სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა
კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა

15 ივ­ნისს, გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად, გა­მო­ვა ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვის ბოლო, მე-8 ტომი, რო­მე­ლიც კვე­ბით ალერ­გი­ას ეხე­ბა.

კვე­ბი­თი ალერ­გია რთუ­ლი, მრა­ვალ­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში 220მი­ლი­ონ­ზე მეტ ადა­მი­ანს აღე­ნიშ­ნე­ბა და მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გლო­ბა­ლუ­რიპ­რობ­ლე­მაა. რამ­დე­ნა­დაც სწრა­ფია მისი გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი, იმ­დე­ნად დი­დია ამ პრობ­ლე­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რო­გორც ინ­ტე­რე­სი, ისე მღელ­ვა­რე­ბის მი­ზე­ზი.

კვე­ბი­თი ალერ­გია კონ­კრე­ტულ კვე­ბით ალერ­გენ­ზე არა­სა­სურ­ვე­ლი რე­აქ­ცი­აა, რა­სა­ცუზ­რუნ­ველ­ყოფს იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი და იმ ადა­მი­ანს უვი­თარ­დე­ბა, რო­მე­ლიცმგრძნო­ბი­ა­რეა ამ კონ­კრე­ტუ­ლი ალერ­გე­ნის მი­მართ.

ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვის მე-8 ტომი - „კვე­ბი­თი ალერ­გია, საკ­ვე­ბი­სად­მი ჰი­პერმგრძნო­ბე­ლო­ბა და აუ­ტან­ლო­ბა“ სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ, და­ად­გი­ნოთ, თუ რო­მე­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი იწ­ვე­ვენ თქვენ­ში ყვე­ლა­ზე მეტ დის­კომ­ფორ­ტს. ასე­ვე, უკე­თე­სად გა­ერ­კვე­ვით გას­ტრო­ენ­ტე­რიტ­თან, საკ­ვე­ბის მი­მართ შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა­სა და კვე­ბით ალერ­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ში. ის­წავ­ლით იმ სიმპტო­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თე­ბენ და ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზის და­სად­გე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ტა­რე­ბის კუ­თხი­თაც დაკ­ვა­ლი­ან­დე­ბით. აქვე გა­ეც­ნო­ბით არა­ერთ სა­სარ­გებ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ, ჯან­სა­ღი პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნოთ და კერ­ძე­ბი სა­თა­ნა­დო წე­სე­ბის დაც­ვით მო­ამ­ზა­დოთ, რი­თაც თა­ვი­დან აი­რი­დებთ კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის საფრ­თხეს; გა­ეც­ნო­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბით საკ­ვე­ბის მი­მართ შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მარ­თვას შეძ­ლებთ და მავ­ნე პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბას თა­ვი­დან აი­რი­დებთ.

„კვე­ბით ალერ­გი­ა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს და­ა­ვა­დე­ბის­დრო­უ­ლად ამოც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის და­ა­ვა­დე­ბა­ზე გა­წე­ულ ხარ­ჯებს. გარ­და ამი­სა, ბევ­რის­თვის ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, რომ ისე­თი მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია, რო­გო­რიც ანა­ფი­ლაქ­სი­აა, შე­საძ­ლოა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს.ამ ნაშ­რო­მი­დან მკი­თხვე­ლი გა­ი­გებს, რო­გორ ამო­იც­ნოს დრო­უ­ლად კვე­ბი­თი ალერ­გი­ა­თუ საკ­ვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცია, რო­გორ გა­ნას­ხვა­ოს ალერ­გი­ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი­საფრ­თხე­ე­ბი საკ­ვე­ბის აუ­ტან­ლო­ბის­გან, მი­ი­ღებს მნიშ­ვნე­ლო­ვან რე­კო­მენ­და­ცი­ებს, გა­ეც­ნო­ბა­დი­აგ­ნოს­ტი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებ­სა და მე­თო­დე­ბის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს, პრე­ვენ­ცი­ი­სა დამ­კურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს გზებ­სა და პერ­სპექ­ტი­ვებს.ეს წიგ­ნი კარ­გი გზამ­კვლე­ვია პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. თა­ნა­მედ­რო­ვე და­უ­ახ­ლე­სი ინ­ფორ­მა­ცია ხელს შე­უ­წყობს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს პრობ­ლე­მი­სად­მი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, ჯან­დაც­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს კი ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა,“ - მაია რუ­ხა­ძე, ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი.

წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 6.50, გა­ზეთ­თან ერ­თად - 8 ლარი.შე­გახ­სე­ნებთ, რომ "ჰარ­ვარ­დის სა­მე­დი­ცი­ნო გზამ­კვლე­ვი მთე­ლი ოჯა­ხი­სათ­ვის" არის სე­რია, რო­მე­ლიც მკი­თხველს ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებ­ზე, რისკ-ფაქ­ტო­რებ­სა და დი­აგ­ნოს­ტი­კა­ზე, გამ­წვა­ვე­ბის მარ­თვა­სა და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის გზებ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ენით მი­აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ავტორი:

კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა

კვებითი ალერგია - საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა

15 ივნისს, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, გამოვა ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის ბოლო, მე-8 ტომი, რომელიც კვებით ალერგიას ეხება.

კვებითი ალერგია რთული, მრავალფაქტორული დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში 220მილიონზე მეტ ადამიანს აღენიშნება და მსოფლიო ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გლობალურიპრობლემაა. რამდენადაც სწრაფია მისი გავრცელების ტემპი, იმდენად დიდია ამ პრობლემისადმი საზოგადოების როგორც ინტერესი, ისე მღელვარების მიზეზი.

კვებითი ალერგია კონკრეტულ კვებით ალერგენზე არასასურველი რეაქციაა, რასაცუზრუნველყოფს იმუნოლოგიური მექანიზმები და იმ ადამიანს უვითარდება, რომელიცმგრძნობიარეა ამ კონკრეტული ალერგენის მიმართ.

ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის მე-8 ტომი - „კვებითი ალერგია, საკვებისადმი ჰიპერმგრძნობელობა და აუტანლობა“ საშუალებას გაძლევთ, დაადგინოთ, თუ რომელი საკვები პროდუქტები იწვევენ თქვენში ყველაზე მეტ დისკომფორტს. ასევე, უკეთესად გაერკვევით გასტროენტერიტთან, საკვების მიმართ შეუწყნარებლობასა და კვებით ალერგიასთან დაკავშირებულ საკითხებში. ისწავლით იმ სიმპტომების იდენტიფიცირებას, რომლებიც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე მიუთითებენ და ზუსტი დიაგნოზის დასადგენად აუცილებელი ანალიზების ჩატარების კუთხითაც დაკვალიანდებით. აქვე გაეცნობით არაერთ სასარგებლო ინფორმაციას, რაც შესაძლებლობას მოგცემთ, ჯანსაღი პროდუქტი შეიძინოთ და კერძები სათანადო წესების დაცვით მოამზადოთ, რითაც თავიდან აირიდებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და ალერგიული რეაქციების განვითარების საფრთხეს; გაეცნობით რეკომენდაციებსაც, რომელთა მეშვეობით საკვების მიმართ შეუწყნარებლობის მართვას შეძლებთ და მავნე პროდუქტების მოხმარებას თავიდან აირიდებთ.

„კვებით ალერგიაზე ინფორმაციის ნაკლებობა მნიშვნელოვნად აფერხებს დაავადებისდროულად ამოცნობის შესაძლებლობას და უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებაზე გაწეულ ხარჯებს. გარდა ამისა, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ ისეთი მძიმე ალერგიული რეაქცია, როგორიც ანაფილაქსიაა, შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.ამ ნაშრომიდან მკითხველი გაიგებს, როგორ ამოიცნოს დროულად კვებითი ალერგიათუ საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაცია, როგორ განასხვაოს ალერგიით განპირობებულისაფრთხეები საკვების აუტანლობისგან, მიიღებს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, გაეცნობადიაგნოსტიკის თანამედროვე მიდგომებსა და მეთოდების თავისებურებებს, პრევენციისა დამკურნალობის უახლეს გზებსა და პერსპექტივებს.ეს წიგნი კარგი გზამკვლევია პაციენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. თანამედროვე დაუახლესი ინფორმაცია ხელს შეუწყობს დაინტერესებულ პირებს პრობლემისადმი ცნობიერების ამაღლებასა და განათლების მიღებაში, ჯანდაცვის პროფესიონალებს კი ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება,“ - მაია რუხაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

წიგნის სპეციალური ფასია 6.50, გაზეთთან ერთად - 8 ლარი.შეგახსენებთ, რომ "ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევი მთელი ოჯახისათვის" არის სერია, რომელიც მკითხველს ყველაზე გავრცელებული დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ-ფაქტორებსა და დიაგნოსტიკაზე, გამწვავების მართვასა და პრობლემების მოგვარების გზებზე პოპულარული ენით მიაწვდის ინფორმაციას.

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი“ - ამ მთისა და იმ ბარის ამბები

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ეპილოგი)

300 წელიწადში, შესაძლოა, ტყეები განადგურდეს - რა არის გამოსავალი?