ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4 -ით გაიზარდა და 822 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 690 გახდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 1 სამედიცინო პერსონალია.

"გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულიც 4-ია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 4 დადასტურებული შემთხვევიდან 1 არის "საბურთალოს კლასტერიდან", ორი არის იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევა და 1 არის სამედიცინო პერსონალი. ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრის. 30 იანვრიდან დღემდე, ანუ მე-5 თვეა რაც ჩვენი ცენტრი კოვიდინფიცირებულ შესაძლო და დადასტურებულ შემთხვევებთან მუშაობს, ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია" - განაცხადა ეზუგბაიამ.

კარანტინის რეჟიმშია 3124 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 279 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"მეორე ტალღას კი არა, ცუნამს მივიღებთ!" - საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ რა ფოტოს ავრცელებს დავით მესხიშვილი

"მინდა ეს ჯოჯოხეთური დღეები აღარ ჰქონდეს..." - ლეიკემიით დაავადებულ 5 წლის დემეტრეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება