მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?
რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

11 ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთი ბა­რე­ლი WTI-ის ტი­პის ნავ­თო­ბის ფასი 38 აშშ დო­ლა­რია, ბრენ­ტის ტი­პის ნავ­თო­ბის ფასი კი 40.22 აშშ დო­ლა­რი. გა­სულ თვე­ებ­თან შე­და­რე­ბით, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ნავ­თო­ბის ფას­მა მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა.

COVID-19-ის მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გამო და­წე­სე­ბულ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა ნავ­თო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ფა­სე­ბის მკვეთ­რი ვარ­დნა გა­მო­იწ­ვია და რე­კორ­დულ ნიშ­ნულს მი­აღ­წია. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ერთ ბა­რელ ბრენ­ტის ტი­პის­ნავ­თობ­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი ფასი - 19.33 აშშ დო­ლა­რი 21 აპ­რილს და­ფიქ­სირ­და, რა­მაც საწ­ვა­ვის ფა­სის მკვეთ­რი ვარ­დნა გა­ნა­პი­რო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში საწ­ვა­ვის ფას­წარ­მოქ­მნას ორი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს: ნავ­თო­ბის ფასი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე და ვა­ლუ­ტის გაც­ვლი­თი კურ­სი, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მცუ­რა­ვია. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ცვა­ლე­ბა­დო­ბის დი­ნა­მი­კა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ტაბ­ლო­ებ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რის ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფასი მარ­ტის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა, რაც რო­გორ ოპე­კის შე­თან­ხმე­ბამ, ისე საწ­ვავ­ზე მო­თხოვ­ნის ზრდამ გა­ნა­პი­რო­ბა.

„ჩვენ­თან­ბო­ლო 3-თვი­ან ჭრილს ანუ კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდს თუ ავი­ღებთ, ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა სა­ცა­ლო ქსელ­ში სა­შუ­ა­ლოდ, 70-80 თეთ­რით და­ფიქ­სირ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ოპე­რა­ტორ­ზე, მაგ­რამ იმის გამო, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ფა­სე­ბი არის გაზ­რდი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­ზეც მო­ი­მა­ტა ფას­მა. ამის შე­დე­გად, ზო­გი­ერთ არაბ­რენ­დი­რე­ბულ გა­სა­მარ­თსად­გურ­ზე და­ფიქ­სირ­და სა­შუ­ა­ლოდ, 5 თეთ­რით ფა­სე­ბით მა­ტე­ბა“, - გან­მარ­ტა მან.

ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის თქმით, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზით ბრენ­დულ გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ფა­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა, სტა­ბი­ლუ­რი დარ­ჩეს, ხოლო არაბ­რენ­დუ­ლებ­ზე ისევ და­კო­რექ­ტირ­დეს და მცი­რე­დით გა­ი­ზარ­დოს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი სარ­გებ­ლობს ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თე­ბით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ, საწ­ვა­ვი ზო­გად ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ია­ფად შე­ი­ძი­ნონ.

„შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, თით­ქმის ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბელს აქვს ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თი და შე­საძ­ლოა, ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ყვე­ლა კომ­პა­ნი­ის ბა­რა­თი­თაც სარ­გებ­ლობ­დეს. გარ­და იმი­სა, რომ ქსე­ლურ გა­სა­მართ სად­გუ­რებს კონ­კრე­ტულ ნიშ­ნულ­ზე აქვთ ფასი, ისი­ნი შა­ბათ-კვი­რას საკ­მა­ოდ კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბა აქვთ მომ­ხმა­რებ­ლებ­თან - 15%-35%-იც კი, რაც სა­შუ­ა­ლოდ, 10-15-20-თეთ­რი­ა­ნი ფას­დაკ­ლე­ბაა და რე­ა­ლუ­რად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ­სე­ბულ ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით იღებს საწ­ვავს“, - გან­მარ­ტა ნავ­თო­ბი­ომ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რემ.

რო­გო­რია საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი დღეს? – 10 ივ­ნი­სის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩვენ რამ­დე­ნი­მე ბრენ­დუ­ლი საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ვა­და­რეთ:

  • რე­გუ­ლა­რი – „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.78 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.80 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 1.80; „გალ­ფი“ – 1.89 ლარი, „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.89 ლარი.
  • პრე­მი­უ­მი - „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.89 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.90 ლარი; „გალ­ფი“ – 1.94; „ვი­სო­ლი“ – 1.95 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.99.
  • სუ­პე­რი - „სო­კა­რი“ – 2.10 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 2.12 ლარი; „ლუ­კო­ი­ლი“ – 2.13; „გალ­ფი“ – 2.14 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 2.18 ლარი.
  • დი­ზე­ლი - „სო­კა­რი“ – 1.80; „ვი­სო­ლი“ – 1.92.
  • ევ­რო­დი­ზე­ლი - „გალ­ფი“ და „ლუ­კო­ი­ლი“– 1.89 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.90; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.95 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 1.97 ლარი.
  • ბუ­ნებ­რი­ვი აირი (CNG) - „სო­კა­რი“ – 1.30 ლარი; “გალ­ფი“ – 1.39 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 1.39 ლარი.

ბრენ­დულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე მომ­ხმა­რებ­ლებს სხვა­დას­ხვა ფას­დაკ­ლე­ბი­თა და ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თით სარ­გებ­ლო­ბა შე­უძ­ლი­ათ, ამი­ტომ 10 ივ­ნი­სის ფას­დაკ­ლე­ბე­ბით საწ­ვა­ვის ფა­სე­ბი ასე­თი იყო:

  • რე­გუ­ლა­რი– „ვი­სო­ლი“ – 1.70 ლარი; „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.70 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.71 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.77 ლარი;„გალ­ფი“ – 1.79 ლარი.
  • პრე­მი­უ­მი - „ლუ­კო­ი­ლი“ – 1.79; „სო­კა­რი“ – 1.81; „გალ­ფი“ – 1.84; „ვი­სო­ლი“ – 1.85; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.87 ლარი.
  • სუ­პე­რი - „სო­კა­რი“ – 2.01 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 2.02 ლარი; „ლუ­კო­ი­ლი“ – 2.03; „გალ­ფი“ – 2.04 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 2.06 ლარი.
  • დი­ზე­ლი - „სო­კა­რი“ – 1.71; „ვი­სო­ლი“ – 1.82 ლარი.
  • ევ­რო­დი­ზე­ლი - „გალ­ფი“ და „ლუ­კო­ი­ლი“– 1.79 ლარი; „სო­კა­რი“ – 1.81 ლარი; „რომ­პეტ­რო­ლი“ – 1.83 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 1.87 ლარი.
  • ბუ­ნებ­რი­ვი აირი (CNG) - „სო­კა­რი“ – 1.25 ლარი; “გალ­ფი“ – 1.29 ლარი; „ვი­სო­ლი“ – 1.34 ლარი ლარი.

საწ­ვავ­ზე შემ­ცი­რე­ბულ ფა­სებს ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­რა­თე­ბი კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დღეს საწ­ვა­ვი ხელ­მი­საწ­ვომ პრო­დუქ­ტად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, და­უბ­რუნ­დე­ბა თუ არა მისი ფასი ძველ ნიშ­ნულს.

morduxai
0

რომელი სულელი დაიჯერებს რომ ყველა ოპერატორი არ არის ცჰეკრული,,, დგეს ერტი დააკლებს კაპიკებს ხვალ მეორე და აასე,,,.სანაცვლოდ მიდის მომატებები,,,,. ვინ ამოწმებს რაოდენობებს ცჰასხმული ლიტრების,,,.არავინ,,.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

რა მდგომარეობაა საქართველოში საწვავის ფასების კუთხით და  სად არის მისი ღირებულება ყველაზე დაბალი?

11 ივნისის მონაცემებით, ერთი ბარელი WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი 38 აშშ დოლარია, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი კი 40.22 აშშ დოლარი. გასულ თვეებთან შედარებით, ივნისის დასაწყისში ნავთობის ფასმა მკვეთრად მოიმატა.

COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ერთ ბარელ ბრენტის ტიპისნავთობზე მინიმალური ფასი - 19.33 აშშ დოლარი 21 აპრილს დაფიქსირდა, რამაც საწვავის ფასის მკვეთრი ვარდნა განაპირობა.

საქართველოში საწვავის ფასწარმოქმნას ორი ფაქტორი განაპირობებს: ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე და ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მცურავია. შესაბამისად, მათი ცვალებადობის დინამიკა პირდაპირ აისახება ბენზინგასამართი სადგურების ტაბლოებზე.

საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც როგორ ოპეკის შეთანხმებამ, ისე საწვავზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.

„ჩვენთანბოლო 3-თვიან ჭრილს ანუ კარანტინის პერიოდს თუ ავიღებთ, ფასების შემცირება საცალო ქსელში საშუალოდ, 70-80 თეთრით დაფიქსირდა აბსოლუტურად ყველა ოპერატორზე, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები არის გაზრდილი, საქართველოს საბითუმო ბაზარზეც მოიმატა ფასმა. ამის შედეგად, ზოგიერთ არაბრენდირებულ გასამართსადგურზე დაფიქსირდა საშუალოდ, 5 თეთრით ფასებით მატება“, - განმარტა მან.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, მოკლევადიანი პროგნოზით ბრენდულ გასამართ სადგურებზე ფასები შეიძლება, სტაბილური დარჩეს, ხოლო არაბრენდულებზე ისევ დაკორექტირდეს და მცირედით გაიზარდოს.

მისივე განმარტებით, მომხმარებლების დიდი ნაწილი სარგებლობს ლოიალური მომხმარებლის ბარათებით, რაც საშუალებას აძლევთ, საწვავი ზოგად ფასებთან შედარებით უფრო იაფად შეიძინონ.

„შეიძლება ითქვას, თითქმის ყველა მომხმარებელს აქვს ლოიალური მომხმარებლის ბარათი და შესაძლოა, ერთი მომხმარებელი ყველა კომპანიის ბარათითაც სარგებლობდეს. გარდა იმისა, რომ ქსელურ გასამართ სადგურებს კონკრეტულ ნიშნულზე აქვთ ფასი, ისინი შაბათ-კვირას საკმაოდ კარგი შეთავაზება აქვთ მომხმარებლებთან - 15%-35%-იც კი, რაც საშუალოდ, 10-15-20-თეთრიანი ფასდაკლებაა და რეალურად, მომხმარებელი არსებულ ფასებთან შედარებით, გაცილებით დაბალი ღირებულებით იღებს საწვავს“, - განმარტა ნავთობიომპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ.

როგორია საწვავის ფასები დღეს? – 10 ივნისის მონაცემებით, ჩვენ რამდენიმე ბრენდული საწვავის ღირებულება შევადარეთ:

  • რეგულარი – „ლუკოილი“ – 1.78 ლარი; „სოკარი“ – 1.80 ლარი; „ვისოლი“ – 1.80; „გალფი“ – 1.89 ლარი, „რომპეტროლი“ – 1.89 ლარი.
  • პრემიუმი - „ლუკოილი“ – 1.89 ლარი; „სოკარი“ – 1.90 ლარი; „გალფი“ – 1.94; „ვისოლი“ – 1.95 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.99.
  • სუპერი - „სოკარი“ – 2.10 ლარი; „ვისოლი“ – 2.12 ლარი; „ლუკოილი“ – 2.13; „გალფი“ – 2.14 ლარი; „რომპეტროლი“ – 2.18 ლარი.
  • დიზელი - „სოკარი“ – 1.80; „ვისოლი“ – 1.92.
  • ევროდიზელი - „გალფი“ და „ლუკოილი“– 1.89 ლარი; „სოკარი“ – 1.90; „რომპეტროლი“ – 1.95 ლარი; „ვისოლი“ – 1.97 ლარი.
  • ბუნებრივი აირი (CNG) - „სოკარი“ – 1.30 ლარი; “გალფი“ – 1.39 ლარი; „ვისოლი“ – 1.39 ლარი.

ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებითა და ლოიალური მომხმარებლის ბარათით სარგებლობა შეუძლიათ, ამიტომ 10 ივნისის ფასდაკლებებით საწვავის ფასები ასეთი იყო:

  • რეგულარი– „ვისოლი“ – 1.70 ლარი; „ლუკოილი“ – 1.70 ლარი; „სოკარი“ – 1.71 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.77 ლარი;„გალფი“ – 1.79 ლარი.
  • პრემიუმი - „ლუკოილი“ – 1.79; „სოკარი“ – 1.81; „გალფი“ – 1.84; „ვისოლი“ – 1.85; „რომპეტროლი“ – 1.87 ლარი.
  • სუპერი - „სოკარი“ – 2.01 ლარი; „ვისოლი“ – 2.02 ლარი; „ლუკოილი“ – 2.03; „გალფი“ – 2.04 ლარი; „რომპეტროლი“ – 2.06 ლარი.
  • დიზელი - „სოკარი“ – 1.71; „ვისოლი“ – 1.82 ლარი.
  • ევროდიზელი - „გალფი“ და „ლუკოილი“– 1.79 ლარი; „სოკარი“ – 1.81 ლარი; „რომპეტროლი“ – 1.83 ლარი; „ვისოლი“ – 1.87 ლარი.
  • ბუნებრივი აირი (CNG) - „სოკარი“ – 1.25 ლარი; “გალფი“ – 1.29 ლარი; „ვისოლი“ – 1.34 ლარი ლარი.

საწვავზე შემცირებულ ფასებს ლოიალური მომხმარებლის ბარათები კიდევ უფრო ამცირებს და საბოლოო ჯამში, დღეს საწვავი ხელმისაწვომ პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა უცნობია, დაუბრუნდება თუ არა მისი ფასი ძველ ნიშნულს.

BTU-ს მაგისტრანტებს პორტუგალიური ბრაგანჩას პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიპლომის მიღების შესაძლებლობა გაუჩნდათ

ევროინს ჯორჯიამ საცალო გაყიდვების მიხედვით რეიტინგში მე- 5 ადგილზე გადაინაცვლა!

"კავეას" "დრაივ ინ" კინოთეატრები ლისზე ივლისში გაიხსნება