ქართული კინოსა და ესტრადის ორი ლეგენდა - რეჟისორი ლანა ღოღობერიძე და მომღერალი ნანი ბრეგვაძე დიდი ხნის მეგობრები არიან. მათ თითქოს დრო გააჩერეს - 92 და 84 წლის ასაკში ფანტასტიკურად გამოიყურებიან და თაყვანისმცემლების კომპლიმენტებსაც უხვად იმსახურებენ.
ლანა ღოღობერიძის ქალიშვილმა, რეჟისორმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ორი ლეგენდის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა:
"ორი უჭკნობი თაიგული"
"ორი გენიალური ქალბატონი! ორი ღირსეული და უნიჭიერესი პიროვნება და საქართველოს მშვენება!!! ორი ვარსკვლავი!!!! ნანი და ლანა ლანა და ნანი! დიდხანს გვიმყოფოს მათი თავი უფალმა!!!"
"შესანიშნავი ქალბატონები! ასე ლამაზად, კიდევ მრავალი წელი გეცხოვროთ!"
"ორი შეუდარებელი, გენიალური ქალი"
"ლეგენდარული და მარადიული ქალბატონები! როგორ ანათებენ!" - წერენ ფოტოს კომენტარებში ინტერნეტმომხმარებლები.
პუტჩისტები, რამდენი უდანაშაულო ადამიანის სისხლია თქვენს სინდისზე! განსაკუთრებით ლანა ღოღობრერიძე, მკვლელის შვილი და სისხლიანი პუტჩის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი. რამდენიც არ უნდა იცოცხლოთ, ღვთის სამსჯავროს მაინც ვერ აცდებით!!!
სიამოვნებაა მათი ხილვა, ასე მხნედ ყოფილიყაცით კიდევ დიდხანს. ქალბატონ ნანის მეუღლე მერაბ მამალაძე და მე ერთკორპუსში ვცხოვრობდით. მერაბი გამორჩეული ვაჟკაცი იყო, გარეგნობითაც და ქცევითაც. ძველი თბილისელებს იგი კარგად ახსოვთ