პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია" - პრემიერი
"ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია" - პრემიერი

ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 შემ­თხვე­ვა, რომ­ლის წყა­როც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­უდ­გე­ნი­ლია, არის დიდი რის­კის შემ­ცვე­ლი. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად არის 4 ახა­ლი კლას­ტე­რი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს სა­ი­დან, რო­დის ან სად მოხ­და ინ­ფი­ცი­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბას გო­ნი­ე­რე­ბის გა­მო­ჩე­ნა მო­უ­წევს, რათა ის მიღ­წე­ვა არ და­ი­კარ­გოს, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნამ ვირუს­თან ბრძო­ლა­ში მო­ი­პო­ვა.

"11 ივ­ნი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბის ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. ეს ერთი შე­ხედ­ვით არ არის ბევ­რი, თუმ­ცა უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შოა ის ფაქ­ტი, რომ 6 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 4-ის წარ­მო­მავ­ლო­ბა დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით არ არის ცნო­ბი­ლი.

ამ 4 ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვი­დან, რომ­ლის წყა­რო­საც ჩვენ ვერ ვად­გენთ, 3 გახ­ლავთ თბი­ლის­ში. ყვე­ლას კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გავ­ხსე­ნით ეკო­ნო­მი­კა, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს ნაკ­ლე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბით ვი­ცხოვ­როთ ყო­ველ­დღი­უ­რად, გა­ვაგ­რძე­ლოთ ჩვე­უ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს და არა­ვის უნდა ჰქონ­დეს ილუ­ზია, რომ ვირუ­სი და­მარ­ცხე­ბუ­ლია. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბის 4 შემ­თხვე­ვა, რომ­ლის წყა­როც დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­უდ­გე­ნი­ლია, არის დიდი რის­კის შემ­ცვე­ლი.

ეს ფაქ­ტობ­რი­ვად, არის 4 ახა­ლი კლას­ტე­რი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩვენ წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს სა­ი­დან, რო­დის ან სად მოხ­და ეს ინ­ფი­ცი­რე­ბა, რაც, რა თქმა უნდა, სა­გან­გა­შოა. ჩვენ არ უნდა გა­დავ­დგათ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბი და უნდა ვი­ყოთ უკი­დუ­რე­სად ფრთხი­ლე­ბი და გო­ნი­ე­რე­ბი, ის მიღ­წე­ვა არ დავ­კარ­გოთ, რაც გაგ­ვაჩ­ნია და ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თია დღეს მსოფ­ლი­ო­ში, რო­გორ ხდე­ბა მე­ო­რედ ეპი­დე­მი­ლო­ლო­გი­უ­რი აფეთ­ქე­ბა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

ამი­ტომ მინ­და თი­თო­ე­ულ უწყე­ბას, თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს მო­ვუ­წო­დო უკი­დუ­რე­სი გო­ნი­ე­რე­ბის­კენ და სიფრ­თხი­ლის­კენ, ეს უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
400

პრემიერი გახარია არის მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია" - პრემიერი

"ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დაუდგენილია, დიდი რისკის შემცველია" - პრემიერი

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი. ეს ფაქტობრივად არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ინფიცირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, მოსახლეობას გონიერების გამოჩენა მოუწევს, რათა ის მიღწევა არ დაიკარგოს, რომელიც ქვეყანამ ვირუსთან ბრძოლაში მოიპოვა.

"11 ივნისის მდგომარეობით ინფიცირების ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ერთი შეხედვით არ არის ბევრი, თუმცა უკიდურესად საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 6 ახალი შემთხვევიდან 4-ის წარმომავლობა დღეის მდგომარეობით არ არის ცნობილი.

ამ 4 ინფიცირების შემთხვევიდან, რომლის წყაროსაც ჩვენ ვერ ვადგენთ, 3 გახლავთ თბილისში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გავხსენით ეკონომიკა, მივიღეთ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ნაკლები შეზღუდვებით ვიცხოვროთ ყოველდღიურად, გავაგრძელოთ ჩვეული ეკონომიკური საქმიანობა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ინფიცირების 4 შემთხვევა, რომლის წყაროც დღეის მდგომარეობით დაუდგენილია, არის დიდი რისკის შემცველი.

ეს ფაქტობრივად, არის 4 ახალი კლასტერი, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს საიდან, როდის ან სად მოხდა ეს ინფიცირება, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები და უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილები და გონიერები, ის მიღწევა არ დავკარგოთ, რაც გაგვაჩნია და ამის ბევრი მაგალითია დღეს მსოფლიოში, როგორ ხდება მეორედ ეპიდემილოლოგიური აფეთქება სხვადასხვა ქვეყანაში.

ამიტომ მინდა თითოეულ უწყებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უკიდურესი გონიერებისკენ და სიფრთხილისკენ, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია