სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები - პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს" - ამირან გამყრელიძე
"მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები - პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს" - ამირან გამყრელიძე

მინ­და და­ვამ­შვი­დო ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი, თუ არ ვცდე­ბი, წელს 55 ათა­სი აბი­ტუ­რი­ენ­ტი იქ­ნე­ბა ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე, რომ პირ­ბა­დე მათ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ იმოქ­მე­დებს , - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა „სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბია, რო­მე­ლიც დრო­საც შე­იძ­ლე­ბა, ექიმ­მა მი­იჩ­ნი­ოს, რომ პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და­ამ­ძი­მებს, თუმ­ცა გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბის ასაკ­ში ასე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი იშ­ვი­ა­თია.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აქვე გან­მარ­ტა, რომ თუ ექი­მის­გან იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნა, ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

„პირ­ბა­დე მათ­ზე უარ­ყო­ფი­თად არ იმოქ­მე­დებს, არც მათ ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, არც მათ მენ­ტა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. ანუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ალ­ბათ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნა­ხავ­დით, კო­რე­ა­ში რო­გორ აბა­რე­ბენ გა­მოც­დებს ახალ­გაზ­რდე­ბი. ყველ­გან, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, გა­მოც­დე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს პირ­ბა­დე­ე­ბის ხმა­რე­ბით. არა­ნა­ი­რი სა­შიშ­რო­ე­ბა ამა­ში არ არის. არის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი, თუ ადა­მი­ანს აქვს და ეს ახალ­გაზ­რდებ­ში არ არის, და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლის დრო­საც ექიმ­მა შე­იძ­ლე­ბა, თქვას, რომ პირ­ბა­დის ხმა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა, იყოს გარ­კვე­უ­ლად მისი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის რის­კის შემ­ცვე­ლი. ეს არის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. ხაზს ვუს­ვამ, რომ ამ ტი­პის და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ არის ან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა იყოს აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­ში. ამი­ტომ, თუ იქ­ნე­ბა ექი­მის ასე­თი დას­კვნა, ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გა­დად, პირ­ბა­დე უარ­ყო­ფი­თად ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე არ მოქ­მე­დებს,“- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

Lado
0

Pirbades ebrdzolon 40 gradusian sisxeshi tu azrovnebaze ipikron mandzilit dasvan nu spobt momavals

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები - პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს" - ამირან გამყრელიძე

"მინდა დავამშვიდო აბიტურიენტები - პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს" - ამირან გამყრელიძე

მინდა დავამშვიდო ყველა აბიტურიენტი, თუ არ ვცდები, წელს 55 ათასი აბიტურიენტი იქნება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომ პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, იშვიათი დაავადებებია, რომელიც დროსაც შეიძლება, ექიმმა მიიჩნიოს, რომ პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობას დაამძიმებს, თუმცა გამყრელიძის განმარტებით, აბიტურიენტობის ასაკში ასეთი დაავადებები იშვიათია.

ამირან გამყრელიძემ აქვე განმარტა, რომ თუ ექიმისგან იქნება შესაბამისი დასკვნა, ის გათვალისწინებული იქნება.

„პირბადე მათზე უარყოფითად არ იმოქმედებს, არც მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არც მათ მენტალურ შესაძლებლობაზე. ანუ მხედველობაში მაქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები გამოცდის ჩაბარების პროცესში. ალბათ, სოციალურ ქსელში ნახავდით, კორეაში როგორ აბარებენ გამოცდებს ახალგაზრდები. ყველგან, მთელ მსოფლიოში, გამოცდები მიმდინარეობს პირბადეების ხმარებით. არანაირი საშიშროება ამაში არ არის. არის ძალიან იშვიათი გამონაკლისი, თუ ადამიანს აქვს და ეს ახალგაზრდებში არ არის, დაავადებები, რომლის დროსაც ექიმმა შეიძლება, თქვას, რომ პირბადის ხმარება შეიძლება, იყოს გარკვეულად მისი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი. ეს არის იშვიათი გამონაკლისები. ხაზს ვუსვამ, რომ ამ ტიპის დაავადებები არ არის ან ძალიან იშვიათად შეიძლება იყოს აბიტურიენტებში. ამიტომ, თუ იქნება ექიმის ასეთი დასკვნა, ეს გათვალისწინებული იქნება, მაგრამ ზოგადად, პირბადე უარყოფითად ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს,“- განაცხადა გამყრელიძემ.

ინფექციურში მოათავსეს პაციენტი, რომლის ინფიცირების წყარო უცნობია - "ის ძირითადად სახლში იყო, ასაკოვანი ქალია"

ქართული პირბადეები შესაძლოა იტალიაში, აშშ-ში, რუსეთსა და ისრაელში გავიდეს ექსპორტზე

რას ამბობს ხათუნა ზახაშვილი სადაზღვევო კომპანია "უნისონის" თანამშრომელზე, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა