მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - “ვირუსი დაუდგინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ ექიმს”
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - “ვირუსი დაუდგინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ ექიმს”

თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, ლე­ვან გო­ფო­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს კი­დევ სამ მე­დი­კოსს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. რო­გორც გო­ფო­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ჯამ­ში კლი­ნი­კას 4 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სი ჰყავს.

"ამ დრო­ის­თვის რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 34 პა­ცი­ენ­ტია, მათ­გან 10 პა­ცი­ენტს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კო­ვი­დინ­ფექ­ცია. ერთი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა იმი­ტომ, რომ იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია აქვს. სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი­დან 4-ს და­უ­დას­ტურ­და კო­ვი­დინ­ფექ­ცია, ეს მოხ­და გუ­შინ პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და დღეს კი­დევ 3 და­ე­მა­ტა. ჩვენ მუდ­მი­ვარდ ვა­ტა­რებ­დით გეგ­მუ­რად PCR ტეს­ტი­რე­ბას მთე­ლი პერ­სო­ნა­ლის, ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი გვქონ­და, სრუ­ლად გა­ტეს­ტი­ლი გვყავ­და და ყვე­ლა ნე­გა­ტი­უ­რი იყო, ახლა თა­ვი­დან და­ვი­წყეთ და გავ­ტეს­ტავთ მედ­პერ­სო­ნალს იმის­თვის, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გავ­რცე­ლე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და გო­ფო­ძემ.

მისი თქმით, პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. რაც შე­ე­ხე­ბა წყა­რო­ებს, მათი კვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"წყა­როს თქმა ძა­ლი­ან ძნე­ლია. პირ­ვე­ლი, ვი­საც და­უ­დას­ტურ­და, ეს იყო კო­რი­დო­რის დამ­ლა­გე­ბე­ლი და მას უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, მაგ­რამ სა­ი­დან მო­ვი­და, ამის ძებ­ნა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია. ამა­ზე NCDC მუ­შა­ობს, იკ­ვლევს მათ კონ­ტაქ­ტებს და შემ­დგომ­ში კონ­ტაქ­ტე­ბის შე­მოწ­მე­ბის შემ­დგომ ვნა­ხავთ, სა­ი­დან მოხ­და და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია,

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნაკ­ლე­ბი სიმპტო­მე­ბი აქვთ. ერ­თა­დერ­თი, პირ­ვე­ლად ვი­საც და­უ­დას­ტურ­და, მას ჰქონ­და ცხე­ლე­ბა 37.2, და­ნარ­ჩე­ნებს ცხე­ლე­ბაც არ უფიქ­სირ­დე­ბათ, მაგ­რამ ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, ისი­ნი ჩვენ­თან დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან. აქ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იქ­ნეს გა­მოკ­ვლე­უ­ლი კლი­ნი­კა­ში მო­მუ­შა­ვე მედ­პერ­სო­ნა­ლი, თა­ვი­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ჩათ­ვლით, ამის შემ­დგომ გვე­ცო­დი­ნე­ბა, რა კონ­დი­ცი­ა­შია ჩვე­ნი სტა­ფი“, - აღ­ნიშ­ნა გო­ფო­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 3-ით გა­ი­ზარ­და და 831 გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 3213 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 303 პირი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია 694 ადა­მი­ა­ნი , ხოლო 13 გარ­და­იც­ვა­ლა.

ამას­თან, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

"ამას­თან, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე."-ამათი ამბავი არ დაგვიმალოთ , გთხოვთ, განკურნების დედლაინი გავიდა და ?!

გიორგი
2

ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. ვერ ვხვდებით, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო ადამიანი, რომელსაც არ სჯერა კორონავირუსის, ის პაპუასია. ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. ვფიქრობ ადრე "აუშვეს" ხალხი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - “ვირუსი დაუდგინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ ექიმს”

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა - “ვირუსი დაუდგინდა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამ ექიმს”

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ სამ მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში კლინიკას 4 ინფიცირებული მედიკოსი ჰყავს.

"ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 34 პაციენტია, მათგან 10 პაციენტს დადასტურებული აქვს კოვიდინფექცია. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა იმიტომ, რომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე და ორმხრივი პნევმონია აქვს. სამედიცინო პერსონალიდან 4-ს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, ეს მოხდა გუშინ პირველი შემთხვევა და დღეს კიდევ 3 დაემატა. ჩვენ მუდმივარდ ვატარებდით გეგმურად PCR ტესტირებას მთელი პერსონალის, ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა და ყველა ნეგატიური იყო, ახლა თავიდან დავიწყეთ და გავტესტავთ მედპერსონალს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ გავრცელება”, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება წყაროებს, მათი კვლევა მიმდინარეობს.

"წყაროს თქმა ძალიან ძნელია. პირველი, ვისაც დაუდასტურდა, ეს იყო კორიდორის დამლაგებელი და მას უშუალოდ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია, მაგრამ საიდან მოვიდა, ამის ძებნა ჩვენთვის ძალიან ძნელია. ამაზე NCDC მუშაობს, იკვლევს მათ კონტაქტებს და შემდგომში კონტაქტების შემოწმების შემდგომ ვნახავთ, საიდან მოხდა დაინფიცირება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,

შეიძლება ითქვას, რომ ნაკლები სიმპტომები აქვთ. ერთადერთი, პირველად ვისაც დაუდასტურდა, მას ჰქონდა ცხელება 37.2, დანარჩენებს ცხელებაც არ უფიქსირდებათ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ისინი ჩვენთან დაკვირვების ქვეშ იქნებიან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული კლინიკაში მომუშავე მედპერსონალი, თავისი ადმინისტრაციის ჩათვლით, ამის შემდგომ გვეცოდინება, რა კონდიციაშია ჩვენი სტაფი“, - აღნიშნა გოფოძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 831 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3213 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 303 პირი.

ინფორმაციისთვის, გამოჯანმრთელებულია 694 ადამიანი , ხოლო 13 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

„ნენსკრა ჰიდრომ“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი შექმნა

დარჩება თუ არა საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ინტერნეტის გარეშე და რა ბედი ელის ერთადერთ ევროპულ ინტერნეტს საქართველოში?

ძლიერი წვიმა და სეტყვა - როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას საქართველოში