მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"
თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

თვა­ლი ერთ-ერთი მგრძნო­ბი­ა­რე ორ­გა­ნოა, რო­მელ­საც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში არა­ერ­თი და­ა­ვა­დე­ბა ახა­სი­ა­თებს. მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა კა­ტა­რაქ­ტაა. რა იწ­ვევს მას, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს და უყუ­რა­დღე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა შდე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს, ამა­ზე კლი­ნი­კა „ახა­ლი მზე­რის“ და „ღია გუ­ლის“ ოფ­თალ­მო­ლო­გი ია ვარ­და­ნაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

„კა­ტა­რაქ­ტა თვალ­ში არ­სე­ბუ­ლი ბრო­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი ან სრუ­ლი შემღვრე­ვაა. მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ის მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი ხდე­ბა. სიბრმა­ვის - 55% სწო­რედ ამ და­ა­ვა­დე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. არა­და, სამ­ყა­რო­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უდი­დე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ თვა­ლით აღიქ­მე­ბა, ამი­ტო­მაც, სიბრმა­ვე მსოფ­ლი­ო­ში სტრე­სის გა­მომ­წვევ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მძლავრ ფაქ­ტო­რად არის მიჩ­ნე­უ­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ასე­თი ტი­პის სიბრმა­ვეს­თან ბრძო­ლა აბ­სო­ლი­ტუ­რად რე­ა­ლუ­რი და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეფექ­ტი­ა­ნია. ერ­თა­დერთ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად და დრო­უ­ლად გა­და­წყვე­ტა, რათა ადა­მი­ა­ნე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი ამ და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ“, - გვე­უბ­ნე­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გი.

მისი თქმით, კა­ტა­რაქ­ტა­ზე ეჭ­ვის მი­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ:

  • პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის თან­და­თან დაქ­ვე­ი­თე­ბა;
  • თუ მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა თვა­ლის დატ­ვირ­თვის მა­ტე­ბას;
  • სათ­ვა­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც უჭირს ნა­ბეჭ­დი ტექ­სტის წა­კი­თხვა;
  • უჭირს შორ­სმდე­ბა­რე საგ­ნე­ბის გარ­ჩე­ვა;
  • ახ­ლომ­დე­ბა­რე საგ­ნე­ბი თან­და­თან კარ­გავს მო­ხა­ზუ­ლო­ბას და ბუნ­დო­ვა­ნი ხდე­ბა;
  • უჭირს ფე­რე­ბის გარ­ჩე­ვა;
  • ძვე­ლე­ბუ­რად ვე­ღარ მარ­თავს ავ­ტო­მო­ბილს;
  • თუ გუ­გის არე­ში მო­ჩანს რუხი ფე­რის შე­ფე­რი­ლო­ბა;

კა­ტა­რაქ­ტა ერთი თვა­ლი­დან მე­ო­რე­ზე არ გა­და­დის, მაგ­რამ ის ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთ თვალ­ში მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, თით­ქმის ყო­ველ­თვის იწ­ვევს მე­ო­რე თვა­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­საც. ერთი ვერ­სი­ით, თით­ქოს ის ხან­დაზ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ ეს დღეს ასეა არ არის, „ის ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს კა­ტა­რაქ­ტა ძა­ლი­ან „გა­ა­ხალ­გაზ­რდავ­და“. ადრე თუ ამ და­ა­ვა­დე­ბის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 55-60 წლე­ბი ით­ვლე­ბო­და, ამ­ჟა­მად 35-40 წე­ლია მიჩ­ნე­უ­ლი. თუმ­ცა ასა­კობ­რი­ვი კა­ტა­რაქ­ტა, შე­ძე­ნი­ლი კა­ტა­რაქ­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხში­რი ფორ­მაა, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად ორ­მხრი­ვია, ანუ ორი­ვე თვალ­ზე ვი­თარ­დე­ბა. ხა­სი­ათ­დე­ბა პრო­ცე­სის არა­ერ­თდრო­უ­ლი და­სა­წყი­სი­თა და გან­ვი­თა­რე­ბით. კა­ტა­რაქ­ტა სუ­ბი­ექ­ტუ­რად ვლინ­დე­ბა მა­შინ, როცა შემღვრე­ვა ბრო­ლის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს მო­ი­ცავს. ერთ-ერთი ნა­ად­რე­ვი სიმპტო­მი ხან­დაზ­მულ ასაკ­ში „ცრუ“ ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბაა, რის გა­მოც პა­ცი­ენტს აღარ სჭირ­დე­ბა სა­მუ­შა­ოდ ასა­კობ­რი­ვი სათ­ვა­ლე. ასა­კობ­რი­ვი კა­ტა­რაქ­ტის მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­დი­ა­ზე გუ­გის პრო­ექ­ცი­ა­ში ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა რუხი ფე­რის წარ­მო­ნაქ­მნი - ეს შემღვრე­უ­ლი ბრო­ლია. ამ დროს ადა­მი­ა­ნი კარ­გავს ფორ­მულ მხედ­ვე­ლო­ბას და შე­იგ­რძნობს მხო­ლოდ სი­ნათ­ლის სხი­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბას“ - გვე­უბ­ნე­ბა ოფ­თალ­მო­ლო­გი და კა­ტა­რაქ­ტე­ბის ტი­პებ­ზე აგ­რძე­ლებს სა­უ­ბარს:

„კა­ტა­რაქ­ტა შეძ­ლე­ბა იყოს თან­და­ყო­ლი­ლი ან შე­ძე­ნი­ლი. თან­და­ყო­ლი­ლი კა­ტა­რაქ­ტა, რო­გორც წესი, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია დე­დის ორ­სუ­ლო­ბის დროს გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­თა და სამ­შო­ბი­ა­რო ტრამ­ვით. ამ დროს ორი­ვე თვა­ლი ზი­ან­დე­ბა. შე­ძე­ნი­ლი კა­ტა­რაქ­ტის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს: ასა­კობ­რი­ვი - ასა­კით გა­მოწ­ვე­უ­ლი ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის შე­დე­გად; ორ­გა­ნიზ­მის ზო­გა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი: ზო­გა­დი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის მოშ­ლით, ენ­დოკ­რი­ნუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით (დი­ა­ბე­ტუ­რი), უვე­ა­ლუ­რი (სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი გარ­სის და­ზი­ა­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი); ან­თე­ბი­თი და­ა­ა­ვა­დე­ბე­ბით (რევ­მა­ტიზ­მი) და ა.შ. ტოქ­სი­კუ­რი - სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბის ტოქ­სი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი; თვა­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი; სხი­ვუ­რი - მა­ი­ო­ნი­ზე­ბუ­ლი რა­დი­ა­ცი­ის მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გი; კა­ტა­რაქ­ტის რის­კფაქ­ტო­რად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ნი­კო­ტი­ნის და ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა“.

- რო­გორ ხდე­ბა კა­ტა­რაქ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა?

- კა­ტა­რაქ­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა რთუ­ლი არ არის. ის ოფ­თალ­მო­ლო­გის მიერ, თვა­ლის სტან­დარ­ტუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გად დგინ­დე­ბა, თუმ­ცა ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვამ­დე სა­ჭი­როა სხვა და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რათა თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ექიმს თვა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვრლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს.

- მის სამ­კურ­ნა­ლოდ რა გზე­ბი არ­სე­ბობს?

- კა­ტა­რაქ­ტა ქი­რურ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მისი გან­კურ­ნე­ბა მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. არ­სე­ბობს ოპე­რა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე სახე, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნის არსს წარ­მო­ად­გენს შემღვრე­უ­ლი ბრო­ლის ამო­ღე­ბა და ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის იმპლან­ტა­ცია. ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ოპე­რა­ცი­ულ მიდ­გო­მას წარ­მო­ად­გენს ფა­კო­ე­მულ­სი­ფი­კა­ცია, რო­მელ­საც „უნა­კე­რო“ ოპე­რა­ცი­ა­საც უწო­დე­ბენ. ამ დროს ხდე­ბა ულტრაბ­გე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შემღვრე­უ­ლი ბრო­ლოს და­ნა­წევ­რე­ბა და ას­პი­რა­ცი­ის მე­თო­დით მისი მო­ცი­ლე­ბა. ოპე­რა­ცია გრძელ­დე­ბა 5-10 წუთი. ქი­რურ­გი­უ­ლი პრო­ცე­სი ტარ­დე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ით, მხო­ლოდ თვა­ლის წვე­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და სრუ­ლი­ად უმ­ტკივ­ნე­უ­ლოა. ოპე­რა­ცი­ის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე პა­ცი­ენ­ტი იღებს ექი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს და იმა­ვე დღეს ბრუნ­დე­ბა სახ­ლში. მხედ­ვე­ლო­ბა ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მა­ლე­ვე უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, რამ­დე­ნი­მე დღე­ში აღ­დგე­ბა.

- რა არის ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლი და რა ტი­პის ბრო­ლე­ბი არ­სე­ბობს?

- ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლი ანუ ინ­ტრა­ო­კუ­ლა­რუ­ლი ლინ­ზა, ცვლის შემღვრე­ულ ბუ­ნებ­რივ ბროლს და თავ­სდე­ბა მის ად­გილ­ზე. არ­სე­ბობს მრა­ვა­ლი სა­ხის ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი და ქი­მი­უ­რი თვი­სე­ბე­ბით, დი­ზა­ი­ნით, ზო­მით და ოპ­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით. ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის შერ­ჩე­ვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იყოს პა­ცი­ენ­ტის სურ­ვი­ლი, პრო­ფე­სია, მისი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ასა­კი, მე­ო­რე თვა­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა. სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას ისე­თი ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლი, რომ პა­ცი­ენ­ტი სრუ­ლი­ად გან­თა­ვი­სუფ­ლდეს სათ­ვა­ლი­სა­გან ნე­ბის­მი­ერ მან­ძილ­ზე. თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბით სულ უფრო და უფრო იხ­ვე­წე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლე­ბი და მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის, შორ­სმხედ­ვე­ლო­ბის, ას­ტიგ­მა­ტიზ­მის და პრეს­ბი­ო­პი­ის (სა­კი­თხა­ვი სათ­ვა­ლის) კო­რე­გი­რე­ბა. ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოხ­დეს ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლის შერ­ჩე­ვა, რათა მი­ვი­ღოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ოპ­ტი­მა­ლუ­რი შე­დე­გი. რის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბულ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს ექი­მის გა­მოც­დი­ლე­ბა და მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი.

- თუ ად­მი­ა­ნი, ადრე სათ­ვა­ლეს იყე­ნებ­და, კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, სათ­ვა­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა აღარ ექ­ნე­ბა?

- დიხ, ასეა. თუ შერ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი მო­დე­ლის ხე­ლოვ­ნუ­რი ბრო­ლი, კა­ტა­რაქ­ტის ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი უმე­ტე­სად გან­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა სათ­ვა­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის­გან.

- რა ზი­ა­ნის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბას, თუ კი ამ ადა­მი­ა­ნი არ უმ­კურ­ნა­ლებს?

- რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, კა­ტა­რაქ­ტა პროგ­რე­სი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა და თუ დრო­უ­ლად არ მოხ­და მისი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბა, შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სრულ სიბრმა­ვემ­დე მი­ვი­დეს.

- რა არის ამის­თვის პრე­ვენ­ცია, რომ არ გან­ვი­თარ­დეს?

- ასა­კობ­რი­ვი კა­ტა­რაქ­ტა, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ვი­თარ­დე­ბა ასაკ­თან ერ­თად, თუმ­ცა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას ახ­დენს თამ­ბა­ქო­სა და ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა, ერ­თობ არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ხან­გრძლი­ვი ზე­მოქ­მე­დე­ბა, ასე­ვე ჭარ­ბი წონა და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. ამი­ტომ, 40 წელს ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებს ვურ­ჩევ, რომ წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­ი­ტა­რონ ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, ხოლო შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ კა­ტა­რაქ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის რისკ-ფაქ­ტორს, ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი ყო­ველ 6 თვე­ში ერთხელ და­გეგ­მონ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი
0

ფასი რა ჯდება საშუალოდ

beso
0

 

გაასწორეთ სხეულის წყალი. მოხსენით ანთებითი პროცესი სხეულში. იკვებეთ ბოსტნეულით, რადგან ქინძი, კამა და ისპანახაი არის მძიმე მეტალების სხეულიდან საუკეთესო გამომტანები, რომლის გარეშე სხეულსა და თვალის არეში ანთებითი პროცესები არ მოიხსნება და ეს აღმოჩენა იაპონელი ოფთამოლოგის დაკვირვების შედეგიცაა. მოხსენით „პოდნოსოვოე პაზუხების“ ანთება, რომელიც სხეულის წყლის გასწორებითა და ჰიალურონის მჟავის დეფიციტის აღმოფხვრით მიიღწევა, ანუ აუცილებლად უნდა იჭამოს ბულიონი, ჩიხირთმა და სხვა მსგავსი კერძები. რაც ასევე წარმოადგენს საფუძველს სხეულის სხვა სისტემების ჯამრთელობისა და იმუნო სისტემის გასწორების, რაც ასევე საფუძველია ყელყურის არეში დავადებების აცილების, რაც ასევე საფუძველია ყელყურის არეშე ანთებების მოხსნისა და სხვა. ჰიალურონის მჟავის გარეშე არ ინკურნება არც „პოდნოსოვოე პასუხები“, არც სახსრები და არც ძარღვი, ნაწლავი, კანი და ძვალი. ანუ ბულიონისა და ჩიხირთმის, ხაშის მიღების გარეშე თვენ ვერ იქნებით ჯამრთელი, რადგან სხეულის მთელი კოლაგენური სისტემის ჯამრთელობა დამოკიდებულია მასზეე, ჰიალურონის მჟავაზე. ეს ნაწილობრივ, სხვა დროს სრულად მოგიყვებით ყველაფერს. გაიხარეთ. თვალი მოქცეულია „პოდნოსოვოე პასუხები“-ს არეში და თუ ანთებითი პროცესი არა არის ამ არეში თვალს პრობლემები არ ექმნება. ამ არის ანთებითი პროცესი არის გლაუკომის მიზეზიც, რადგან ეს ანთებითი პროცესი იწვევს მისი ტვინთან დამაკავშირებელი მთავარი ნერვის ანთებას. ხოლო თვალი არის ტვინის ორგანო და არა დამოუკიდებელი ორგანო, როგორც ეს აღიქმება ამჟამად. ის არის ტვინის გაგრძელება, ნაწილი რითაც გარე ინფორმაცია აისახება ტვინის ეკრანზე. დიახ ტვინი ეკრანია, ეკრანია სურათებისათვის და მუსიკისათვისაც, ხოლო რასაც ჩვენ აზროვნებას მივაწერთ ეს არა ტვინია, არამედ პირველი ჩაკრა იმფორმაციულ ველში, ანუ ცენტრალური და პერიფერიული ინფორმაციული ველის პირველი შეკრულობა. ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც გააზრებას, ან საფიქრალს ვუწოდებთ აისახება სახესა და შუბლზე და იწვევს აქ ანთებით პროცესებს(ფიქრმა შეჭამა, თავი გასკდას ფენომენი). ეს დანახულია 5-7 ათასი და უფრო მეტი ხნის უკან და ანთებით პროცესებს მოხსნა შუბლისა და სახის არიდან არის საფუძველი თვალის ჯამრთელობისა. ეს გათვალისწინებულია ისლამის რიტუალში, ხოლო აღმოჩენა ეკუთვნის ინდუსებს (ლოცვის მერე თვალზე ხელის მოსმა. ნებისმიერი სააზროვნო თუ აზროვნების ობიექტი ვარდება გააზრების არედან). ნებისმიერი ცუდი (ცნობიერის) ინფორმაციის რეაქცია ხდება სახითა და სხეულით, რადგან ის ჩაწერილია (შეფასების პარამეტრი. გაურკვეველზე ანუ განზოგადების პარამეტრის უქონლობაზე გაურკვევლობის ინფორმაცია სახეზეც გამოიტანება. ანუ ფიქრი და ფიქრის შედეგი სახეზე აღიბეჭდება) მასში. ამიტომ სხეულის ყველა ანთება, განსაკუთრებით თავის არეში გამოიტანება კომბოსტოსა და სხვა მისი მსგავსი საშუალებებით. ეს ედო საფუძვლად იმას, რომ მცხოვანებს (ათეულობით მინახავს ბავშვობაში) ნემსის ყუნწში ძაფის გაყრის პრობლემა არ ჰქონდათ. სად იყო შენი კატარაქტა ან გლაუკომააააააააააა. უნდა ეს უნიფიცირებულ საბაზრო მედიცინას. იცის მან როგორ უნდა მოვხსნათ თვალის არედან წნევა ან ანთებითი პროცესი. ეს ზოგადად, ხოლო დეტალებშიიიიიიიიიიიი ბევრად საინტერესოააააააააააა ის.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

