პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?
რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?

ბოლო პე­რი­ო­დია, ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ე­ბი სულ უფრო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, გან­სა­კუთ­რე­ბით თავ­და­გა­დას­ვლე­ბის მოყ­ვა­რულ დამ­სვე­ნებ­ლებ­ში.

ქსე­ლურ და ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს შო­რის არ­ჩე­ვანს ხში­რად, გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბის, სიმ­ყუდ­რო­ვის, სა­ინ­ტე­რე­სო­სა და ორი­გი­ნა­ლუ­რის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ გახ­და გარ­კვე­უ­ლი იდე­ის მა­ტა­რე­ბე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი, ვიდ­რე სტან­დარ­ტუ­ლი.

ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით 4 რამ, რაც ბუ­ტი­კის ტი­პი­სა და სტან­დარ­ტულ სას­ტუმ­როს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­ნახსვა­ვებს:

ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა

რო­გორც წესი, ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ში ოთა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ქსე­ლურ სას­ტუმ­რო­ში.

თუ ხალ­ხმრა­ვალ, ხმა­უ­რი­ან სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მეტი სიმ­შვი­დე, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი გა­რე­მო და გან­მარ­ტო­ე­ბა გირ­ჩევ­ნი­ათ, მა­შინ ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს უნდა ეწ­ვი­ოთ. ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ში სიმ­შვი­დის და სიმ­ყუდ­რო­ვის ფაქ­ტო­რი მე­ტად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია. ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­და­ტა­ნი­ლია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე.

ოთა­ხე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი

როცა საქ­მე დი­ზა­ი­ნის სა­კი­თხზე მიდ­გე­ბა, ცალ­სა­ხაა, რომ ქსე­ლუ­რი სას­ტუმ­რო­სა და ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს ოთა­ხე­ბის სტი­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა.

რო­გორც წესი, ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს თი­თო­ე­უ­ლი ოთა­ხის დი­ზა­ი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა, რო­გორც სტი­ლით, ასე­ვე დე­კო­რით და აქ­სე­სუ­ა­რე­ბით.შე­იძ­ლე­ბა, ერთი უფრო ნა­თელ ფე­რებ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე დე­ტა­ლე­ბით იყოს გა­და­წყვე­ტი­ლი, მე­ო­რე შე­და­რე­ბით მუქ ფე­რებ­ში და ა.შ.

ამას­თან, ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ყვე­ლა ნომ­რის ექ­სკლუ­ზი­უ­რი დი­ზა­ი­ნი, რო­მე­ლიც არ მე­ორ­დე­ბა.

და­ცუ­ლია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა

ერთ-ერთი მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რის გა­მოც დამ­სვე­ნებ­ლე­ბი არ­ჩე­ვანს ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ზე აკე­თე­ბენ, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბაა.

ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო Tapis Rouge VIP Boutique Batumi-ის დი­რექ­ტო­რი ნა­თია დო­ლი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ასე­თი სას­ტუმ­როს უმ­თავ­რე­სი ღირ­სე­ბა სწო­რედ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა უნდა იყოს. ყვე­ლა სტუ­მარ­მა უნდა იგ­რძნოს, რომ მისი დას­ვე­ნე­ბა სწო­რედ ისე­თია, რო­გორც თა­ვად აირ­ჩია და თუ შე­საძ­ლოა, სხვა დამ­სვე­ნებ­ლებს შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ სა­უზ­მე­ზე ან სა­დილ­ზე შეხ­ვდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის სრუ­ლი კონ­ფე­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა და­ცუ­ლია, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად სარ­გებ­ლო­ბენ, ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ა.შ., რათა ზუს­ტად იცი­ან, რომ აქ მოს­მე­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი სრუ­ლი­ად. თუმ­ცა ჩვენს დამ­სვე­ნე­ბელ­თა შო­რის არის ასე­ვე ოჯა­ხე­ბი, მე­გობ­რე­ბი, რო­მან­ტი­უ­ლი წყვი­ლე­ბი და უბ­რა­ლოდ ის ტუ­რის­ტე­ბი, ვი­საც სურს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბა, მყუდ­რო, ლა­მაზ და დი­ზა­ი­ნე­რულ გა­რე­მო­ში“, - გან­მარ­ტავს ნა­თია დო­ლი­ძე.

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბი­სა და ვინ­ტა­ჟის სინ­თე­ზი

ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ში თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა და ვინ­ტა­ჟი იმ­დე­ნად ორ­გა­ნუ­ლად ერ­წყმის ერ­თმა­ნეთს, რომ მათი გან­ცალ­კე­ვე­ბა აზ­რა­დაც არ მო­გი­ვათ.

აქ ავე­ჯი და დე­კო­რა­ცია შე­იძ­ლე­ბა ვინ­ტა­ჟუ­რი სტი­ლის იყოს, მაგ­რამ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყოს ისე­თი ბრენ­დე­ბის აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და ტექ­ნი­კა, რო­გო­რი­ცაა Villeroy & Boch, კლი­მატ კონ­ტრო­ლის­თვის „და­ი­კი­ნის სის­ტე­მა“, Smart TV ყვე­ლა ნო­მერ­ში, ორ­გა­ნულ ზეთ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი კლა­სის კოს­მე­ტი­კა რო­გორც უფ­რო­სე­ბის­თვის, ისე ბავ­შვე­ბის­თვის და ა.შ.

Tapis Rouge VIP Boutique Batumi-ის დი­რექ­ტო­რი ნა­თია დო­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ ასე­თი დე­ტა­ლე­ბი ქმნის მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ღალ ხა­რისხს, რაც დამ­სვე­ნე­ბელს ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო­ში ძა­ლი­ან მოს­წონს.

„ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია არა დიდი ოდე­ნო­ბით სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბა, არა­მედ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, რო­მელ­თაც და­ეთ­მო­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა. ჩვე­ნი სას­ტუმ­რო მო­ი­ცავს, ყვე­ლა ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ ღირ­სე­ბას, ჩვე­ნი ყო­ვე­ლი ტუ­რის­ტი თვლის, რომ მარ­ტო ის­ვე­ნებს სას­ტუმ­რო­ში და მხო­ლოდ მისთთვის მუ­შა­ობს მთე­ლი პერ­სო­ნა­ლი“, - გან­მარ­ტავს ნა­თია დო­ლი­ძე.

დას­ვე­ნე­ბის­თვის ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­რო უკე­თე­სია თუ სტან­დარ­ტუ­ლი?

თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. რა თქმა უნდა, სტან­დარ­ტულ სას­ტუმ­რო­ში დას­ვე­ნე­ბა არას­დროს და­კარ­გავს პო­პუ­ლა­რო­ბას, თუმ­ცა ის, რომ ბუ­ტიკ-სას­ტუმ­რო­ე­ბი უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, სი­ახ­ლე­ე­ბი­სად­მი მზა­ო­ბას ნიშ­ნავს.

სას­ტუმ­რო ტაპი რუჟ-ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ, ვინც ამ კონ­კრე­ტულ სას­ტუმ­რო­ში ერთხელ და­ის­ვე­ნეს, ხში­რად მე­ო­რედ და მე­სა­მე­დაც ბრუნ­დე­ბი­ან სწო­რედ იმ ინ­ტე­რი­ე­რი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო, რაც ბუ­ტი­კის ტი­პის სას­ტუმ­როს ახა­სი­ა­თებს.

ავტორი:

რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?

რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?

ბოლო პერიოდია, ბუტიკის ტიპის სასტუმროები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით თავდაგადასვლების მოყვარულ დამსვენებლებში.

ქსელურ და ბუტიკის ტიპის სასტუმროს შორის არჩევანს ხშირად, განსხვავებულობის, სიმყუდროვის, საინტერესოსა და ორიგინალურის სასარგებლოდ აკეთებენ. სწორედ ამიტომ გახდა გარკვეული იდეის მატარებელი სასტუმროები უფრო პოპულარული, ვიდრე სტანდარტული.

ჩვენ გამოვყავით 4 რამ, რაც ბუტიკის ტიპისა და სტანდარტულ სასტუმროს ერთმანეთისგან განახსვავებს:

ოთახების რაოდენობა

როგორც წესი, ბუტიკის ტიპის სასტუმროში ოთახების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ქსელურ სასტუმროში.

თუ ხალხმრავალ, ხმაურიან სასტუმროში დასვენების სანაცვლოდ, მეტი სიმშვიდე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო და განმარტოება გირჩევნიათ, მაშინ ბუტიკის ტიპის სასტუმროს უნდა ეწვიოთ. ბუტიკის ტიპის სასტუმროებში სიმშვიდის და სიმყუდროვის ფაქტორი მეტად გათვალისწინებულია. ძირითადი აქცენტი გადატანილია ინდივიდუალურ, მაღალი ხარისხის მომსახურებაზე.

ოთახების განსხვავებული სტილი

როცა საქმე დიზაინის საკითხზე მიდგება, ცალსახაა, რომ ქსელური სასტუმროსა და ბუტიკის ტიპის სასტუმროს ოთახების სტილი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება.

