ავტორი:

"ალბათ ყველას გახსოვთ ეს წყვილი, 7 წლის შემდეგ ნანატრი ვაჟკაცი შეეძინათ" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ემოციური კადრი გადაიღო

"ალბათ ყველას გახსოვთ ეს წყვილი, 7 წლის შემდეგ ნანატრი ვაჟკაცი შეეძინათ" - რას ჰყვება ფოტოგრაფი, რომელმაც ემოციური კადრი გადაიღო

ამბობენ, რომ თუ უშვილო წყვილი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს მოინახულებს, შვილი აუცილებლად ეყოლება.

ტაძარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა აღდგომის მეოთხე დღეს - ხუთშაბათს არის. უამრავი მორწმუნე, უშვილო ცოლ-ქმარი, ჯვარდასაწერი ქალ-ვაჟი ევედრება ხელის მომართვას უფალს. ამ დღეს ყოველთვის წვიმს და იქაურობა ნისლით იბურება. შარშანწინ სწორედ წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის ეზოში გადაიღო ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ მომლოცველი წყვილი, რომელიც უფალს შვილს სთოვდა.

ფოტო იმდენად ემოციური იყო, რომ სრულიად საქართველო მოიცვა. ამ ამბიდან ორი წლის თავზე ვიგებთ, რომ მერი მელაძეს და თორნიკე სულაკაძეს შვიდი წლის შემდეგ ნანატრი ბავშვი ეყოლათ.

"დაიბადა ჩვენი პრინცი იოანე, მადლობა ღმერთს ამ დიდი ბედნიერებისთვის", - წერს ახალშობილის დედა სოციალურ ქსელში.

როგორც mshoblebi.ge-ს ცნობილი ფოტოს ავტორმა უთხრა, ამ ამბავმა ძაალიან გაახარა და რადგან მათი ნომერი არ იცოდა, ინტერნეტის საშუალებით მიულოცა....წაიკითხეთ სრულად

"მაიკო სულ ნერვიულობდა და ყველა რეკომენდაციას იცავდა... დედაც ინფიცირებული ჰყავდა " - კოვიდით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი იყო

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა