სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა
"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა

რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ფორ­მე­ბი და "სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბი" ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის მო­რი­გი დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბით და­ი­წყო - იან­ვრის სო­ხუ­მის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ახრა ავი­ძ­ბა, რო­მე­ლიც ე.წ. მთავ­რო­ბის სახ­ლში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან ერ­თად ია­რა­ღით შე­ვარ­და, "პრე­ზი­დენტ" ას­ლან ბჟა­ნი­ას მრჩევ­ლად და­ი­ნიშ­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში.

მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან ია­რა­ღის არ­სე­ნა­ლის და­კარ­გვა და იქა­უ­რო­ბის ძარ­ცვა... კრას­ნო­და­რის მხა­რე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ახრა ავი­ძ­ბა, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2011 წელს ჩა­ვი­და, აფხა­ზურ მე­დი­ა­ში იან­ვრის და­სა­წყის­ში, აფხა­ზე­თის "რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე" გა­მოჩ­ნდა.

ავი­ძ­ბა, მოკ­ლუ­ლი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ბი­ძაშ­ვი­ლია და მის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფხა­ზურ ტე­ლე­ვი­ზი­ას შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს.

"უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ომია, ერთი რე­ვოლ­ვე­რით დავ­დი­ო­დი, აფხა­ზეთ­ში კი, ვი­თომ მშვი­დო­ბაა, მაგ­რამ კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბულს მი­წევ­და გა­და­ად­გი­ლე­ბა, რად­გან თავს უსაფრ­თხოდ არ ვგძნობ..." - ამ­ბობ­და ავი­ძ­ბა, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა­საც აფხა­ზურ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

"სის­ხლზე და­გე­ში­ლი, ყველ­გან წავა, სა­დაც ომია, ოღონდ კი სიკ­ვდი­ლი ნა­ხოს, ხელ­ში ია­რა­ღი ეჭი­როს და ფული იშო­ვოს..."

ავი­ძ­ბას თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის არ­მი­ა­ში კო­მან­დი­რის წო­დე­ბა ჰქონ­და

"და­ვი­ღა­ლეთ ამ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი და წერა-კი­თხვის უცო­დი­ნა­რი ადა­მი­ა­ნე­ბით, რომ­ლის­თვი­საც მთა­ვა­რია, სად­მე იბ­რძო­ლოს და ფული იშო­ვოს. ბჟა­ნია-ან­ქვა­ბის გუნ­დო, მო­ა­შო­რეთ ეს სის­ხლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თქვე­ნი გა­რე­მოც­ვი­დან!" - წერ­დნენ მა­შინ აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, თუმ­ცა, ასე­თი გან­წყო­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ავი­ძ­ბას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც ჰყავ­და...

მა­შინ ბჟა­ნი­ას გუნ­დმა ჭკუა იხ­მა­რა და ავი­ძ­ბა ცოტა ხნით გა­და­მა­ლა. არ­სე­ბობს ვერ­სი­აც, რომ ან­ქვა­ბი-ბჟა­ნია არც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ მის "თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე" და­ნიშ­ვნას, მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბის გამო, თუმ­ცა მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, ავი­ძ­ბა­ზე, რო­მელ­საც არა­თუ შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა, არა­ვი­თა­რი სა­ჭი­რო მო­ნა­ცე­მი არ აქვს, "რუ­სეთ­მა მკაც­რი რე­კო­მენ­და­ცია გას­ცა, რომ სამ­თავ­რო­ბო გუნდს ის და­ე­ფა­სე­ბი­ნა..."

ამას­თან, ან­ქვა­ბი-ბჟა­ნია ვალ­ში არი­ან ავი­ძ­ბას წი­ნა­შე, სო­ხუ­მის ცენ­ტრში ჩა­ცხრი­ლუ­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის, ალ­ხას ავი­ძ­ბა­სა და ას­ტა­მურ შამ­ბას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას მთა­ვა­რი მუხ­ტი ახრა ავი­ძ­ბამ და მის­მა თა­ნა­მებ­რძო­ლებ­მა შეს­ძი­ნეს. ის "ყო­ფილ პრე­ზი­დენტს", რაულ ხა­ჯიმ­ბას მკვლე­ლე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და მი­სი­ვე მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის "მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი", მათ შო­რის, “შს მი­ნის­ტრი” და მისი მო­ად­გი­ლე­ე­ბი გა­და­ა­ყე­ნეს.

ავი­ძ­ბა ოჯა­ხით

ავი­ძ­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, დო­ნეც­კე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად იბ­რძო­და. აფხა­ზე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იქი­დან წა­მო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით, აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სიც წა­მო­ი­წყო და გა­ა­ფარ­თო­ვა კი­დეც, რო­დე­საც მისი კრი­მი­ნა­ლი ბი­ძაშ­ვი­ლი, სო­ხუმ­ში მოკ­ლუ­ლი ალ­ხას ავი­ძ­ბა ცო­ცხა­ლი იყო. ცნო­ბის­თვის, ალ­ხაზ ავი­ძ­ბა გუ­და­უ­თე­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, რაულ ბარცბას "მარ­ჯვე­ნა ხელი" იყო. სწო­რედ მათი ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­საკ­ვე­ცად მო­ა­შო­რეს ავი­ძ­ბა და შამ­ბა, რად­გან კრი­მი­ნა­ლე­ბის “სა­მე­უ­ლი” ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტუ­რიზ­მის ბი­უ­ჯე­ტის წილ­ში ჩაჯ­დო­მას იმ “სტა­ბი­ლუ­რო­ბის სა­ნაც­ვლოდ სთხოვ­და, რა­საც რე­გი­ონ­ში მი­აღ­წი­ეს".

ახრა ავი­ძ­ბას "თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე" და­ნიშ­ვნამ აფხა­ზი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი მო­საზ­რე­ბით, იმე­დი, რომ რე­გი­ონ­ში რა­ღაც სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა, აღარ არ­სე­ბობს.

"გმად­ლობთ, ბა­ტო­ნო ან­ქვაბ, ბჟა­ნია! უკვე სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­ჯე­რე, რომ აფხა­ზე­თი ვე­ღა­რას­დროს გან­ვი­თარ­დე­ბა. ია­რა­ღის, კრი­მი­ნა­ლუ­რი გარ­ჩე­ვე­ბის, ნარ­კო­ტი­კის, უკა­ნო­ნო­ბის, ჩა­ხო­ცი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის, წარ­თმე­უ­ლი ბიზ­ნე­სი­სა და დან­გრე­უ­ლი ქა­ლა­ქე­ბის გა­რე­შე ვე­ღა­რას­დროს ვი­ცხოვ­რებთ. ახრა ავი­ძ­ბა არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერ­ზე წამ­სვლე­ლია სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. ვის­თვის იბ­რძო­და უკ­რი­ა­ნა­ში, რა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის?! რა ცოდ­ვა გვაქვს ასე­თი, რომ ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა ჭა­ო­ბი­დან ვერ ამო­ვე­დით?!" - წერს ანია ცარ­გუ­ში.

"დიდი იმე­დი არ მქონ­და, რომ ან­ქვა­ბი და ბჟა­ნია კრი­მი­ნალს რე­ა­ლურ ბრძო­ლას გა­მო­უ­ცხა­დებ­დნენ, მაგ­რამ პირ­და­პირ კრი­მი­ნა­ლის კლანს თუ და­ნიშ­ნავ­დნენ, არ მე­გო­ნა... ქვე­ყა­ნა არას­დროს გვქო­ნია, არ გვაქვს და არც გვექ­ნე­ბა. წა­დით ახალ­გაზ­რდე­ბო აქე­დან! თავს უშ­ვე­ლეთ, ჩვენ მა­ინც არა­ფე­რი გვეშ­ვე­ლე­ბა" - წერს ალექს აჟი­ბა.

“რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის და­ნიშ­ნეს ავი­ძ­ბა ამ პოსტზე, ან რა გა­ნათ­ლე­ბა აქვს, ფან­ჯრი­დან ხტე­ბა კარ­გად? პირ­და­პირ გვი­თხრან, რომ ამის­თვის და­ი­ბა­რეს ბჟა­ნია მოს­კოვ­ში... ახ­ლა­ხან გვაც­ნო­ბეს, რომ რუ­სე­თი ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბებს გა­ნაგ­რძობს, ახლა უკვე ვი­ცით რა­ტო­მაც - ავი­ძ­ბას მოგ­ვა­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მა­ღა­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კლა­სის იქ­ნე­ბა. ჯერ იქ­ნებ ხალ­ხთან მოქ­ცე­ვა გეს­წავ­ლე­ბი­ნათ მის­თვის" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "აფხაზ აფხა­ზი".

ავი­ძ­ბას დამ­ცვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ "პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს" ორი დიპ­ლო­მი აქვს, თუმ­ცა რისი, არ და­ა­კონ­კრე­ტეს.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ერი
0

 რა ცოდ­ვა გვაქვს ასე­თი, რომ ლა­მის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა ჭა­ო­ბი­დან ვერ ამო­ვე­დით?!" - წერს ანია ცარ­გუ­ში. ჯერ სადა ხართ! ეს ჯერ ჟურნალიც არ არის! ქართველების ცოდვა არავის შერჩენია ჯერ უნდა იცოდე თუ მარქსის კაპიტალის გარდა გაქვს რამე წაკითხული!

მოქალაქე
3

სამწუხაროა. რუსეთმა როგორ ყველაფერი უნდა ააოხროს, გააუბედუროს ხალხი. ეს ახრა თუ მახრა ავიძბა აკლდა ახლა აფხაზეთს. ახალგაზრდებმა რა დააშავეს ან საზოგადოდ აფხაზმა ხალხმა... ოსებიც იქნებ გამოფხიზლდნენ და მოეგონ გონს.. რატომ ვერ ვახერხებთ ურთიერთობას. რუსეთმა უნდა გვაჯობოს!??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა

"სისხლზე დაგეშილი... ოღონდ იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს" - ბჟანიას მრჩევლად დაუნიშნეს კაცი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტების მხარეს იბრძოდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი ხელისუფლების რეფორმები და "საკადრო ცვლილებები" ადგილობრივებისთვის მორიგი დიდი იმედგაცრუებით დაიწყო - იანვრის სოხუმის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ახრა ავიძბა, რომელიც ე.წ. მთავრობის სახლში მხარდამჭერებთან ერთად იარაღით შევარდა, "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას მრჩევლად დაინიშნა საერთაშორისო საკითხებში.

მის სახელს უკავშირდება, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იარაღის არსენალის დაკარგვა და იქაურობის ძარცვა... კრასნოდარის მხარეში დაბადებული ახრა ავიძბა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში საცხოვრებლად 2011 წელს ჩავიდა, აფხაზურ მედიაში იანვრის დასაწყისში, აფხაზეთის "რევოლუციამდე" გამოჩნდა.

ავიძბა, მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბიძაშვილია და მის მკვლელობასთან დაკავშირებით, აფხაზურ ტელევიზიას შეიარაღებული აძლევდა ინტერვიუს.

"უკრაინაში, სადაც ომია, ერთი რევოლვერით დავდიოდი, აფხაზეთში კი, ვითომ მშვიდობაა, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებულს მიწევდა გადაადგილება, რადგან თავს უსაფრთხოდ არ ვგძნობ..." - ამბობდა ავიძბა, რომლის გამოჩენასაც აფხაზურ მოსახლეობაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

"სისხლზე დაგეშილი, ყველგან წავა, სადაც ომია, ოღონდ კი სიკვდილი ნახოს, ხელში იარაღი ეჭიროს და ფული იშოვოს..."

ავიძბას თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიაში კომანდირის წოდება ჰქონდა

"დავიღალეთ ამ შეიარაღებული, აგრესიული და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებით, რომლისთვისაც მთავარია, სადმე იბრძოლოს და ფული იშოვოს. ბჟანია-ანქვაბის გუნდო, მოაშორეთ ეს სისხლიანი ადამიანები თქვენი გარემოცვიდან!" - წერდნენ მაშინ აფხაზები სოციალურ ქსელში, თუმცა, ასეთი განწყობების კვალდაკვალ, ავიძბას გულშემატკივრებიც ჰყავდა...

მაშინ ბჟანიას გუნდმა ჭკუა იხმარა და ავიძბა ცოტა ხნით გადამალა. არსებობს ვერსიაც, რომ ანქვაბი-ბჟანია არც განიხილავდნენ მის "თანამდებობაზე" დანიშვნას, მოსახლეობის განწყობის გამო, თუმცა მოარული ხმებით, ავიძბაზე, რომელსაც არათუ შესაბამისი განათლება, არავითარი საჭირო მონაცემი არ აქვს, "რუსეთმა მკაცრი რეკომენდაცია გასცა, რომ სამთავრობო გუნდს ის დაეფასებინა..."

ამასთან, ანქვაბი-ბჟანია ვალში არიან ავიძბას წინაშე, სოხუმის ცენტრში ჩაცხრილული ე.წ. კანონიერი ქურდების, ალხას ავიძბასა და ასტამურ შამბას საქმესთან დაკავშირებით, საპროტესტო ტალღას მთავარი მუხტი ახრა ავიძბამ და მისმა თანამებრძოლებმა შესძინეს. ის "ყოფილ პრეზიდენტს", რაულ ხაჯიმბას მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებდა და მისივე მოთხოვნის საფუძველზე, ძალოვანი უწყების "მაღალჩინოსნები", მათ შორის, “შს მინისტრი” და მისი მოადგილეები გადააყენეს.

ავიძბა ოჯახით

ავიძბა წლების განმავლობაში, უკრაინაში, დონეცკელი სეპარატისტების მხარდასაჭერად იბრძოდა. აფხაზები ამბობენ, რომ იქიდან წამოღებული ფულით, აფხაზეთში ბიზნესიც წამოიწყო და გააფართოვა კიდეც, როდესაც მისი კრიმინალი ბიძაშვილი, სოხუმში მოკლული ალხას ავიძბა ცოცხალი იყო. ცნობისთვის, ალხაზ ავიძბა გუდაუთელი ე.წ. კანონიერი ქურდის, რაულ ბარცბას "მარჯვენა ხელი" იყო. სწორედ მათი ძალაუფლების შესაკვეცად მოაშორეს ავიძბა და შამბა, რადგან კრიმინალების “სამეული” ე.წ. ხელისუფლებას ტურიზმის ბიუჯეტის წილში ჩაჯდომას იმ “სტაბილურობის სანაცვლოდ სთხოვდა, რასაც რეგიონში მიაღწიეს".

ახრა ავიძბას "თანამდებობაზე" დანიშვნამ აფხაზი მოსახლეობის ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მათი მოსაზრებით, იმედი, რომ რეგიონში რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება, აღარ არსებობს.

"გმადლობთ, ბატონო ანქვაბ, ბჟანია! უკვე საბოლოოდ დავიჯერე, რომ აფხაზეთი ვეღარასდროს განვითარდება. იარაღის, კრიმინალური გარჩევების, ნარკოტიკის, უკანონობის, ჩახოცილი ახალგაზრდების, წართმეული ბიზნესისა და დანგრეული ქალაქების გარეშე ვეღარასდროს ვიცხოვრებთ. ახრა ავიძბა არის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია საკუთარი კეთილდღეობისთვის. ვისთვის იბრძოდა უკრიანაში, რა ღირებულებებისთვის?! რა ცოდვა გვაქვს ასეთი, რომ ლამის ნახევარი საუკუნეა ჭაობიდან ვერ ამოვედით?!" - წერს ანია ცარგუში.

"დიდი იმედი არ მქონდა, რომ ანქვაბი და ბჟანია კრიმინალს რეალურ ბრძოლას გამოუცხადებდნენ, მაგრამ პირდაპირ კრიმინალის კლანს თუ დანიშნავდნენ, არ მეგონა... ქვეყანა არასდროს გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება. წადით ახალგაზრდებო აქედან! თავს უშველეთ, ჩვენ მაინც არაფერი გვეშველება" - წერს ალექს აჟიბა.

“რა დამსახურებისთვის დანიშნეს ავიძბა ამ პოსტზე, ან რა განათლება აქვს, ფანჯრიდან ხტება კარგად? პირდაპირ გვითხრან, რომ ამისთვის დაიბარეს ბჟანია მოსკოვში... ახლახან გვაცნობეს, რომ რუსეთი ფინანსურ დახმარებებს განაგრძობს, ახლა უკვე ვიცით რატომაც - ავიძბას მოგვარებული საგარეო ურთიერთობები აუცილებლად მაღალი დიპლომატიური კლასის იქნება. ჯერ იქნებ ხალხთან მოქცევა გესწავლებინათ მისთვის" - წერს ინტერნეტმომხმარებელი "აფხაზ აფხაზი".

ავიძბას დამცველებიც გამოუჩნდნენ, რომლებიც წერენ, რომ "პრეზიდენტის მრჩეველს" ორი დიპლომი აქვს, თუმცა რისი, არ დააკონკრეტეს.