თვალის დაავადება, რომელიც ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს და მისი მკურნალობის გზები - "სიბრმავის 55% სწორედ ამით არის გამოწვეული"

თვალი ერთ-ერთი მგრძნობიარე ორგანოა, რომელსაც გაუფრთხილებლობის შემთხვევაში არაერთი დაავადება ახასიათებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება კატარაქტაა. რა იწვევს მას, როგორ მიმდინარეობს და უყურადღებობის შემთხვევაში რა შდეგები შეიძლება მოიტანოს, ამაზე კლინიკა „ახალი მზერის“ და „ღია გულის“ ოფთალმოლოგი ია ვარდანაშვილი გვესაუბრება:

„კატარაქტა თვალში არსებული ბროლის ნაწილობრივი ან სრული შემღვრევაა. მსოფლიო მასშტაბით ის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი ხდება. სიბრმავის - 55% სწორედ ამ დაავადებით არის გამოწვეული. არადა, სამყაროდან მიღებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი სწორედ თვალით აღიქმება, ამიტომაც, სიბრმავე მსოფლიოში სტრესის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ფაქტორად არის მიჩნეული. თანამედროვე განვითარების პირობებში ასეთი ტიპის სიბრმავესთან ბრძოლა აბსოლიტურად რეალური და მნიშვნელოვნად ეფექტიანია. ერთადერთ პრობლემას წარმოადგენს საორგანიზაციო საკითხების ხარისხიანად და დროულად გადაწყვეტა, რათა ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები ამ დაავადების სიმპტომების შესახებ“, - გვეუბნება ოფთალმოლოგი.

მისი თქმით, კატარაქტაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია, თუ:

  • პაციენტს აღენიშნება მხედველობის თანდათან დაქვეითება;
  • თუ მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
  • სათვალის დახმარებითაც უჭირს ნაბეჭდი ტექსტის წაკითხვა;
  • უჭირს შორსმდებარე საგნების გარჩევა;
  • ახლომდებარე საგნები თანდათან კარგავს მოხაზულობას და ბუნდოვანი ხდება;
  • უჭირს ფერების გარჩევა;
  • ძველებურად ვეღარ მართავს ავტომობილს;
  • თუ გუგის არეში მოჩანს რუხი ფერის შეფერილობა;

კატარაქტა ერთი თვალიდან მეორეზე არ გადადის, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ერთ თვალში მის ჩამოყალიბებას განაპირობებს, თითქმის ყოველთვის იწვევს მეორე თვალის დაზიანებასაც. ერთი ვერსიით, თითქოს ის ხანდაზმული ადამიანების დაავადებაა, მაგრამ ეს დღეს ასეა არ არის, „ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გაჩნდეს.

სამწუხაროდ, დღეს კატარაქტა ძალიან „გაახალგაზრდავდა“. ადრე თუ ამ დაავადების საშუალო ასაკი 55-60 წლები ითვლებოდა, ამჟამად 35-40 წელია მიჩნეული. თუმცა ასაკობრივი კატარაქტა, შეძენილი კატარაქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა, რომელიც უმეტესად ორმხრივია, ანუ ორივე თვალზე ვითარდება. ხასიათდება პროცესის არაერთდროული დასაწყისითა და განვითარებით. კატარაქტა სუბიექტურად ვლინდება მაშინ, როცა შემღვრევა ბროლის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომი ხანდაზმულ ასაკში „ცრუ“ ახლომხედველობის განვითარებაა, რის გამოც პაციენტს აღარ სჭირდება სამუშაოდ ასაკობრივი სათვალე. ასაკობრივი კატარაქტის მოგვიანებით სტადიაზე გუგის პროექციაში ნათლად იკვეთება რუხი ფერის წარმონაქმნი - ეს შემღვრეული ბროლია. ამ დროს ადამიანი კარგავს ფორმულ მხედველობას და შეიგრძნობს მხოლოდ სინათლის სხივის მიმართულებას“ - გვეუბნება ოფთალმოლოგი და კატარაქტების ტიპებზე აგრძელებს საუბარს:

„კატარაქტა შეძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტა, როგორც წესი, განპირობებულია დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებებითა და სამშობიარო ტრამვით. ამ დროს ორივე თვალი ზიანდება. შეძენილი კატარაქტის მიზეზი შეიძლება იყოს: ასაკობრივი - ასაკით გამოწვეული ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად; ორგანიზმის ზოგადი დაავადებებით განპირობებული: ზოგადი ინფექციებით, ნივთიერებათა ცვლის მოშლით, ენდოკრინული დარღვევებით (დიაბეტური), უვეალური (სისხლძარღვოვანი გარსის დაზიანებით გამოწვეული); ანთებითი დააავადებებით (რევმატიზმი) და ა.შ. ტოქსიკური - სხვადასხვა ნივთიერების ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი; თვალის სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული; სხივური - მაიონიზებული რადიაციის მოქმედების შედეგი; კატარაქტის რისკფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს ნიკოტინის და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება“.

- როგორ ხდება კატარაქტის დიაგნოსტირება?

- კატარაქტის დიაგნოსტირება რთული არ არის. ის ოფთალმოლოგის მიერ, თვალის სტანდარტული ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგად დგინდება, თუმცა ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა სხვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა თანხმლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში, ექიმს თვალის მდგომარეობის შესახებ დაწვრლებითი ინფორმაცია ჰქონდეს.

- მის სამკურნალოდ რა გზები არსებობს?

- კატარაქტა ქირურგიული დაავადებაა და მისი განკურნება მხოლოდ ოპერაციული ჩარევით არის შესაძლებელი. არსებობს ოპერაციის რამდენიმე სახე, თუმცა ყველა მათგანის არსს წარმოადგენს შემღვრეული ბროლის ამოღება და ხელოვნური ბროლის იმპლანტაცია. ყველაზე თანამედროვე ოპერაციულ მიდგომას წარმოადგენს ფაკოემულსიფიკაცია, რომელსაც „უნაკერო“ ოპერაციასაც უწოდებენ. ამ დროს ხდება ულტრაბგერის საშუალებით შემღვრეული ბროლოს დანაწევრება და ასპირაციის მეთოდით მისი მოცილება. ოპერაცია გრძელდება 5-10 წუთი. ქირურგიული პროცესი ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით, მხოლოდ თვალის წვეთების გამოყენებით და სრულიად უმტკივნეულოა. ოპერაციის დამთავრებისთანავე პაციენტი იღებს ექიმის რეკომენდაციებს და იმავე დღეს ბრუნდება სახლში. მხედველობა ოპერაციის შემდეგ მალევე უმჯობესდება და საბოლოოდ, რამდენიმე დღეში აღდგება.

- რა არის ხელოვნური ბროლი და რა ტიპის ბროლები არსებობს?

- ხელოვნური ბროლი ანუ ინტრაოკულარული ლინზა, ცვლის შემღვრეულ ბუნებრივ ბროლს და თავსდება მის ადგილზე. არსებობს მრავალი სახის ხელოვნური ბროლი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ფიზიკური და ქიმიური თვისებებით, დიზაინით, ზომით და ოპტიკური მახასიათებლებით. ხელოვნური ბროლის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის სურვილი, პროფესია, მისი ყოველდღიური საქმიანობა, ასაკი, მეორე თვალის მდგომარეობა. სათანადო ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იქნას ისეთი ხელოვნური ბროლი, რომ პაციენტი სრულიად განთავისუფლდეს სათვალისაგან ნებისმიერ მანძილზე. თანამედროვე მიდგომებით სულ უფრო და უფრო იხვეწება ხელოვნური ბროლები და მისი საშუალებით ასევე შესაძლებელი ხდება ახლომხედველობის, შორსმხედველობის, ასტიგმატიზმის და პრესბიოპიის (საკითხავი სათვალის) კორეგირება. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად მოხდეს ხელოვნური ბროლის შერჩევა, რათა მივიღოთ მაქსიმალურად ოპტიმალური შედეგი. რისთვისაც განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენს ექიმის გამოცდილება და მისი პროფესიონალიზმი.

- თუ ადმიანი, ადრე სათვალეს იყენებდა, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ, სათვალის საჭიროება აღარ ექნება?

- დიხ, ასეა. თუ შერჩეული იქნება შესაბამისი მოდელის ხელოვნური ბროლი, კატარაქტის ოპერაციის შემდეგ პაციენტი უმეტესად განთავისუფლდება სათვალის საჭიროებისგან.

- რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ დაავადებას, თუ კი ამ ადამიანი არ უმკურნალებს?

- როგორც უკვე მოგახსენეთ, კატარაქტა პროგრესირებადი დაავადებაა და თუ დროულად არ მოხდა მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა, შეიძლება ადამიანი სრულ სიბრმავემდე მივიდეს.

- რა არის ამისთვის პრევენცია, რომ არ განვითარდეს?

- ასაკობრივი კატარაქტა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვითარდება ასაკთან ერთად, თუმცა მის განვითარებაში გარკვეულ გავლენას ახდენს თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ერთობ არაკეთილსაიმედო ფაქტორად ითვლება ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი ზემოქმედება, ასევე ჭარბი წონა და შაქრიანი დიაბეტი. ამიტომ, 40 წელს ზემოთ ადამიანებს ვურჩევ, რომ წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, რომლებიც წარმოადგენენ კატარაქტის განვითარების რისკ-ფაქტორს, ოფთალმოლოგთან ვიზიტი ყოველ 6 თვეში ერთხელ დაგეგმონ.

აბასთუმანში, ტყეში ხანძარია

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 129 769 ადამიანი - რა ინფორმაციას ავრცელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი

"ორჯერ ვიქორწინე და ქორწილი არ მქონია, ალბათ არ განვიხილავდი ამ ქორწინებებს" - სოფო ჭყონია პირადსა და ოჯახურ ბიზნესზე