სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა
რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

კო­ვიდ19–ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბით სარ­გებ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, თუ რა რის­კე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­საც მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს და კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის ში­შის გამო სა­ჭი­რო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სი მი­ღე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

Forbes-ის მიერ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბოლო დღე­ებ­ში აშშ-ში გარ­და­იც­ვა­ლა პა­ცი­ენ­ტი გუ­ლის ინ­ფარ­ქტით, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მან არ მი­მარ­თა გა­და­უ­დე­ბელ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას და სახ­ლში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა. ამ და სხვა სა­გან­გა­შო მო­ნა­ცე­მე­ბის გამო, ექი­მე­ბი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ახა­ლი ტალ­ღის მო­ლო­დინ­ში არი­ან.

გეგ­მი­უ­რი და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­შიც. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კორ­ძა­ხია გან­მარ­ტავს, რომ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში კლი­ნი­კა­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბამ იკლო.

„ადა­მი­ა­ნებს ეში­ნი­ათ და სიფრ­თხი­ლეს იჩე­ნენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მის­ვლის დროს, რაც სა­ბო­ლო­ოდ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას იწ­ვევს. პი­კურ პე­რი­ოდ­ში გეგ­მი­უ­რი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა მი­ახ­ლო­ე­ბით 80%–ით შემ­ცირ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­გენ­ტულ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბას, ის შეგ­ვიძ­ლია გავ­ყოთ ორად მოზ­რდილ­თა პო­პუ­ლა­ცია და ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცია. პი­კურ პე­რი­ოდ­ში ბავ­შვთა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში 90%–ით შემ­ცირ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა, მოზ­რდი­ლებ­ში კი– და­ახ­ლო­ე­ბით 40–50%–ით. კლე­ბა და­ფიქ­სირ­და იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­შიც, სა­დაც ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბი­თპან­დე­მი­ას გავ­ლე­ნა არ უნდა მო­ეხ­დი­ნა. მა­გა­ლი­თად, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუს­ზე და ეპი­დე­მი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა­ზე გავ­ლე­ნა არ უნდა ჰქო­ნო­და, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ასე მოხ­და. რე­ა­ლუ­რად ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ლე­ვან­ტო­ბა და ინ­ცი­დენ­ტო­ბა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, მაგ­რამ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ნამ­დვი­ლად მთელ მსოფ­ლი­ო­ში შემ­ცი­რე­ბუ­ლია.“

რა რის­კე­ბი ახ­ლავს ექიმ­თან მი­მარ­თვის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბას და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ?

მსოფ­ლი­ოს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, კო­ვიდ19–ის პან­დე­მი­ის გამო მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ონ­კო­ლო­გი­უ­რი, კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი და მათ შო­რის, მწვა­ვე და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის დეპ­რი­ო­რი­ტე­ტი­ზა­ცია, შე­ფერ­ხე­ბა და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში შე­წყვე­ტაც კი მოხ­და. ანა­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში. შე­დე­გად ვღე­ბუ­ლობთ დაგ­ვი­ა­ნე­ბულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბით და­წყე­ბას. სა­ბო­ლოო შე­დე­გი კი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბაა. და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­კვე­ულ ჯგუფ­ში დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბას და მკურ­ნა­ლო­ბის დრო­ულ და­წყე­ბას ქვა­კუ­თხე­დუ­რი და გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორც გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის სა­კი­თხი, ისე ავა­დო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა. დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ცუდი გა­მო­სავ­ლის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იზ­რდე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ბრი­ტა­ნეთ­ში, „ბრი­ტა­ნე­თის გუ­ლის ფონ­დის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა იყოს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა გარ­თუ­ლე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ, სა­ჭი­რო­ებ­დეს ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ას და იღუ­პე­ბო­დეს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის არ­ქო­ნის გამო. ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, 50%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფარ­ქტის სიმპტო­მე­ბის შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტე­ბის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. კერ­ძოდ, ინ­გლის­ში, 2020 წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 300 ადა­მი­ა­ნი ხვდე­ბო­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­ლის ინ­ფარ­ქტის სიმპტო­მე­ბით, ხოლო ამა­ვე წლის მარ­ტის ბო­ლოს, მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 150-მდე და­ე­ცა. მას­შტა­ბი რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ყო­ველ­თვი­უ­რად 5000 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს გუ­ლის ინ­ფარ­ქტი, არ მი­მარ­თავს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ლონ­დონ­ში 38%-ით შემ­ცირ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აღ­ნიშ­ნულ­მა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის გარ­თუ­ლე­ბის ან სიკ­ვდი­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა.

სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა აშშ-ში. „მედსქე­ი­ფის“ მიერ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც ეხე­ბა აშშ-ში ინ­სულ­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბას გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრებ­ში. კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბის რის­კის ასა­ცი­ლებ­ლად ინ­სულ­ტის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ სახ­ლში დარ­ჩე­ნას და არ მი­მარ­თა­ვენ კლი­ნი­კებს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. მა­გა­ლი­თად, ჩი­კა­გო­ში 30%-ით შემ­ცირ­და ინ­სულ­ტის სიმპტო­მე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კებ­ში მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა. ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი მი­მარ­თა­ვენ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას ან მკურ­ნა­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­თო­დებს. ასე­ვე, ვა­შინგტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ინ­სულ­ტის ცენ­ტრში 50%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სულ­ტის დროს მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია თრომ­ბექ­ტო­მი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დრო­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა?

სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა მისი გამ­წვა­ვე­ბის ფა­ზა­ში არის სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში. ამი­ტომ არც ერთი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის­თვის დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თვა სა­სურ­ვე­ლი არ არის. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა მარ­ტი­ვი პნევ­მო­ნი­აა თუ ლო­კა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­ის კერა, სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ.

გან­სა­კუთ­რე­ბით კი გა­მოვ­ყოფ ონ­კო­ლო­გი­ურ და კარ­დიო–ვას­კუ­ლა­რულ და­ა­ვა­დე­ბებს. ეს უკა­ნას­კნე­ლი აერ­თი­ა­ნებს რო­გორც კარ­დი­ო­ლო­გი­ას, ისე ნევ­რო­ლო­გი­ას. ეს სამი ჯგუ­ფი არის ყვე­ლა­ზე მეტი რის­კის შემ­ცვე­ლი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვთა ასაკ­ში დრო­უ­ლი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა. ზო­გა­დად, პე­დი­ატ­რი­ულ ასაკ­ში ძა­ლი­ან ცოტა და­ა­ვა­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სი­ცხის გა­რე­შე. მა­გა­ლი­თად, რევ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბას მა­ღალ პრო­ცენ­ტში თან ახ­ლავს სი­ცხე. ამი­ტომ სი­ცხის გამო ექიმ­თან მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ეტაპ­ზე არ არის ძა­ლი­ან თვალ­სა­ჩი­ნო, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის სა­ხით წარ­მო­ჩინ­დეს.

„ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ რო­გორ ხდე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის დაც­ვა და რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის ექიმ­თან ვი­ზი­ტი?

დღეს გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის სწო­რად სორ­ტი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად მათ მო­თავ­სე­ბას სტა­ცი­ო­ნარ­სა თუ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ სივ­რცე­ში, სხვა­დას­ხვა სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. ჩვენ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ და­ვი­წყეთ შე­მომ­სვლე­ლე­ბის თერ­მოსკრი­ნინ­გი, ანამ­ნე­ზუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ის შე­მოწ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად გა­და­წყვე­ტა, არ­სე­ბობს თუ არა კლი­ნი­კა­ში და­ა­ვა­დე­ბის შე­მო­ტა­ნის რის­კი. თუ გარ­კვე­უ­ლი რის­კი გა­მო­იკ­ვე­თა, აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი თავ­სდე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, სა­დაც და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ნი­კუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბია გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის. ამ გზით ხდე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა.პა­ცი­ენ­ტე­ბი, რო­მელ­საც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დე­ბათ, უტარ­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა COVID-19–ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი ვართ.

ყვე­ლა რის­კი და ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი თი­თო­ე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად იშიფ­რე­ბა. სი­ცხე შე­საძ­ლოა COVID-19–ის ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გი იყოს და ამა­ვე დროს ის შე­საძ­ლოა იყოს ნაწ­ლავ­თა გა­უ­ვა­ლო­ბის ან აპენ­დი­ცი­ტის ერთ-ერთი სიმპტო­მი. შე­სა­ბა­მი­სად, სი­ცხის არ­სე­ბო­ბის გამო არ შე­იძ­ლე­ბა სას­წრა­ფო და გა­და­უ­დე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის სწო­რი მარ­თვის გა­და­ვა­დე­ბა და დაგ­ვი­ა­ნე­ბა. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ პა­ცი­ენ­ტე­ბის ტრი­აჟ­ზე, სწორ სორ­ტი­რე­ბა­სა და იზო­ლა­ცი­ა­ზე. ამ დრომ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით ვუ­ძღვე­ბით აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს და „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“ COVID-19–ით ინ­ფი­ცი­რე­ბის არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

აგ­რეთ­ვე, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და მათი ახ­ლობ­ლე­ბის კომ­ფორ­ტის­თვის, შევ­ქმე­ნით პა­ცი­ენ­ტებ­თან სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სივ­რცე, სა­ი­და­ნაც შე­საძ­ლე­ბე­ლია სტა­ცი­ო­ნარ­ში ან რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მყოფ პა­ცი­ენ­ტებ­თან ვი­დე­ო­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დამ­ყა­რე­ბა. ეს სა­ჭი­რო გახ­და, რამ­დე­ნა­დაც პა­ცი­ენ­ტთა უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­ი­ზღუ­და პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის სა­ა­თე­ბი.

რას ურ­ჩევ­დით პა­ცი­ენ­ტებს, რო­მელ­თაც აწუ­ხებთ ქრო­ნი­კუ­ლი ან მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბი და თავს იკა­ვე­ბენ ექიმ­თან ვი­ზი­ტის­გან?

რო­გორც ქრო­ნი­კუ­ლი ისე მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექიმ­თან დაგ­ვი­ა­ნე­ბულ­მა ან გა­მო­ტო­ვე­ბულ­მა ვი­ზიტ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა და არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბის დად­გო­მა. ხან­გრძლივ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის დრო და იზ­რდე­ბა და­ნა­ხარ­ჯე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის დად­გო­მი­სას, ჩვენ ვურ­ჩევთ პა­ცი­ენ­ტებს, მწვა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბი­სას მი­მარ­თონ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას, ხოლო ქრო­ნი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ შე­წყვი­ტონ ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვი­ანთ მკურ­ნალ ექიმ­თან და გა­ა­კონ­ტრო­ლონ თა­ვი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა მი­წო­დე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად. „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ თა­ვის მხრივ, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­მე­დი­ცი­ნო სივ­რცის შე­საქ­მნე­ლად, სა­დაც მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლიაCOVID-19–ის ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

რა მოხდება თუ სამედიცინო დახმარებას არ მივიღებთ - სამედიცინო სერვისებით სარგებლობა პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდა

კოვიდ19–ით გამოწვეული პანდემიის პირობებში მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვნად შემცირდა სამედიცინო სერვისებით სარგებლობის მაჩვენებლი. სამედიცინო წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, თუ რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც მწვავე და ქრონიკული დაავადება აქვს და კორონავირუსით ინფიცირების შიშის გამო საჭირო სამედიცინო სერვისი მიღებისგან თავს იკავებს.

Forbes-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში აშშ-ში გარდაიცვალა პაციენტი გულის ინფარქტით, რადგან კორონავირუსისგან პრევენციის მიზნით მან არ მიმართა გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და სახლში დარჩენა ამჯობინა. ამ და სხვა საგანგაშო მონაცემების გამო, ექიმები სიკვდილიანობის ახალი ტალღის მოლოდინში არიან.

გეგმიური და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მისაღებად მიმართვიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული საქართველოშიც. „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო დირექტორი გიორგი კორძახია განმარტავს, რომ პანდემიის პირობებში კლინიკაში მიმართვიანობამ იკლო.

„ადამიანებს ეშინიათ და სიფრთხილეს იჩენენ საავადმყოფოებში მისვლის დროს, რაც საბოლოოდ მომართვიანობის შემცირებას იწვევს. პიკურ პერიოდში გეგმიური მომართვიანობა მიახლოებით 80%–ით შემცირდა. რაც შეეხება ურგენტულ მომართვიანობას, ის შეგვიძლია გავყოთ ორად მოზრდილთა პოპულაცია და ბავშვთა პოპულაცია. პიკურ პერიოდში ბავშვთა პოპულაციაში 90%–ით შემცირდა გადაუდებელი მომართვიანობა, მოზრდილებში კი– დაახლოებით 40–50%–ით. კლება დაფიქსირდა იმ მიმართულებებშიც, სადაც ჩვენი შეხედულებითპანდემიას გავლენა არ უნდა მოეხდინა. მაგალითად, კარდიოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებები არ არის დამოკიდებული კორონავირუსზე და ეპიდემიურ სიტუაციას ამ მიმართულებით მომართვიანობაზე გავლენა არ უნდა ჰქონოდა, თუმცა რეალურად ასე მოხდა. რეალურად ამ დაავადებების პრელევანტობა და ინციდენტობა არ შემცირებულა, მაგრამ მომართვიანობა ნამდვილად მთელ მსოფლიოში შემცირებულია.“

რა რისკები ახლავს ექიმთან მიმართვისგან თავის შეკავებას და რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?

მსოფლიოს ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციების მონაცემების მიხედვით, კოვიდ19–ის პანდემიის გამო მსოფლიოში ხდება სხვადასხვა ონკოლოგიური, კარდიოვასკულარული და მათ შორის, მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დეპრიორიტეტიზაცია, შეფერხება და ზოგ შემთხვევაში შეწყვეტაც კი მოხდა. ანალოგიური მდგომარეობაა საქართველოში. შედეგად ვღებულობთ დაგვიანებულ დიაგნოსტირებას და მკურნალობის დაგვიანებით დაწყებას. საბოლოო შედეგი კი წარუმატებელი მკურნალობაა. დაავადებების გარკვეულ ჯგუფში დროულ დიაგნოსტირებას და მკურნალობის დროულ დაწყებას ქვაკუთხედური და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამაზე არის დამოკიდებული, როგორც გამოჯანმრთელების საკითხი, ისე ავადობის ხანგრძლივობა. დაგვიანების შემთხვევაში ცუდი გამოსავლის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება.

მაგალითად, ბრიტანეთში, „ბრიტანეთის გულის ფონდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ათასობით ადამიანი შესაძლოა იყოს გულის დაავადებათა გართულების მაღალი რისკის ქვეშ, საჭიროებდეს ინტენსიურ თერაპიას და იღუპებოდეს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის არქონის გამო. ახალი მონაცემებით, 50%-ით არის შემცირებული ინფარქტის სიმპტომების შედეგად პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. კერძოდ, ინგლისში, 2020 წლის მარტის დასაწყისში ყოველდღიურად 300 ადამიანი ხვდებოდა საავადმყოფოში გულის ინფარქტის სიმპტომებით, ხოლო ამავე წლის მარტის ბოლოს, მაჩვენებელი 150-მდე დაეცა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ყოველთვიურად 5000 ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს გულის ინფარქტი, არ მიმართავს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ლონდონში 38%-ით შემცირდა გადაუდებელი ინტერვენციული პროცედურების ჩატარების მაჩვენებელი. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის დაავადებების გართულების ან სიკვდილობის მნიშვნელოვანი ზრდა.

საგანგაშო მდგომარეობაა აშშ-ში. „მედსქეიფის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ეხება აშშ-ში ინსულტის მქონე პაციენტების მიმართვიანობას გადაუდებელი დახმარების ცენტრებში. კორონავირუსით დაავადების რისკის ასაცილებლად ინსულტის მქონე პაციენტები ამჯობინებენ სახლში დარჩენას და არ მიმართავენ კლინიკებს გადაუდებელი დახმარების მისაღებად. მაგალითად, ჩიკაგოში 30%-ით შემცირდა ინსულტის სიმპტომების მქონე პაციენტების კლინიკებში მიმართვიანობა. ექიმები ვარაუდობენ, რომ პაციენტები მიმართავენ თვითმკურნალობას ან მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს. ასევე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინსულტის ცენტრში 50%-ით არის შემცირებული ინსულტის დროს მიმართვიანობა და ასევე მნიშვნელოვნად შემცირებულია თრომბექტომიის პროცედურები.

განსაკუთრებით რომელი დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანი დროული მიმართვიანობა?

საბოლოოდ, ყველა დაავადება მისი გამწვავების ფაზაში არის სიცოცხლისთვის საშიში. ამიტომ არც ერთი დაავადების მქონე ადამიანისთვის დაგვიანებული მიმართვა სასურველი არ არის. არ აქვს მნიშვნელობა მარტივი პნევმონიაა თუ ლოკალური ინფექციის კერა, საბოლოოდ შეიძლება სერიოზული გართულების წინაშე აღმოვჩნდეთ.

განსაკუთრებით კი გამოვყოფ ონკოლოგიურ და კარდიო–ვასკულარულ დაავადებებს. ეს უკანასკნელი აერთიანებს როგორც კარდიოლოგიას, ისე ნევროლოგიას. ეს სამი ჯგუფი არის ყველაზე მეტი რისკის შემცველი.

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა ასაკში დროული მიმართვიანობა. ზოგადად, პედიატრიულ ასაკში ძალიან ცოტა დაავადება მიმდინარეობს სიცხის გარეშე. მაგალითად, რევმატოლოგიური დაავადებას მაღალ პროცენტში თან ახლავს სიცხე. ამიტომ სიცხის გამო ექიმთან მიმართვიანობის დაგვიანებას სერიოზული გართულება შეიძლება მოჰყვეს. ეს ყველაფერი ამ ეტაპზე არ არის ძალიან თვალსაჩინო, მაგრამ ახლო მომავალში შეიძლება სერიოზული პრობლემის სახით წარმოჩინდეს.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ როგორ ხდება უსაფრთხოების ზომების დაცვა და რამდენად უსაფრთხოა სხვადასხვა პროფილის ექიმთან ვიზიტი?

დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტების სწორად სორტირებას და შესაბამისად მათ მოთავსებას სტაციონარსა თუ ამბულატორიულ სივრცეში, სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ჩვენ რეკომენდაციების კვალდაკვალ დავიწყეთ შემომსვლელების თერმოსკრინინგი, ანამნეზური მონაცემებისა და მოგზაურობის ისტორიის შემოწმება და შესაბამისად გადაწყვეტა, არსებობს თუ არა კლინიკაში დაავადების შემოტანის რისკი. თუ გარკვეული რისკი გამოიკვეთა, აღნიშნული პაციენტები თავსდებიან სპეციალურ სივრცეში, სადაც დამატებითი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული დეტალებია გათვალისწინებული უსაფრთხოებისთვის. ამ გზით ხდება თითოეული პაციენტის უსაფრთხოების დაცვა.პაციენტები, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, უტარდებათ ტესტირება COVID-19–ზე. ამ მიმართულებით ლუგარის ლაბორატორიის ქვეკონტრაქტორები ვართ.

ყველა რისკი და ანალიზის პასუხი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად იშიფრება. სიცხე შესაძლოა COVID-19–ის ინფექციის შედეგი იყოს და ამავე დროს ის შესაძლოა იყოს ნაწლავთა გაუვალობის ან აპენდიციტის ერთ-ერთი სიმპტომი. შესაბამისად, სიცხის არსებობის გამო არ შეიძლება სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობების სწორი მართვის გადავადება და დაგვიანება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პაციენტების ტრიაჟზე, სწორ სორტირებასა და იზოლაციაზე. ამ დრომდე საკმაოდ წარმატებით ვუძღვებით აღნიშნულ საქმეს და „ნიუ ჰოსპიტალსში“ COVID-19–ით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აგრეთვე, პაციენტებისა და მათი ახლობლების კომფორტისთვის, შევქმენით პაციენტებთან საკომუნიკაციო სივრცე, საიდანაც შესაძლებელია სტაციონარში ან რეანიმაციაში მყოფ პაციენტებთან ვიდეოკომუნიკაციის დამყარება. ეს საჭირო გახდა, რამდენადაც პაციენტთა უსაფრთხოების დასაცავად პანდემიის პირობებში შეიზღუდა პაციენტების მონახულების საათები.

რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ქრონიკული ან მწვავე დაავადებები და თავს იკავებენ ექიმთან ვიზიტისგან?

როგორც ქრონიკული ისე მწვავე დაავადებების შემთხვევაში, ექიმთან დაგვიანებულმა ან გამოტოვებულმა ვიზიტმა შეიძლება გამოიწვიოს დაავადების მიმდინარეობის დამძიმება და არასასურველი შედეგების დადგომა. ხანგრძლივდება მკურნალობის დრო და იზრდება დანახარჯები. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებული შემთხვევის დადგომისას, ჩვენ ვურჩევთ პაციენტებს, მწვავე მდგომარეობისას მიმართონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, ხოლო ქრონიკული პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ შეწყვიტონ ურთიერთობა თავიანთ მკურნალ ექიმთან და გააკონტროლონ თავისი მდგომარეობა მიწოდებული რეკომენდაციების თანახმად. „ნიუ ჰოსპიტალსი“ თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს სამედიცინო სივრცის შესაქმნელად, სადაც მაქსიმალურად შემცირებულიაCOVID-19–ის ინფექციის გავრცელების საშიშროება.

შეუკვეთე სურსათი „კარფური“-ს სუპერმარკეტიდან და Glovo უფასოდ მოგიტანთ

რით არის გამოწვეული და რა რისკები ახლავს ნაადრევ მშობიარობას - მეან-გინეკოლოგი დღენაკლულ ბავშვებზე

შეეძლოთ თუ არა ბანკებს 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის დროს სესხებზე პროცენტის დარიცხვა შეეჩერებინათ?