ავტორი:

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

რატომ ხდება აუდიოწიგნები სულ უფრო პოპულარული და რა უპირატესობა აქვს მას?

მიუხედავად იმისა, რომ აუდიოწიგნების პოპულარობა თითქოს ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით იზრდება, მათი წარმოება გაცილებით ადრე დაიწყო.

ჩაწერილი ხმოვანი მასალების ფომატი (ვინილი) სკოლებში 1970-იან წლებში გამოჩნდა, თუმცა მანამდე, 1932 წელს, ამერიკის უსინათლოთა ფონდმა 15-წუთიანი აუდიოჩანაწერები გამოუშვა, რომელზეც წიგნები იყო გახმოვანებული. დღევანდელი აუდიოწიგნები შეიძლება, მის გაგრძელებად ჩაითვალოს და ის ყველა ტიპის მომხმარებლისთვის უნივერსალურია.

რა თქმა უნდა, 1930-იან ან 1970-იან წლებში აუდიოწიგნების მოსმენა მხოლოდ საკლასო ოთახში ან სახლში იყო შესაძლებელი, თუმცა 2000-იან წლებში წიგნის მოყვარულებს Amazon-ის Audible-მა პირველი პორტატული აუდიოწიგნის გამოუშვა, რომელიც 200 აშშ დოლარი ღირდა, თუმცა მხოლოდ 2-საათიანი მასალის ჩაწერა იყო მასზე შესაძლებელი.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა და დღეს, მკითხველებს შეუძლიათ, თავიანთ ტელეფონში ათობით საათს მოუსმინონ მატარებელში, საკლასო ოთახში, სეირნობისას, ვარჯიშისას, პლაჟსა და ნებისმიერ ადგილზე, სადაც მოისურვებენ! გახმოვანებული წიგნების არჩევანი კი 2019 წლის მონაცემებით, ყოველწიურად მინიმუმ 35 000-ია. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკური მონაცემები რომ ავიღოთ, წლიურად, 67 მილიონი ამერიკელი უსმენს აუდიოწიგნებს (Audio Publishers Association).

თუ დღეს აუდიოწიგნების გადმოწერა როგორ IOS-ის, ისე ანდროიდის ოპერატიულ სისტემებზე შეგვიძლია, თავდაპირველად, მათ კასეტების მეშვეობით უსმენდნენ. შემდეგ კი CD-ის. CD ვერსია აუდიოწიგნები დღესაც იყიდება, თუმცა მათზე მოთხოვნა დაბალია, რადგან წიგნის თანამედროვე მოყვარულები ძირითადად, აუდიოწიგნების პლატფორმებზე აკეთებენ არჩევანს.

აუდიოწიგნებზე მოთხოვნის ზრდა და მისი ინდუსტრიის განვითარება პარალელურად მიმდინარეობდა. აშშ-საუდიოწიგნების ასოციაციის (Audio Publishers Association) წლიური მოხსენების თანახმად, ინდუსტრიის გაყიდვები 2016 წელს 2.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა და გასულ წელთან შედარებით 18.2 პროცენტით გაიზარდა. რიცხვები კიდევ უფრო მაღალია დღეს.მაგალითად, „ფორბსის“ ინფორმაციით, 20 წლის ასაკისა და უფრო ზრდასრული ამერიკელების მიერ აუდიოწიგნების მოხმარება 44%-მდე გაიზარდა.

სად უსმენენ აუდიოწიგნებს ყველაზე ხშირად?

აშშ-ის 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, წიგნის მოყვარულთა 71% მათ ყველაზე ხშირად სახლში უსმენდა, ხოლო 69% მანქანაში. 2019 წელს კი მანქანაში მოსმენის მაჩვენებელი 68%-მდე შემცირდა, ხოლო 74%-მდე გაიზარდა მათი რაოდენობა, ვინც აუდიოწიგნის მოსმენას სახლში ამჯობინებს.

რატომ გახდა აუდიოწიგნები პოპულარული?

პირველ რიგში, ამის მიზეზი დროის დეფიციტია. გადატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებს არ აქვთ იმის კომფორტი, რომ სახლში მისულებმა მშვიდად წაიკითხონ სასურველი წიგნი, ამიტომ ავტომობილით გადაადგილებისას ან თუნდაც რიგში დგომისას პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული ნაწარმოების მოსმენა ფაქტობრივად, წიგნის წაკითხვას უდრის.

ამასთან, ბევრი ადამიანი ხმოვანი სახით გადმოცემულ ინფორმაციას უკეთ ამუშავებს და სწრაფად იაზრებს, ვიდრე წაკითხულს. საბოლოო ჯამში, წიგნის ნაწარმოების გაცნობის ეს ფორმა ლიტერატურის მოყვარულთათვის რელაქსაციის ერთ-ერთი ფორმაა.

რამდენად პოპულარულია აუდიოწიგნები საქართველოში?

ეს შეკითხვა აუდიოწიგნების ქართულ პლატფორმას Gudabooks.ge-ს დავუსვით. მათი განმარტებით, პლატფორმა 200-ზე მეტ გახმოვანებულ წიგნს მოიცავს სხვადასხვა ჟანრისა და ასაკის ინტერესის მიხედვით, თუმცა მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მათი რაოდენობის ზრდა სწრაფ ტემპში უწევთ.

Gudabooks.ge დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა და უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მას სხვადასხვა ასაკის მომხმარებლები იყენებენ, თუმცა ძირითდად, უფრო ახალგაზრდებშია პოპულარული.

პროფესიონალი მსახიობების მიერ გახმოვანებული წიგნები ლიტერატურის მოყვარულებს საშუალებას აძლევს, თავიანთი აუდიობიბლიოთეკა შექმნან და დროისა და ადგილის მიუხედავად, სასურველ წიგნს მოუსმინონ.

იმისათვის, რომ აუდიოწიგნებს მოუსმინოთ, უნდა ჩამოტვირთოთ აპლიკაცია "გუდა", დარეგისტრირდეთ საიტზე gudabooks.ge, აირჩიოთ სასურველი წიგნი, შეიძინოთ, ამის შემდეგ კი გამომიჩნდებათ აპლიკაციაში.

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

ფრესკო ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ

კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს!