ავტორი:

"თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობა, ისევ გველის კარანტინი და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა" - ბიძინა კულუმბეგოვი

"თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობა, ისევ გველის კარანტინი და ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსმა უკან დაიხია და ადამიანებმა სოციალური დისტანცირების წესები უნდა დაარღვიონ, ან ხალხმრავალ ადგილებში შეიკრიბონ, რადგან ინფექცია შესაძლოა ნებისმიერ დროს მობრუნდეს.

ამის შესახებ კულუმბეგოვმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა:

"დაიწყო რა, მსოფლიოში შეზღუდვების მოხსნა, პირდაპირპროპორციულად გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, იყო საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვა, ჩვენი ადათ-წესების გათვალისწინებით - რესტორნებში ერთად სხდომის და სტუმრად სიარულის კულტურა, რაც სერიოზული რისკებია და მოხსნის შემდეგ, დაიწყო საზოგადოებრივი შიდა გავრცელება.

რა არის ლოგიკური შესაბამისობა, რომ ჩვენ არ დაგვემსხვრეს ვირუსთან ბრძოლაში მიღებული შედეგები და ამავდროულად ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ? აქ ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს, მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ცნობილია - ადამიანებმა უნდა შეძლონ სოციალური დისტანცირების გააზრებულად დაცვა, თუ არ გვინდა უკან დავბრუნდეთ, საკუთარ თავზე, ანუ ინფექციის გავრცელებაზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

VIDEO: "ჩვენთან დაიწყო შიდა გავრცელება... შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა" - რას გვირჩევს ბიძინა კულუმბეგოვი?

არსად არ წასულა რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ნიღბის ტარების, პირადი ჰიგიენის დაცვის - თუ ამას ვერ მიხვდება ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მაშინ ის ეკონომიკური შეზღუდვები ისევ გველის, შეიძლება ისევ დადგეს კარანტინის, ქალაქების ჩაკეტვის აუცილებლობა - ამას ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა, ვერც ერთი ასპექტით.

ცოტაც მოვითმინოთ, სანამ არ იქნება წამალი, ვაქცინა, მეცნიერება ძალიან აჩქარებულია, მაგრამ გვმართებს მოთმინება, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ინფექცა შემოგვიბრუნდეს და ეს იქნება სავალალო თითოეული ჩვენგანისთვის" - განაცხადა კულუმბეგოვმა გადაცემაში "360 გრადუსი".

გურჯაანში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა

დიდ დიღომში ერთ-ერთი საწყობის ეზოში ხანძარი გაჩნდა

"კომენტარებს ვაწყდები, თითქოს უამრავი დაავადება ჰქონდა და კორონა არ არსებობს, უტიფრები ხართ" - რას წერს COVID-19-ით გარდაცვლილი მე-14 პაციენტის შვილი