საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა
14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­თუ­ნა ზარ­დი­აშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლად ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დია. 14 წლის და­თუ­ნა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რისი დას­ტუ­რიც 150 სა­ერ­თა­შო­რი­სო თუ ად­გი­ლობ­რივ ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბაა.

და­თუ­ნას სახ­ლის კედ­ლე­ბი მრა­ვა­ლი ჯილ­დო­თი, სი­გე­ლი­თა თუ სერ­ტი­ფი­კა­ტით არის დამ­შვე­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლა გა­მარ­ჯვე­ბა მას მის­თვის სა­ოც­ნე­ბო მო­მა­ვალ­თან აახ­ლო­ებს.

და­თუ­ნა მარ­ტო­ხე­ლა დე­დას­თან, მად­ლე­ნა ზარ­დი­აშ­ვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს, ქალ­ბა­ტო­ნი მად­ლე­ნა და­თუ­ნას აღ­ზრდი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და უმუ­შე­ვა­რია, ოჯა­ხი მთლი­ა­ნად სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბი­თა და კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შემ­წე­ო­ბით ირ­ჩენს თავს.

და­თუ­ნას ოც­ნე­ბა აქვს - და 14 წლის მო­ზარ­დის ეს ოც­ნე­ბაც სწავ­ლას უკავ­შირ­დე­ბა, მას პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბის და­უფ­ლე­ბა სურს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ პროგ­რა­მი­რე­ბის შეს­წავ­ლის შემ­დეგ, მო­მა­ვალ­ში ისეთ პროგ­რა­მას შექ­მნის, რომ მას­ზე მსოფ­ლიო ალა­პა­რაკ­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, და­თუ­ნას, ოჯა­ხის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, პროგ­რა­მი­რე­ბის შეს­წავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს. 14 წლის ვუნ­დერ­კინ­დის ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ“ მე­დი­აჰოლ­დინგ „ფორ­ტუ­ნას“ სა­შუ­ა­ლე­ბით შე­ი­ტყო.

კომ­პა­ნი­ის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ახალ­გაზ­რდა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბა, რად­გან მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქვეყ­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია.

„სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ლა­ტა­რი­ამ“ და­თუ­ნა ზარ­დი­აშ­ვილს „აიტი აკა­დე­მი­ა­ში“ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მი­რე­ბის ერ­თწ­ლი­ა­ნი კურ­სი და­უ­ფი­ნან­სა, რომ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც და­თუ­ნას პროგ­რა­მი­რე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი სრულ­ყო­ფი­ლად ეცო­დი­ნე­ბა და თა­ვი­სი დიდი გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც და­ი­წყებს.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ლა­ტა­რია" და­თუ­ნა ზარ­დი­აშ­ვილს წარ­მა­ტე­ბას უსურ­ვებს!

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
0

ასეთ ბავშვებს უნდა მიხედოს შეძლებულმა ადამიანებმა, ეს დიდი მადლია.

თემო
0

რამდენი ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა საზღვარგარეთ მოღვაწეობს სახელმწიფომ ასეთ ახალგაზრდებს ხელითუარ შეუწყო ისინიც გაგვეგცევიან და ამით დიდ პოტენციალს დავკარგავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა

14 წლის ვუნდერკინდი ლატარიის კომპანიამ დააფინანსა

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დათუნა ზარდიაშვილი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად ნიჭიერი მოზარდია. 14 წლის დათუნა განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით გამოირჩევა, რისი დასტურიც 150 საერთაშორისო თუ ადგილობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებაა.

დათუნას სახლის კედლები მრავალი ჯილდოთი, სიგელითა თუ სერტიფიკატით არის დამშვენებული, ყველა გამარჯვება მისთვის მნიშვნელოვანია, ყველა გამარჯვება მას მისთვის საოცნებო მომავალთან აახლოებს.

დათუნა მარტოხელა დედასთან, მადლენა ზარდიაშვილთან ერთად თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ქალბატონი მადლენა დათუნას აღზრდითაა დაკავებული და უმუშევარია, ოჯახი მთლიანად სოციალური დახმარებითა და კეთილი ადამიანების შემწეობით ირჩენს თავს.

დათუნას ოცნება აქვს - და 14 წლის მოზარდის ეს ოცნებაც სწავლას უკავშირდება, მას პროგრამირების საფუძვლების დაუფლება სურს. დარწმუნებულია, რომ პროგრამირების შესწავლის შემდეგ, მომავალში ისეთ პროგრამას შექმნის, რომ მასზე მსოფლიო ალაპარაკდება.

სამწუხაროდ, დათუნას, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, პროგრამირების შესწავლის საშუალებას არ აძლევს. 14 წლის ვუნდერკინდის ოცნების შესახებ „საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ მედიაჰოლდინგ „ფორტუნას“ საშუალებით შეიტყო.

კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდა, სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ახალგაზრდების დახმარება, რადგან მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის წარმატების საწინდარია.

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დათუნა ზარდიაშვილს „აიტი აკადემიაში“ სკოლის მოსწავლეებისთვის არსებული პროგრამირების ერთწლიანი კურსი დაუფინანსა, რომლის დასრულების შემდეგაც დათუნას პროგრამირების საფუძვლები სრულყოფილად ეცოდინება და თავისი დიდი გეგმების განხორციელებასაც დაიწყებს.

"საქართველოს ეროვნული ლატარია" დათუნა ზარდიაშვილს წარმატებას უსურვებს!

R

რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი