ავტორი:

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა - დარღვევა უკვე დასჯადია

საქართველოში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა, დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილები საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირბადის ტარების წესის დარღვევა დახურულ საჯარო სივრცეში ამ დროიდან უკვე დასჯადია.

დოკუმენტის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება − გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა − გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა −გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

ამ მუხლით გათვალისწინებულ პირბადის ტარების წესს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო“.

"ამ კოდექსის 42​​​10 ან 42​11 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას და შესაბამისი ოქმის შედგენას, აგრეთვე, თუ აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვას და ადმინისტრაციული სახდელის ადგილზევე დადებას, ასევე ამ კოდექსით განსაზღვრულ სხვა შესაბამის უფლებამოსილებებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების გარდა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც ახორციელებენ" , - ნათქვამია დოკუმენტში.

54 წლის მამაკაცი, რომელიც "ფეისბუქზე" შვილის სახელით დარეგისტრირდა და 12 წლის გოგონას გარყვნილ შეტყობინებებს უგზავნიდა, დააკავეს

დააკავეს 40 წლის ქალი, რომელმაც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ჩვილი პარკში გახვეული მიატოვა

"ბავშვთა პორნოგრაფიის"’ საქმეზე ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით, საქართველოს მოქალაქეებს კი 19-19 წლით პატიმრობა მიესაჯათ