ავტორი:

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...

ბუნების კონსერვაციის საზოგადოება "საბუკოს" წარმომადგენლებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კუმისის ტბაზე ეგზოტიკური ფრინველი აღმოაჩინეს. ფლამინგოს ფოტოები არასამთავრობო ორგანიზაციამ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა:

"სრულიად შემთხვევით, საკმაოდ უჩვეულო ამბის შემსწრენი გავხდით - კუმისის ტბაზე ეს მარტოხელა ფლამინგო დავაფიქსირეთ. ფლამინგოები საქართველოში ოქტომბერში, ჯავახეთში შეგხვდებათ, როცა საქართველოს გავლით მიგრირებენ.

ეს ზრდასრული ინდივიდი ახლა წესით ირანში, თურქეთში ან აზერბაიჯანში მაინც უნდა იყოს.

ცოტა სევდიანად გამოიყურება, თქვენ რას ფიქრობთ?" - ვკითხულობთ "საბუკოს" გვერდზე.

ზამთარი თელავში - ულამაზესი ფოტოები კახეთიდან

"ბურთი და მოედანი“ ბროდვეიზე, სტალინისტი იპოლიტე და სტალინის ქალიშვილის დაბადების დღეზე დაპატიჟების ამბავი - ცნობილ ქართველებს გადახდენილი სახალისო ისტორიები

ვის ეკუთვნის სინამდვილეში "ჩიკას და შაგუს სახლი" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"?