მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი
"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

გორ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ თა­რაშ კან­დე­ლაკს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯერ არ წარ­დგე­ნია.

და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის, შოთა მა­ნე­ლი­ძის თქმით, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ოჯა­ხის­თვის ამ ეტაპ­ზე, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვი არის თედ­ლი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

"ჩვენ­თვის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვგუ­ლის­ხმობ კან­დე­ლა­კე­ბის ოჯახს, უმ­თავ­რეს ღი­რე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის, ერეკ­ლე თედ­ლი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩვენ, შეგ­ნე­ბუ­ლად თავს ვი­კა­ვებთ ზედ­მე­ტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბის­გან და ვფიქ­რობთ, რომ ამ ეტაპ­ზე, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი საზ­რუ­ნა­ვი არის თედ­ლი­აშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, რომ გაჟ­ღერ­და, თით­ქოს­და, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და ინ­ცი­დენ­ტის ად­გილ­ზე ვინ­მე სხვა პირ­თან ერ­თად, კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ ინ­ცი­დენ­ტის არ­სე­ბო­ბი­სას, ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მხო­ლოდ თა­რაშ კან­დე­ლა­კი“, - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა.

შოთა მა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრა­ლის სა­კი­თხი ჯერ არ დამ­დგა­რა და შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჯერ არ ქვთ.

"ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფ­თან მქონ­და არა­ერ­თგზის შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის, ბრალ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რად­გან ასე­თი სა­კი­თხი ჯერ არ დამ­დგა­რა, კონ­კრე­ტუ­ლი პო­ზი­ცია არ გვაქვს ერ­თობ­ლი­ვად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და შე­სა­ტყვის ეტაპ­ზე ამის თა­ო­ბა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა ის გა­რე­მო­ე­ბა, ყვე­ლა ის ვი­თა­რე­ბა, ცალ­სა­ხად მე­ტყვე­ლებს, რომ ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ ჩა­უ­დე­ნია ის და­ნა­შა­უ­ლი, რა­ზეც ხდე­ბა აპე­ლი­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ტივს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი სა­წყი­სი გა­რე­მო­ე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის­თვის, რომ რა­ი­მე უკა­ნო­ნო­ბა ჩა­ე­დი­ნა მას, არა­ვი­თა­რი გან­ზრახ­ვის არ­სე­ბო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს“, - აცხა­დებს თა­რაშ კან­დე­ლა­კის ად­ვო­კა­ტი.

მა­ნე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა თა­რაშ კან­დე­ლაკ­საც და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში მას ექ­სპერ­ტი­ზა გუ­შინ ჩა­უ­ტარ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გორ­ში, 18 წლის ახალ­გაზ­რდის ცე­მის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს, სას­ჯე­ლის სა­ხით კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ექვს წლამ­დე ით­ვალსწი­ნებს.

18 წლის ახალ­გაზ­რდას, რო­მელ­საც სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, კლი­ნი­კა „გორ­მედ­ში“ გა­და­უ­დე­ბე­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, პა­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში, სპე­ცი­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­შა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრომ­დე მძი­მე რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
24

სასამართლო დაადგენს სიმართლეს და დამნაშავე დაისჯება ! 

კანონის წინაშე ყველა თანაბარია ! 

nn
0

უსინდისო ადვოკატი. 

სიკვდილის პირამდე ვინ მიიყვანა 18 წლის ახალგაზრდა იმ მუტრუკმა თუ არ სცემა ძმაკაცებთან ერთად. იქნებ თვითონ მიიყენა დაზიანებები?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

"კანდელაკების ოჯახის საზრუნავი ახლა ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა" - თარაშ კანდელაკის ადვოკატი

გორში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დაკავებულ თარაშ კანდელაკს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია.

დაკავებულის ადვოკატის, შოთა მანელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახისთვის ამ ეტაპზე, ერთ-ერთი პირველი საზრუნავი არის თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ჩვენთვის, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ კანდელაკების ოჯახს, უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ბიჭის, ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ, შეგნებულად თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარის გაკეთებისგან და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ერთ-ერთი პირველი საზრუნავი არის თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გაჟღერდა, თითქოსდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე ვინმე სხვა პირთან ერთად, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ინციდენტის არსებობისას, ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ თარაშ კანდელაკი“, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

შოთა მანელიძის განცხადებით, ბრალის საკითხი ჯერ არ დამდგარა და შესაბამისად, კონკრეტული პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ არ ქვთ.

"ბუნებრივია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა არაერთგზის შეხვედრა, თუმცა ამ ეტაპისთვის, ბრალთან მიმართებაში, რადგან ასეთი საკითხი ჯერ არ დამდგარა, კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს ერთობლივად ჩამოყალიბებული და შესატყვის ეტაპზე ამის თაობაზე მოგახსენებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, ყველა ის ვითარება, ცალსახად მეტყველებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება.

რაც შეეხება მოტივს, ფაქტობრივად, ბუნებაში არ არსებობს რაიმე კონკრეტული საწყისი გარემოება, რაც შეიძლებოდა მამოძრავებელი ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რომ რაიმე უკანონობა ჩაედინა მას, არავითარი განზრახვის არსებობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“, - აცხადებს თარაშ კანდელაკის ადვოკატი.

მანელიძის განცხადებითვე, სხეულზე დაზიანებები აღენიშნება თარაშ კანდელაკსაც და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მას ექსპერტიზა გუშინ ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, რომ გორში, 18 წლის ახალგაზრდის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, სასჯელის სახით კი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალსწინებს.

18 წლის ახალგაზრდას, რომელსაც სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, კლინიკა „გორმედში“ გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, მოგვიანებით კი, პაციენტი თბილისში, სპეცილიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

"იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა, პროკურორის დასჯას ითხოვს

ერეკლე თედლიაშვილის საქმეზე დაკავებული თარაშ კანდელაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა - რას ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი?

არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო პატიმრობას მიუსჯიან - შს მინისტრი სასჯელის გამკაცრებაზე