როგორც წესი, ბუტიკის ტიპის სასტუმროს თითოეული ოთახის დიზაინი ერთმანეთისგან განსხვავდება, როგორც სტილით, ასევე დეკორით და აქსესუარებით.შეიძლება, ერთი უფრო ნათელ ფერებში, თანამედროვე დეტალებით იყოს გადაწყვეტილი, მეორე შედარებით მუქ ფერებში და ა.შ.

ამასთან, ბუტიკის ტიპის სასტუმროს მთავარი მახასიათებელია ყველა ნომრის ექსკლუზიური დიზაინი, რომელიც არ მეორდება.

დაცულია კონფიდენციალურობა

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რის გამოც დამსვენებლები არჩევანს ბუტიკის ტიპის სასტუმროზე აკეთებენ, კონფიდენციალურობაა.

ბათუმში მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმრო Tapis Rouge VIP Boutique Batumi-ის დირექტორი ნათია დოლიძე განმარტავს, რომ ასეთი სასტუმროს უმთავრესი ღირსება სწორედ კონფიდენციალურობა უნდა იყოს. ყველა სტუმარმა უნდა იგრძნოს, რომ მისი დასვენება სწორედ ისეთია, როგორც თავად აირჩია და თუ შესაძლოა, სხვა დამსვენებლებს შეიძლება, მხოლოდ საუზმეზე ან სადილზე შეხვდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრების სრული კონფედენციალურობა დაცულია, ამიტომ ძირითადად სარგებლობენ, ცნობილი სახეები, დიპლომატები, ბიზნესმენები, სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ., რათა ზუსტად იციან, რომ აქ მოსმენილი ინფორმაცია იქნება დაცული სრულიად. თუმცა ჩვენს დამსვენებელთა შორის არის ასევე ოჯახები, მეგობრები, რომანტიული წყვილები და უბრალოდ ის ტურისტები, ვისაც სურს მაღალი ხარისხის, რესპექტაბელური დასვენება, მყუდრო, ლამაზ და დიზაინერულ გარემოში“, - განმარტავს ნათია დოლიძე.

თანამედროვეობისა და ვინტაჟის სინთეზი

ბუტიკის ტიპის სასტუმროებში თანამედროვეობა და ვინტაჟი იმდენად ორგანულად ერწყმის ერთმანეთს, რომ მათი განცალკევება აზრადაც არ მოგივათ.

აქ ავეჯი და დეკორაცია შეიძლება ვინტაჟური სტილის იყოს, მაგრამ გამოყენებული იყოს ისეთი ბრენდების აქსესუარები და ტექნიკა, როგორიცაა Villeroy & Boch, კლიმატ კონტროლისთვის „დაიკინის სისტემა“, Smart TV ყველა ნომერში, ორგანულ ზეთზე დამზადებული მაღალი კლასის კოსმეტიკა როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის და ა.შ.

Tapis Rouge VIP Boutique Batumi-ის დირექტორი ნათია დოლიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთი დეტალები ქმნის მომსახურების მაღალ ხარისხს, რაც დამსვენებელს ბუტიკის ტიპის სასტუმროში ძალიან მოსწონს.

„ჩვენი მთავარი მიზანია არა დიდი ოდენობით სტუმრების მიღება, არამედ მცირე რაოდენობით, რომელთაც დაეთმობათ განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი სასტუმრო მოიცავს, ყველა ზემოთ აღნიშნულ ღირსებას, ჩვენი ყოველი ტურისტი თვლის, რომ მარტო ისვენებს სასტუმროში და მხოლოდ მისთთვის მუშაობს მთელი პერსონალი“, - განმარტავს ნათია დოლიძე.

დასვენებისთვის ბუტიკის ტიპის სასტუმრო უკეთესია თუ სტანდარტული?

თითოეულ ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს. რა თქმა უნდა, სტანდარტულ სასტუმროში დასვენება არასდროს დაკარგავს პოპულარობას, თუმცა ის, რომ ბუტიკ-სასტუმროები უფრო და უფრო პოპულარული ხდება, სიახლეებისადმი მზაობას ნიშნავს.

სასტუმრო ტაპი რუჟ-ში განმარტავენ, რომ მათ, ვინც ამ კონკრეტულ სასტუმროში ერთხელ დაისვენეს, ხშირად მეორედ და მესამედაც ბრუნდებიან სწორედ იმ ინტერიერისა და მომსახურების გამო, რაც ბუტიკის ტიპის სასტუმროს ახასიათებს.

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

ფრესკო ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ

კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს!