საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გამოცდის ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა... შესაძლოა ამან გამოწვიოს გონების დაკარგვის შემთხვევები" - ზურაბ გურული
"გამოცდის ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა... შესაძლოა ამან გამოწვიოს გონების დაკარგვის შემთხვევები" - ზურაბ გურული

ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი თვლის, რომ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის პირ­ბა­დით ყოფ­ნა მათთ­ზე უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას მო­ა­დენს.

კერ­ძოდ, რო­გორ გუ­რუ­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, ნი­ღაბ­მა შე­საძ­ლოა და­აქ­ვე­ი­თოს გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადექ­ვა­ტუ­რი გა­მოვ­ლე­ნა და გა­მო­იწ­ვი­ოს გო­ნე­ბის და­კარ­გვა.

"სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ნი­ღა­ბი - N95, შე­სუნ­თქულ ჰა­ერ­ში ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 20 %-ით ამ­ცი­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ქი­რურ­გი­ულ ნიღ­ბებს, აქ ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ პრო­ცენ­ტებ­ზე, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვამ უკვე აჩ­ვე­ნა, რომ მჭიდ­როდ მორ­გე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნი­ღა­ბიც იგი­ვე პრობ­ლე­მას იწ­ვევს. ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს და­მა­ჯე­რე­ბე­ლი კვლე­ვა, რო­მე­ლიც ნი­ღა­ბის მიღ­მა სუნ­თქვი­სას ნახ­ში­რორ­ჟან­გის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზრდის პრო­ცენ­ტებს და­ა­ფიქ­სი­რებ­და. ამას­თან, კვლე­ვე­ბი ძი­რი­თა­დათ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იქნა სა­ო­პე­რა­ცი­ო­ებ­ში, სა­დაც ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რაა, რაც ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზ­მის გა­და­ხუ­რე­ბა­საც და სის­ხლში ნახ­ში­რორ­ჟან­გით შემ­ცვე­ლო­ბის ზრდით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მას - მო­თენ­თვა-ძი­ლი­ა­ნო­ბას.

ცხა­დია, სა­ო­პე­რა­ცი­ოს პერ­სო­ნა­ლი რუ­ტი­ნუ­ლად ატა­რებს ნი­ღაბს და არა­ვის შე­უმ­ჩნე­ვია რა­ი­მე სა­ში­ში ეფექ­ტი, თუმ­ცა, მო­მა­ტე­ბუ­ლი ად­რე­ნა­ლი­ნი­სა და გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში სა­ო­პე­რა­ცი­ოს ახალ­ბე­დებ­ში სინ­კო­პუ­რი (გუ­ლის წას­ვლა) ეპი­ზო­დე­ბი არც ისე იშ­ვი­ა­თო­ბაა.

ჩემი აზ­რით, გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბა ნი­ღაბ­ში შე­საძ­ლოა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით გა­მარ­თლე­ბუ­ლი იყოს, მაგ­რამ კლი­ნი­კურ-ჰუ­მა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით მი­უ­ღე­ბე­ლია. ბუ­ნებ­რი­ვად მო­მა­ტე­ბუ­ლი ად­რე­ნა­ლი­ნი, ტვი­ნის და­ძა­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი დე­ჰიდ­რა­ტა­ცია საკ­მა­რი­სი ეფექ­ტე­ბია იმი­სათ­ვის, რომ და­აქ­ვე­ი­თოს გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ადექ­ვა­ტუ­რი გა­მოვ­ლე­ნა და გა­მო­იწ­ვი­ოს გო­ნე­ბის და­კარ­გვის ხში­რი შემ­თხვე­ვე­ბიც. ამ პრობ­ლე­მის იდე­ა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტა არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა შე­საძ­ლე­ბე­ლია გო­ნივ­რუ­ლი კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა.

მა­გა­ლი­თად, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტი, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი თა­ვის­თა­ვად მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან და­ბა­ლი რის­კის ჯგუფს თა­ვი­ან­თი ასა­კის გამო, შე­სა­ბა­მი­სად ზედ­მე­ტი კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლო­ბა სა­ჭი­რო არ არის. შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­მოც­და ჩა­ტარ­დეს ისეთ დარ­ბაზ­ში, სა­დაც კარ­გად იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო დის­ტან­ცი­ე­ბი და­ცუ­ლი, რაც აგ­რეთ­ვე შე­ამ­ცი­რებს რისკს.

გა­მოც­და აგ­რეთ­ვე შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს გაშ­ლილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მხო­ლოდ ზე­მო­დან და­ხუ­რუ­ლი ტენ­ტის ქვეშ, სა­დაც ბუ­ნებ­რი­ვი ვენ­ტი­ლა­ცია მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანს ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შან­სებს. აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის შედ­გე­ნი­ლი იქ­ნას სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჰი­გი­ე­ნუ­რი წე­სე­ბის ნუს­ხა, თუნ­დაც რო­გორ მო­ა­ხერ­ხონ და­ცე­მი­ნე­ბა, ან შე­ი­კა­ვონ თავი ხმა­მა­ღა­ლი სა­უ­ბა­რი­სა­გან, ახლო კონ­ტაქ­ტე­ბი­სა­გან და ა.შ. მოკ­ლედ, გა­მოც­დის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ჩა­ტა­რე­ბა ნიღ­ბებ­ში არაჰუ­მა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბი­თა და მოქ­ნი­ლი აზ­როვ­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ პრობ­ლე­მის მოხ­სნა" - წერს გუ­რუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 6 ივ­ლისს და­ი­წყე­ბა და 25 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა. გა­მოც­დე­ბის უსაფრ­თხოდ ჩა­ტა­რე­ბის სა­კი­თხზე გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვეს.

მათ შო­რის არის, გა­მო­საც­დე­ლებს შო­რის დის­ტან­ცი­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად დაც­ვა; პირ­ბა­დის გა­კე­თე­ბა, რო­გორც რე­გის­ტრა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ასე­ვე გა­მოც­დის დროს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგა
26

ეხლა ნახეთ შემოვარდეს სიხა და სულ ჰალსტუხისჭამია იძახოს..:D

Giorgi sixarulidze
380

წამოყო ისევ თავი ნაცების აგენტმა გურულმა ! 

ჰალსტუხჭამიას დოლარები კარგია არაა ზურიკ ?! 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"გამოცდის ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა... შესაძლოა ამან გამოწვიოს გონების დაკარგვის შემთხვევები" - ზურაბ გურული

"გამოცდის ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა... შესაძლოა ამან გამოწვიოს გონების დაკარგვის შემთხვევები" - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული თვლის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების პირბადით ყოფნა მათთზე უარყოფით გავლენას მოადენს.

კერძოდ, როგორ გურული სოციალურ ქსელში წერს, ნიღაბმა შესაძლოა დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვა.

"სპეციალური სამედიცინო ნიღაბი - N95, შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის კონცენტრაციას დაახლოებით 20 %-ით ამცირებს. რაც შეეხება ე.წ. ქირურგიულ ნიღბებს, აქ ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდნენ პროცენტებზე, მაგრამ რამდენიმე მიმდინარე კვლევამ უკვე აჩვენა, რომ მჭიდროდ მორგებული ჩვეულებრივი ნიღაბიც იგივე პრობლემას იწვევს. ჯერჯერობით არ ჩანს დამაჯერებელი კვლევა, რომელიც ნიღაბის მიღმა სუნთქვისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პროცენტებს დააფიქსირებდა. ამასთან, კვლევები ძირითადათ ჩატარებული იქნა საოპერაციოებში, სადაც ფიქსირებული გარემოს ტემპერატურაა, რაც ხელს უშლის ორგანიზმის გადახურებასაც და სისხლში ნახშირორჟანგით შემცველობის ზრდით გამოწვეულ პრობლემას - მოთენთვა-ძილიანობას.

ცხადია, საოპერაციოს პერსონალი რუტინულად ატარებს ნიღაბს და არავის შეუმჩნევია რაიმე საშიში ეფექტი, თუმცა, მომატებული ადრენალინისა და გარემოს ტემპერატურის შემთხვევაში საოპერაციოს ახალბედებში სინკოპური (გულის წასვლა) ეპიზოდები არც ისე იშვიათობაა.

ჩემი აზრით, გამოცდის ჩატარება ნიღაბში შესაძლოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული იყოს, მაგრამ კლინიკურ-ჰუმანური თვალსაზრისით მიუღებელია. ბუნებრივად მომატებული ადრენალინი, ტვინის დაძაბული მუშაობა, პრაქტიკულად გარანტირებული დეჰიდრატაცია საკმარისი ეფექტებია იმისათვის, რომ დააქვეითოს გონებრივი შესაძლებლობების ადექვატური გამოვლენა და გამოიწვიოს გონების დაკარგვის ხშირი შემთხვევებიც. ამ პრობლემის იდეალური გადაწყვეტა არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია გონივრული კონსენსუსის მიღწევა.

მაგალითად, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ აბიტურიენტები თავისთავად მიეკუთვნებიან დაავადებისათვის ძალიან დაბალი რისკის ჯგუფს თავიანთი ასაკის გამო, შესაბამისად ზედმეტი კონსერვატიულობა საჭირო არ არის. შესაძლებელია გამოცდა ჩატარდეს ისეთ დარბაზში, სადაც კარგად იქნება საჭირო დისტანციები დაცული, რაც აგრეთვე შეამცირებს რისკს.

გამოცდა აგრეთვე შეიძლება ჩატარდეს გაშლილ ტერიტორიაზე, მხოლოდ ზემოდან დახურული ტენტის ქვეშ, სადაც ბუნებრივი ვენტილაცია მინიმუმამდე დაიყვანს ინფექციის გავრცელების შანსებს. აბიტურიენტებისათვის შედგენილი იქნას სავალდებულო ჰიგიენური წესების ნუსხა, თუნდაც როგორ მოახერხონ დაცემინება, ან შეიკავონ თავი ხმამაღალი საუბარისაგან, ახლო კონტაქტებისაგან და ა.შ. მოკლედ, გამოცდის სავალდებულო ჩატარება ნიღბებში არაჰუმანური გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, ლოგიკური მსჯელობითა და მოქნილი აზროვნებით შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის მოხსნა" - წერს გურული.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე განათლების სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა რეკომენდაციები შეიმუშავეს.

მათ შორის არის, გამოსაცდელებს შორის დისტანციის მაქსიმალურად დაცვა; პირბადის გაკეთება, როგორც რეგისტრაციის მიმდინარეობისას, ასევე გამოცდის დროს.

"როდესაც "ნაცებში" ავიზილეთ", ჩვენი მხარდაჭერის სურვილი 100 ათას ამომრჩეველს გაუქრა" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილსა და "ევროპულ საქართველოზე"

"ბოიკოტი და რა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ ქუჩაში ისეთ კრიზისს შექმნის, ხელისუფლება ვადამდელს დანიშნავს?" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

"პანდემია მძვინვარებს, კლინიკები გადატენილია, არ არსებობს გაყინულ ქუჩებში დიდხანს დგომის არავითარი რესურსი..." - ექიმი ზურაბ გურული ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს