მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბულ ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჯი­ბღაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა ანა კო­ტე­ტიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, 5-წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი გა­ნე­სა­ზღვრა და ასე­ვე, და­ე­კის­რა ფუ­ლა­დი ჯა­რი­მაც, რის ოდე­ნო­ბა­საც ად­ვო­კა­ტი არ აკონ­კრე­ტებს.

ბრალ­დე­ბის მხა­რე­სა და ბრალ­დე­ბულს შო­რის მიღ­წე­უ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ამ­ტკი­ცა.

"ბრალ­დე­ბის მხა­რე­სა და ჩვენს შო­რის მიღ­წე­უ­ლი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა სა­სა­მარ­თლომ და­ამ­ტკი­ცა და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, უკვე ძა­ლა­შია შე­სუ­ლი. ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვილ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა, წარ­დგე­ნილ ბრალ­ში თავი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ, რა თქმა უნდა, გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა, მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი მო­ი­ნა­ნია. სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით იქნა ბრალ­დე­ბის მხა­რეს­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი. ჯი­ბღაშ­ვილს პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი 5 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა და ასე­ვე, და­ე­კის­რა ჯა­რი­მაც“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 21 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მისი ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩრე­კი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 0.5 გრა­მი კო­კა­ი­ნი და 2 ნა­ტე­ხი ტაბ­ლე­ტი ე.წ. კლუ­ბუ­რი ნარ­კო­ტი­კი ამო­ი­ღეს. ჯი­ბღაშ­ვილს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი და მე­სა­მე ნა­წი­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი 5-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ლე­ვან ჯი­ბღაშ­ვი­ლი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ იყო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაკვირვებამ აჩვენა რომ
0

ვინც ტელეეთერებში ყველაზე მეტად საუბრობს ზნეობაზე და პატრიოტობაზე, რეალობაში სრულად დაშორებულებია არიან

დალი
1

ბიზნესმენათ რომ მოქონდა თავი ნამუსახდილი ბარიგა ყოფილა.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

"თავი ცნო დამნაშავედ და მოინანია" - ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, - აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ჯიბღაშვილის ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის განმარტებით, ლევან ჯიბღაშვილს საპროცესო შეთანხმების თანახმად, 5-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ფულადი ჯარიმაც, რის ოდენობასაც ადვოკატი არ აკონკრეტებს.

ბრალდების მხარესა და ბრალდებულს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

"ბრალდების მხარესა და ჩვენს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა და დღეის მდგომარეობით, უკვე ძალაშია შესული. ლევან ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა, წარდგენილ ბრალში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა, მის მიერ ჩადენილი დანაშაული მოინანია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით იქნა ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმება მიღწეული. ჯიბღაშვილს პირობითი მსჯავრი 5 წლის ვადით განესაზღვრა და ასევე, დაეკისრა ჯარიმაც“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ლევან ჯიბღაშვილი სამართალდამცავებმა 21 აპრილს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩრეკისას სამართალდამცავებმა 0.5 გრამი კოკაინი და 2 ნატეხი ტაბლეტი ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს. ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარუდგინეს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ჯიბღაშვილი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

მტკვარში ნაპოვნი მეორე  გარდაცვლილი ბარ "ბაუჰაუსიდან" გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცია - შსს

მდინარე მტკვარში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მტკვარში ნაპოვნი გარდაცვლილი ბარ “ბაუჰაუსიდან” დაკარგული ახალგაზრდა ქალია, ბიჭის ძებნა გრძელდება - შსს