პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო
"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

ანი ღონ­ღა­ძე ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" წამ­ყვა­ნია, თუმ­ცა ის სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ, პრო­ექ­ტი­დან "ახა­ლი ხმა" გა­იც­ნო. მომ­ღე­რალ­მა 2015 წელს ბედი ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი თექთუ­მა­ნი­ძეს და­უ­კავ­ში­რა. წყვილს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია აქვს, რო­მელ­მაც უმ­ძი­მეს გან­საც­დელს გა­უძ­ლო...

ანი ღონ­ღა­ძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და იხ­სე­ნებს რო­გორც მისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, ისე იმ მძი­მე დღე­ებს, რო­მე­ლიც წყვილ­მა ერ­თად გა­ი­ა­რა და დაძ­ლია.

- ჩემი და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო. რომ ჩა­ვა­ბა­რე, ის უკვე სწავ­ლობ­და და ყვე­ლას უკ­ვირ­და, ასეთ წარ­მა­ტე­ბულ ფეხ­ბურ­თელს "თე­ატ­რა­ლურ­ში" რა უნ­დო­და (გი­ორ­გი სხვა­დას­ხვა წლებ­ში თა­მა­შობ­და: "დი­ნა­მო თბი­ლის­ში", რუს­თა­ვის "მე­ტა­ლურ­გში", ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტაკ­ში", გო­რის "დი­ლა­ში" და თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივ­ში", ავტ).

სა­ნამ გა­ვიც­ნობ­დი, ლექ­ტო­რე­ბის­გან მეს­მო­და, რომ ჩვენ­თან ერთი ფეხ­ბურ­თე­ლი სწავ­ლობს და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წერ­სო... მერე გა­ვი­ცა­ნით კი­დეც ერ­თმა­ნე­თი. მისი ვარ­ჯი­შე­ბი­დან და თა­მა­შე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად და­დი­ო­და, ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ მი­სალ­მე­ბით ვიც­ნობ­დით.

მერე და­ი­წყო პრო­ექ­ტი "ახა­ლი ხმა", რო­მელ­შიც მეც ჩა­ვერ­თე. ერთ დღე­საც თა­ვის გუნდთან ერ­თად, უყუ­რებ­და პრო­ექტს, მნა­ხა და მა­შინ­ვე მომ­წე­რა... ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა... შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი თით­ქმის სამი წელი ვი­ყა­ვით. შემ­დეგ და­ქორ­წი­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ.

- და­ო­ჯა­ხე­ბი­დან მა­ლე­ვე მოხ­და ის მძი­მე შემ­თხვე­ვა, რო­მელ­მაც თქვე­ნი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად შეც­ვა­ლა - ვგუ­ლის­ხმობ ავა­რი­ას, რო­მე­ლიც გი­ორ­გის ლან­ჩხუ­თის გზა­ზე შე­ემ­თხვა...

- ქორ­წი­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 8 თვე­ში მოხ­და... ბა­თუმ­ში მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, თვი­თონ ვარ­ჯი­შე­ბის გამო ვერ წა­მო­ვი­და (მა­შინ გო­რის "დი­ლა­ში" თა­მა­შობ­და), მაგ­რამ ადრე და­უმ­თავ­რდა ვარ­ჯი­ში და გა­და­წყვი­ტა ჩემ­თვი­საც ჩა­მო­ე­კი­თხა. იმ დღეს ძა­ლი­ან წვიმ­და. მან­ქა­ნა მო­უ­ცურ­და და მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა...

გი­ორ­გიმ მი­ი­ღო ქალა-ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა. თავ­ში უამ­რა­ვი ჩაქ­ცე­ვა ჰქონ­და, ერთი თვე კო­მა­ში იყო...

ჩემს მა­შინ­დელ ემო­ცი­ებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბევ­რი რამ არ მახ­სოვს... ზო­გა­დად არ ვარ ემო­ცი­უ­რი და იმ მო­მენ­ტშიც მე­გო­ნა, ემო­ცი­ებს არ გა­მოვ­ხა­ტავ­დი, მაგ­რამ რო­გორც მე­გობ­რე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ცუდ­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, არ და­მიშ­ვია, რომ ამ ამ­ბავს სხვა­ნა­ი­რი და­სას­რუ­ლი ექ­ნე­ბო­და. ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ მო­ე­რე­ო­და!

- რა გზა გა­ი­ა­რეთ ავა­რი­ი­დან გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი და გრძე­ლი გზა გა­ვი­ა­რეთ. გი­ორ­გი ერთი თვე კო­მა­ში იყო. შემ­დე­გაც მძი­მე პე­რი­ო­დი და­ი­წყო, რად­გან დრო და­ჭირ­და რა­ღა­ცე­ბის აღ­დგე­ნას, უფრო ფი­ზი­კურ მხა­რეს.

მეხ­სი­ე­რე­ბა (ამ ტრამ­ვას ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში მეხ­სი­ე­რე­ბის და­კარ­გვა ახა­სი­ა­თებს) სა­ბედ­ნი­ე­როდ, არ ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი. მხო­ლოდ ავა­რი­ის დღე არ ახ­სოვს და კო­მი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ, რა­ღაც პე­რი­ო­დი აქვს ამო­ვარ­დნი­ლი. რო­გორც ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, ამ ტრავ­მის­თვის ნორ­მა­ლუ­რია. მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით კარ­გად გა­ვერ­კვიე - მის და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მე­დი­ცი­ნო ლი­ტე­რა­ტუ­რას აქ­ტი­უ­რად ვეც­ნო­ბო­დი.

- თა­ვად რო­გორ იყო ემო­ცი­უ­რად?

- როცა უკვე თვი­თონ ნელ-ნელა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რა მოხ­და, ძა­ლი­ან ბევ­რს იბ­რძო­და, ვარ­ჯი­შობ­და. ორ­ჯერ ვი­ყა­ვით გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ფი­ზი­კუ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი გა­ი­ა­რა. მოკ­ლედ, ასე ეტა­პობ­რი­ვად გა­მო­ვი­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი აღ­მოჩ­ნდა...

ემო­ცი­უ­რად ცუ­დად არას­დროს ყო­ფი­ლა. არ მე­გო­ნა, ასე­თი ძლი­ე­რი თუ იყო. ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ ფეხ­ბურთს ისევ ითა­მა­შებ­და და ამის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. თუმ­ცა, არც მერე, როცა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ აქ­ტი­ურ სპორ­ტს ვერ და­უბ­რუნ­დე­ბო­და, დეპ­რე­სი­ა­ში არ ჩა­ვარ­დნი­ლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის გა­აზ­რე­ბა გა­უ­ჭირ­და და ვფიქ­რობ, დღემ­დე უჭირს. უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობს მე არ და­მა­ნა­ხოს, რომ ამას გა­ნიც­დის.

ჩემ­თვი­საც ძა­ლი­ან რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ეს, რად­გა­ნაც ვიცი, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია მის­თვის პრო­ფე­სია, რო­მელ­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­უ­ძღვნა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლიც იყო.

- რა იყო ორი­ვეს­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ სირ­თუ­ლის პი­რის­პირ ყოფ­ნი­სას?

- ორი­ვეს­თვის ამ მძი­მე მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყ­ვნენ ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დი­დან არ მოგ­ვცი­ლე­ბი­ან. მათი დიდი მხარ­და­ჭე­რა არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენ­თან ერ­თად გა­ი­ა­რეს ყვე­ლა­ფე­რი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, თვი­თონ გი­ორ­გის ხა­სი­ა­თი, რო­გორც მი­უდ­გა ამ პრობ­ლე­მას. ასე­თი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ ვიცი, შევ­ძლებ­დი თუ არა იმ პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნას.

- ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ახლა გი­ორ­გი ისევ თა­ვის სფე­რო­შია. გა­ი­ა­რა მწვრთნე­ლის ლი­ცენ­ზია და აპი­რებს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას მიჰ­ყვეს. ფეხ­ბურ­თის გა­რე­შე არც წარ­მო­უდ­გე­ნია ცხოვ­რე­ბა და ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ მისი ცხოვ­რე­ბა ისევ სტა­დი­ონ­თან იყოს კავ­შირ­ში.

ფე­ხის გამო (მარ­ჯვე­ნა ფეხ­ში სი­სუს­ტე დარ­ჩა) და იმ ტრამ­ვის გამო, რაც ჰქონ­და, აქ­ტი­ურ სპორ­ტს ვერ გა­აგ­რძე­ლებ­და, თუმ­ცა დღე­ში ორ­ჯერ მა­ინც ვარ­ჯი­შობს და ცდი­ლობს, ეს ფე­ხის პრობ­ლე­მაც ბო­ლომ­დე გა­მო­ას­წო­როს და ფორ­მა­შიც იყოს. პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობს გუნდში. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რომ ისევ ფეხ­ბურ­თით იცხოვ­როს.

- თა­ვად რას იტყვი ფეხ­ბურთზე, გიყ­ვარს და ერ­კვე­ვი სპორ­ტის დე­ტა­ლებ­ში?

- მე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ გა­ვერ­კვიე ფეხ­ბურთში და შე­მიყ­ვარ­და კი­დეც. ამი­ტომ ჩემ­თვი­საც რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ვერ გა­აგ­რძე­ლა თა­მა­ში. ავა­რი­ის შემ­დეგ სტა­დი­ო­ნის­კენ გა­ხედ­ვაც არ მინ­დო­და. ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. მერე ისევ გი­ორ­გიმ მთხო­ვა და თა­მა­შებ­ზე ერ­თად და­ვი­წყეთ სი­ა­რუ­ლი.

- იმ რთულ პე­რი­ოდ­ში რას მიხ­ვდით და რა ის­წავ­ლეთ?

- ამ­ბავ­მა, რაც ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მძი­მე იყო, ბევ­რი რამ გვას­წავ­ლა, რა­ღაც­ნა­ი­რად უც­ბად გა­ვი­ზარ­დეთ. უკვე იმ­დე­ნი რამ გა­და­ვი­ტა­ნეთ ერ­თად, მარ­თლა უსი­ტყვოდ გვეს­მის ერ­თმა­ნე­თის. ვცდი­ლობთ, ცუდი არ გა­ვიხ­სე­ნოთ და ისე ვი­ცხოვ­როთ, თით­ქოს ის მძი­მე პე­რი­ო­დი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში არ ყო­ფი­ლა. მგო­ნი, ვა­ხერ­ხებთ კი­დეც. ხან მგო­ნია, რომ ის ამ­ბა­ვი ჩვენ კი არა, სხვა ადა­მი­ა­ნებს გა­დახ­დათ თავს.

ბო­ლოს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო - ადა­მი­ა­ნე­ბის სით­ბო და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა. დღემ­დე სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, ყველ­გან ვგრძნობთ ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბას. მად­ლო­ბას ვე­ტყვით ყვე­ლას, იმი­ტომ, რომ იმ რთულ პე­რი­ოდ­ში ეს ჩენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ იყო.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანუკა
0

ძალიან გამიხარდა ... ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ <3 <3 

R
2

გამიხარდა კარგი დასასრული რომ წავიკითხე. მახსოვს ეს

ამბავი, ბედნიერება თქვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

ანი ღონღაძე ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" წამყვანია, თუმცა ის საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ, პროექტიდან "ახალი ხმა" გაიცნო. მომღერალმა 2015 წელს ბედი ფეხბურთელ გიორგი თექთუმანიძეს დაუკავშირა. წყვილს ძალიან ლამაზი სიყვარულის ისტორია აქვს, რომელმაც უმძიმეს განსაცდელს გაუძლო...

ანი ღონღაძე ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და იხსენებს როგორც მისი სიყვარულის ისტორიას, ისე იმ მძიმე დღეებს, რომელიც წყვილმა ერთად გაიარა და დაძლია.

- ჩემი და გიორგის სიყვარულის ისტორია თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყო. რომ ჩავაბარე, ის უკვე სწავლობდა და ყველას უკვირდა, ასეთ წარმატებულ ფეხბურთელს "თეატრალურში" რა უნდოდა (გიორგი სხვადასხვა წლებში თამაშობდა: "დინამო თბილისში", რუსთავის "მეტალურგში", ცხინვალის "სპარტაკში", გორის "დილაში" და თბილისის "ლოკომოტივში", ავტ).

სანამ გავიცნობდი, ლექტორებისგან მესმოდა, რომ ჩვენთან ერთი ფეხბურთელი სწავლობს და არაჩვეულებრივად წერსო... მერე გავიცანით კიდეც ერთმანეთი. მისი ვარჯიშებიდან და თამაშებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში ძალიან იშვიათად დადიოდა, ამიტომ ერთმანეთს მხოლოდ მისალმებით ვიცნობდით.

მერე დაიწყო პროექტი "ახალი ხმა", რომელშიც მეც ჩავერთე. ერთ დღესაც თავის გუნდთან ერთად, უყურებდა პროექტს, მნახა და მაშინვე მომწერა... ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა... შეყვარებულები თითქმის სამი წელი ვიყავით. შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ.

- დაოჯახებიდან მალევე მოხდა ის მძიმე შემთხვევა, რომელმაც თქვენი ოჯახის ცხოვრება მოულოდნელად შეცვალა - ვგულისხმობ ავარიას, რომელიც გიორგის ლანჩხუთის გზაზე შეემთხვა...

- ქორწილიდან დაახლოებით 8 თვეში მოხდა... ბათუმში მეგობრებთან ერთად ვიყავი, თვითონ ვარჯიშების გამო ვერ წამოვიდა (მაშინ გორის "დილაში" თამაშობდა), მაგრამ ადრე დაუმთავრდა ვარჯიში და გადაწყვიტა ჩემთვისაც ჩამოეკითხა. იმ დღეს ძალიან წვიმდა. მანქანა მოუცურდა და მიკროავტობუსს შეეჯახა...

გიორგიმ მიიღო ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება. თავში უამრავი ჩაქცევა ჰქონდა, ერთი თვე კომაში იყო...

ჩემს მაშინდელ ემოციებს რაც შეეხება, ბევრი რამ არ მახსოვს... ზოგადად არ ვარ ემოციური და იმ მომენტშიც მეგონა, ემოციებს არ გამოვხატავდი, მაგრამ როგორც მეგობრები იხსენებენ, არაადეკვატური ვიყავი, თუმცა ცუდზე არასდროს მიფიქრია, არ დამიშვია, რომ ამ ამბავს სხვანაირი დასასრული ექნებოდა. ყოველთვის მჯეროდა, რომ მოერეოდა!

- რა გზა გაიარეთ ავარიიდან გამოჯანმრთელებამდე?

- საკმაოდ რთული და გრძელი გზა გავიარეთ. გიორგი ერთი თვე კომაში იყო. შემდეგაც მძიმე პერიოდი დაიწყო, რადგან დრო დაჭირდა რაღაცების აღდგენას, უფრო ფიზიკურ მხარეს.

მეხსიერება (ამ ტრამვას ძირითად შემთხვევაში მეხსიერების დაკარგვა ახასიათებს) საბედნიეროდ, არ ჰქონდა დაკარგული. მხოლოდ ავარიის დღე არ ახსოვს და კომიდან გამოსვლის შემდეგ, რაღაც პერიოდი აქვს ამოვარდნილი. როგორც ექიმები ამბობდნენ, ამ ტრავმისთვის ნორმალურია. მისი რეაბილიტაციის პროცესში სამედიცინო კუთხით კარგად გავერკვიე - მის დაავადებასთან დაკავშირებით სამედიცინო ლიტერატურას აქტიურად ვეცნობოდი.

- თავად როგორ იყო ემოციურად?

- როცა უკვე თვითონ ნელ-ნელა გააცნობიერა, რა მოხდა, ძალიან ბევრს იბრძოდა, ვარჯიშობდა. ორჯერ ვიყავით გერმანიაში, სადაც ფიზიკური რეაბილიტაციის კურსი გაიარა. მოკლედ, ასე ეტაპობრივად გამოვიდა მდგომარეობიდან. რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა...

ემოციურად ცუდად არასდროს ყოფილა. არ მეგონა, ასეთი ძლიერი თუ იყო. ბოლომდე სჯეროდა, რომ ფეხბურთს ისევ ითამაშებდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. თუმცა, არც მერე, როცა გააცნობიერა, რომ აქტიურ სპორტს ვერ დაუბრუნდებოდა, დეპრესიაში არ ჩავარდნილა. ყველაზე მეტად ამის გააზრება გაუჭირდა და ვფიქრობ, დღემდე უჭირს. უბრალოდ, ცდილობს მე არ დამანახოს, რომ ამას განიცდის.

ჩემთვისაც ძალიან რთული აღმოჩნდა ეს, რადგანაც ვიცი, რამდენად ძვირფასია მისთვის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუძღვნა და საკმაოდ წარმატებულიც იყო.

- რა იყო ორივესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სირთულის პირისპირ ყოფნისას?

- ორივესთვის ამ მძიმე მომენტებში ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ ჩვენი მეგობრები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში გვერდიდან არ მოგვცილებიან. მათი დიდი მხარდაჭერა არასდროს დამავიწყდება. შეიძლება ითქვას, ჩვენთან ერთად გაიარეს ყველაფერი. მნიშვნელოვანი იყო, თვითონ გიორგის ხასიათი, როგორც მიუდგა ამ პრობლემას. ასეთი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, შევძლებდი თუ არა იმ პერიოდის გადატანას.

- ახლა რა მდგომარეობაა?

- ახლა გიორგი ისევ თავის სფეროშია. გაიარა მწვრთნელის ლიცენზია და აპირებს, რომ ამ მიმართულებას მიჰყვეს. ფეხბურთის გარეშე არც წარმოუდგენია ცხოვრება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი ცხოვრება ისევ სტადიონთან იყოს კავშირში.

ფეხის გამო (მარჯვენა ფეხში სისუსტე დარჩა) და იმ ტრამვის გამო, რაც ჰქონდა, აქტიურ სპორტს ვერ გააგრძელებდა, თუმცა დღეში ორჯერ მაინც ვარჯიშობს და ცდილობს, ეს ფეხის პრობლემაც ბოლომდე გამოასწოროს და ფორმაშიც იყოს. პარალელურად მუშაობს გუნდში. მოკლედ, ყველაფერს აკეთებს, რომ ისევ ფეხბურთით იცხოვროს.

- თავად რას იტყვი ფეხბურთზე, გიყვარს და ერკვევი სპორტის დეტალებში?

- მე მასთან ურთიერთობის შემდეგ გავერკვიე ფეხბურთში და შემიყვარდა კიდეც. ამიტომ ჩემთვისაც რთული აღმოჩნდა ის, რომ ვერ გააგრძელა თამაში. ავარიის შემდეგ სტადიონისკენ გახედვაც არ მინდოდა. ძალიან განვიცდიდი. მერე ისევ გიორგიმ მთხოვა და თამაშებზე ერთად დავიწყეთ სიარული.

- იმ რთულ პერიოდში რას მიხვდით და რა ისწავლეთ?

- ამბავმა, რაც ჩვენ ცხოვრებაში მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო, ბევრი რამ გვასწავლა, რაღაცნაირად უცბად გავიზარდეთ. უკვე იმდენი რამ გადავიტანეთ ერთად, მართლა უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ვცდილობთ, ცუდი არ გავიხსენოთ და ისე ვიცხოვროთ, თითქოს ის მძიმე პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში არ ყოფილა. მგონი, ვახერხებთ კიდეც. ხან მგონია, რომ ის ამბავი ჩვენ კი არა, სხვა ადამიანებს გადახდათ თავს.

ბოლოს აუცილებლად უნდა აღვნიშნო - ადამიანების სითბო და გულშემატკივრობა. დღემდე სადაც არ უნდა წავიდეთ, ყველგან ვგრძნობთ ძალიან დიდ ყურადღებას და გულშემატკივრობას. მადლობას ვეტყვით ყველას, იმიტომ, რომ იმ რთულ პერიოდში ეს ჩენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო.