პოლიტიკა
მსოფლიო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ცნო­ბილ ექიმ-ფსი­ქო­თე­რა­პევტს, ფსი­ქი­ატრსა და ნარ­კო­ლოგს და­ვით ან­დღუ­ლა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. 22 მა­ისს ის ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მოყ­ვა - ქვე­ყა­ნა­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის" გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სახ­ლის­კენ ვე­ლო­სი­პე­დით მი­მა­ვალ ან­დღუ­ლა­ძეს, მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა.

ავა­რი­ის შე­დე­გად მან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, თუმ­ცა ექი­მე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელ პროგ­ნოზს აკე­თე­ბენ.

პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხარ­ჯე­ბი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და და­ვით ან­დღუ­ლა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად მის­მა მე­გობ­რებ­მა ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გახ­სნეს, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია თან­ხის ჩა­რი­ცხვა.

"და­ვეხ­მა­როთ დათო ან­დღუ­ლა­ძეს!

და­თოს ოჯა­ხის და ახ­ლობ­ლე­ბის სა­ხე­ლით, უღ­რმეს მად­ლო­ბას გიხ­დით თი­თო­ე­ულ თქვენ­განს და­თოს გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, ყუ­რა­დღე­ბის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის.

ორი­ოდ სი­ტყვით და­ვით ან­დღუ­ლა­ძის შე­სა­ხებ მათ­თვის, ვინც მას არ იც­ნობს: დათო ცნო­ბი­ლი ექი­მი-ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი, ფსი­ქი­ატ­რი, ნარ­კო­ლო­გი, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვის და მომ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ცი­ა­ცია "ნე­ბას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. ფსი­ქო­ლო­გი­ის და ფსი­ქი­ატ­რი­ის არა­ერთ აქ­ტუ­ა­ლურ თე­მა­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს უამ­რა­ვი სა­ჯა­რო ლექ­ცია, შეხ­ვედ­რა, ინ­ტერ­ვიუ. ოღონდ, ვინც მას იც­ნობთ და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ეს მხო­ლოდ მშრა­ლი სი­ტყვე­ბია, ზღვა­ში წვე­თია და­თოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის და ადა­მი­ა­ნო­ბის ასაღ­წე­რად, მის მიერ და­თე­სი­ლი სი­კე­თის გად­მო­სა­ცე­მად. დათო ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა უამ­რავ ადა­მი­ანს.

22 მა­ი­სის ღა­მით, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბი­დან მა­ლე­ვე, ვე­ლო­სი­პე­დით მი­მა­ვალ და­ვითს თბი­ლის­ში, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხა. და­თოს გა­ტე­ხი­ლი აქვს ნეკ­ნე­ბი, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი აქვს ფილ­ტვი, ზურ­გის ტვი­ნი, აქვს მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი, ჩა­უ­ტარ­და გა­და­უ­დე­ბე­ლი ოპე­რა­ცია კის­რის მა­ლებ­ზე. დათო კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­და. ახლა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

და­თოს ხან­გრძლი­ვი და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. სა­ჭი­რო გახ­დე­ბა მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბაც. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ოჯა­ხი აქამ­დე უძღვე­ბო­და ამ პრობ­ლე­მებს და და­თოს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის სა­კი­თხი დღემ­დე არც დამ­დგა­რა. და­თოს ოჯა­ხის წევ­რებს დღე­საც ერი­დე­ბათ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და ვინ­მეს შე­წუ­ხე­ბა, თუმ­ცა შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს.

ამ­ჟა­მად ჩვენს და­თოს - სი­კე­თის, სით­ბოს, სიყ­ვა­რუ­ლის უშურ­ვე­ლად და უხ­ვად გამ­ცემ ადა­მი­ანს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის ძა­ლი­ან ესა­ჭი­რო­ე­ბა ჩვენ­გან ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა.

გთხოვთ, გა­ა­ზი­ა­როთ ეს გზავ­ნი­ლი. დრო­უ­ლად და­ვეხ­მა­როთ, გვერ­დში და­ვუდ­გეთ ჩვენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ და­თოს და მის ოჯახს. ვინც მას იც­ნობთ, ხომ ეჭ­ვიც არ გე­პა­რე­ბათ, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი დათო ერთი ათა­სად აგ­ვი­ნა­ზღა­უ­რებს ყვე­ლა­ფერს მისი გო­ნე­ბით, გუ­ლით, ცოდ­ნით, ენერ­გი­ით, სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით. ერ­თად ყვე­ლა­ფერს შევ­ძლებთ!

დათო ან­დღუ­ლა­ძის დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­გიძ­ლი­ათ ან­გა­რიშ­ზე:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი:

GE04BG0000000125920900

მიმ­ღე­ბი: სო­ფიო ან­დღუ­ლა­ძე / Sopio Andghuladze

და­ნი­შუ­ლე­ბა: შე­მო­წი­რუ­ლო­ბა და­ვით ან­დღუ­ლა­ძის­თვის

Nata
1

უმაგრესი ექიმი.ყველა უნდა გაერთიანდეს მის გადასარჩენად.მალე უნდა გამოჯანმრთელდეს და დაგვიბრუნდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს..." - ავარიის დროს დაშავებულ ცნობილ ფსიქიატრს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ცნობილ ექიმ-ფსიქოთერაპევტს, ფსიქიატრსა და ნარკოლოგს დავით ანდღულაძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 22 მაისს ის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა - ქვეყანაში "კომენდანტის საათის" გაუქმების შემდეგ, თამარაშვილის ქუჩაზე სახლისკენ ველოსიპედით მიმავალ ანდღულაძეს, მანქანა დაეჯახა.

ავარიის შედეგად მან სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ.

პაციენტის მკურნალობის და რეაბილიტაციის ხარჯები საკმაოდ მაღალია და დავით ანდღულაძის დასახმარებლად მისმა მეგობრებმა ანგარიშის ნომერი გახსნეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.

"დავეხმაროთ დათო ანდღულაძეს!

დათოს ოჯახის და ახლობლების სახელით, უღრმეს მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს დათოს გულშემატკივრობისთვის, ყურადღებისთვის, სიყვარულისთვის.

ორიოდ სიტყვით დავით ანდღულაძის შესახებ მათთვის, ვინც მას არ იცნობს: დათო ცნობილი ექიმი-ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, ფსიქოსოციალური კვლევის და მომსახურების ასოციაცია "ნებას" დამფუძნებელია. ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის არაერთ აქტუალურ თემაზე ჩატარებული აქვს უამრავი საჯარო ლექცია, შეხვედრა, ინტერვიუ. ოღონდ, ვინც მას იცნობთ დამეთანხმებით, რომ ეს მხოლოდ მშრალი სიტყვებია, ზღვაში წვეთია დათოს პროფესიონალიზმის და ადამიანობის ასაღწერად, მის მიერ დათესილი სიკეთის გადმოსაცემად. დათო ჰაერივით სჭირდება უამრავ ადამიანს.

22 მაისის ღამით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან მალევე, ველოსიპედით მიმავალ დავითს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომანქანა დაეჯახა. დათოს გატეხილი აქვს ნეკნები, დაზიანებული აქვს ფილტვი, ზურგის ტვინი, აქვს მრავლობითი მოტეხილობები, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია კისრის მალებზე. დათო კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდა. ახლა მისი მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

დათოს ხანგრძლივი და ინტენსიური სარეაბილიტაციო მკურნალობა ესაჭიროება. საჭირო გახდება მისი საზღვარგარეთ გამგზავრებაც. ეს ყველაფერი ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ოჯახი აქამდე უძღვებოდა ამ პრობლემებს და დათოს ფინანსური დახმარების საკითხი დღემდე არც დამდგარა. დათოს ოჯახის წევრებს დღესაც ერიდებათ მსგავსი განცხადების გავრცელება და ვინმეს შეწუხება, თუმცა შექმნილი მდგომარეობა არჩევანის საშუალებას არ გვაძლევს.

ამჟამად ჩვენს დათოს - სიკეთის, სითბოს, სიყვარულის უშურველად და უხვად გამცემ ადამიანს გამოჯანმრთელებისთვის ძალიან ესაჭიროება ჩვენგან ფინანსური დახმარება.

გთხოვთ, გააზიაროთ ეს გზავნილი. დროულად დავეხმაროთ, გვერდში დავუდგეთ ჩვენს არაჩვეულებრივ დათოს და მის ოჯახს. ვინც მას იცნობთ, ხომ ეჭვიც არ გეპარებათ, რომ გამოჯანმრთელებული დათო ერთი ათასად აგვინაზღაურებს ყველაფერს მისი გონებით, გულით, ცოდნით, ენერგიით, სიკეთით და სიყვარულით. ერთად ყველაფერს შევძლებთ!

დათო ანდღულაძის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე:

საქართველოს ბანკი:

GE04BG0000000125920900

მიმღები: სოფიო ანდღულაძე / Sopio Andghuladze

დანიშულება: შემოწირულობა დავით ანდღულაძისთვის

ქართველმა დიზაინერმა, ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასახმარებლად, დიპლომატები, პოლიტიკოსები და შოუბიზნესის წარმომადგენლები გააერთიანა

28 წლის ქალი, რომელსაც წუხელ თბილისში ხე დაეცა, მერიას მიმართავს - "ბოდიში, რომ ცოცხალი გადავრჩი...“

ძლიერი წვიმა და ქარის გაძლიერება - როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში