საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოგვწონს, რაც "TV პირველზე" ხდება და ვერც ვერაფერს ვცვლით" - ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვეს
"არ მოგვწონს, რაც "TV პირველზე" ხდება და ვერც ვერაფერს ვცვლით" - ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვეს

ვახო სა­ნა­ია და ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი "TV პირ­ველს" ტო­ვე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა გან­ცხა­დე­ბა დღე­ვან­დე­ლი "პო­ლიტ­მეტ­რის" და­სას­რულს გა­ა­კე­თეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ ეს გა­და­ცე­მის ბოლო გა­მოშ­ვე­ბა იყო. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ტო­ვებს ასე­ვე, "პო­ლიტ­მეტ­რის" სა­რე­დაქ­ციო შე­მად­გენ­ლო­ბა, პრო­დუ­სე­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

"ეს იყო "პო­ლიტ­მეტ­რის" ბოლო გა­და­ცე­მა "TV პირ­ველ­ზე"... რო­დე­საც ამ შე­ნო­ბა­ში შე­მო­ვე­დი, "TV პირ­ვე­ლი" არც არ­სე­ბობ­და, ეს არხი მა­შინ ჯერ კი­დევ სპორ­ტუ­ლი იყო, აქ გა­ვა­ტა­რე ჩემი ცხოვ­რე­ბის 5 წელი. ამ­დე­ნი ხანი არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არ მი­მუ­შა­ვია და ამას ჰქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი. აქ ჩვენ ყვე­ლამ ერ­თად შევ­მე­ნით სა­ინ­ტე­რე­სო სივ­რცე და გა­რე­მო, ვი­ყა­ვით გავ­ლე­ნე­ბის მიღ­მა, მოვ­ლე­ნე­ბის შუა გულ­ში. იყო სხვა ფა­ტ­ქო­რე­ბიც, მე­დი­ას­ტან­დარ­ტი, ასე­ვე ნიშა, რომ­ლი­თაც "TV პირ­ველ­მა" სა­კუ­თა­რი თავი იპო­ვა და და­იმ­კვიდ­რა. შე­ნე­ბას დიდი ხანი უნდა, ნგრე­ვას ერთი დღე ჰყოფ­ნის, ნდო­ბას მო­პო­ვე­ბა უნდა, და­კარ­გვა ად­ვი­ლია, - ეს სულ გვა­ხოვ­და ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სხვებ­თან ერ­თად აქ ვმუ­შა­ობ­დით, მთე­ლი ხუთი წელი, სწო­რედ ამ პრინ­ცი­პე­ბით ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დით. რა და რო­გორ გა­მოგ­ვდი­ო­და, ეს უკვე თქვე­ნი შე­სა­ფა­სე­ბე­ლია, ახ­ლაც და მო­მა­ვალ­შიც.

თა­ნამ­შრომ­ლო­ბის რე­სურ­სი, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ამო­წუ­რუ­ლია. კერ­ძო არხს უფ­ლე­ბა აქვს ისე გა­აგ­რძე­ლოს, რო­გორც თა­ვად მი­აჩ­ნია სა­ჭი­როდ, ჩვენც ვი­ყე­ნებთ უფ­ლე­ბას, მი­ვი­ღოთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

"TV პირ­ველს" "პო­ლიტ­მეტ­რის" ავ­ტო­რებ­თან ერ­თად, ტო­ვებს მისი სა­რე­დაქ­ციო შე­მად­გენ­ლო­ბაც, პრო­დუ­სე­რე­ბი - გი­ორ­გი დარ­ჩი­აშ­ვი­ლი, პრო­დუ­სე­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი ხა­ტია შა­მა­ნა­უ­რი. ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი კი­კა­ბი­ძე, პრო­დუ­სე­რი და ჟურ­ნა­ლის­ტი სოფო მა­ი­სუ­რა­ძე და პრო­დუ­სე­რი მიხო კო­ტე­ტიშ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ვახო სა­ნა­ი­ამ.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, სად გა­აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, თუმ­ცა მათი თქმით, მა­ყუ­რე­ბე­ლი მათ ახალ სივ­რცე­ში აუ­ცი­ლებ­ლად იხი­ლავს და კონ­კრე­ტუ­ლად სად, ამის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყობთ.

"მი­ზე­ზი არ­ხის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სია, სა­დაც ჩვე­ნი ხედ­ვე­ბი აღარ ემ­თხვე­ვა არ­ხის მე­ნე­ჯმენ­ტის ხედ­ვებს. ამ წას­ვლას არ ახ­ლავს თან პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი. აქ სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ საქ­მე­ზე და ფუნ­და­მენ­ტურ გან­სხვა­ვე­ბა­ზე. "TV პირ­ველ­ში" ჩვენ არას­დროს ვყო­ფილ­ვართ მხო­ლოდ ჯურ­ნა­ლის­ტე­ბი, არ­ხის ეთერ­ში გას­ვლის დღი­დან, ჩარ­თულ­ნი ვი­ყა­ვით ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რაც აქ მი­ი­ღე­ბო­და, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შე­ტე­ვე­ბის მო­გე­რი­ე­ბა­ში, რაც საკ­მა­რი­სად იყო. ჩვენ ამ არხზე თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯ­ზე ვი­ღებ­დით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რაც სამ­წუ­ხა­როდ, ახლა უკვე აღარ გა­მოგ­ვდის. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ჩვენ უბ­რა­ლოდ არ მოგ­ვწონს, რაც ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტის, გე­მოვ­ნე­ბი­სა და ყვე­ლა სხვა კომ­პო­ნენ­ტის თვალ­საზ­რი­სით ხდე­ბა, არ მოგ­ვწონს და ვერც ვე­რა­ფერს ვცვლით. 5 წლის თავ­ზე ჩვე­ნი გზე­ბი იყო­ფა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა.

მი­მარ­თვის და­სას­რულს ტე­ლე­წამ­ყვა­ნებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს არ­ხის შემ­ქმნე­ლებს, არ­ხის დამ­ფუძ­ნე­ბელს ვატო წე­რე­თელს, ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და მა­ყუ­რე­ბელს.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის ტალ­ღა "ტვ პირ­ველ­ში" ნო­დარ მე­ლა­ძის მის­ვლით და­ი­წყო, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ პრო­დი­უ­სე­რად და­ნიშ­ნა მა­შინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ. თუმ­ცა, ხელ­მძღვა­ნე­ლის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით არ შეხ­ვედ­რია.

VIDEO: რა ხდე­ბა "ტვ პირ­ველ­ში" - ტო­ვე­ბენ თუ არა არხს წამ­ყვა­ნი სა­ხე­ე­ბი

ფა­რუ­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ის იყო, რომ ტე­ლე­წამ­ყვან­მა ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა "პირ­ვე­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პოს­ტი და­ტო­ვა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმით ახ­სნა, რომ მისი და "არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხედ­ვე­ბი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ ეტაპ­ზე ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვა".

თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა კვლავ გა­ნაგ­რძო მუ­შა­ო­ბა "პო­ლიტ­მეტრში" და და­ა­ნონსდა ისიც, რომ მისი წამ­ყვა­ნო­ბით არხზე კი­დევ ერთი თოქ-შოუ იწყე­ბო­და.

მა­ი­სის და­სა­წყის­ში თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წა­სულ ჟი­ჟი­ლაშ­ვილს, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ინგა გრი­გო­ლია მიჰ­ყვა. მან "ტვ პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა და მი­ზე­ზად და­ა­სა­ხე­ლა ის, რომ "მისი საქ­მი­ა­ნი და ოჯა­ხუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს".

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
689

კარგი გადაწყვეტილებაა მაგრამ ცოცა დაგვიანებული ! 

Giorgi sixarulidze
697

დიანა ტრაპაიძე რას ელოდება ?! დიანა ნოდარა ჰალსტუხჭამიოვიჩ მელაძესთან უნდა იმუშავო ?! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"არ მოგვწონს, რაც "TV პირველზე" ხდება და ვერც ვერაფერს ვცვლით" - ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვეს

"არ მოგვწონს, რაც "TV პირველზე" ხდება და ვერც ვერაფერს ვცვლით" - ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია დატოვეს

ვახო სანაია და ნინო ჟიჟილაშვილი "TV პირველს" ტოვებენ. ამის შესახებ ტელეწამყვანებმა განცხადება დღევანდელი "პოლიტმეტრის" დასასრულს გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეს გადაცემის ბოლო გამოშვება იყო. ტელეკომპანიას ტოვებს ასევე, "პოლიტმეტრის" სარედაქციო შემადგენლობა, პროდუსერები და ჟურნალისტები.

"ეს იყო "პოლიტმეტრის" ბოლო გადაცემა "TV პირველზე"... როდესაც ამ შენობაში შემოვედი, "TV პირველი" არც არსებობდა, ეს არხი მაშინ ჯერ კიდევ სპორტული იყო, აქ გავატარე ჩემი ცხოვრების 5 წელი. ამდენი ხანი არც ერთ ტელევიზიაში არ მიმუშავია და ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი. აქ ჩვენ ყველამ ერთად შევმენით საინტერესო სივრცე და გარემო, ვიყავით გავლენების მიღმა, მოვლენების შუა გულში. იყო სხვა ფატქორებიც, მედიასტანდარტი, ასევე ნიშა, რომლითაც "TV პირველმა" საკუთარი თავი იპოვა და დაიმკვიდრა. შენებას დიდი ხანი უნდა, ნგრევას ერთი დღე ჰყოფნის, ნდობას მოპოვება უნდა, დაკარგვა ადვილია, - ეს სულ გვახოვდა ამ წლების განმავლობაში, როდესაც სხვებთან ერთად აქ ვმუშაობდით, მთელი ხუთი წელი, სწორედ ამ პრინციპებით ვხელმძღვანელობდით. რა და როგორ გამოგვდიოდა, ეს უკვე თქვენი შესაფასებელია, ახლაც და მომავალშიც.

თანამშრომლობის რესურსი, როგორც აღმოჩნდა, ამოწურულია. კერძო არხს უფლება აქვს ისე გააგრძელოს, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ, ჩვენც ვიყენებთ უფლებას, მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.

"TV პირველს" "პოლიტმეტრის" ავტორებთან ერთად, ტოვებს მისი სარედაქციო შემადგენლობაც, პროდუსერები - გიორგი დარჩიაშვილი, პროდუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური. ჟურნალისტი გიორგი კიკაბიძე, პროდუსერი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე და პროდუსერი მიხო კოტეტიშვილი", - განაცხადა ვახო სანაიამ.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ მუშაობას ჟურნალისტები, თუმცა მათი თქმით, მაყურებელი მათ ახალ სივრცეში აუცილებლად იხილავს და კონკრეტულად სად, ამის შესახებ მოგვიანებით შევიტყობთ.

"მიზეზი არხის განვითარების პროცესია, სადაც ჩვენი ხედვები აღარ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს თან პერსონალური საკითხები. აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებაზე. "TV პირველში" ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მხოლოდ ჯურნალისტები, არხის ეთერში გასვლის დღიდან, ჩართულნი ვიყავით ყველა გადაწყვეტილებაში, რაც აქ მიიღებოდა, სახელისუფლებო შეტევების მოგერიებაში, რაც საკმარისად იყო. ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც სამწუხაროდ, ახლა უკვე აღარ გამოგვდის. ძალიან მარტივად და გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტის, გემოვნებისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით ხდება, არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით. 5 წლის თავზე ჩვენი გზები იყოფა", - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

მიმართვის დასასრულს ტელეწამყვანებმა მადლობა გადაუხადეს არხის შემქმნელებს, არხის დამფუძნებელს ვატო წერეთელს, ჟურნალისტებსა და მაყურებელს.

შეგახსენებთ, საკადრო ცვლილებების ტალღა "ტვ პირველში" ნოდარ მელაძის მისვლით დაიწყო, რომელიც ტელეკომპანიის გენერალურ პროდიუსერად დანიშნა მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ. თუმცა, ხელმძღვანელის ამ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის ყველა თანამშრომელი აღფრთოვანებით არ შეხვედრია.

VIDEO: რა ხდება "ტვ პირველში" - ტოვებენ თუ არა არხს წამყვანი სახეები

ფარული შიდა დაპირისპირების პირველი ნიშანი ის იყო, რომ ტელეწამყვანმა ნინო ჟიჟილაშვილმა "პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტი დატოვა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მისი და "არხის ხელმძღვანელობის ხედვები საინფორმაციო სამსახურის განვითარების მიმართულებით, ამ ეტაპზე ერთმანეთს არ დაემთხვა".

თუმცა, ამის მიუხედავად ჟიჟილაშვილმა კვლავ განაგრძო მუშაობა "პოლიტმეტრში" და დაანონსდა ისიც, რომ მისი წამყვანობით არხზე კიდევ ერთი თოქ-შოუ იწყებოდა.

მაისის დასაწყისში თანამდებობიდან წასულ ჟიჟილაშვილს, ივნისის დასაწყისში ინგა გრიგოლია მიჰყვა. მან "ტვ პირველის" გენერალური დირექტორის პოსტი დატოვა და მიზეზად დაასახელა ის, რომ "მისი საქმიანი და ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს".

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა დასრულდა

რა ვითარებაა რუსთაველზე, სადაც აქცია მიმდინარეობს - LIVE ადგილიდან