ავტორი:

"10 წლის ბავშვს წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა" - თათია შარანგია შვილის კრიტიკას პასუხობს

"10 წლის ბავშვს წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება, რადგან ედუარდ შევარდნაძეა" - თათია შარანგია შვილის კრიტიკას პასუხობს

შევარდნაძეების ყოფილი რძალი, პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში მისი ვაჟის მისამართით კრიტიკას და შეურაცხმყოფელ კომენტარებს ეხმაურება. 10 წლის ედუარდ შევარდნაძე, დედასთან ერთად, მაია ასათიანის გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა, კრიტიკული კომენტარები სწორედ ამ ეთერს მოჰყვა.

"გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის... 10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება... რადგან ედუარდ შევარდნაძეა... (ოღონდ ედუა და 10 წლის არის).... არის მეორე კატეგორია, ვისშიც შინაგანად მშობელი ცხოვრობს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ქონდეს ჩემი შვილების დიდი ბაბუის მიმართ, ხვდებიან რომ ბავშვია, საყვარელი ბავშვი, როგორც ყველას შვილი და ამ უზნეობას აპროტესტებენ - მადლობა მათ...

ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი.... ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური.. ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას... ყველას სრული მორალური უფლება აქვს პატივს სცემდეს თუ არა საქართველოს მეორე პრეზიდენტს... ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ... გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს....

ყველას შვილს ნათელი და ბედნიერი მომავალი", - წერს პიანისტი.

ცნობისთვის, პიანისტის პირველი ქმარი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. 2013 წლის ივნისში თათიამ ამერიკაში ბიზნესმენ სანდრო შელიაზე იქორწინა. ბიზნესმენთან პიანისტს ერთი საერთო შვილი ჰყავს.

"ყოველგვარი სარკაზმის და ცინიზმის გარეშე... არის თუ არა შესაძლებელი, რომ თანხები გაანახევროს..." - რას ეკითხება ლევან ვასაძეს მამა პეტრე

"მითხრა, რომ სევდიანი ხმა მაქვს და თუ მინდოდა, რომელიმე კუთხის სიმღერა მემღერა, აჯობებდა არჩევანი მეგრულ სიმღერებზე გამეკეთებინა" - რას წერს სანდრა რულოვსი ანზორ ერქომაიშვილზე

"სულ რამდენიმე დღით ვარ თბილისში და ტაქსის მძღოლები მეკითხებიან, ვაპირებთ თუ არა მანქანებზე თეთრი ფერის შეცვლას..." - რას წერს შოთა არველაძე ძმის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე