი ღო­ბეც გვექ­ნე­ბა. ახლა ჩანჩქერს აკე­თებს, სა­დაც თევ­ზე­ბი უნდა ჩავ­სხათ.

- ეზო­ში ლა­მა­ზი ნაძ­ვე­ბიც გქო­ნი­ათ...

- ესე­ნი ჯუჯა ნაძ­ვე­ბია. შარ­შან ვი­ყი­დეთ და გა­ვა­ხა­რეთ. ჩემს მა­მამ­თილს სად­მე რამე სა­ინ­ტე­რე­სო მცე­ნა­რე რომ შეხ­ვდე­ბა, სახ­ლში მო­აქვს და ეზო­ში რგავს. მე­ზო­ბელ­თან ხე მო­ე­წო­ნა, ტოტი მო­ა­ტე­ხა და მი­წა­ში ჩარ­გო. ტოტ­მა 10 დღე­ში გა­ი­ხა­რა. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რე­ბი აქვს. შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ეხ­მა­რე­ბა - თუკი სკო­ლა­ში რამე აქვთ და­სა­ხა­ტი, ბა­ბუ­ას­თან მი­დი­ან.

- ქალ­ბა­ტო­ნე­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ობთ ეზოს გა­ლა­მა­ზე­ბა­ში?

- რა თქმა უნდა. მეც, ჩემი დე­დამ­თი­ლიც ჩარ­თუ­ლი ვართ ამ საქ­მე­ში. სტუმ­რე­ბი ეზოს რომ გვი­ქე­ბენ, ეს დიდი სტი­მუ­ლია და ვცდი­ლობთ, სი­ახ­ლე­ე­ბი შევ­მა­ტოთ. ერთ ქალ­ბა­ტონს ინ­ტერ­ნეტ­ში ჩვე­ნი ეზოს სუ­რა­თე­ბი უნა­ხავს და მომ­წე­რა, თქვენს ეზოს აღ­მო­სავ­ლე­თით მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ეკ­ლე­სია მო­უხ­დე­ბაო. ეს აზრი მეც მო­მე­წო­ნა.

- ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კვნათ, რომ მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბა და შრო­მაა...

- თუ რა­მის კე­თე­ბის სურ­ვი­ლი გაქვს, ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შეც მო­ა­ხერ­ხებ სახ­ლში გა­მო­ძებ­ნი­ლი რე­სურ­სით. ჩემს მა­მამ­თილს ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფერ­ში 300 ლა­რიც არ ექ­ნე­ბა და­ხარ­ჯუ­ლი. ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ხე­ლით უამ­რა­ვი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია. თუნ­დაც ვარ­დის გამ­რავ­ლე­ბა... გინ­და და არ გაქვს? სთხო­ვე ვინ­მეს კა­ლა­მი, გა­ამ­რავ­ლე და დარ­გე. გა­ლა­მაზ­დე­ბა ეზო, აი­ვა­ნი... რა­ი­მე გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი ნივ­თი გექ­ნე­ბა სახ­ლში და მას ბაღ­ში ახა­ლი სი­ცო­ცხლე შეს­ძი­ნე...

ცოტა ხნის წინ უკვე აყ­ვა­ვე­ბუ­ლი ვარ­დი მა­მამ­თილ­მა გა­დარ­გო და გა­ი­ხა­რა, მი­უ­ხე­და­ვად იმის, რომ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დის გა­ხა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორც ჩანს, როცა გუ­ლით აკე­თებ, საქ­მე კარ­გად გა­მოგ­დის.

ვინც ეზოს გამ­წვა­ნე­ბი­თა და მოვ­ლით ინ­ტე­რეს­დე­ბა, ვურ­ჩევ, იმე­დი არას­დროს და­კარ­გოს. მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა. დი­ლით რომ ად­გე­ბი და შენს ნა­ხე­ლავს და­ი­ნა­ხავ, ენერ­გია გე­მა­ტე­ბა. შენი და­თე­სი­ლი მწვა­ნი­ლი რომ ამო­დის, ისიც კი გა­ხა­რებს, ყვა­ვი­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ. ვინც ინ­ტერ­ნე­ტით ჩვე­ნი ეზოს სუ­რა­თებს ნა­ხუ­ლობს, ბევ­რს უნდა აქ მოს­ვლა. გვწე­რენ, თუ შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დეთ და სუ­რა­თე­ბი გა­და­ვი­ღო­თო. სკო­ლი­დან მას­წავ­ლებ­ლე­ბი მო­დი­ან. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ნაც­ნო­ბი იქ­ნე­ბა თუ უც­ნო­ბი - ჩვე­ნი კარი ყვე­ლას­თვის ღიაა. გვეწ­ვი­ონ, ფო­ტო­ე­ბი გა­და­ი­ღონ, შეგ­ვა­ქონ... შე­ნიშ­ვნებ­საც მი­ვი­ღებთ...

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

დინოზავრი დადგით

ნინო
2

დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი ამ კარგ ოჯახს, გულს უხარია ასეთ კარგ ამბებს რომ ვკითხულობ. რა სასიამოვნოა ამხელა ოჯახი ასე შეხმატკბილებული რომ ცხოვრობს ერთად და ჩხუბის ნაცვლად ასეთ სილამაზეებს რომ ქმნიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"

ულამაზესი ეზო სამტრედიაში, სადაც ბაბუა შვილიშვილებისთვის ზღაპრის გმირებს აცოცხლებს - "ისინი ჩვენთვის სულიერი არსებები არიან"

თავბერიძეები სამტრედიაში ცხოვრობენ და ისეთი კოხტა, ლამაზი ეზო აქვთ, მისი ხილვით შორიდანაც კი მოვიხიბლეთ. "აქ ყველაფერი, ნებისმიერი დეკორაცია და კომპოზიცია ოჯახის უფროსის, ავთანდილ თავბერიძის შექმნილია," - გვეუბნება ოჯახის რძალი სალომე თევზაძე და ჩვენთან საუბარს განაგრძობს:

- ეს პატარა ფიგურები, ზღაპრის პერსონაჟების ქანდაკებებიც კი, ჩემი მამამთილის ხელით არის შექმნილი... ეზო ყოველთვის ლამაზი გვქონდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, უკეთ მოგვეწყო, რომ აქაურობას დასასვენებელი ადგილის სახე მიეღო. ახლა ყველას მოსწონს.

- ადრე რა იყო აქ?

- ეს ფართობი უმეტესად ბოსტანსა და ვენახს ეჭირა. ბებო გვყავს ოჯახში, ჩემი მამამთილის დედა და ის უვლიდა. ყვავილები სახლის უკან იყო, სადაც აუზიც გვაქვს, ახლა ბოსტანმა გადაინაცვლა, წინა ეზო კი ბაღს დავუთმეთ. მამამთილი თვითნასწავლი მხატვარია. ჩვენს ეზოში გააცოცხლა ზღაპრის პერსონაჟები, ცხოველები. ისინი ჩვენთვის სულიერი არსებებივით არიან. მათ შესაქმნელად ფული არ დასჭირვებია, სახლის უკან, ეზოში, პატარა სახელოსნო აქვს, სადაც იარაღებიც აქვს და ამ ქანდაკებებისთვის მასალაც აღმოაჩნდა.

- პირველად რა გააკეთა?

- ბუნება უყვარს. ტელევიზორში სულ ასეთ გადაცემებს უყურებს, ინტერნეტში - ვიდეოებს და ერთხელაც მოუნდა, ირემი გაეკეთებინა. დილით რომ გავიღვიძეთ, ირმის "ჩონჩხი" დაგვხვდა. მერე "ხორციც" შეასხა. ოჯახს მემკვიდრეობით სამკურნალო წურბელების ბიზნესი აქვს და ამ საქმესაც ემსახურება. როცა თავისუფალი დრო აქვს, ეზოში მაშინ ფუსფუსებს. როდის რას აკეთებს, ვერც ვამჩნევთ, გავიხედავთ და რაღაც უკვე მზად აქვს.

- მცენარეებს თვითონ ამრავლებს?

- ყვავილების ნერგებს ვყიდულობთ და ვამრავლებთ, თუმცა მამამთილს ამაშიც საოცარი ხელი აქვს. მიწაში გამხმარი ყვავილიც რომ ჩარგოს, ისიც აყვავდება...

- ჩემი ყურადღება თქვენს ეზოში წამოგორებულმა ბაყაყმა მიიქცია...

- ეგ ჩვენც ძალიან მოგვწონს. ერთ დღეს შინ რომ მოვიდა, გვითხრა, გზაზე გედები ვნახე, უნდა გავაკეთოო და დაიწყო... უმშვენიერესი გამოვიდა. "გვყავს" კურდღლები, სპილო, გვაქვს სოკოები. სპილოს იდეა მე მივაწოდე. ეს ცხოველი ოჯახის ძლიერების სიმბოლოა და ხომ არ გაგვიკეთებ-მეთქი? - ვკითხე და დილით რომ გავიღვიძე, სპილოს კეთება უკვე დაწყებული ჰქონდა...

- რა მასალისგან აკეთებს ამ ყველაფერს?

- რკინისგან კრავს "ჩონჩხს", ფორმას აძლევს და მერე წებოცემენტს იყენებს. ბოლოს კი ყინვაგამძლე საღებავით ღებავს. ცოტა ხანში, ამ ყველაფერს რომ მოუხდება, ისეთი ღობეც გვექნება. ახლა ჩანჩქერს აკეთებს, სადაც თევზები უნდა ჩავსხათ.

- ეზოში ლამაზი ნაძვებიც გქონიათ...

- ესენი ჯუჯა ნაძვებია. შარშან ვიყიდეთ და გავახარეთ. ჩემს მამამთილს სადმე რამე საინტერესო მცენარე რომ შეხვდება, სახლში მოაქვს და ეზოში რგავს. მეზობელთან ხე მოეწონა, ტოტი მოატეხა და მიწაში ჩარგო. ტოტმა 10 დღეში გაიხარა. საოცარი ადამიანია, განსაკუთრებული უნარები აქვს. შვილიშვილებსაც ეხმარება - თუკი სკოლაში რამე აქვთ დასახატი, ბაბუასთან მიდიან.

- ქალბატონები არ მონაწილეობთ ეზოს გალამაზებაში?

- რა თქმა უნდა. მეც, ჩემი დედამთილიც ჩართული ვართ ამ საქმეში. სტუმრები ეზოს რომ გვიქებენ, ეს დიდი სტიმულია და ვცდილობთ, სიახლეები შევმატოთ. ერთ ქალბატონს ინტერნეტში ჩვენი ეზოს სურათები უნახავს და მომწერა, თქვენს ეზოს აღმოსავლეთით მინიატიურული ეკლესია მოუხდებაო. ეს აზრი მეც მომეწონა.

- ჩვენი საუბრიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მთავარი მონდომება და შრომაა...

- თუ რამის კეთების სურვილი გაქვს, ფინანსების გარეშეც მოახერხებ სახლში გამოძებნილი რესურსით. ჩემს მამამთილს ამ ხნის განმავლობაში ყველაფერში 300 ლარიც არ ექნება დახარჯული. ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ხელით უამრავი რამის გაკეთება შეუძლია. თუნდაც ვარდის გამრავლება... გინდა და არ გაქვს? სთხოვე ვინმეს კალამი, გაამრავლე და დარგე. გალამაზდება ეზო, აივანი... რაიმე გამოუყენებელი ნივთი გექნება სახლში და მას ბაღში ახალი სიცოცხლე შესძინე...

ცოტა ხნის წინ უკვე აყვავებული ვარდი მამამთილმა გადარგო და გაიხარა, მიუხედავად იმის, რომ ამ მდგომარეობაში ვარდის გახარება შეუძლებელია. როგორც ჩანს, როცა გულით აკეთებ, საქმე კარგად გამოგდის.

ვინც ეზოს გამწვანებითა და მოვლით ინტერესდება, ვურჩევ, იმედი არასდროს დაკარგოს. მთავარი მონდომებაა. დილით რომ ადგები და შენს ნახელავს დაინახავ, ენერგია გემატება. შენი დათესილი მწვანილი რომ ამოდის, ისიც კი გახარებს, ყვავილებზე რომ არაფერი ვთქვათ. ვინც ინტერნეტით ჩვენი ეზოს სურათებს ნახულობს, ბევრს უნდა აქ მოსვლა. გვწერენ, თუ შეიძლება მოვიდეთ და სურათები გადავიღოთო. სკოლიდან მასწავლებლები მოდიან. არ აქვს მნიშვნელობა, ნაცნობი იქნება თუ უცნობი - ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. გვეწვიონ, ფოტოები გადაიღონ, შეგვაქონ... შენიშვნებსაც მივიღებთ...