ავტორი:

თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს - ირაკლი კობახიძე

თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს - ირაკლი კობახიძე

"თუ კორონავირუსის მეორე ტალღა არჩევნებამდე პერიოდს დაემთხვა, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება" - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ არჩევნების თარიღის გადაწევა მოხდება, ეს საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს.

„როგორი მაჩვენებლებიც არ უნდა გვქონდეს ოქტომბრისთვის, მაინც გარკვეული წესები უნდა დადგინდეს. ამაზე ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ამ საკითხით. ეს არის ერთი საკითხი, მაგრამ შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც ასეთი წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებზე პირბადეების ტარება, ანტისეპტიკების გამოყენება და ა.შ.

შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში კონსტიტუცია მარტივად იძლევა პასუხს, თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუმცა ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული.

ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ იქნება აუცილებელი, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ, ერთი - ეპიდემიის გავრცელება და მეორე მხარეს - არჩევნების ჩატარების თარიღი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"