ავტორი:

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ძროხას შეადარა  - "მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება"

ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია ძროხას შეადარა  - "მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება"

ოპოზიციაზე ვამბობ, ხარზე მეტად ჰგავს ძროხას. რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შემოდგომაზე ოპოზიციას საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს.

"რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ, რომ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ადგილი მიეჩინოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ქართული საზოგადოება მიუჩენს საკუთარ ადგილს ოქტომბერში", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შეიძლება, ვიხილოთ "ქართული ოცნების" სიის სათავეში ირაკლი კობახიძე.

"კობახიძე სიის სათავეში? - ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ", - განაცხადა ბესელიამ.

"მედიასაშუალებების უპასუხისმგებლო ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა"  - კობახიძე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე

"არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს" - პრემიერი

"მე რაც ინფორმაცია მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, რომელიც, შეიჭრა ბანკის ფილიალში" - პრემიერის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობაზე