პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი
"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

"პოს­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი "ტვ პირ­ველს" მი­მარ­თავს და ემუქ­რე­ბა, რომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცი­დან "ამო­შან­თავს". მისი მი­მარ­თვის კონ­კრე­ტუ­ლი ად­რე­სა­ტი პირ­ველ რიგ­ში ნო­დარ მე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან და­ი­ნიშ­ნა "პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სე­რად.

"პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით ბა­ტო­ნო ნო­დარ და ვი­ღა­ცე­ე­ბო "ტვ პირ­ველ­ში" ვინც დარ­ჩით - ბო­ლომ­დე მი­ვალ, არ გა­გა­ხა­რებთ... ამოგშან­თავთ რა, ყვე­ლა კა­ნო­ნი­ე­რი მე­თო­დით. თქვენ ტე­ლე­ე­თერ­ში არ უნდა იყოთ, ესე­თი სი­ბინ­ძუ­რე და ქაქი არ უნდა მო­ე­დი­ნე­ბო­დეს არც ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან. გა­გექ­ცე­ვათ ხალ­ხი? ძა­ლი­ან კარ­გი. დარ­ჩე­ბი­ან? მით უა­რე­სი მათ­თვის" - მი­მარ­თა რა­მიშ­ვილ­მა კონ­კუ­რენ­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

"პოს­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლის მუ­ქა­რა უყუ­რა­დღე­ბოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია ტე­ლე­წამ­ყვან ვახო სა­ნა­ი­ას, რო­მელ­მაც ხუ­თწ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ "ტვ პირ­ვე­ლი­დან" წას­ვლის შე­სა­ხებ 12 ივ­ნისს გა­ნა­ცხა­და.

"მე­გო­ნა, გუ­შინ ბო­ლო­ჯერ ვახ­სე­ნე ტვ პირ­ვე­ლი, მაგ­რამ ერთხელ კი­დევ უნდა ვთქვა რა­ღაც. შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი რომ არის, ეგ წერს "ტვ პირ­ველს" ამოვ­შან­თა­ვო.

გუ­შინ წა­მო­ვე­დით "ტვ პირ­ვე­ლი­დან", არ ვე­თან­ხმე­ბით ამ არ­ხის მიერ აღე­ბულ მი­მარ­თუ­ლე­ბას და ჩვე­ნი გზე­ბი გა­ი­ყო ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლად, მაგ­რამ იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი დაგ­ვრჩა მე და ჟი­ჟის. სა­უ­კე­თე­სო მო­გო­ნე­ბე­ბი. ჰოდა, მოკ­ლედ, ეს სამ­ში გრძე­ლი არა­რა­ო­ბა ემუქ­რე­ბა ახლა ტვ პირ­ველს, ამოგშან­თავ­თო.

ესე იგი, სულ ასეა ხოლ­მე ტე­ლე­სივ­რცე­ში - ვი­ღაც სა­ი­დან­ღაც მი­დის, ვი­ღაც სა­დღაც რჩე­ბა, მაგ­რამ ეს შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი სულ რა­ტომ რჩე­ბა ხოლ­მე - ყ@@დ?!" - წერს სა­ნა­ია რა­მიშ­ვი­ლის პა­სუ­ხად.

მკითხველის კომენტარები / 81 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კაიზერ-სოზა
0

არც ერთი საჯარო მოხელე თუ ტელეწამყვანი არ უნდა არღვევდეს ცენზურას, ესენი რომ არიან საქართველოს სახე იმიტომაც მვართ ესე დღეს უზდელობას და ბოზობას (მიცემას ) თავისუფლებას ეძახიან ცოტა აზრზზე მოეგეთ ყველა

Giorgi sixarulidze
1408

საღოლ შალვა მაგარი კაცი ხარ ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

"ამოგშანთავთ... თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ" - შალვა რამიშვილის მიმართვა "ტვ პირველს" და ვახო სანაიას პასუხი

"პოსტივის" ხელმძღვანელი და ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი "ტვ პირველს" მიმართავს და ემუქრება, რომ სატელევიზიო სივრციდან "ამოშანთავს". მისი მიმართვის კონკრეტული ადრესატი პირველ რიგში ნოდარ მელაძეა, რომელიც ახლახან დაინიშნა "პირველის" გენერალურ პროდიუსერად.

"პირდაპირ გეუბნებით ბატონო ნოდარ და ვიღაცეებო "ტვ პირველში" ვინც დარჩით - ბოლომდე მივალ, არ გაგახარებთ... ამოგშანთავთ რა, ყველა კანონიერი მეთოდით. თქვენ ტელეეთერში არ უნდა იყოთ, ესეთი სიბინძურე და ქაქი არ უნდა მოედინებოდეს არც ერთი ტელევიზიიდან. გაგექცევათ ხალხი? ძალიან კარგი. დარჩებიან? მით უარესი მათთვის" - მიმართა რამიშვილმა კონკურენტი ტელევიზიის წარმომადგენლებს.

"პოსტივის" ხელმძღვანელის მუქარა უყურადღებოდ არ დაუტოვებია ტელეწამყვან ვახო სანაიას, რომელმაც ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ "ტვ პირველიდან" წასვლის შესახებ 12 ივნისს განაცხადა.

"მეგონა, გუშინ ბოლოჯერ ვახსენე ტვ პირველი, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა ვთქვა რაღაც. შალვა რამიშვილი რომ არის, ეგ წერს "ტვ პირველს" ამოვშანთავო.

გუშინ წამოვედით "ტვ პირველიდან", არ ვეთანხმებით ამ არხის მიერ აღებულ მიმართულებას და ჩვენი გზები გაიყო ცივილიზებულად, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი დაგვრჩა მე და ჟიჟის. საუკეთესო მოგონებები. ჰოდა, მოკლედ, ეს სამში გრძელი არარაობა ემუქრება ახლა ტვ პირველს, ამოგშანთავთო.

ესე იგი, სულ ასეა ხოლმე ტელესივრცეში - ვიღაც საიდანღაც მიდის, ვიღაც სადღაც რჩება, მაგრამ ეს შალვა რამიშვილი სულ რატომ რჩება ხოლმე - ყ@@დ?!" - წერს სანაია რამიშვილის პასუხად.